N 29 - 28/06/2024 - „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბერის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 28.06.2024
№ დოკუმენტი 29
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2024 წლის 28 ივნისი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბერის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბერის №21 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 04/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.132.016304) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინეს თამაშობებზე – 300 000 ლარი კვარტალში;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – 300 000 ლარი კვარტალში;

დ.გ) ტოტალიზატორების თამაშობებზე – 300 000 ლარი კვარტალში.

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – 20 000 ლარი კვარტალში.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

რამაზ ჯინჭარაძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე