გადაწყვეტილება №20955/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2023
№ დოკუმენტი 20955/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20955/2/2023

20 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 1.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20955/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფიქტიური გარიგების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისთვის შეფარდებული ჯარიმა;

2. არაეკონომიკური მიზნით გაწეული ხარჯის/გადახდის დაბეგვრა;

3. დღგ-ით დასაბეგრი და ჩასათვლელი თანხების კორექტირება;

4. სხვა ჯარიმები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის №005-59 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22510 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 010 136.63 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - (-136 090)

ბუნებ. რესურ.სარგებ.მოსაკრებელი - 2 250

დღგ - 2 537

მოგების გადასახადი - (-140 877)

ჯარიმა - 1 145 794

საურავი - 432,63

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის №10881 ბრძანება და ამავე თარიღის №005-59 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22510 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიქტიური გარიგების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისთვის შეფარდებული ჯარიმა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: მომჩივნის მიერ, შესამოწმებელ პერიოდში შპს „------ - ის ’’ (ს/ნ "------") სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის N "------" საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „"------"-ის ’’ (ს/ნ "------") სახელით გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ საქმესთან დაკავშირებით მოწოდებული მასალებითა ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები შპს „----- - ის’’ (ს/ნ "------") მიმართ არ განხორციელებულა. თუმცა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად, დგინდება მომჩივნის სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, შემოწმების შედეგად შპს „------ - ზე“ დეკლარირებული 18 პროცენტით დასაბეგრი ბრუნვა არ დაექვემდებარა შემცირებას და დარჩა უცვლელი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის პოზიცია ნიშნავს, რომ კომპანიამ შეიძინა მასალები/მომსახურება შეასრულა სამუშაოები მაგრამ არ მიუწოდებია შპს „----- -სთვის’’ (ს/ნ "-----").

აღნიშნული სამუშაოები ჩაბარებული აქვს სახელმწიფოს, მოგებული ტენდერის შესაბამისად, მასალების შეძენა და სამუშაოების შესრულება მოხდა მხოლოდ ამ ობიექტზე, გამოდის, რომ კომპანია ასრულებდა სამუშაოებს და არ ჰყავდა დამკვეთი, ხოლო თანხას იხდიდა შპს „-------’’ და სამუშაოები სრულდებოდა ვისთვის უცნობია. ასეთივე უსაფუძვლო და უარგუმენტო პასუხი იყო გაცემული შემოსავლების სამსახურიდან საჩივარში დასმულ სხვა საკითხებზეც.

გუმენტო პასუხი იყო გაცემული შემოსავლების სამსახურიდან საჩივარში დასმულ სხვა საკითხებზეც.

I საკითხი:

აუდიტის დეპარტამენტმა დააფიქსირა, რომ კომპანიის მიერ შპს ,,------ -სთვის’’ (ს/ნ "------") შესრულებულ სამუშაოებზე გამოწერილი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები არ შეესაბამება რეალობას. ვინაიდან საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ საქმესთან დაკავშირებით მოწოდებული მასალებით ირკვევა რომ აღნიშნული ოპერაციები შპს ,,------ - ის“ (ს/ნ "------") მიმართ არ განხორციელებულა. ოპერაციის ასეთ შეფასებას უნდა ჰქონდეს საფუძველი (ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება) მაგრამა აუდიტის დეპარტამენტი არ ან ვერ აფიქსირებს საფუძველს, მხოლოდ ის, რომ საგამოძიებო დეპარტემენტის მოწოდებული გაურკვეველი მასალები, რომლის შინაარსი კონკრეტულად არ ან ვერ ასახელებენ და ვერც აფიქსირებენ თუ რას ეყრდნობა, ის, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები არ მიუწოდებია შპს ,,----- - სთვის’’, აუდიტის დეპარტამენტი აქვე აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ კომპანიამ შეიძინა მასალები/მომსახურება სასაქონლო ზედნადებებში (ზედნადებების ჩამონათვალი თან ერთვის საჩივარს) მისამართი დაფიქსირებული იმ სამუშაო ობიექტის რომელ მისამართზეც შესრულებული სამუშაოები გადაცემული და მიწოდებული იქნა შპს ,,------ -ზე", ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ მისამართზე რომელიც მითითებულია სასაქონლო ზედნადებებში სხვა მსგავსი ობიექტის სამუშაოები არ მიმდინარეობდა, აქედან გამომდინარე კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები არის რეალური, რომელიც მიწოდება განხორციელდა შპს ,,----- -სთვის’’ (ს/ნ "------") და მასზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები შესაბამისობაში კანონმდებლობასთან და აუდიტის დეპარტემენტის მიერ სსკ-ის 282-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება გაუქმებას.

