დასაბეგრი პირი/ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
#assignedTableId-1674198994347 {width: 490.5pt; border: none; margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო
ნიდერლანდები
საქმის ნომერი
C- 268/83
მხარეები
D.A.Rompelman and E.A. Rompelman-Van Deelen v. Minister van
Financiën
თარიღი
14/02/1985
სამართლებრივი
საფუძველი
1977 წლის17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები (2006 წლის 28 ნოემბრისდირექტივის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილი)
საქართველოსსაგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები
158-ე მუხლის1-ლი ნაწილი
დასაბეგრი პირი/ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება
ფაქტობრივი გარემოება
ფიზიკურმა პირებმა D.A. Rompelman და E.A. Rompelman (შემდგომში ფიზიკური პირები) მშენებარე ობიექტში კომერციულ ფართებზე მიიღეს მომავალი საკუთრების უფლება. პირებმა საგადასახადო ორგანოს მიმართეს წერილით და განაცხადეს, რომ იგეგმებოდა აღნიშნული ფართების გაქირავება. ისინი კომერციული ფართების გაქირავებას განიხილავდნენ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად (არ სარგებლობდნენ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დღგ-ის დირექტივით დადგენილი შეღავათით). და შესაბამისად, მათ მოითხოვეს მშენებლობის პროცესში გაწეულ ხარჯებზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო ორგანომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონების ექსპლუატაცია არ იყო დაწყებული. დავამ გადაინაცვლა ეროვნულ სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილების მისაღებად მიმართა ევროპის სასამართლოს.
დასმული კითხვები
დირექტივის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის მიზნებისთვის გასაქირავებლად გამიზნული ქონების ექსპლუატაციად ითვლება თუ არა ქონებაზე მომავალი საკუთრების უფლების შეძენა?
გასაქირავებლად გამიზნულ მშენებარე ობიექტზე მომავალი საკუთრების უფლების შეძენა წარმოადგენს თუ არა ეკონომიკურ საქმიანობას?
სასამართლოს გადაწყვეტილება
გადასახდელ დღგ-ს წარმოადგენს დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის თანხასა და ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორის სხვაობა. დღგ-ს ჩათვლის უფლება კი აქვს მხოლოდ დასაბეგრ პირს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში.
2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ეკონომიკურ საქმიანობად კი აგრეთვე განიხილება მატერიალური ქონების ექსპლუატაცია მისგან მუდმივი შემოსავლის მიღების მიზნით.
ეკონომიკური საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე სახის თანმიმდევრული ქმედების განხორციელებას და მოსამზადებელი საქმიანობები (მაგ. აქტივების შეძენა) განიხილება, როგორც ეკონომიკური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი.
ვინაიდან საგადასახადო რეგულაციები ნეიტრალური და თანასწორია ყველასთვის, როგორც ახალი მეწარმეებისთვის, აგრეთვე ბაზარზე უკვე არსებული პირებისთვის, ბიზნესის დაწყების მიზნით საინვესტიციო დანახარჯების გაწევა მიჩნეული უნდა იყოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებად. აღნიშნულ პრინციპს ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ მხოლოდ უძრავი ქონების ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან მივიჩნიოთ ეკონომიკური საქმიანობა განხორციელებულად.
გაცხადებული განზრახვა უძრავი ქონების გაქირავების შესახებ საკმარისი საფუძველია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ქონების გამოყენება მოხდება დასაბეგრ ოპერაციაში. ამდენად, ინვესტორი, საინვესტიციო ხარჯების გაწევის მომენტშიც, უნდა განიხილებოდეს დასაბეგრ პირად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
გასაქირავებლად გამიზნულ მშენებარე ობიექტზე მომავალი საკუთრების უფლების შეძენა წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნის დასადგენად კი საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირისგან მოითხოვოს ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამ შემთხვევაში მტკიცებულება იმისა, რომ მშენებარე ობიექტის ერთეულები, რომელთა მომავალი საკუთრების უფლებაც შეიძინეს პირებმა, შესაბამისია კომერციული საქმიანობის განხორციელებისთვის.