საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/826-23

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.07.2024
№ დოკუმენტი 3/826-23
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/826-23

17 ივლისი, 2024 წელი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

ქ. ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი - შალვა ქლიბაძე

 

მოსარჩელე - სს - ,,---------‘’ ;

წარმომადგენლები - ----------;

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - ----------;

 

მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - ---------;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N ----- საგადასახადო შემოწმების აქტი;

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N 18061 ბრძანება;

1.4 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა;

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N 28064 ბრძანება;

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 აპრილის N 21482/2/2023 გადაწყვეტილება;

 

მოსარჩელის განმარტებით:

სს „-----" (შემდგომში - კომპანია) შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საგადასახადო შემოწმება, რომლითაც კომპანიას განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, 18 173 607 ლარის ოდენობით, რომლიდანაც გადასახადს შეადგენს 9 883 932 ლარი, ჯარიმა 4 941 966 ლარი, ხოლო საურავი 3 347 709 ლარი. გადასახადის დარიცხვის მიზეზს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით წარმოადგენს კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის საგადასახადო ორგანოს მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსთვის ნებადაურთველ საქმიანობად განხილვა, რის შედეგადაც გაცემულ დივიდენდებზე შემოწმების შეფასებით აღარ გავრცელდა საგადასახადო შეღავათი. მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია, რომ საკითხი განხილულია შემოსავლების სამსახურის N 33543 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების ფარგლებში. შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობა, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მათი გამოცემა. ამასთან, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული, რომ იგი ეწეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსთვის ნებადართულ საქმიანობას, იგი რეგისტრირებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, ასევე გააჩნდა საბანკო ანგარიშები ----- ----- და ----- ბანკებში, აგრეთვე ბანკი -----, რომელთა ანგარიშებიდანაც ხდებოდა გადახდები და შესაბამისი საქმიანობის ფარგლებში შემოსავლის მიღებაც. 1. სადავო მეთოდურ მითითებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 1 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა (მოპასუხემ) გამოაქვეყნა ბრძანება N 33543 - თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე. დასახელებული მეთოდური მითითება დათარიღებულია 2022 წლის 20 დეკემბრით და გამოქვეყნებულია შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნულ ბრძანებას მიიჩნევს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც მიემართება პირთა ჯგუფს (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს) და მისი ამოქმედება ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუკავშირა ბრძანების ხელმოწერას და ასევე არ მიუთითა მისი გასაჩივრების წესზე. ამავე ბრძანებით, დაევალა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს, რომ იგი განეთავსებინა სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დასახელებული ბრძანების ვებ-გვერდზე გამოქვეყნების თარიღია - 2023 წლის 1-ლი ივნისი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების კატეგორიაში). 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის პირველ ივნისს, მიზნად ისახავს განმარტოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქმიანობის წესი, მათ შორის, ნებადართული და აკრძალული საქმიანობის, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესები, აგრეთვე, განსაზღვროს საგადასახადო ვალდებულებები და უფლებები (მუხლი 1. რეგულირების სფერო). აღნიშნული ბრძანება არის ნორმატიული შინაარსის. ის საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით (მუხლი 1-ის მეორე ნაწილი) და მოსარჩელის აზრით, საკანონმდებლო ნორმების საწინააღმდეგოდ აყალიბებს ახალ რეჟიმს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საწარმოებისათვის ნებადართული საქმიანობისა და შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის. მიაჩნიათ, რომ აღნიშნული სახის რეგულირება უნდა განხორციელებულიყო საკანონმდებლო აქტით. აქვე საგულისხმოა, რომ საგადასახადო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა საქართველოში სწორედ კანონით ხორციელდება. მოსარჩელე სადავო ბრძანებას გაეცნო მას შემდეგ, რაც ჩაიბარა 2023 წლის 18 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი N -----, 2023 წლის 25 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N 18061 და 2023 წლის 25 ივლისის საგადასახადო მოთხოვნა. მოსარჩელემ ჩამოთვლილი დოკუმენტები ჩაიბარა 2023 წლის 27 ივლისს და მათი შინაარსის გაცნობისას აღმოაჩინა, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების საქმიანობის წესს, მათ მიერ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობას და გადასახადების გადახდა/ადმინისტრირებას დაეყრდნო 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანებას. 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება N 33543 შეიცავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების საქმიანობის ზოგად მოწესრიგებას. დასახელებული ბრძანების მიღებით სს „-----"-ის და არც სხვა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების სამართლებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა. მხოლოდ მაშინ მოხდა სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილება, როდესაც განხორციელდა ბრძანებაში განხილული მაგალითის მისადაგება მოსარჩელის ინდივიდუალურ შემთხვევასთან 2023 წლის 18 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით, მის საფუძველზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N 18061 ბრძანებით და საგადასახადო მოთხოვნით, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 18 173 607.09 ლარის გადახდა. 2022 წლის 29 დეკემბრის ნორმატიული შინაარსის ბრძანებამ N 33543 პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა მოსარჩელეს (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს). მხოლოდ მაშინ, როდესაც მასზე მიეთითა საგადასახადო შემოწმების აქტში, მის დასაბუთებაში და იგი მიესადაგა მოსარჩელის კონკრეტულ პირობებს. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება N 33543, როგორც ზოგადი ხასიათის რეგულირება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად, რომელიც ცვლის საგადასახადო რეჟიმს, განსაზღვრავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების საგადასახადო უფლებებსა და მოვალეობებს, რაც თავის მხრივ მიუთითებს, რომ დარღვეულია N 335433 ბრძანების მიღების/გამოცემის ფორმალური და მატერიალური წინამძღვრები. დაუშვებელია მსგავსი ხასიათის რეგულირება განხორციელებულიყო ინდივიდალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანების შეფასება და კლასიფიკაცია ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N ----- საგადასახადო შემოწმების აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N 18061 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N 28064 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 აპრილის N 21482/2/2023 გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობითი სახის შესაგებელით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ სცნო და განმარტა:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს სს "-----" კანონიერ უფლებას და ინტერესს და უკანონოდ არ ზღუდავს მის უფლებას.

