ბრძანება N 5630
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5630
22.03.2023
შპს „---------ის“ (ს/ნ -------)
(მის.: ------------;
2023 წლის 22 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „---------------ის“ (ს/ნ ---------------------)№79303/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 24 იანვრის №EL198156 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2022 წლის -- ნოემბერს იტალიის ორი სხვადასხვა ქალაქიდან, სხვადასხვა პირის მიერ გამოიგზავნა 5 ამანათი ერთი და იგივე პიროვნების სახელზე. ვინაიდან ამანათები იყო სხვადასხვა ქალაქიდან და სხვადასხვა პირის მიერ გამოგზავნილი, მებაჟემ ჩათვალა, რომ კომპანია განზრახ ცდილობდა აღნიშნული ამანათების დეკლარირებისგან თავის არიდებას.
ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის -- იანვარს შპს „---------------ის“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №----- საფოსტო გზავნილების ნუსხით შემოტანილი, ----------------ის სახელზე დამისამართებული №-----№-----№-----№-----№-----, საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება, რომლებიც საბაჟოსთვის წარდგენილი იყო დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხით.
უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას აღმოჩნდა, რომ საფოსტო გზავნილების ჯამურმა წონამ შეადგინა 39,1 კილოგრამი და შესაბამისად დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.
საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის -- იანვრის №------/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საფოსტო გზავნილებში მოთავსებული საქონლის ღირებულება განისაზღვრა 424,12 აშშ დოლარით.
ვინაიდან შპს „----ის“ მიერ ადგილი ჰქონდა საქონლის შემოტანას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ჩადენილი განმეორებით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის -- იანვარს შედგენილი №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „------ს“ სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 124,09 ლარის ოდენობით.
შპს „-----ს“ არ წარმოუდგენია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად ზემოაღნიშნულ საფოსტო გზავნილებზე საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 დაბეჭდილი არ არის და ისინი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნქილი ადგენს, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილის მიხედვით, კი საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევით ან უამისოდ.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №------ საფოსტო გზავნილების ნუსხით შემოტანილი, ------ --------ის სახელზე დამისამართებული 5 ერთეული საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, რომლებიც საბაჟოსთვის წარდგენილი იყო დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხით. დადგენილია ასევე, რომ საფოსტო გზავნილების ჯამურმა წონამ შეადგინა --- კილოგრამი, ამასთან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საფოსტო გზავნილებში მოთავსებული საქონლის ღირებულება განისაზღვრა ------- აშშ დოლარით. შესაბამისად, მომჩივნისმხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის შემოტანას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ჩადენილი განმეორებით, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ადმინისტრაციული აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ის“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრაძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის -- იანვარს მომჩივანის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილების ნუსხით შემოტანილი, ფიზიკური პირის სახელზე დამისამართებული საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება, რომლებიც საბაჟოსთვის წარდგენილი იყო დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხით. საფოსტო გზავნილების ჯამურმა წონამ შეადგინა 39,1 კილოგრამი და შესაბამისად დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.
გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად ზემოაღნიშნულ საფოსტო გზავნილებზე საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 დაბეჭდილი არ არის და ისინი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.
ვინაიდან მომჩივანის მიერ ადგილი ჰქონდა საქონლის შემოტანას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ჩადენილი განმეორებით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის -- იანვარს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით გადასახადის გადამხდელს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 124,09 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199( „დ.ვ,“);302(6);309(132)
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 163(1;9) 168(1;2);