ბრძანება N 2210

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2025
№ დოკუმენტი 2210
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2210

10 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----” (ს/ნ ---------)

(მის: ქ. -----, ----- ქ. №-----)

2025 წლის 21 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N 12) განიხილა შპს „-----” (ს/ნ ----) N----/C-----/A----- საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 17 იანვრის N ------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს განულდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის პირველ ივლისს შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ N-----/C-----/A----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელს (ფოლადის ფურცლის გრძივი ჭრის ხაზის ნაწილები: რულონის საჭრელი – 80 ერთეული; რეზინის ჩანართი ლითონით – 212 ერთეული) გადამუშავების ვადად განესაზღვრა 2024 წლის 28 სექტემბერი.

2024 წლის 9 სექტემბერს შპს „------“ N----- განცხადებით, საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ N-----/C-----/A----- საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი შემოტანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და 2024 წლის 7 აგვისტოს N-----/C-----/A-----საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.

შპს „-----“, არც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას (სსდ №-----/C----- 07.08.2024) და არც განცხადებით (N ----- 09.09.2024) საბაჟო დეპარტამენტისთვის მიმართვისას, არ წარუდგენია დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ N -----/C-----/A----- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი წარმოადგენდა N -----/C-----/A----- საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის 10 თებერვალი ----- N ---- (რომელიც გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცევისას წარდგენილი იყო შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნომრებით) გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტს.

აღნიშნული განცხადების პასუხად, შპს „-----“ ეთხოვა წარმოედგინა ----- რესპუბლიკის მიერ გაცემული ექსპორტის დეკლარაცია, რომელშიც მითითებული იქნებოდა საქონლის მაიდენტიფიცირებელი (სერიული ნომრები) ინფორმაცია და გამომგზავნი კომპანიის წერილი, რადგან N ----- განცხადებით წარდგენილ გამომგზავნის წერილში მითითებული იყო არაზუსტი ინფორმაცია (ინვოისის ნომერი და თარიღი არ შეესაბამებოდა N -----/C-----/A----- იმპორტის საბაჟო დეკლარაციაში მითითებულს, განსხვავდებოდა სერიული ნომრებიც), რაც შპს „------“ მიერ არ შესრულებულა.

ვინაიდან არ დასტურდება N -----/C-----/A----- საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის განსაზღვრულ ვადაში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა, აღნიშნული ჩაითვალა გარე გადამუშავების პროცედურის პირობის დარღვევად და გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 17 იანვარს შედგენილ იქნა N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, გადამუშავებული პროდუქტი არის შიდა გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონელი.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონელი, რომელიც განკუთვნილია საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის, დეკლარირდება შესაბამისი საბაჟო პროცედურის საბაჟო დეკლარაციით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ექსპორტის ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობამდე.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 14) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ საქონლის გარე გადამუშავებისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევა წარმოადგენს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი საქართველოს საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე ოპერაცია. გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას შეიძლება იმპორტის გადასახადისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით თავისუფალ მიმოქცევაში მოაქციოს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელმა ან საქართველოში დაფუძნებულმა პირმა, თუ მას აქვს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის შესაბამისი თანხმობა და გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების ყველა პირობა შესრულებულია.

ამავე კოდექსის 150-ე მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია არსებობდეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავებულ პროდუქტში იდენტიფიკაციის შესაძლებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ N-----/C-----/A----- საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის განსაზღვრულ ვადაში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა არ დასტურდება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს გადამუშავების პროცედურის პირობის დარღვევას. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

რაც შეეხება საჩივრით წარმოდგენილ დოკუმენტებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნულითაც ვერ დასტურდება, რომ N -----/C-----/A----- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული საქონელი, წარმოადგენს N -----/C-----/A----- საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტს. ----- რესპუბლიკის მიერ გაცემულ ექსპორტის დეკლარაციაში მითითებული არ არის საქონლის მაიდენტიფიცირებელი (სერიული ნომრები) ინფორმაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----” (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს განულდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ საქონლის საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელს, გადამუშავების ვადად განესაზღვრა 2024 წლის 28 სექტემბერი. საბაჟო ორგანოს ეცნობა რომ საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი შემოტანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და 2024 წლის 7 აგვისტოს. საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნული განცხადების პასუხად, გადამხდელს ეთხოვა წარმოედგინა გაცემული ექსპორტის დეკლარაცია, რომელშიც მითითებული იქნებოდა საქონლის მაიდენტიფიცირებელი (სერიული ნომრები) ინფორმაცია და გამომგზავნი კომპანიის წერილი, ვინაიდან წარდგენილ გამომგზავნის წერილში მითითებული იყო არაზუსტი ინფორმაცია.

ვინაიდან არ დასტურდება საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის განსაზღვრულ ვადაში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა, აღნიშნული ჩაითვალა გარე გადამუშავების პროცედურის პირობის დარღვევად და გადამხდელს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

დადგენილია, რომ საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის განსაზღვრულ ვადაში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა არ დასტურდება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს გადამუშავების პროცედურის პირობის დარღვევას. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 171.