მოსარჩელის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შეეზღუდა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა, არ წარმოადგენს სიმართლეს, ვინაიდან საგადასახადო ორგანომ მოთხოვნის გამოცემისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსით და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანება, რომელიც არის აუდიტორების სახელმძღვანელო პრინციპი (რომლის გამოცემის უფლებაც შემოსავლების სამსახურის უფროსს აქვს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად) და არ წარმოადგენს პირის უფლებებზე რეაგირების პირდაპირ და უშუალო მექანიზმს, ვერ მიაყენებს ზიანს გადასახადის გადამხდელს.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის N 2381 და 17 მარტის N 5212 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა სს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური სახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 25 ივლისის N18061 და ამავე თარიღის N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 173 607 ლარი, მათ შორის გადასახადი 9 883 932 ლარი, ჯარიმა 4 941 966 ლარი და საურავი 3 347 709 ლარი.

შემოწმების შედეგები გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. ამასთან სს „------“ (ს/ნ -----) მიერ სარჩელი იქნა შეტანილი სასამართლოში „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N 28064 ბრძანებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივრები შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

სს „-----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 30 აპრილს და წარმოადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს. საზოგადოებას თიზ-ის საწარმოს სტატუსი მიენიჭა 2019 წლის 19 ნოემბერს და საქმიანობას ახორციელებდა ----- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა პოლიგრაფიული დანადგარების სახარჯი მასალებით, კერძოდ, საწარმო საქონლის შეძენას ახორციელებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ (გერმანია, ფინეთი, ესტონეთი, თურქეთი და სხვა) და შემდგომ მის რეალიზაციას ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ (რუსეთი, ლატვია, უკრაინა და ბელგია) ისე, რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოების საქმიანობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის არ ჩაითვალა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად, გათვალისწინებით, რომ საზოგადოება არ ახორციელებდა თავისუფალი ზონის პროცედურაში – საქონლის მოქცევას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანას და ამავე საქონლის გატანას ზონიდან, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ზემოაღნიშნულ ნაწილში, ვერ იქნა განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე ვერ გავრცელდა მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, მიღებული მოგებიდან გადახდილი დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წერილობითი სახის შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა - განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მოსარჩელის საქმიანობის 01.01.2020 წლიდან 01.03.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 18 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 30 აპრილს და წარმოადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს.

თიზ-ის საწარმოს სტატუსი მიენიჭა 2019 წლის 19 ნოემბერს და საქმიანობას ახორციელებდა ----- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა პოლიგრაფიული დანადგარების სახარჯი მასალებით. საქონლის შეძენას ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ (გერმანია, ფინეთი, ესტონეთი, თურქეთი და სხვა) და შემდგომ მის რეალიზაციას ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ (რუსეთი, ლატვია, უკრაინა და ბელგია) ისე, რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე 12 მუხლების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არ ახორციელებდა თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონლის მოქცევას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანას და ამავე საქონლის გატანას ზონიდან, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ იქნა განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე არ გავრცელდა მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი. ამასთან, მიღებული მოგებიდან გადახდილი დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-9 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2023 წლის N 18061 ბრძანება და N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა - შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის N 28064 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2024 წლის 3 აპრილის N 21482/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილობის საფუძვლები.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სს „-----“-ის საქმიანობის 01.01.2020 წლიდან 01.03.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 18 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

სს „-----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 30 აპრილს და წარმოადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს. საზოგადოებას თიზ-ის საწარმოს სტატუსი მიენიჭა 2019 წლის 19 ნოემბერს და საქმიანობას ახორციელებდა ----- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა პოლიგრაფიული დანადგარების სახარჯი მასალებით, კერძოდ, საწარმო საქონლის შეძენას ახორციელებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ (გერმანია, ფინეთი, ესტონეთი, თურქეთი და სხვა) და შემდგომ მის რეალიზაციას ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ (რუსეთი, ლატვია, უკრაინა და ბელგია), ისე, რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე–12 მუხლების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არ ახორციელებდა თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონლის მოქცევას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანას და ამავე საქონლის გატანას ზონიდან, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ იქნა განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე არ გავრცელდა მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი. ამასთან, მიღებული მოგებიდან გადახდილი დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, კერძოდ საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 25 ივლისის N 18061 ბრძანება და ამავე თარიღის N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 18 173 607 ლარი, მათ შორის გადასახადი 9 883 932 ლარი, ჯარიმა 4 941 966 ლარი და საურავი 3 347 709 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2023 წლის 18 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი:

- 2023 წლის 25 ივლისის N 18061 ბრძანება:

- 2023 წლის 25 ივლისის N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა:

3.2. დადგენილია, რომ 2022 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შემოსავლების სამსახურმა (მოპასუხემ) მიიღო ბრძანება N33543 თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება N 33543;

3.3. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის N 33543 ბრძანების ამოქმედება გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუკავშირა მის ხელმოწერას და ასევე არ მიუთითა მისი გასაჩივრების წესზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარის ახსნა-განმარტება;

2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება N 33543;

3.4. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება N 33543 შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ - გვერდზე გამოქვეყნებულია 2023 წლის 1 ივნისს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების კატეგორიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ელექტრონული ამონაწერი შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდიდან (ე.წ. „სკრინშოტი“).

3.5. დადგენილია, რომ 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება, მიზნად ისახავს განმარტოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქმიანობის წესი, მათ შორის, ნებადართული და აკრძალული საქმიანობის, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესები, აგრეთვე, განსაზღვროს საგადასახადო ვალდებულებები და უფლებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება N 33543;

მხარის ახსნა - განმარტება;

3.6. დადგენილია, რომ, სადავო ბრძანება მიეთითა გადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად 2023 წლის 18 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში (შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სააღრიცხვო N -----).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2023 წლის 18 ივლისის შემოწმების აქტი;

3.7. დადგენილია რომ, 2023 წლის 18 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2023 წლის 25 ივლისის N 18061 ბრძანება და 2023 წლის 25 ივლისის N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 21 და 23 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სს „-----“ 2023 წლის 21 და 23 აგვისტოს საჩივრები;

3.8. დადგენილია, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის 21 და 23 აგვისტოს წარდგენილი საჩივრები არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N 28064 ბრძანებით.

