ბრძანება N 10140
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10140
10.05.2023
ფ/პ ------- -----------ს (პ/ნ -----------------)
(მის.: -----------------------------------------)
2023 წლის 10 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ------- -----------ს (პ/ნ -----------------) №62399/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის N21-11/5119 წერილს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2004 წლის 1 მარტამდე საკუთრებაში ფლობდა მიწის ნაკვეთს, რომელზეც დაერიცხა მიწის გადასახადი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწერა განცხადება, რაზეც მიიღო უარი. ითხოვს 2016-2018 წწ. მიწის გადასახადის მოხსნას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ ------- -----------ს (პ/ნ -----------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2016-2018 წწ. დარიცხვა, ----- მუნიციპალიტეტში მდებარე 6003 კვ/მ მიწის ფართობზე (საკადასტრო კოდით N-------), განხორციელებულ იქნა 24.05.2019 წ. საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის, ელექტრონული სიების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს --.01.2023 წლის N-- წერილის მიხედვით, 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ნივთი ფ/პ ------- -----------ს (პ/ნ -----------------) სახელზე რეგისტრირებული არ იყო (ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველია: საკუთრების უფლების მოწმობა N----, დამოწმების თარიღი: ----/10/2008, ----- მუნიციპალიტეტის საკრებულო). ხოლო ----- მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.01.2023 წლის N14- 5023024179 წერილის თანახმად ფ/პ ------- -----------ს (პ/ნ -----------------) საკუთრებაში გადაეცა მიწის ფართობი საკუთრების უფლების მოწმობით N--, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება საგადასახადო მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2016-2017-2018 წლების დარიცხვებზე 24.05.2019 წელს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად 2019 წლის 24 მაისს და გაეცნო ელექტრონულად 15.12.2022 წელს.
ზემოაღნიშნულ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ფ/პ ------- -----------ს (პ/ნ -----------------) შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 26 დეკემბერს წარმოდგენილი ჰქონდა განცხადება #234739/21-11, რომლითაც ითხოვდა 2016-2018 წლების მიწის გადასახადის გაუქმებას. მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადამხდელს განემარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით ვერ ისარგებლებდა საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად და უარი ეცნობა 2023 წლის 25 იანვრის N21-11/5119 წერილით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.01.2023 წლის N-- წერილის მიხედვით, 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ნივთი ფ/პ ------- -----------ს (პ/ნ -----------------) სახელზე რეგისტრირებული არ იყო (ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველია: საკუთრების უფლების მოწმობა N--, დამოწმების თარიღი: 08/10/2008, ------ მუნიციპალიტეტის საკრებულო).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- -----------ს (პ/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს 2016-2018 წწ. მიწის გადასახადის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანის პირადი აღრიცხვის ბარათზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2016-2018 წწ. დარიცხვა, განხორციელებულ იქნა საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის, ელექტრონული სიების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2016-2017-2018 წლების დარიცხვებზე 24.05.2019 წელს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად 2019 წლის 24 მაისს და გაეცნო ელექტრონულად 15.12.2022 წელს.
მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადამხდელს განემარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით ვერ ისარგებლებდა საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად და უარი ეცნობა 2023 წლის 25 იანვრის N21-11/5119 წერილით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(2 „ე“); 203; 205(1,12,131); 206(1„ტ“); 302(6);
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312 (1)