ბრძანება N 18618

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 31.08.2023
№ დოკუმენტი 18618
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრაგაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არისხელფასის სახით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასშეზღუდვები დღგ-ის ჩათვლის უფლებაზექონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტიმიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტიქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდასაჩივრის განხილვაზე უარის თქმა

📄 სრული ტექსტი

N 18618

31 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ --------)

(მის.: -------------)

2022 წლის 25 ივლისის საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ --------) 2022 წლის 25 ივლისის №72942/1/2022, №CA0041226333226 (რეგ. №133075/21), №CA0041226330526 (რეგ. №133017/21) და №CA0041226390532 (რეგ. №133918/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №007-600 საგადასახადო მოთხოვნასთან, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანებასთან და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011-2022-112081 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და დარიცხვის საფუძვლებს, თვლის, რომ უკანონოა და უნდა გაუქმდეს. განმარტავს, რომ მაგალითად ის ფაქტი, რომ კომპანიისთვის საერთოდ არ იყო ცნობილი, რომ საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობდა ან ის ფაქტი, რომ დამფუძნებელი შენატანებს ახორციელებდა, არ არის გათვალისწინებული და ა.შ. მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ არგუმენტებს წარმოადგენს დამატებით. ამასთან, ვინაიდან საგადასახადო დავალიანება არ არის აღიარებული გადამხდელის მიერ, იგი არ ეთანხმება და ითხოვს ყადაღის დადების შესახებ, ასევე საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 ნოემბრის №35761 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ -------) კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 29 დეკემბრის №41900 ბრძანება და ამავე თარიღის №007-600 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 200 958 ლარი, მათ შორის, გადასახადი 124 216 ლარი, ჯარიმა 70 670 ლარი, საურავი 6 072 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანება და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011-2022-112081 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 16 აგვისტოს №21644 ბრძანებით საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №007-600 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, ხოლო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანებასთან და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011-2022-112081 ბრძანებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 აგვისტოს №21644 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 24 ნოემბრის №17706/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ნოემბრის №17706/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტის ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა უნდა ჩაითვალოს სადავო აქტების ელექტრონულად გაცნობის თარიღიდან. შესაბამისად გასაჩივრების ვადა დაცულად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი ამ ნაწილში განუხილველად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

პირველ დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის და აღნიშნულის გამო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011- 2022- 112081 ბრძანებისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანების წარდგენის მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს ,,-------” 2021 წლის ივლისის თვის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 2018 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის თანხა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 178-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა (ჩათვლა გათვალისწინებულ იქნა 2018 წლის შესაბამის საანგარიშო პერიოდში), რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 საწარმოს მიერ, 2021 წლის ივნისის თვეში რეალიზებულია მის საკუთრებაში არსებული ქონება (მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა) საკადასტრო კოდით ---------, აღნიშნული მიწოდება საწამოს მიერ არ არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, საწარმოს მიერ ქონების მიწოდება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდებში არ არის წარმოდგენილი წყაროსთან დაკავებული გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. ასევე, საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ბუღალტერი აღრიცხვა, ინფორმაცია ფულადი სახსრების ნაშთის შესახებ, ხარჯის დამადასტურებელი სრულყოფილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების (ხარჯების გაანგარიშებისას 2018 წელს განხორციელებული იმპორტის ნაწილში, ვინაიდან შემოწმებისთვის არ არის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტბი წარმოდგენილი გათვალისწინებულ იქნება ძირითადი საშუალების საინვოისო ღირებულების 75%) გათვალისწინებით დადგენილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული/გაუხარჯავი შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და ამავე კოდექისს 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, შემოწმებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საკუთრებაშია ძირითადი საშუალებები, შენობა-ნაგებობები და მსუბუქი ავტომობილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შესაბამისი მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-მუხლის მიხედვით, საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2018 წელს უფიქსირდება იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ქაღალდის წარმოების დანადგარი, რომლის ღირებულება საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით 154 328 ლარია. აღნიშნული დანადგარი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საწარმოს მიერ გამოწერილი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადების მიხედვით მიტანილია სოფელი ------- და მისი შემდგომი გადაადგილება პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით არ დასტურდება. 2021 წლის ივლისში საწარმომ აღნიშნული დანადგარი (პირველადი საგადასახადო დოკუმენტებში აღწერილია ცალ-ცალკე შემადგენელი ნაწილებით) მიაწოდა შპს „---------“, რომელზეც გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში. ამასთან, წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ იმპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცეული დანადგარზე გადახდილი დღგ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ჩათვლილი. ამასთან შესყიდვის პერიოდიდან რეალიზაციის პერიოდამდე საწარმოს მიერ არ ხდება აღნიშნული დანადგარიდან მიღებული შემოსავლების რაიმე სახით დეკლარირება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის, ასევე 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი ამავე კოდექსის 159-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, ასევე იმ მოცემულობით, რომ პირს არ აქვს წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის საბანკო ამონაწერები) შემოწმებისთვის წარმოდგენილი, დანადგარის შეძენიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში ძირითადი საშუალება ჩაითვალა იჯარით გაცემულად, ხოლო იჯარის ყოველთვიური დასაბეგრი ღირებულება განსაზღვრულ იქნა მისი ღირებულებიდან ექსპლუატაციის ვადის (5 წელი) პროპორციულად. შესაბამისად, იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 საწარმოს მიერ 2018 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში, არარეზიდენტი მომწოდებლისგან შეძენილი აქვს 154 328 ლარის თვითღირებულების საქონელი. ამასთან, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ), თუმცა შემოწმებას გააჩნია საბაჟო დეკლარაცია და ინვოისი, ასევე შემოწმებისთვის მტკიცებულების სახით, შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგალითად შედარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საქონლის საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) წარმოდგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებად, ხოლო დარჩენილი 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად პერიოდის ბოლოსათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №007-600 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში:

ე.ა) მატერიალური (მათ შორის, კომპიუტერით ამობეჭდილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 საანგარიშო პერიოდის მიხედვით ან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით);

ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

 

შენობა-ნაგებობის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2021 წლის ივნისის თვეში რეალიზებულია მის საკუთრებაში არსებული ქონება (მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა) საკადასტრო კოდით ---------, აღნიშნული მიწოდება საწამოს მიერ არ არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში. შემოწმებით, საწარმოს მიერ ქონების მიწოდება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

 

საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდებში არ არის წარმოდგენილი წყაროსთან დაკავებული გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. ასევე, საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ბუღალტერი აღრიცხვა, ინფორმაცია ფულადი სახსრების ნაშთის შესახებ, ხარჯის დამადასტურებელი სრულყოფილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შემოწმებით, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული/გაუხარჯავი შემოსავალი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

ქონების (მიწა) გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:

ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, შემოწმებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საკუთრებაშია ძირითადი საშუალებები, შენობანაგებობები და მსუბუქი ავტომობილი. გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა ქონების გადასახადი. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შესაბამისი მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები.

 

2018 წელს იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ძირითადი საშუალების იჯარიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს 2018 წელს უფიქსირდება იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ქაღალდის წარმოების დანადგარი, რომლის ღირებულება საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით 154 328 ლარია. აღნიშნული დანადგარი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საწარმოს მიერ გამოწერილი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადების მიხედვით მიტანილია სოფელი ------- და მისი შემდგომი გადაადგილება პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით არ დასტურდება. ამასთან, წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ იმპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცეული დანადგარზე გადახდილი დღგ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ჩათვლილი. 2021 წლის ივლისში საწარმომ აღნიშნული დანადგარი (პირველადი საგადასახადო დოკუმენტებში აღწერილია ცალ-ცალკე შემადგენელი ნაწილებით) მიაწოდა შპს „--------“, რომელზეც გამოწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა და ასახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში. ამასთან, შესყიდვის პერიოდიდან რეალიზაციის პერიოდამდე საწარმოს მიერ არ ხდება აღნიშნული დანადგარიდან მიღებული შემოსავლების რაიმე სახით დეკლარირება. პირს არ აქვს წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, საბანკო ამონაწერები) შემოწმებისთვის წარმოდგენილი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დანადგარის შეძენიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში ძირითადი საშუალების იჯარით გაცემულად ჩათვლა და მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია.

 

არარეზიდენტ მომწოდებელზე ასანაზღაურებელი თანხის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2018 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში, არარეზიდენტი მომწოდებლისგან შეძენილი აქვს 154 328 ლარის თვითღირებულების საქონელი. ამასთან, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ), თუმცა შემოწმებას გააჩნია საბაჟო დეკლარაცია და ინვოისი, ასევე შემოწმებისთვის მტკიცებულების სახით, შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგალითად შედარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საქონლის საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) წარმოდგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად პერიოდის ბოლოსათვის, რის საფუძველზეც პირს დაერიცხა მოგების გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011- 2856 ბრძანების და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011-2022-112081 ბრძანების ნაწილში შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 1 თებერვალს გადასახადის გადამხდელის აღიარებული ვალდებულებების ბარათზე რიცხული სადავო საგადასახადო დავალიანება გადატანილი იქნა დროებით ბარათზე, შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №024- 2023-013914 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს „--------“ (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები, ხოლო 2023 წლის 9 თებერვლის №011-560 ბრძანებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ და გადამხდელის მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ -------) საჩივრები ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანებასთან და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2022 წლის 18 მაისის №011-2022-112081 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივრები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და დარიცხვის საფუძვლებს, თვლის, რომ უკანონოა და უნდა გაუქმდეს. ამასთან, ვინაიდან საგადასახადო დავალიანება არ არის აღიარებული გადამხდელის მიერ, იგი არ ეთანხმება და ითხოვს ყადაღის დადების შესახებ, ასევე საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

განხორციელდა მომჩივნის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 29 დეკემბრის №41900 ბრძანება და ამავე თარიღის №007-600 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 200 958 ლარი, მათ შორის, გადასახადი 124 216 ლარი, ჯარიმა 70 670 ლარი, საურავი 6 072 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანება და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011-2022-112081 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 16 აგვისტოს №21644 ბრძანებით საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №007-600 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, ხოლო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანებასთან და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011-2022-112081 ბრძანებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 აგვისტოს №21644 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 24 ნოემბრის №17706/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანებასთან და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2022 წლის 18 მაისის №011-2022-112081 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174, 175(1"ა"), 176(1"ა"), 178(1"დ"), 136(3), 49(1"ე"), 43(4), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 2(2), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა"), 201(1"ა"), 202(1), 204, 205(2), 14, 61(3), 97(1"ბ"), 982(3"ზ")(8), 301"დ".

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა"), 173(1), 174(1"ა")(3"ე").