ბრძანება N 28064

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.11.2023
№ დოკუმენტი 28064
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28064

14 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------)

(იურ. მის.: ----------)

2023 წლის 21 და 23 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა სს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 21 აგვისტოს №83181/1/2023 და 23 აგვისტოს №143742/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის №021-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება მის მიერ განხორციელებული საქმიანობის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არა ნებადართულ საქმიანობად მიჩნევის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ 2019 წლის 19 ნოემბრიდან ---------- თავისუფალი ინდუსტრიული ზონისგან მინიჭებული აქვს სავაჭრო ლიცენზია კანონმდებლობის სრული დაცვით. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N33543 ბრძანებით დამტკიცებული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“ მეთოდური მითითება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია 2023 წლის 1 ივნისს, შესაბამისად შპს „----------“ ვერ ექნებოდა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია. ამასთან, მეთოდური მითითება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მას არ შეიძლება მიენიჭოს უკუძალა. მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანებით ყალიბდება დისკრიმინაციული მიდგომა თიზ-ის საწარმოების მიმართ, აგრეთვე, გაუგებარია რატომ ეხებათ საგადასახადო შეღავათები მხოლოდ იმ საწარმოებს, რომლებიც თიზ-ის ტერიტორიაზე მოახდენენ უცხოეთში შეძენილი საქონლის შენახვას და შემდგომ ისევ საზღვარგარეთ რეალიზაციას. განმარტავს, რომ პოლიგრაფიული დანადგარებითა და სახარჯი მასალებით საერთაშორისო ვაჭრობა არ წარმოადგენს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულ ქმედებას. მომჩივანი ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №2381 და 17 მარტის №5212 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა სს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 25 ივლისის №18061 ბრძანება და ამავე თარიღის №021-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 173 607 ლარი, მათ შორის გადასახადი 9 883 932 ლარი, ჯარიმა 4 941 966 ლარი და საურავი 3 347 709 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

სს „----------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 30 აპრილს და წარმოადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს. საზოგადოებას თიზ-ის საწარმოს სტატუსი მიენიჭა 2019 წლის 19 ნოემბერს და საქმიანობას ახორციელებდა ---------- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა პოლიგრაფიული დანადგარების სახარჯი მასალებით, კერძოდ, საწარმო საქონლის შეძენას ახორციელებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ (----------) და შემდგომ მის რეალიზაციას ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ (----------) ისე, რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოების საქმიანობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის არ ჩაითვალა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოება არ ახორციელებდა თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონლის მოქცევას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანას და ამავე საქონლის გატანას ზონიდან, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ზემოაღნიშნულ ნაწილში, ვერ იქნა განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე ვერ გავრცელდა მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, მიღებული მოგებიდან გადახდილი დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომ − თიზ-ის საწარმო) არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო.

2. თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

3. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება ამ საქონლის საბაზრო ფასი.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს თიზის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) გასაწევი მომსახურების სახეები, რომელიც გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ჩაითვლება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ნებადართულ საქმიანობად.

,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად.

,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით.

,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანისას და ამ ზონიდან საქონლის გატანისას საქონლის საბაჟო დეკლარირებისა და საბაჟო კონტროლის წესები დგინდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:

1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში აკრძალულია:

ა) იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით, საბრძოლო მასალით ვაჭრობა;

ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა;

გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია;

დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა პოლიგრაფიული დანადგარების სახარჯი მასალებით, კერძოდ, საწარმო საქონლის შეძენას ახორციელებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდგომ მის რეალიზაციას ახდენდა ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ისე, რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოება არ ახორციელებდა თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონლის მოქცევას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანას და ამავე საქონლის გატანას ზონიდან, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ზემოაღნიშნულ ნაწილში, ვერ იქნა განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე ვერ გავრცელდა მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი.

ყოველივე ზემოაღნიშნულ ნორმებზე და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საზოგადოების მიერ ადგილი არ ჰქონია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის წარმოებას, გადამუშავებას ან მომსახურების გაწევას, კერძოდ, კომპანია საქონლის შეძენას ახდენდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდგომ მის რეალიზაციას ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ისე რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ზონის პროცედურაში. ამდენად, საზოგადოების საქმიანობა ვერ იქნება განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად, შესაბამისად შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება მის მიერ განხორციელებული საქმიანობის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არა ნებადართულ საქმიანობად მიჩნევის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა პოლიგრაფიული დანადგარების სახარჯი მასალებით, კერძოდ, საწარმო საქონლის შეძენას ახორციელებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდგომ მის რეალიზაციას ახდენდა ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ისე, რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოება არ ახორციელებდა თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონლის მოქცევას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანას და ამავე საქონლის გატანას ზონიდან, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ზემოაღნიშნულ ნაწილში, ვერ იქნა განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე ვერ გავრცელდა მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოების მიერ ადგილი არ ჰქონია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის წარმოებას, გადამუშავებას ან მომსახურების გაწევას, კერძოდ, კომპანია საქონლის შეძენას ახდენდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდგომ მის რეალიზაციას ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ისე რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ზონის პროცედურაში. ამდენად, საზოგადოების საქმიანობა ვერ იქნება განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(1); 99(1); 130(1); 154(1„ა“); 269(7).