-

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2023 წლის 14 ნოემბრის N 28064 ბრძანება;

3.9 დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N 28064 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2023 წლის 4 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი;

3.10. დადგენილია, რომ სს „-----“-ის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 2023 წლის 4 დეკემბერს წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 აპრილის N 21482/2/2023 გადაწყვეტილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 აპრილის N 21482/2/2023 გადაწყვეტილება.

3.11. საქართველოს მთავრობის N 106 დადგენილებით ----- ინდუსტრიული ზონის განსაზღვრული ორგანიზატორი/ადმინისტრატორი შპს „-----“ მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ს.ს. „-----“ 03.07.2019 წლიდან 02.07.2025 წლამდე სარგებლობს ----- თვისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური სავაჭრო ლიცენზიით (ლიცენზიის N -----), რომლის მეშვეობით ს.ს. „-----“ უფლებამოსილია განახორციელოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სავაჭრო საქმიანობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შპს ,,-----‘’ მიერ გაცემული ცნობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს „-----“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო, მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

სასამართლო საქართველოს ზოგადი - ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N ----- საგადასახადო შემოწმების აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახრის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N 18061 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N 28064 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 აპრილის N 21482/2/2023 გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ – ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით, დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“ მეთოდური მითითება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტს, რომლის კანონშესაბამისობა ასევე უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

6.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე 3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობაა.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს. გადასახადის გადამხდელმა უნდა შეასრულოს შესაბამისი პროცედურები, ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მის ფინანსებსა და კერძო სფეროს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო. უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირს გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.

შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით აუცილებელია დადგინდეს მისი ნამდვილი ნება კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის შესრულებისას. მხოლოდ ოპერაციის ნამდვილი შინაარსის განსაზღვრის შემთხვევაშია შესაძლებელი იმის დადგენა, წარმოიქმნა თუ არა ის გარემოება, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამასთან, გადასახადების გაანგარიშების სისწორის და სისრულის და მათი დროულად გადახდის კონტროლი, საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანანმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის (შემდგომში შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე 3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურის უფროსი, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს მეთოდურ მითითებებსა და შიდა ინსტრუქციებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომელთათვის, ასევე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომ თიზ-ის საწარმო) არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ „დ“ ქვეპუნქტებით; ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი გულისხმობს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

საბაჟო კოდექსის მე-13-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულია საბაჟო ფორმალობის განხორციელებაში ან რომელსაც ეხება საბაჟო კონტროლი, ვალდებულია საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და სხვა ინფორმაცია, აგრეთვე გაუწიოს დახმარება აღნიშნული საბაჟო ფორმალობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებაში.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით.

საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფალი ზონა საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობისთვის.

საბაჟო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია თავისუფალ ზონაში ნებისმიერი საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, აგრეთვე თავისუფალი ზონიდან ნებისმიერი საქონლის გამოტანა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თავისუფალ ზონაში აკრძალულია: ა) იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა; ბ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა; გ) ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია; დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა (გარდა ამ მუხლის მე 3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში აკრძალულია: ა) იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით, საბრძოლო მასალით ვაჭრობა; გ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა; გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია; დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლი ადგენს სამართლებრივი აქტების ცნებას და სახეებს, რომლის თანახმად, სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი.

სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი. ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში. დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ’’ „დ“ და „ე“ პუნქტები განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ცნებას და სახეებს, კერძოდ: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი;

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს;

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს;

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანებით დამტკიცებული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ მეთოდური მითითების“ მე-3 მუხლში მოცემულია რეგულაციები თიზ-ის საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე, ამავე მუხლის მე-4 მაგალითის შესაბამისად – თუ თიზ-ის საწარმო ახორციელებს საქონლის შეძენას საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდგომ მის რეალიზაციას ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ისე, რომ საქონელი არ ექცევა თავისუფალი ზონის პროცედურაში.

 

შეფასება:

საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება. თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევის გარეშე უცხოური საქონლის შეძენა და მიწოდება საგადასახადო შეღავათის მიზნებისათვის, მითითებული მუხლიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად.

განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ თიზ-ის საწარმო არ ახორციელებს თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონლის მოქცევას, თავისუფალი ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანას და ამავე საქონლის გატანას ზონიდან, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ვერ იქნება განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე ვერ გავრცელდება მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შემოსავლების სამსახურმა (მოპასუხემ) მიიღო ბრძანება N 33543 თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე.

საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის N 2381 და 17 მარტის N 5212 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა სს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა აქტი გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 25 ივლისის N 18061 ბრძანება და ამავე თარიღის N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 173 607 ლარი, მათ შორის გადასახადი 9 883 932 ლარი, ჯარიმა 4 941 966 ლარი და საურავი 3 347 709 ლარი.

შემოწმების შედეგები გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. ამასთან სს „-----“ (ს/ნ -----) მიერ სარჩელი იქნა შეტანილი სასამართლოში „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N 28064 ბრძანებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივრები შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

 

საგადასახადო შემოწმების აქტიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა განხორციელდა შემდეგ ფაქტობრივ და სამართებლივ საფუძველებზე მითითებით:

სს „-----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 30 აპრილს და წარმოადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს. საზოგადოებას თიზ-ის საწარმოს სტატუსი მიენიჭა 2019 წლის 19 ნოემბერს და საქმიანობას ახორციელებდა ----- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა პოლიგრაფიული დანადგარების სახარჯი მასალებით, კერძოდ, საწარმო საქონლის შეძენას ახორციელებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ (გერმანია, ფინეთი, ესტონეთი, თურქეთი და სხვა) და შემდგომ მის რეალიზაციას ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ (რუსეთი, ლატვია, უკრაინა და ბელგია) ისე, რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე 12 მუხლების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოების საქმიანობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის არ ჩაითვალა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოება არ ახორციელებდა თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონლის მოქცევას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. საქონლის შეტანას და ამავე საქონლის გატანას ზონიდან, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ზემოაღნიშნულ ნაწილში, ვერ იქნა განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე ვერ გავრცელდა მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი. დარიცხვის საფუძვლად ასევე მითითებულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანებით დამტკიცებული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ მეთოდური მითითების“ მე-3 მუხლის მაგალითი 4. შედეგად, მიღებული მოგებიდან გადახდილი დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

6.3. სასამართლო განსახილველი დავის შინაარსიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს პირველ რიგში შეფასდეს სადაო, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 დეკემბრის N 33543 ბრძანებით დამტკიცებული, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“ მეთოდური მითითება თავისი შინაარსიდან და სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე რა სახის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის (შემდგომში შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე 3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურის უფროსი, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს მეთოდური მითითებებსა და შიდა ინსტრუქციებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომელთათვის, ასევე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.

სასამართლო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანებით დამტკიცებული, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ - მეთოდური მითითების“ პირველი მუხლის თანახმად: „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“ მეთოდური მითითება განმარტავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქმიანობის წესებს, მათ შორის, ნებადართული და აკრძალული საქმიანობის, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესებს, აგრეთვე განსაზღვრავს ამ სტატუსის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებებსა და უფლებებს. სადაო აქტი მისი შინაარსიდან და სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე შეიცავს თიზ-ის საწარმოს საქმიანობის ზოგად მოწესრიგებას საქმიანობის წესებს, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს, რაც სცილდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დასარეგულირებელ ურთიერთობებს და მეთოდური მითითებით განსაზღვრული ზოგადი რეგულაციებიდან გამომდინარე, წარმოადგენს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წლის 09 ნოემბრის N 1/7/436 განჩინებაში („საქმეზე შპს „-----“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“ II-5), მიუთითებს: „ნორმატიული აქტების მატერიალური ელემენტი მისი სუბსტანციის განმსაზღვრელ პრინციპულ მომენტს შეადგენს. ამაზე მიგვანიშნებს “ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც, “დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის - სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა)”.

