N 1874-VIმს-XIმპ - 30/09/2026 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 30.09.2026
№ დოკუმენტი 1874-VIმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 202-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთია მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის ბოლოს არსებული დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს 1 პროცენტისა.“.

 

2. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება;“.

 

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

 

თბილისი,30 სექტემბერი 2026 წ.

N1874-VIმს-XIმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე