საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური კორესპონდენციის/წერილისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 249
2023 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური კორესპონდენციის/წერილისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 21 პუნქტისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები №1–№8 დანართების შესაბამისად.
მუხლი 2
შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს ამ ბრძანების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი; ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე