N 14 - 01/07/2024 - „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 01.07.2024
№ დოკუმენტი 14
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2024 წლის 1 ივლისი

ქ. ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016203) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

შოთა წურწუმია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე