ბრძანება N 10269
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10269
08 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ის“ (ს/ნ ------------)
(მის.:----------------------------)
2026 წლის 13 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 აპრილის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ ------------) 2026 წლის 13 თებერვლის №100765/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №006-568 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელებას და აღნიშნულის შესაბამისად დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გავრცელებული იქნა საბაზრო ფასები, რაც ბევრად აღემატება რეალიზებული ბინების საბაზრო ფასს, კერძოდ, შპს „----ს“ -------ზე ბინა შავი კარკასის კონდიციით ------ რეალიზებული აქვს 2022 წლის იანვარის თვეში 350 დოლარად, აღნიშნულ ფიზიკურ პირს ამავე წლის ივლისის თვეში ბინა რეალიზებული აქვს 600 დოლარად, შემოწმების მიერ კი 2022 წლის იანვრის თვეში გავრცელებულ იქნა 950 დოლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ასევე არ იქნა მხედველობაში მიღებული წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება სხვა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გავრცელებულ ფასებს და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირებას. ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო და მოგების გადასახადებში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს დამფუძნებლების მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულების გათვალისწინებას და საგადასახადო ვალდებულებების სრულად შემცირებას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დაბეგრილი თანხები ჩარიცხულია მეწარმე ფიზიკურ პირებზე, რომელიც რეგისტრირებული არიან ინდივიდუალურ მეწარმედ (------ძე, -------ი, ----ა, ---------ი). აღნიშნულ პირებს თანხა ჩარიცხული აქვთ საბანკო გადარიცხვით, სადაც დანიშნულებაში მითითებულია გაწეული მომსახურების სახე (გაჯის, რკინის და ტოლის სამუშაოები). ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას, ასევე, 2022 წლის თებერვლის თვეში ი/მ ------ზე არასწორად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
4. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის დირექტორის სარგებლად და სხვა პირზე მიწოდებად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გავრცელებული იქნა საბაზრო ფასები და ბინები რეალიზებულად ჩაითვალა რემონტის კონდიციით, ხოლო ტექნიკის რეალიზაცია განხორციელდა დამოუკიდებლად, რაც იწვევს დარიცხული თანხების დუბლირებას.
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22483 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 დეკემბრის №25984 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 25 დეკემბრის №28375 ბრძანება და ამავე თარიღის №006-568 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 449 103 ლარი, მათ შორის გადასახადი 256 903 ლარი, ჯარიმა 128 141 ლარი და საურავი 64 058 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1.-2. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შემოწმების პროცესში აშენებული აქვს 1 საცხოვრებელი 7 სართულიანი კორპუსი, შენობის საერთო ფართია 2419,8 კვ.მ, აქედან საცხოვრებელი ფართები და კომერციული ფართების მოცულობა ჯამურად შეადგენს 2080,5 კვ.მ-ს რეესტრში დაფიქსირებული განშლის მიხედვით. კორპუსი მდებარეობს ქ. ---ში, ---ში, მე- მ/რ-ში (ს.კ --------). მშენებლობა დაიწყო 2020 წელს და დასრულდა 2024 წლის ბოლოს. ბინების რეალიზაცია ხდებოდა უმეტესად წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით. გადამხდელი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ადეკლარირებდა ავანსებს და საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებით დასაბეგრ ბრუნვებს, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში არასრულად ან არასწორად აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში საბოლოო ნასყიდობის ხელშკრულებით განსაზღვრული სარეალიზაციო ფართების ღირებულება და ავანსები. რეალიზებული ფართების (1627.31კვ.მ) ღირებულება არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე შეადგენს 1 886 786 ლარს ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით. დანარჩენი ფართები ჯამურად 428,19 კვმ რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე 439 000 ლარად 2022, 2023 და 2024 წლებში. შემოწმების მიერ გაანალიზდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები და დადგინდა, რომ აღნიშნული ფასები არცერთი რეალიზაციის შემთხვევაში არ შეესაბამება საბაზრო ფასს. შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა საბაზრო ფასი იპოთეკის ხელშეკრულებების, აუდირებული კომპანიების, საჯარო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ასევე, ამავე კოდექსის 97-ე, 981 , 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ურთიერთადამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართებიდან საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა ამ ნაწილში დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო დირექტორზე რეალიზებული ფართები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხულია მომსახურების თანხები სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე ჯამურად 28 910 ლარის ოდენობით. გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი შესაბამის თვეებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს 70 465.76 ლარის სხვადასხვა დასახელების საქონელი: მაცივარი, ტელევიზორი, საწოლი, მაგიდა, გათბობის ქვაბები, ჩასაშენებლი ტექნიკა და სხვა, რომლის უმეტესობა მიტანილია კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში შესაბამის მისამართზე. შემოწმებით დგინდება, რომ აღნიშნული შეძენების უმეტესობა განკუთვნილი იყო დირექტორების და მათი ურთიერთდამოკიდებული პირების ბინების და კომერციულ ფართების მოსაწყობად, ხოლო დანარჩენზე დირექტორს არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვლა დირექტორის სარგებლად და მიწოდებად სხვა პირებზე. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. რეალიზებული ფართების (1627.31კვ.მ) ღირებულება არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე შეადგენს 1 886 786 ლარს ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით. დანარჩენი ფართები ჯამურად 428,19 კვმ რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე 439 000 ლარად 2022, 2023 და 2024 წლებში. შემოწმების მიერ გაანალიზდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები და დადგინდა, რომ აღნიშნული ფასები არცერთი რეალიზაციის შემთხვევაში არ შეესაბამება საბაზრო ფასს. შესაბამისად, შემოწმების მიერ იპოთეკის ხელშეკრულებების, აუდირებული კომპანიების, საჯარო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრულ იქნა საბაზრო ფასი და პირს დაერიცხა დღგ.
აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება შემოწმების პროცესშივე გაანალიზდა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მყიდველი და გამყიდველი მხარეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, ხოლო მათ შორის დაფიქსირებული 350 დოლარი არის არასაბაზრო ფასი. ამასთან, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან დასკვნა ეწინააღმდეგებოდა მასში გაანალიზებულ მასალას და წყაროებს.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ ურთიერთდამოკიდებულ პირს საცხოვრებელი ფართები მიაწოდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საცხოვრებელი ფართების მიწოდების ოპერაციაზე, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა და დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმებით ურთიერთადამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართებიდან საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო დირექტორზე რეალიზებული ფართები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ საწარმოს უფიქსირდება ვალდებულება დამფუძნებლების -----ძის და ----ძის მიმართ, რომელიც წარმოშობილია მიწის კაპიტალში შეტანით. მიწა შეფასებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 517 099 ლარად, აღნიშნული დასკვნა წარდგენილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების პროცესში. შემოწმების მიერ ბინებზე გავრცელებული იქნა საბაზრო ფასები და მიღებული თანხის ნაწილი ჩაითვალა ხელფასად დირექტორზე, ხოლო ნაწილი ჩაითვალა განაწილებულ მოგებად დამფუძნებელზე. შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა გაზრდილი თანხებით საწარმოს დამფუძნებლების ვალდებულების შემცირება, თუმცა აღნიშნული გარემოების გათვალისწინება არ მომხდარა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საშემოსავლო და მოგების გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტერიას, შესაბამისად, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საჯაროს რეესტრის ინფორმაციით და გადამხდელთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორებს მიწის ნაკვეთი, სადაც შემდგომ კორპუსის მშენებლობა მოხდა, ჰქონდათ შეტანილი საწარმოს კაპიტალში 2020 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო მიწა შეფასდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 16 მარტის მდგომარეობით, რომლის მიხედვითაც მიწის ღირებულება შეადგენდა 155 978 აშშ დოლარს, შესაბამისი გაცვლითი კურსით 517 909 ლარს. შემოწმების მიერ გაანალიზდა შესამოწმებელი პერიოდის გარდა, წინა პერიოდიც დაფუძნებიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, რის მიხედვითაც დაანგარიშდა შემოსავლები და ხარჯები, ასევე გათვალისწინებულ იქნა მიწის ღირებულება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხულია მომსახურების თანხები სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე ჯამურად 28 910 ლარის ოდენობით. გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი შესაბამის თვეებში. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირებიდან (ფ/პ ---ძე, ფ/პ -----ი, ი/მ ----ძეზე, ი/მ ----ი, ფ/პ ----ი, ი/მ ----ა) ზოგიერთი მათგანი ფიზიკური პირია, ხოლო ნაწილი ინდივიდუალური მეწარმე. შემოწმების პროცესში არ არის წარმოდგენილი არც მიღება-ჩაბარების აქტები და არც ხელშეკრულებები, თუმცა მეწარმე პირების ბაზის დამუშავებით დადგინდა, რომ ჩამოთვლილი პირების ნაწილი ფიზიკური პირია, ნაწილი კი რომელსაც სტატუსი აქვთ არ ადეკლარირებენ გადასახადებს დაფუძნებიდან დღემდე. რაც შეეხება ი/მ ---ძეზე გადახდილ თანხებს ბანკიდან, კომპანია ადეკლარირებდა მასზე გადახდილ მომსახურებას 2022 წელს, ხოლო თანხის ნაწილი არ არის დაბეგრილი. აქედან გამომიდინარე, შემოწმებით ზემოაღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემსოავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს 70 465.76 ლარის სხვადასხვა დასახელების საქონელი: მაცივარი, ტელევიზორი, საწოლი, მაგიდა, გათბობის ქვაბები, ჩასაშენებლი ტექნიკა და სხვა, რომლის უმეტესობა მიტანილია კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში შესაბამის მისამართზე. შემოწმებით დგინდება, რომ აღნიშნული შეძენების უმეტესობა განკუთვნილი იყო დირექტორების და მათი ურთიერთდამოკიდებული პირების ბინების და კომერციულ ფართების მოსაწყობად. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვლა დირექტორის სარგებლად და მიწოდებად სხვა პირებზე, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება:
1.ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელებას და აღნიშნულის შესაბამისად დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს.თხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირებას.
2.საშემოსავლო და მოგების გადასახადებში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს დამფუძნებლების მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულების გათვალისწინებას და საგადასახადო ვალდებულებების სრულად შემცირებას.
3.ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას, ასევე, 2022 წლის თებერვლის თვეში ი/მ-ზე არასწორად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
4.შეძენილი საქონლის დირექტორის სარგებლად და სხვა პირზე მიწოდებად განხილვას.
5.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №22483 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის №25984 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №28375 ბრძანება და ამავე თარიღის №006-568 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 449 103 ლარი, მათ შორის გადასახადი 256 903 ლარი, ჯარიმა 128 141 ლარი და საურავი 64 058 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. რეალიზებული ფართების (1627.31კვ.მ) ღირებულება არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე შეადგენს 1 886 786 ლარს ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით. დანარჩენი ფართები ჯამურად 428,19 კვმ რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე 439 000 ლარად 2022, 2023 და 2024 წლებში. შემოწმების მიერ გაანალიზდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები და დადგინდა, რომ აღნიშნული ფასები არცერთი რეალიზაციის შემთხვევაში არ შეესაბამება საბაზრო ფასს. შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა საბაზრო ფასი იპოთეკის ხელშეკრულებების, აუდირებული კომპანიების, საჯარო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ასევე, ამავე კოდექსის 97-ე, 981 , 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ურთიერთადამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართებიდან საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა ამ ნაწილში დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო დირექტორზე რეალიზებული ფართები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან,შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხულია მომსახურების თანხები სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე ჯამურად 28 910 ლარის ოდენობით. გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი შესაბამის თვეებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე,დგინდება რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს 70 465.76 ლარის სხვადასხვა დასახელების საქონელი რომლის უმეტესობა მიტანილია კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში შესაბამის მისამართზე. შემოწმებით დგინდება, რომ აღნიშნული შეძენების უმეტესობა განკუთვნილი იყო დირექტორების და მათი ურთიერთდამოკიდებული პირების ბინების და კომერციულ ფართების მოსაწყობად, ხოლო დანარჩენზე დირექტორს არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვლა დირექტორის სარგებლად და მიწოდებად სხვა პირებზე. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე,ამასთან განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(2,3,7); 19(1); 73(9„ბ“); 981(4„ა“ და „ა.ა“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(7,,ა“); 269(7);