საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/294-24
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3/294-24
5 დეკემბერი, 2024 წელი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ტარიელ ბალაბანიშვილი
სხდომის მდივანი - ნიტა ფაიქიძე
მოსარჩელე - შპს ,,------“
წარმომადგენელი - ------
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ------
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (დავების განხილვის საბჭო) წარმომადგენელი - ------
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში:
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2022 წლის 29 ნოემბრის N 021-113 საგადასახადო მოთხოვნა - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ნოემბრის N 29798 ბრძანება - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის N 8741 ბრძანება - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს N 19579/2/2023 გადაწყვეტილება - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნა - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;
1.7. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის N 33249 ბრძანება - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი 2023 წლის 27 დეკემბრის N 021-126 საგადასახადო მოთხოვნა - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;
1.9. ბათილად იქნეს ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს 2024 წლის 15 მაისის N 22008/2/2024 გადაწყვეტილება მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში.
სარჩელის თანახმად,შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შეამოწმა შპს-ს ს/ნ ------ 2019 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 01 აპრილამდე განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა და 2022 წლის 22 ნოემბერს შეადგინა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული საგადასახადო აქტის საფუძველზე კომპანიას დაერიცხა სულ 74155.7 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 42935 ლარი. საგადასახდო შემოწმების დროს აუდიტორებმა სრულიად უკანონოდ, მოახდინეს კომპანიის საკუთარი დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებების (საკუთარი კაპიტალი) 387 523 ლარის კორექტირება, კერძოდ შეამცირეს 182 162 ლარამდე და სხვაობა, რომელიც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას და დამფუძნებელს საწესდებო კაპიტალის შესამცირებლად ჰქონდა კომპანიიდან გატანილი, განიხილეს დივიდენდად და განახორციელეს დარიცხვა შესაბამი პერიოდებზე. 2019 წლის 01 იანვრისთვის კომპანია შპს-ს ს/ნ ------ ვალდებულება დამფუძნებლის მიმართ შეადგენდა 387 523 ლარს. რაც წარმოშობილი იყო უშუალოდ დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული შენატანებით, რაც მოხმარდა ამავე კომპანიის მიზნებს, აღნიშნულ ვალდებულების წარმოშობასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია და მტკიცემულებები წარედგინათ აუდიტორებს, კერძოდ: ----- ბანკიდან კომპანიის საჭიროებისათვის და მშენებლობის განხორციელებისათვის მიღებული საკრედიტო ამონაწერები სადაც სრულად არის მითითებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა და ინფორმაცია კრედიტის გადახდაზე, მათ შორის ----- ბანკის საკრედიტო კომიტეტის სხდომის ოქმი, სადაც მითითებულია კრედიტის მიზნობრიობა, მშენებლობის განხორციელების მიზნით მიწის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის პროექტი, ნებართვა, მშენებლობის მწარმოებელი და პროექტის შემდგენი პირების ხელწერილები თანხის მიღების ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, კერძოდ: პრარაბს ----ს მიღებული აქვს 27000 ლარი, -----ეს მონოლითური კარკასის და ბლოკის სამუშაოების შესრულებაში მიღებული აქვს ანაზღაურება 54 000 ლარი, ------ას განხორციელებული გეოლეგიური კვლევის, მონოლითური კონსტრუქციის, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების და ნებართვის მიღებისათვის მიღებული აქვს 25000 ლარი, ----ეს 2017 წელს აშენებული მონოლითური კარკასის დემონტაჟისთვის მიღებული აქვს 29000 ლარი, მშენებლობის დარაჯს -----ეს მიღებული აქვს 9000 ლარი, კომპანიის ბუღალტერს ----ეს მიღებული აქვს 21000 ლარი, როგორც ვხედავთ სრულიად დასტურდება აღნიშნული თანხის კომპანიის მიზნებისთვის ხარჯვა, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომ არ დასტურდება თანხების მოზნობრივი ხარჯვა ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ამდენად სრულიად დაუსაბუთებლად შეამცირეს დამფუძნებლის წინაშე კომპანიის ვალდებულება 387 523 ლარის ოდენობით 182 162 ლარამდე ანუ 205 361 ლარით რამაც გამოიწვია დარიცხვა. აუდიტორები საგადასახადო შემოწმების აქტში მსჯელობენ რომ კომპანიას რეალურად აქვს შეძენილი სამშენებლო მასალები, ასევე არ უარყოფენ შენობის აშენების ფაქტს, თუმცა არ ითვალისწინებენ მუშა-ხელის ხელფასს, პროექტზე, გეოლოგიურ კვლევაზე და სამშენებლო ნებართვებზე გაწეულ დანახარჯებს რაც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, მით უმეტეს, როდესაც გააჩნიათ იმ პირების ხელწერილები, რომლებმაც მიიღეს თანხა შენობის ასაშენებლად. ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის მოსამზადებლად და მოგვიანებით ამ შენობის დემონტაჟი.
მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით: სარჩელში აღნიშნული ზემოხსენებული თანხები, რომლებიც მიღებული აქვთ სხვადასხვა პირებს, წარმოადგენს ანაზღაურებას შპს-თვის გაწეული სხვადასხვა სამუშაოსთვის. თუმცა აღნიშნულ გადახდილ ანაზღაურებებზე შპს--ს მიერ, მისთვის უცნობი მიზეზების გამო არ ხდებოდა შესაბამისი დეკლარაციების წარდგენა და შესაბამისად არც საშემოსავლო გადასახადია გადახდილი, მაგრამ ვინაიდან მოთხოვნა ხანდაზმულია (2012-2018 წლები) შპს-ს აღნიშნულ ანაზღაურებებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ ეკისრება. მოსარჩელის წარმოამდგენელმა ასევე განმარტა, რომ ხსენებულ ფიზიკურ პირებს შპს-ის დამფუძნებელი და დირექტორი ანაზღაურებას უხდიდა შემდეგნაერად - დირექტორს შპს-ს საბანკო ანგარიშიდან გამოჰქონდა თანხები და ხელზე (ნაღდი ანგარიშსწორება) უხდიდა მითითებულ ფიზიკურ პირებს. თუმცა დირექტორის მიერ შპს-ის საბანკო ანგარიშიდან თანხების გატანისას, რაიმე დოკუმენტი თანხის გატანის დანიშნულებისა და მიზნობრიობის თაობაზე არ იწერებოდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენლის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხსენებული ფიზიკური პირები შპს-სგან; იღებდნენ ანაზღაურებას, შესაბამისად დირექტორისა და დამფუძნებლის მიერ შპს-ის საბანკო ანგარიშებიდან თანხების გატანა არის არა დივიდენდის მიღება, არამედ შპს--ის მიერ გაწეული მიზნობრივი ხარჯი. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა ფიზიკური პირების: -------ის, ----ის, -----ის, ---ის, ----ის და -----ას თანახმადაც აღნიშნულ პირებს შპს-საგან (ს/კ ------) მიღებული აქვთ გარკვეული თანხები ანაზღაურების სახით, ხოლო ყველა საგადასახადო ვალდებულების გადახდა ეკისრებოდა დამკვეთს - შპს-ს.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს დარეგისტრირდა 2011 წლის 27 ოქტომბერს და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი: ------, დირექტორი და 100% წილის მესაკუთრეა ----- (პ/ნ ------), იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ---, ---ის ქ., შესახვევი-, N-- (ნაკვ. N-), მარეგისტრირებელი ორგანო: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 07/11/2022).
3.2. საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს-ს (ს/ნ ----) საგადასახადო შემოწმება, რომელზეც 2022 წლის 22 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი N 1638. შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 01.01.2019 - 01.04.2022წ.
აღნიშნული საგადასახადო აქტის თანახმად (საკითხი N3) შპს გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2011 წელს, ხოლო 2012 წლის სექტემბრიდან წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს. გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სახეს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ქ. ----ში (ქ. -- - -- ქ., შესახვევი -, N-, მიწის საკადასტრო კოდი: ----).
შემოწმების პროცესში შესწავლილია, როგორც შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა „ორისი“. აღნიშნული ბუღალტრული ჩანაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საზოგადოებას 01-01-2019 თარიღისათვის (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის) დამფუძნებლის წინაშე ვალდებულება (საკუთარი კაპიტალი 5150) გააჩნია 387 523 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში აღნიშნულ ნაშთთან დაკავშირებით მოთხოვნილ იქნა, როგორც ახსნა-განმარტება, ასევე ყველა ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა საწყისი კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა. შემოწმებისათვის წარდგენილი განმარტებით საზოგადოებას 2012 წლის განმავლობაში ნამდვილად შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი (შეძენის ღირებულება 35 000 აშშ დოლარი, საკადასტრო კოდი -----). გადამხდელის განმარტებით აღნიშნულ მიწაზე იგეგმებოდა სასტუმროს მშენებლობა (წარმოდგენილია აღნიშნული ნებართვის ასლი), ასევე შეძენილი იყო სხვა და სხვა სამშენებლო მასალები (ჯამში 91 793 ლარის ღირებულების აღნიშნული დასტურდება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით). ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებას არ გააჩნდა სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, ხარჯების დაფარვა ხდებოდა ----- ბანკიდან აღებული სესხებით. შემოწმების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები დაფუძნებიდან შემოწმების დაწყების პერიოდამდე. აღნიშნულის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საზოგადოებას ხანდაზმულ პერიოდში აღებული აქვს ჯამში 783 202 ლარის ოდენობით სესხი, რომლის ძირისა და პროცენტის დაფარვა ხდებოდა დირექტორ/დამფუძნებლის ----ას მიერ განხორციელებული შენატანებით. საზოგადოების დღევანდელი შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა სესხად აღებული თანხების მიზნობრიობა. შემოწმების მიერ იმ ხარჯებზე დაყრდნობით, რომელთა გაწევა ნამდვილად დასტურდებოდა (მიწისა და სამშენებლო მასალის ღირებულება), დაანგარიშებულ იქნა იმ თანხების ოდენობა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი, ასევე სესხზე გადახდილი პროცენტებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მოხმარდა აღნიშნულ მშენებლობას (შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით). აღნიშნული ანალიზის გათვალისწინებით საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი (01.01.2019წ. თარიღისთვის) განისაზღვრა 182 262 ლარის ოდენობით. ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საზოგადოების საბანკო ანგარიშიდან გააქვს თანხები საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე. შემოწმების მიერ დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას, ჩაითვალა შესაბამის პერიოდში გაცემულ დივიდენდებად. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საზოგადოების მიერ 2019-2021 წლების განმავლობაში მიღებული და გაუნაწილებელი მოგების ოდენობა, აღნიშნული ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საზოგადოებას შეეძლო შესაბამის პერიოდში დივიდენდის განაწილება. შესამოწმებელ პერიოდში (2021-2022წ.) მოგების გადასახადით დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 223 073 ლარი, შესაბამისად შპს-ს დაეკისრა ბიუჯეტში მოგების გადაუხდელი გადასახადის 33 457 ლარის გადახდა და ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოგების გადასახადის ნაწილში ჯარიმა 16 729 ლარის ოდენობით.
2022 წლის 22 ნოემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 19 ნოემბერს გამოსცა ბრძანება N 29798, ხოლო აღნიშნული ბრძანების საფუძველზე წარედგინა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა N 021-113, რომლის თანახმად შპს-ს დაერიცხა საგადასახადო დავალიანება სულ 72155.7 ლარის ოდენობით, აქედან გადასახადი 42935 ლარის (საიდანაც: დღგ 1322 ლარი, მიწა არასასოფლო 63 ლარი, მოგების გადასახადი 33457 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 9467 ლარი, ქონების გადასახადი 1248 ლარი) ოდენობით, ჯარიმა 21594 ლარის ოდენობით, საურავი 7626.7 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2022 წლის 22 ნოემბრის შემოწმების აქტი;
2022 წლის 19 ნოემბრის ბრძანება N 29798;
2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა N 021-113.
3.3. 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა N 021-113 - გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის N 8741 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა N021-113 და შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის N 8741 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 აგვისტოს N 19579/2/2023 გადაწყვეტილებით:
1. შპს „------“-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის N 8741 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად
წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე წარმოდგენილ საჩივარზე და
მტკიცებულებების შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მიღებული შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
დაირჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის N 8741 ბრძანება;
საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს N 19579/2/2023 გადაწყვეტილება.
