ბრძანება N 23765
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23765
28 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
კოოპერატივი „------“ (ს/ნ "------")
(ფაქტ.მის.: "------")
2023 წლის 27 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა კოოპერატივი „------ - ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 27 ივლისის №82638/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №070-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ 2022 წლის მარტის თვეში მიღებული აქვს შპს „-----სგან “ ცისტერნები (და მასთან დაკავშირებული მასალები) სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე 560 000 ლარის ოდენობით, რომელზეც მანამდე ავანსად გადარიცხული თანხების მიხედვით ჩათვლილი აქვს დღგ 2021 წლის მარტი-აპრილის თვეებში. აღნიშნული ოპერაციის ფიქტიურად განხილვა არასწორია, რადგან ამ პერიოდში იმპორტის რეჟიმით რეალურად შემოიტანა შპს „------ -მა “ აღნიშნული საქონელი, რომელიც შეიძინა „---- მა “ და ამ აქტივებს დღემდე იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №5262 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კოოპერატივი „------ - ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 15 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 29 ივნისის №15209 ბრძანება და ამავე თარიღის №070-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 488 039 ლარი, მათ შორის, გადასახადი 185 745 ლარი, ჯარიმა 263 719 ლარი და საურავი 38 575 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„კოოპერატივი „------ ის “ საქმიანობის საგანს წარმოადგენს ღვინის წარმოება. 2020 წლის 8 აპრილს ააიპ „------“ და „----- - ს “ შორის მევენახეობის სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება №ARDS/WC/09, რომლის თანახმად, „------ მა “ ყურძნის მიღებისთვის, გადამუშავებისთვის და შენახვისთვის საჭირო კონკრეტული სახეობის მოწყობილობების შესაძენად მიიღო თანადაფინანსების თანხა 500 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საერთო ჯამში 560 000 ლარის მოწყობილობებისა და დანადგარების შეძენას, საიდანაც 500 000 ლარს სააგენტო აფინანსებდა, ხოლო 60 000 ლარს - ბენეფიციარი. ხელშეკრულების მიხედვით, „----- - ს “ ინვენტარი უნდა შეეძინა შპს „----- -სგან . „----- - მა “ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სახელმწიფოსგან მიიღო ორ ტრანშად, რომელიც სრულად გადაურიცხა შპს „----- -სს“. ასევე, შპს „-----ზე “ გადარიცხული 60 000 ლარი ინვენტარის შესაძენად. აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით შპს „---- - ის “ მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ავ "------"(60 000 ლარზე) და ავ-"------" (250 000 ლარზე), საბოლოო ანგარიშ-ფაქტურა - ეა-"------"(560 000 ლარზე). აღნიშნული ფაქტურებით მომჩივანს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. („------ -ს “ შპს „-----_სგან “ ასევე მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები ეა-"------" – 560 000 ლარზე და ეა"------" – 565 000 ლარზე, რომელთა სტატუსი შემოწმების დაწყების თარიღისთვის წაშლილია). შესაბამისად, წაშლილი ანგარიშ-ფაქტურები მონაწილეობას არ იღებს გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის გაანგარიშებაში. თუმცა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, აღნიშნული ფაქტურები „----- - მა “ გაუქმებამდე გამოიყენა ააიპ „----- -თვის “ წარსადგენილი ყალბი აუდიტორული დასკვნის მისაღებად. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ გაუქმებული ანგარიშფაქტურები: 2021 წლის 23 ივნისით დათარიღებული №ეა-"------"(ღირებულებით 565 000 ლარი) და 2021 წლის 21 ივნისით დათარიღებული №ეა-"------"(ღირებულებით 560 000 ლარი) არის ყალბი. ასევე, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, უსაქონლო/ფიქტიურ ოპერაციაზეა გამოწერილი 2022 წლის 15 აპრილით დათარიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №ეა-"------"(ღირებულებით 560 000 ლარი) და ამავე ფაქტურაზე მიბმული სასაქონლო ზედნადები №"------". აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ „----- მა “ გადარიცხული თანხის სანაცვლოდ შპს „----- -სგან “ არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვენტარი, შემოწმების მიერ გადარიცხული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, როგორც გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება: ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შპს „------ -სგან “ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები №ეა-"------"(ღირებულებით 565 000 ლარი) და №ეა-"------"(ღირებულებით 560 000 ლარი) არის ყალბი. ხოლო უსაქონლო/ფიქტიურ ოპერაციაზეა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №ეა-"------"(ღირებულებით 560 000 ლარი) და ამავე ფაქტურაზე მიბმული სასაქონლო ზედნადები №"------".
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს გაუუქმდა მიღებული ჩათვლა და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, „------ - ის “ მიერ შპს „---- --ზე “ გადარიცხული თანხები დაიბეგრა, როგორც გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოწმებით დარიცხული სანქციების ნაწილში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. კოოპერატივი „----- - ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.მიიჩნევს, რომ ოპერაციის ფიქტიურად განხილვა არასწორია.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
კოოპერატივის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ღვინის წარმოება. მოჩივანმა მიიღო თანადაფინანსების თანხა 500 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საერთო ჯამში 560 000 ლარის მოწყობილობებისა და დანადგარების შეძენას, საიდანაც 500 000 ლარს სააგენტო აფინანსებდა, ხოლო 60 000 ლარს - ბენეფიციარი. ხელშეკრულების მიხედვით მომჩივანს ინვენტარი უნდა შეეძინა შპს-სგან,რომელსაც გადაურიცხა თანხა.აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით შპს-ს მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები აღნიშნული ფაქტურებით მომჩივანს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.
საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, აღნიშნული ფაქტურები გაუქმებამდე გამოიყენა მომჩივანისთვის წარსადგენილი ყალბი აუდიტორული დასკვნის მისაღებად.
საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ გაუქმებული ანგარიშფაქტურები არის ყალბი.
შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა.
შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად.
გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივანმა გადარიცხული თანხის სანაცვლოდ შპს-სგან არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვენტარი, შემოწმების მიერ გადარიცხული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით . გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი დ ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
97,982,174,175,176,178,269,270.