ბრძანება N 21964
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21964
08 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2023 წლის 3 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) №82040/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №065-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ დასაზუსტებელია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეალურობა და ჩასათვლელია უკან დაბრუნებული დღგ. არ ეთანხმება დარიცხული ჯარიმის ოდენობას, რადგან ამოღებულია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებს და ითხოვს ხელფასის სახით გაცემული თანხის ხელახალ დათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №31564 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 2 ივნისის №12291 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №065-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 54 320 ლარი, მათ შორის გადასახადი შეუმცირდა 9 524 ლარით, დაერიცხა ჯარიმა 63 844 ლარი და საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის მასალების თანახმად დადგინდა შპს „------ს“ მიერ მიღებული და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ეა-----; ეა-----; ეა-----; ეა-----; ეა-----) სიყალბე. საგადასახადო შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, დადგინდა, რომ შპს „------ს“ ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, 2020 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში მიღებული ჰქონდა 10 470 ლარის დღგ-ის ყალბი ჩათვლა. ასევე, 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს მიერ გამოწერილი იყო ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებშიც მითითებული დღგ-ის თანხა შეადგენდა სულ 21 454 ლარს. შემოწმების შედეგად, შპს „------ს“ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხა 10 470 ლარი სრულად დაექვემდებარა გაუქმებას. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს მის მიერ გამოწერილ ზემოაღნიშნულ ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული სრული თანხით შეუმცირდა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.
● ამასთან, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. პირს 2020 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვის საანგარიშო პერიოდებში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სადაც დღგ-ის თანხა ჯამურად შეადგენდა 459 ლარს. აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხები გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი ჰქონდა შესაბამის საგადასახადო პერიოდებში, თუმცა შემოწმებით, აღნიშნული საქონლის/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დადგინდა. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები სრულად დაექვემდებარა გაუქმებას, რაზეც დაეკისრა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერი, რომლის მიხედვითაც შპს „-----ს“ 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში ხელფასის სახით გაცემული ჰქონდა 4 000 ლარი, რომელიც არ ჰქონდა დეკლარირებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში ხელფასის სახით გაცემულ თანხაზე, 5 000 ლარზე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) დაეკისრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილების მიხედვით, შპს „------ს“ მიღებული და გამოწერილი ჰქონდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული ჰქონდა შესაბამის დეკლარაციებში. ამასთან, გადამხდელს 2020 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის საანგარიშო პერიოდებში მიღებული და ჩათვლილი ჰქონდა ისეთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (საწვავსა და მანქანის ნაწილებზე), რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებაც ვერ დადგინდა და აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული ჩათვლილი დღგ-ის თანხა სრულად დაექვემდებარა გაუქმებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს, შემოწმებისათვის წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, უფიქსირდებოდა ხელფასის სახით განაცემი, რომელიც არ ჰქონდა დეკლარირებული. კერძოდ, შპს „------ს“ 2020 წლის თებერვალში ხელფასის სახით, დირექტორზე ------ზე და დასაქმებულ პირზე ------ზე, გაცემული ჰქონდა 4 000 ლარი. შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხა შესაბამის პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ს“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ დასაზუსტებელია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეალურობა და ჩასათვლელია უკან დაბრუნებული დღგ. არ ეთანხმება დარიცხული ჯარიმის ოდენობას, რადგან ამოღებულია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებს და ითხოვს ხელფასის სახით გაცემული თანხის ხელახალ დათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის მასალების თანახმად დადგინდა მომჩივნის მიერ მიღებული და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე. საგადასახადო შემოწმების მიერ დადგინდა, რომ მომჩივანს ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, 2020 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში მიღებული ჰქონდა 10 470 ლარის დღგ-ის ყალბი ჩათვლა. ასევე, 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს მიერ გამოწერილი იყო ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებშიც მითითებული დღგ-ის თანხა შეადგენდა სულ 21 454 ლარს. შემოწმების შედეგად, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხა 10 470 ლარი სრულად დაექვემდებარა გაუქმებას. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს მის მიერ გამოწერილ ზემოაღნიშნულ ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული სრული თანხით შეუმცირდა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით.
● ამასთან, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. პირს 2020 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვის საანგარიშო პერიოდებში მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სადაც დღგ-ის თანხა ჯამურად შეადგენდა 459 ლარს. აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხები გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი ჰქონდა შესაბამის საგადასახადო პერიოდებში, თუმცა შემოწმებით, აღნიშნული საქონლის/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დადგინდა. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები სრულად დაექვემდებარა გაუქმებას, რაზეც დაეკისრა კუთვნილი დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
2. შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერი, რომლის მიხედვითაც მომჩივანს 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში ხელფასის სახით გაცემული ჰქონდა 4 000 ლარი, რომელიც არ ჰქონდა დეკლარირებული. გადასახადის გადამხდელს 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში ხელფასის სახით გაცემულ თანხაზე, 5 000 ლარზე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) დაეკისრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 61(3), 43(4), 158(1), 159(1), 163(1)(2), 164(1), 275(2), 280(1), 282(3), 101(1), 154(1"ა").
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1), 173(1)(2), 174(1"ა")(2"ა.ა")(3"ვ"), 175(1)(2).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.