3.4. საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს N 19579/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით: გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილ იქნა რამდენიმე ფიზიკური პირის ახსნა-განმარტება, რომლითაც ისინი განმარტავდნენ, რომ 2012–2018 წლების განმავლობაში შპს-ს უსრულებდნენ სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის სამშენებლო, დემონტაჟის, საბუღალტრო, დარაჯის და სხვა მომსახურებებს, რასთან დაკავშირებითაც ხანდაზმულ პერიოდში მიიღეს ანაზღაურება, თუმცა საგადასახადო ვალდებულებების (წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში) შესრულება ევალებოდა დამქირავებელს (აღნიშნულ განმარტებებს თან ახლდა ნოტარიულად დამოწმებული ცნობები, რომელთა საფუძველზეც ნოტარიუსი ადასტურებს ხელმომწერი პირების ხელმოწერის ნამდვილობას) გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით შესწავლილ იქნა აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამასთანავე შესწავლილ იქნა განმარტებებში მითითებულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები, რის საფუძველზეც ვერ დგინდება აღნიშნული ხარჯის გაწევის ნამდვილობა. ამასთანავე ვინაიდან ვერ ხერხდება 2012-2018 წლების განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების შესწავლა, შესაბამისად ვერ ხერხდება წარმოდგენილი განმარტებებით განსაზღვრული დანახარჯების დაფინანსების წყაროს დაზუსტება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის N 33249 ბრძანება და 2023 წლის 27 დეკემბრის N 021-126 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად შპს-ს დაერიცხა საგადასახადო დავალიანება სულ 81264.46 ლარის ოდენობით, აქედან გადასახადი 42935 ლარის (საიდანაც: დღგ 1322 ლარი, მიწა - არასასოფლო - 63 ლარი, მოგების გადასახადი 33457 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 9467 ლარი, ქონების გადასახადი - 1248 ლარი) ოდენობით, ჯარიმა 21594 ლარის ოდენობით, საურავი 16735.46 ლარის ოდენობით.
N 021-126 საგადასახადო მოთხოვნით დგინდება, რომ ძირითადი გადასახადი შეადგენს 42935 ლარს, ხოლო მასზე დარიცხული საურავი 16735.46 ლარს საქართველოს საღადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად (0.05 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის) მოცემულ შემთვევაში საურავის თანხა შეადგენს ძირითადი თანხის 38.97%-ს, ხოლო აღნიშნულიდან გამომდინარე ვადაგადაცალიებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 779 (შვიდას სამოცდაცხრამეტი) დღეს შესაბამისად, 33457 ლარის ფარგლებში დარიცხული საურავის ოდენობა (33457-ის 0.05% X 779 დღეზე) შეადგენს 13 031.5 (ცამეტი ათას ოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნა;
- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის N 33249 ბრძანება;
2023 წლის 27 დეკემბრის N 021-126 საგადასახადო მოთხოვნა.
3.5. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის N 021-126 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 15 მაისის N 22008/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მაისის N 22008/2/2024 გადაწყვეტილება.
3.6. შპს-ს საბანკო ანგარიშიდან, როგორც ხანდაზმულ პერიოდში - 2012 - 2018 წლებში, ასევე 2019 - 2021 წლების განმავლობაში შპს-ს დირექტორს გაჰქონდა თანხები ისე, რომ რაიმე დოკუმენტი თანხის გატანის დანიშნულებისა და მიზნობრიობის თაობაზე არ იწერებოდა. ამასთან, ხანდაზმულ პერიოდში შპს-ს მიერ არ ხდებოდა საშემოსავლო გადასახადის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
- 2022 წლის 22 ნოემბრის შემოწმების აქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე შპს-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 საფუძვლები მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ დიდ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელე აღნიშნულ აქტებს ასაჩივრებს ერთი და იმავე საფუძველზე მითითებით, სასამართლო, გასაჩივრებული აქტების კანონიერებას სარჩელის საფუძველთან მიმართებით შეამოწმებს მათ ერთობლიობაში.
6.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს. გადასახადის გადამხდელმა უნდა შეასრულოს შესაბამისი პროცედურები, ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მის ფინანსებსა და კერძო სფეროს უკავშირდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართალებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1-ლი მუხლი).
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშგების წესებს, რომელთა დაცვა გადასახადის გადამხდელთა უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. კერძოდ, მითითებული კოდექსის 136-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია - სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება და შინაარსის მის შინაარსს ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული - აქციებიდან პროცენტის სახის მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/წილების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამავე მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუქნტის თანახმად მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუქნტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია – განაწილებული მოგება. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 981 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისათვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო რომელიც პირს უხდის დივიდენდს. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის საგადასახადო აგენტი გათანაბრებულია გადასახადის გადაამხდელთან.
საქართველოს“ საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0.05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის კი, საგადასახადო პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს შპს-ს 2012 წლის განმავლობაში შეძენილი ჰქონდა მიწის ნაკვეთი (შეძენის ღირებულება 35 000 აშშ დოლარი, საკადასტრო კოდი ----), ასევე შეძენილი იყო სხვა და სხვა სამშენებლო მასალები. ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებას არ გააჩნდა სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, ხარჯების დაფარვა ხდებოდა ----- ბანკიდან აღებული სესხებით. ასევე დგინდება, რომ საზოგადოებას ხანდაზმულ პერიოდში აღებული აქვს ჯამში 783 202 ლარის ოდენობით სესხი, რომლის ძირისა და პროცენტის დაფარვა ხდებოდა საზოგადოების დღევანდელი დირექტორ/დამფუძნებლის -----ას მიერ განხორციელებული შენატანებით, თუმცა შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა სესხად აღებული თანხების მიზნობრიობა. შესაბამისად, შემოწმების მიერ იმ ხარჯებზე დაყრდნობით, რომელთა გაწევა ნამდვილად დასტურდებოდა (მიწისა და სამშენებლო მასალის ღირებულება), დაანგარიშებულ იქნა იმ თანხების ოდენობა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი, ასევე სესხზე გადახდილი პროცენტებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მოხმარდა აღნიშნულ მშენებლობას (შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით) და საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი (01.01.2019წ. თარიღისთვის) განისაზღვრა 182 262 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ კომპანიის დამფუძნებელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საზოგადოების საბანკო ანგარიშიდან გაჰქონდა თანხები საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე, თუმცა საბანკო ანგარიშიდან თანხების გატანისას, რაიმე დოკუმენტი თანხის გატანის დანიშნულებისა და მიზნობრიობის თაობაზე არ იწერებოდა. შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას 182 262 ლარს, ჩაითვალა შესაბამის პერიოდში გაცემულ დივიდენდებად. ამასთან, შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საზოგადოების მიერ 2019-2021 წლების განმავლობაში მიღებული და გაუნაწილებელი მოგების ოდენობა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ საზოგადოებას შეეძლო შესაბამის პერიოდში დივიდენდის განაწილება. შპს-ს მოგების გადასახადის გაანგარიშების თანახმად კი დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მოგების გადასახადით დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 223 073 ლარი, შესაბამისად შპს-ს დაეკისრა ბიუჯეტში მოგების გადაუხდელი გადასახადის 33 457 ლარის გადახდა და ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოგების გადასახადის ნაწილში ჯარიმა 16 729 ლარის ოდენობით.
ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 22 ნოემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 19 ნოემბერს გამოსცა ბრძანება N 29798, ხოლო აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შპს-ს წარედგინა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა N 021-113, რომლის თანახმად შპს-ს დაერიცხა საგადასახადო დავალიანება სულ 72155.7 ლარის ოდენობით, აქედან გადასახადი 42935 ლარის (საიდანაც: დღგ 1322 ლარი, მიწა - არასასოფლო 63 ლარი, მოგების გადასახადი 33457 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 9467 ლარი, ქონების გადასახადი -1248 ლარი) ოდენობით, ჯარიმა 21594 ლარის ოდენობით, საურავი 7626.7 ლარის ოდენობით.
2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა N 021-113 გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის N 8741 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა N 021-113 და შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის N8741 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 აგვისტოს N 19579/2/2023 გადაწყვეტილებით: შპს დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის შპს-ეს საჩივარი 21.04.2023 წლის N 8741 ბრძანება; მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მიღებული შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს N 19579/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით: "გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილ იქნა რამდენიმე ფიზიკური პირის ახსნა-განმარტება, რომლითაც ისინი განმარტავდნენ, რომ მ – 30, წლების განმავლობაში შპს-ეს უსრულებდნენ სხვადასხვა სახის მომსახურებას. მათ შორის სამშენებლო, დემონტაჟის, საბუღალტრო, დარაჯის და სხვა მომსახურებებს, რასთან დაკავშირებითაც ხანდაზმულ პერიოდში მიიღეს ანაზღაურება, თუმცა გადასახადო ვალდებულებების (წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში) შესრულება ევალებოდა დამქირავებელს (აღნიშნულ განმარტებებს თან ახლდა ნოტარიულად დამოწმებული ცნობები, რომელთა საფუძველზეც ნოტარიუსი ადასტურებს ხელმომწერი პირების ხელმოწერის ნამდვილობას). გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით შესწავლილ იქნა აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამასთანავე შესწავლილ იქნა განმარტებებში მითითებულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები, რის საფუძველზეც ვერ დგინდება აღნიშნული ხარჯის გაწევის ნამდვილობა. ამასთანავე, ვინაიდან ვერ ხერხდება 2012-2018 წლების განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების შესწავლა, შესაბამისად ვერ ხერხდება წარმოდგენილი განმარტებებით განსაზღვრული დანახარჯების დაფინანსების წყაროს დაზუსტება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე, საგადასახადო შემოწმების ვალდებულებები აქტით განსაზღვრული დარჩა უცვლელი". შემოსავლების დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე კი, გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის N 33249 ბრძანება და 2023 წლის 27 დეკემბრის N 021-126 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად შპს-ს დაერიცხა საგადასახადო დავალიანება სულ 81264.46 ლარის ოდენობით, აქედან გადასახადი 42935 ლარის (საიდანაც: დღგ 1322 ლარი, მიწა - არასასოფლო 63 ლარი, მოგების გადასახადი 33457 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 9467 ლარი, ქონების გადასახადი 1248 ლარი) ოდენობით, ჯარიმა 21594 ლარის ოდენობით, საურავი 16735.46 ლარის ოდენობით.
N 021-126 საგადასახადო მოთხოვნით დადგენილია, რომ ძირითადი გადასახადი შეადგენს 42935 ლარს, ხოლო მასზე დარიცხული საურავი 16735.46 ლარს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად (0.05 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის) მოცემულ შემთხვევაში საურავის თანხა შეადგენს ძირითადი თანხის 38.97%-ს, ხოლო აღნიშნულიდან გამომდინარე ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 779 (შვიდას სამოცდაცხრამეტი) დღეს. შესაბამისად, მოგების გადასახადის 33457 ლარის ფარგლებში დარიცხული საურავის ოდენობა (33457-ის 0.05% X 779 დღეზე) შეადგენს 13 031.5 (ცამეტი ათას ოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს.
6.4. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან, საკანონმდებლო რეგულაციებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2022 წლის 29 ნოემბრის N 021- 113 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ნოემბრის N 29798 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის N 8741 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს N 19579/2/2023 გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დებარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის N 33249
ბრძანება, 2023 წლის 27 დეკემბრის N 021-126 საგადასახადო მოთხოვნა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს 2024 წლის 15 მაისის N 22008/2/2024 გადაწყვეტილება (სადავო ნაწილში - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში) გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული აქტების, სადავო ნაწილში ბათილად ცნობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე, სადავო აქტების სადავო ნაწილში ბათილად ცნობის ერთადერთ საფუძვლად უთითებდა, რომ - „სარჩელში დასახელებული თანხები, რომლებიც მიღებული აქვთ სხვადასხვა პირებს, წარმოადგენს ანაზღაურებას შპს-თვის გაწეული სხვადასხვა სამუშაოსთვის, თუმცა აღნიშნულ გადახდილ ანაზღაურებებზე შპს-ის მიერ, მისთვის უცნობი მიზეზების გამო არ ხდებოდა შესაბამისი დეკლარაციების წარდგენა და შესაბამისად არც საშემოსავლო გადასახადია გადახდილი, მაგრამ ვინაიდან მოთხოვნა ხანდაზმულია (2012-2018 წლები) შპს-ს აღნიშნულ ანაზღაურებებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ ეკისრება. ხსენებულ ფიზიკურ პირებს შპს-ის დამფუძნებელი და დირექტორი ანაზღაურებას უხდიდა შემდეგნაერად - დირექტორს შპს-ის საბანკო ანგარიშიდან გამოჰქონდა თანხები და ხელზე (ნაღდი ანგარიშსწორება) უხდიდა მითითებულ ფიზიკურ პირებს, თუმცა დირექტორის მიერ შპს-ის საბანკო ანგარიშიდან თანხების გატანისას, რაიმე დოკუმენტი თანხის გატანის დანიშნულებისა და მიზნობრიობის თაობაზე არ იწერებოდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხსენებული ფიზიკური პირები შპს-გან იღებდნენ ანაზღაურებას, შესაბამისად დირექტორისა და დამფუძნებლის მიერ შპს-ის საბანკო ანგარიშებიდან თანხების გატანა არის არა დივიდენდის მიღება, არამედ შპს-ის მიერ გაწეული მიზნობრივი ხარჯი“. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელის წარმომადგენელმა საქმეზე წარმოადგინა ფიზიკური პირების: ---ის, ---ის,---ის,---ის,---ის, და ----ას ნოტარიულად დამოწმებული დასტურის წერილები, რომელთა თანახმადაც აღნიშნულ პირებს შპს -გან (ს/კ -----) მიღებული აქვთ გარკვეული თანხები ანაზღაურების სახით, ხოლო ყველა საგადასახადო ვალდებულების გადახდა ეკისრებოდა დამკვეთს - შპს-ს.
ზემოხსენებულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012-2018 წლებში გადახდილ ანაზღაურებებზე შპს-ს მიერ არ ხდებოდა შესაბამისი დეკლარაციების წარდგენა და შესაბამისად არც ამ პერიოდის საშემოსავლო გადასახადია გადახდილი, ამასთან, დირექტორის მიერ შპს-ს საბანკო ანგარიშიდან თანხების გატანისას (მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში), რაიმე დოკუმენტი თანხის გატანის დანიშნულებისა და მიზნობრიობის თაობაზე არ იწერებოდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ფიზიკური პირების: ----ის, ----ის, ----ის,----ის,----ის, და ----ას ნოტარიულად დამოწმებული დასტურის წერილები, რომლებიც არც ფორმით და არც შინაარსით არ შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გადასახადის გადამხდელისათვის დაკისრებულ იმპერატიულ ვალდებულებას სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა; სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დასრულებაზე. შესაბამისად სასამართლო, მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილ, ფიზიკურ პირთა ნოტარიულად დამოწმებულ წერილებს ვერ გაიზიარებს.
ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან მოთხოვნა ხანდაზმულია (2012- 2018 წლები) შპს-ს აღნიშნულ ფიზიკურ პირთათვის გადახდილ ანაზღაურებებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსენებულ ფიზიკურ პირებმა შპს-სგან ანაზღაურება მიიღეს (თუ ასეთი რეალურად მოხდა) საგადასახადო შემოწმებით შემოწმებულ პერიოდამდე - 2019 წლის 01 იანვრამდე, ხოლო მოსარჩელეს - შპს-ს მოგების გადასახადი დაეკისრა 2021-2022 წლებში გაცემული დივიდენდების ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლომ რომც გაიზიაროს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია მოსარჩელის მიერ ფიზიკური პირებისათვის გაცემული ანაზღაურების ნაწილში, აღნიშნული მაინც ვერ გამორიცხავს მოსარჩელისათვის, 2021-2022 წლებში გაცემული დივიდენდების ფარგლებში მოგების გადასახადის დაკისრების სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მისი სასარჩელო მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის დამადასტურებელი შესაძლებლობას მისცემდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, აქტები სრულად შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მათი გამოცემის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი.
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირისათვის არ უნდა აღემეტებოდეს 5000 ლარს
7.2. მოსარჩელეს წინამდებარე სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 2 440 (ორი ათას ოთხას ორმოცი) ლარის ოდენობით, რაც შეესაბამებოდა სარჩელის დაზუსტებამდე არსებული დავის საგნის ღირებულებას გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და გასაჩივრებული აქტების 81 264 ლარს. იმის ბათილად ცნობა მოითხოვა მხოლოდ მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში, რაც ჯამში შეადგენს 63 217.5 ლარს (მოგების გადასახადი 33 457 ლარი, ჯარიმა 16 729 ლარი და საურავი 13 031.5 ლარი), მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1896.5 ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი უნდა ჩაითვალოს (ერთი ათას რვაას ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ზედმეტად გადახდილი 543.5 (ხუთას ორმოცდასამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-12, მე-17, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 102-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს-ს (ს/ნ --) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2440 (ორი ათას ოთხას ორმოცი) ლარიდან, 1896.5 (ერთი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ზედმეტად გადახდილი 543.5 (ხუთას ორმოცდასამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეს (სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი: 22.05.2024 წელი; გადასახადის გადამხდელი: --- (პ/ნ ---); გადამხდელის ბანკი: სს „საქართველოს ბანკი”; საგადახდო დავალება: ---; მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; გადახდის დანიშნულება შპს -ს ს/კ --- ადმინისტრაციული სარჩელის განხილვის ბაჟი).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე
ტარიელ ბალაბანიშვილი
სადავო საკითი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ფაქტობრივი გარემოება
გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სახეს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
ბუღალტრული ჩანაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საზოგადოებას დამფუძნებლის წინაშე გააჩნია ვალდებულება. შემოწმების პროცესში აღნიშნულ ნაშთთან დაკავშირებით მოთხოვნილ იქნა, როგორც ახსნა-განმარტება, ასევე ყველა ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა საწყისი კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა. შემოწმებისათვის წარდგენილი განმარტებით საზოგადოებას 2012 წლის განმავლობაში ნამდვილად შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი გადამხდელის განმარტებით აღნიშნულ მიწაზე იგეგმებოდა სასტუმროს მშენებლობა, ასევე შეძენილი იყო სხვა და სხვა სამშენებლო მასალები. ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებას არ გააჩნდა სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, ხარჯების დაფარვა ხდებოდა პროკრედიტ ბანკიდან აღებული სესხებით. დგინდება, რომ საზოგადოებას ხანდაზმულ პერიოდში აღებული აქვს სესხი, რომლის ძირისა და პროცენტის დაფარვა ხდებოდა დირექტორ/დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შენატანებით. საზოგადოების დღევანდელი შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა სესხად აღებული თანხების მიზნობრიობას. შემოწმების მიერ იმ ხარჯებზე დაყრდნობით, რომელთა გაწევა ნამდვილად დასტურდებოდა (მიწისა და სამშენებლო მასალის ღირებულება), დაანგარიშებულ იქნა იმ თანხების ოდენობა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი, ასევე სესხზე გადახდილი პროცენტებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მოხმარდა აღნიშნულ მშენებლობას (შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით). ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საზოგადოების საბანკო ანგარიშიდან გააქვს თანხები საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე. შემოწმების მიერ დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას, ჩაითვალა შესაბამის პერიოდში გაცემულ დივიდენდებად. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საზოგადოების მიერ 2019-2021 წლების განმავლობაში მიღებული და გაუნაწილებელი მოგების ოდენობა, აღნიშნული ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საზოგადოებას შეეძლო შესაბამის პერიოდში დივიდენდის განაწილება. შესამოწმებელ პერიოდში (2021-2022წ.) მოგების გადასახადით დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 223 073 ლარი, შესაბამისად შპს-ს დაეკისრა ბიუჯეტში მოგების გადაუხდელი გადასახადის გადახდა და ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოგების გადასახადის ნაწილში ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-12, მე-17, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 102-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.