 

II საკითხი:

აუდიტის დეპარტამენტმა დააფიქსირა, რომ კომპანიის მიერ შპს ,,----- - სთვის’’ (ს/ნ "------") შესრულებულ სამუშაოებზე გამოწერილი დღგ-ს ანგარიშფაქტურები არ შეესაბამება რეალობას. ვინაიდან საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ საქმესთან დაკავშირებით მოწოდებული მასალებით ირკვევა რომ აღნიშნული ოპერაციები შპს ,,-------’’-ს (ს/ნ "------") მიმართ არ განხორციელებულა. ოპერაციის ასეთ შეფასებას უნდა ჰქონდეს საფუძველი (ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება) მაგრამა აუდიტის დეპარტამენტი არ ან ვერ აფიქსირებს საფუძველს, მხოლოდ ის, რომ საგამოძიებო დეპარტემენტის მოწოდებული გაურკვეველი მასალები, რომლის შინაარსი კონკრეტულად არ ან ვერ ასახელებენ და ვერც აფიქსირებენ თუ რას ეყრდნობა, ის, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები არ მიუწოდებია შპს"------"-თვის , აუდიტის დეპარტამენტი აქვე აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ მისმა კომპანიამ შეიძინა მასალები/მომსახურება სასაქონლო ზედნადებებში (ზედნადებების ჩამონათვალი თან ერთვის საჩივარს) მისამართი დაფიქსირებული იმ სამუშაო ობიექტის რომელ მისამართზეც შესრულებული სამუშაოები გადაცემული და მიწოდებული იქნა შპს ,,------ ზე", ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ მისამართზე რომელიც მითითებულია სასაქონლო ზედნადებებში სხვა მსგავსი ობიექტის სამუშაოები არ მიმდინარეობდა, აქედან გამომდინარე ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები არის რეალური, რომელიც მიწოდება განხორციელდა შპს ,,-----’’ (ს/ნ "------") და მასზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები შესაბამისობაში კანონმდებლობასთან და აუდიტის დეპარტემენტის მიერ სსკ-ის 282-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ, შპს „------- -ის “ სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები არ შეესაბამება რეალობას.

ამგვარად, ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები არ შეესაბამება რეალობას, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მართლზომიერად დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაეკონომიკური მიზნით გაწეული ხარჯის/გადახდის დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ შესამოწმებელი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციებში ასახულია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი 850 000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერები და საბანკო ამონაწერები.

გადამხდელის მიერ დეკლარირებული კონკრეტული მონაცემების მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლები არ გამოვლინდა. შემოწმებით მოგებით გადასახადით დაიბეგრა მომჩივნის მიერ გაწეული ხარჯები/გადახდები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას/მიზანს არ უკავშირდება. შესაბამისად, შემცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგებით დასაბეგრი ბაზა და არაეკონომიკური მიზნით გაწეული გადახდა/ხარჯი განისაზღვრა 57 714 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგების გადასახადი შემცირდა 140 877 ლარით და საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის ყველა ხარჯი დაკავშირებულია შემოსავლის/მოგების მიღებასთან და აუდიტის დეპარტამენტი ვერც უთითებს კონკრეტულ ფაქტებს ან სხვა რაიმე დოკუმენტს, რომ ესა თუ ის ხარჯი არის დოკუმენტალურად დაუდასტურებელი ან გაწეულია არასამეწარმეო საქმიანობისათვის აქედან გამომდინარე აღნიშნულ ,,დარღვევაზე" დამატებით დარიცხული გადასახადი ექვემდებარება გაუქმებას დარიცხულ სანქციებთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოწმებით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შესამოწმებელი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციებში ასახულია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი 850 000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერები და საბანკო ამონაწერები. გადამხდელის მიერ დეკლარირებული კონკრეტული მონაცემების მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლები არ გამოვლინდა. შემოწმებით მოგებით გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა მომჩივნის მიერ გაწეული ხარჯები/გადახდები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას/მიზანს არ უკავშირდება.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

3. დღგ-ით დასაბეგრი და ჩასათვლელი თანხების კორექტირება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის, ასევე საწარმოს მიერ ჩათვლაზე წარდგენილი (მათ შორის კორექტირებული და ავანსის) საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურების შესწავლის შედეგად გამოვლინდა მცირეოდენი სხვაობა სრული შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, რაც გამოწვეულია გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის - დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩაურთველობით. ჩათვლის კუთხით სხვაობა გამოვლინდა 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნული სხვაობა განპირობებულია კორექტირებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და მიბმული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგის დეკლარაციის ჩასათვლელ თანხაში გაუთვალისწინებლობით.

შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 161-ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურის) გარეშე რეალიზაცია არ განუხორციელებია, აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია, რომ კომპანია საქონლის/მომსახურების რეალიზაცია მოხდენილი აქვს დოკუმენტების გარეშე არის უსაფუძვლო, აუდიტს არ აქვს ამის შესახებ არანაირი მტკიცებულება, აქედან გამომდინარე მისი მოთხოვნაა აუდიტის დეპარტამენტმა განმეორებით, კომპანიის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოხდეს უსაფუძვლოდ დარიცხული დღგ-ს თანხის შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით, ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოწმებით დადგენილია, რომ დღგ-ით დასაბეგრ და ჩასათვლელი თანხებთან დაკავშირებით შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაბეგვრის კუთხით გამოწვეულია გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩაურთველობით, ხოლო ჩათვლის კუთხით სხვაობები გამოვლინდა 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში კორექტირებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და მიბმული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციის ჩასათვლელ თანხაში გაუთვალისწინებლობით.

შემოწმების შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.

მომჩივანი ვერ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

4. სხვა ჯარიმები

ფაქტების აღწერა

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. თუმცა დღგ-ის დეკლარაციის დანართში არ აქვს ასახული საწვავის ნაშთების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 59-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებით მართლზომიერად განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით: ,,პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგელობა მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით’’ შესაბამისად საგადასახადო შემოწმებით მომჩივანს დაერიცხა აღნიშნული ჯარიმა. ზემოთ დასახელებულ ჯარიმის დარიცხვას არ ეთანხმება, ვინაიდან კომპანიას ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ნაწარმოები აქვს სწორად და აღნიშნული ჯარიმის დარიცხვა წარმოადგენს კანონდარღვევას და ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნავთობპროდუქტის ნსაფ-ით მიწოდების ან/და შეძენის შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, წარედგინება „ნავთობპროდუქტის სასაქონლო ნაშთები“ (№III-10 დანართი).

დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. თუმცა დღგ-ის დეკლარაციის დანართში არ აქვს ასახული საწვავის ნაშთების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.

მომჩივანი ვერ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

1.მოჩივანი აღნიშნავს,რომ უსაფუძვლო და უარგუმენტო პასუხი იყო გაცემული შემოსავლების სამსახურიდან საჩივარში დასმულ საკითხებზე..

2.აუდიტის დეპარტამენტი ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომ ესა თუ ის ხარჯი არის დოკუმენტალურად დაუდასტურებელი ან გაწეულია არასამეწარმეო საქმიანობისათვის აქედან გამომდინარე აღნიშნულ ,,დარღვევაზე" დამატებით დარიცხული გადასახადი ექვემდებარება გაუქმებას დარიცხულ სანქციებთან ერთად.

3.კომპანიის მოთხოვნაა აუდიტის დეპარტამენტმა განმეორებით, კომპანიის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოხდეს უსაფუძვლოდ დარიცხული დღგ-ს თანხის შემცირება.

4.მოჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით ჯარიმის დარიცხვას,აღნიშნული ჯარიმის დარიცხვა წარმოადგენს კანონდარღვევას და ექვემდებარება გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანის მიერ შპს-ს სახელით გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები არ შეესაბამება რეალობას.გადამხდელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2.საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ შესამოწმებელი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციებში ასახულია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი.გადამხდელის მიერ დეკლარირებული კონკრეტული მონაცემების მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლები არ გამოვლინდა. შემოწმებით მოგებით გადასახადით დაიბეგრა მომჩივნის მიერ გაწეული ხარჯები/გადახდები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას/მიზანს არ უკავშირდება. შესაბამისად, შემცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგებით დასაბეგრი ბაზა და არაეკონომიკური მიზნით გაწეული გადახდა/ხარჯიმოგების გადასახადი შემცირდა და საწარმოს დაერიცხა ჯარიმა.

3.საწარმოს მიერ ჩათვლაზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლის შედეგად გამოვლინდა მცირეოდენი სხვაობა სრული შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, რაც გამოწვეულია გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის - დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩაურთველობით. საგადასახადო კოდექსის 161-ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

4.საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. თუმცა დღგ-ის დეკლარაციის დანართში არ აქვს ასახული საწვავის ნაშთების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.შედეგად,საწარმოს დაერიცხა ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მართლზომიერად დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

4.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

982 ,159,174,269,282,291.