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ინდივიდუალური და ნორმატიული სამართლებრივი აქტის ურთიერთგამიჯვნა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ როგორია ამ აქტით მოწესრიგების ადრესატთა წრე და ობიექტი. ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია, იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება ამ წრის გვარეობითი ნიშნით იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ეხება როგორც კონკრეტულ პირს, ისე მისი გამოცემის მომენტში განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა ჯგუფს. ნორმატიული აქტი თავისი ბუნებით აბსტრაქტულ საერთო ნორმას წარმოადგენს და დაკავშირებულია არა რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან ან შემთხვევასთან, არამედ თავის იურიდიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური შემთხვევების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ნორმატიული აქტის მრავალჯერადი გამოყენების თვისება. ამდენად, ნორმატიული აქტი, როგორც ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ. განსხვავებით ნორმატიული აქტისაგან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ხასიათდება თავისი შინაარსის კონკრეტულობით. იგი კონკრეტულ ურთიერთობას (შემთხვევას) ეხება. ამ თვალსაზრისით – ერთჯერადი გამოყენების ნორმატიული აქტი ყოველთვის ზოგადი (აბსტრაქტულ-გენერალური) სახის აქტია, რაც არ შეიძლება ითქვას ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის შესახებ, რომელიც გამოიცემა ნორმატიული აქტის კონკრეტიზაციისა ინდივიდუალიზაციისათვის“.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადაო შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანების გამოცემით - ფაქტობრივად – შეიცვალა საგადასახადო რეჟიმი თიზ-ის იმ საწარმორბის მიმართ, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო ვაჭრობას და არ ახდენენ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში საქონლის მოქცევას. ამგვარი სამართლებრივი მოწესრიგება, რომლის შესაბამისად ვაჭრობა დასაშვები საქმიანობაა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის. საწარმოებისათვის, მაგრამ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული საწარმო დაიბეგრება ჩვეულებრივად თუ არ მოახდენს საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანას და ამავე საქონლის გატანას ზონიდან, ადგენს დიფერენცრებულ მიდგომას საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისას და განსხვავებულ რეჟიმში აყენებს იმ საწარმოებს, რომლებიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მოახდენენ უცხოეთში შეძენილი საქონლის შემოტანას და შემდგომ ისევ საზღვარგერეთ რეალიზაციას და საწარმოები, რომლებიც არ მოახდენენ თავისუფალი ზონის როცედურაში საქონლის მოქცევას, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობა არ იცვლება, ხოლო ინფორმაცია - საქონლის მიწოდებასა და ფასების შესახებ ასახულია ბუღალტრულ მონაცემებში და ფინანსურ ანგარიშებში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირებული მიდგომა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისას, თუკი იგი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს თანასწორ პირებს, წარმოადგენს 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-14 მუხლის (თანასწორობის უფლება) დარღვევას (იხ. Assemblée Chritienne Des Tenoins de Jéhoah d'Anderlecht and Others v. Belgium, liuropean Court of IIuman Rights (2022)].

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების Chrétienne Des Témoins de Jéhovah d'Anderlecht and Others v. Belgium, European Court of lunan Rights 20165/20 (2022) და (Guberina v. Croatia, luropean Court of Iluman Rights 23682/13 (2016) შესაბამისად, საგადასახადო შეღავათების დიფერენცირებულად მისადაგება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის პროპორციულ და აუცილებელ საშუალებას.

სადავო რეგულაციიდან გამომდინარე გაურკვეველია თუ რა მიზანს ემსახურება საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების განსხვავებული მოპყრობა საქმიანობის საგნის, ოპერირების ადგილისა და შენახვა/მიწოდების პირობების საფუძველზე. დასახელებული დიფერენციით არ იცვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობა ან არ იქმნება დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, რაც არგუმენტის გარეშე ტოვებს დიფერენცირებული მიდგომის პროპორციულობაზე და აუცილებლობაზე მსჯელობას. აღსანიშნავია, რომ ზემოთ დასახელებულ ორივე გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა თანასწორობის უფლების დარღვევა საგადასახადო შეღავათების გავრცელების ნაწილში, ვინაიდან სახელმწიფო ვერ ადასტურებდა დიფერენციული მიდგომის ლეგიტიმურობასა და პროპორციულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის უფროსი, 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანების გამოცემით, გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს, რითაც დაირღვა, როგორც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლი, ისე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ„ „დ“ და „ე“ პუნქტები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მისი ბათილობის საფუძველია. ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან სადაო ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტის დებულებებიდან პირდაპირი და უშუალო ზიანი მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ადგება მე-3 მუხლის მე 4 მაგალითში განხილული რეგულაციით, ვინაიდან ამ ნორმის შინაარსი შეეხება უშუალოდ მოსარჩელის საქმიანობის სფეროს და გავლენას ახდენს მის უფლებრივ მდგომარეობაზე, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 სადაო ბრძანებით დამტკიცებულ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“ მეთოდურ მითითება ბათილად უნდა იქნას ცნობილი მე 3 მუხლის მე-4 მაგალითის ნაწილში.

 

6.4. დარიცხვის ძირითად საფუძველს შემოწმების აქტის თანახმად, წარმოადგენს ის გარემოება, რომ საწარმო საქონლის შეძენას ახორციელებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ (გერმანია, ფინეთი, ესტონეთი, თურქეთი და სხვა) და შემდგომ მის რეალიზაციას ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ (რუსეთი, ლატვია, უკრაინა და ბელგია) ისე, რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანიის საქმიანობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის არ ჩაითვალა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არ ახორციელებდა თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონლის მოქცევას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანას და ამავე საქონლის გატანას ზონიდან, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ზემოაღნიშნულ ნაწილში, ვერ იქნა განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე ვერ გავრცელდა მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი. ასევე შემოწმების მიხედვით, საკითხი ასევე განხილულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანებით დამტკიცებულ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“ მეთოდურ მითითებაში (მაგალითი 4).

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა.

ამვე კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში აკრძალულია: ა) იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით, საბრძოლო მასალით ვაჭრობა; ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა; გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია; დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ანალოგიურ რეგულაციას გვთავაზობს საბაჟო კოდექსის 132-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, დასაშვებია თავისუფალ ზონაში ნებისმიერი საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, აგრეთვე თავისუფალი ზონიდან ნებისმიერი საქონლის გამოტანა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თავისუფალ ზონაში აკრძალულია: ა) იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა; ბ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა; გ) ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია; დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა (გარდა ამ მუხლის მე 3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია.

სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განნორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თავისფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათები უკავშირდება სწორედ თიზ-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ნებადართულ საქმიანობებს.

საკანონმდებლო ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, ცხადია, რომ განსაზღვრულია კონკრეტული - აკრძალული საქმიანობები, რომელთა სიაშიც არ შედის სს „-----“ მიერ განხორციელებული საქმიანობა. ხოლო „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში მოცემულია ზოგადი საქმიანობები, “ რომლებიც დასაშვებია თიზ-ის საწარმოსთვის. ამდენად, კომპანიის განხორციელებული საქმიანობა არ წარმოადგენს აკრძალულ საქმიანობას, ვინაიდან

ნებადართული საქმიანობები სწორედ გამორიცხვის პრინციპითაა განსაზღვრული. ანუ დაშვებულია /წებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის პირდაპირ აკრძალული/შეზღუდული.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონი არსად უთითებს საქონლის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანასა და საბაჟო პროცედურაში მოქცევაზე, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა არ უზღუდავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს განახორციელოს ვაჭრობა საქართველოში იმგვარად, რომ საქონელი არ ხვდებოდეს ქვეყნის ტერიტორიაზე, არც მოგების გადასახადის დაბეგვრის რეჟიმში აქცევს მსგავს საქმიანობას. თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონლის მოქცევის ვალდებულებას ადგენს მხოლოდ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“ მეთოდურ მითითების მე 3 მუხლის მაგალითი 4.

სასამართლო მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ საგადასახადო შეღავათების შინაარსი და მათი დაწესებისა თუ გაუქმების საფუძვლები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის სსკ-ის მე-60 მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო შეღავათის გამოყენების პირობებს, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საერთო - სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამავე კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანით.

სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული საშეღავათო პირობების განსაზღვრა ან ახალი საგადასახადო რეჟიმის დაწესება მეთოდური მითითებებით არ ხორციელდება და კანონშეუსაბამოა. ამდენად, საკანონმდებლო ნორმებით განსაზღვრული შეღავათი არ შეიძლება შეიცვალოს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებით. შესაბამისად, დაუშვებელია მსგავსი რეგულირების გავრცელება სპეციალურ კანონსა თუ კოდექსში ცვლილების შეტანის გარეშე. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს სამართლებრივი ნორმა რომელიც თიზ-ის საწარმოს დაავალდებულებდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საერთაშორისო ვაჭრობა აწარმოოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში საქონლის მოქცევის გზით, შესაბამისად არ არსებობს დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოოგის სახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მე 2 ნაწილის მიხედვით, გადასახადის სახეებია საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება: ა) საშემოსავლო გადასახადი; ბ) მოგების გადასახადი; გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) აქციზი; ე) იმპორტის გადასახადი.

კანონის მოთხოვნების შესრულება გულისხმობს პირის სურვილს და განზრახვას მისი ქმედება შეუსაბამოს მოქმედ ნორმატიულ სივრცეს, რაც თავის მხრივ, ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობას განხორციელებული ქმედების და მისი შედეგის კანონიერების მიმართ. პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე კი ნიშნავს კანონით მინიჭებულ უფლებასაც, ნებისმიერი პირი დაცული იყოს მისი ქმედების შეფასების სტაბილური სამართლებრივი გარანტიებით. სამართლებრივი გარანტიების შემქნა და შენარჩუნება კი, სოციალური სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს.

სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა ხელმძღვანელობდნენ კონკრეტული საკანონმდებლო დანაწესით და მათი ქმედება, მით უფრო როდესაც ის ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს, უნდა ექვემდებარებოდეს კანონმდებლის შინაარსობრივი ნორმირებას და არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ზოგად პრინციპებზე მითითებით, რადგან დაუკონკრეტებელი და არა მკაფიოდ განსაზღვრული ზოგადი ხასიათის დათქმა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალკეულ შემთხვევაში თვითონ განსაზღვროს ქმედების თავისუფლების ფარგლები, არ შეესაბამება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების პრინციპის დაცვას.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, მოქალაქის თავისუფლების უპირატესობის ვარაუდთან ერთად, მოითხოვს თითოეულის დაცვას საჯარო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული არასაჭირო, ზედმეტი შეზღუდვებისაგან; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უფლების ამგვარი ხელყოფა გამოწვეულია კანონით გათვალისწინებული პრინციპისა თუ აკრძალვის აუცილებლობით, მაშინ სავალდებულოა, მოქალაქეს განემარტოს მისი წინაპირობები და მისთვის გასაგები ფორმით მიეწოდოს მას. ამასთან, რაც უფრო მეტად ეხება კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა ადამიანის თავისუფალი მოქმედების გამოვლენის ელემენტარულ ფორმას, მით უფრო ზედმიწევნითა და სიფრთხილით უნდა მოხდეს მოქალაქის თავისუფლების, უფლების, როგორც ძირითადი პრინციპისა, და აღნიშნული შეზღუდვის გამამართლებელი საფუძვლების ურთიერთშეფარდება. ყოველივე აღნიშნული, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ შეზღუდვის საშუალებები შეესაბამებოდეს კანონით გათვალისწინებულ მიზანს და ზედმეტად არ ზღუდავდეს ცალკეულ მოქალაქეს.

სასამართლო დამატებით მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე - პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება - მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთმითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია:

1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ენება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;

2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინება, საქმე Nბს 122-115(2კ-13)).

აღნიშნულიდან გამომდინარე:

ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანება ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე 4 მაგალითის ნაწილში;

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N ----- საგადასახადო შემოწმების აქტი;

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N 18061 ბრძანება;

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა;

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N 28064 ბრძანება;

ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 აპრილის N 21482/2/2023 გადაწყვეტილება;

დანარჩენ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე მხარეს ეთქვას უარი.

6.5. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანება ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 მაგალითის ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N ----- საგადასახადო შემოწმების აქტი;

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N 18061 ბრძანება;

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა;

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N 28064 ბრძანება;

ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 აპრილის N 21482/2/2023 გადაწყვეტილება;

დანარჩენ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე მხარეს ეთქვას უარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული - ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თუ სარჩელი ნაწილობრივ - დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის (სახ. ბაჟი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე) და 5000 ლარის (დაზუსტებულ სარჩელთან დაკავშირებით) ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სს „-----“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 100 (ასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს სს „-----“-ს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოცემულ სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N 33543 ბრძანება ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 მაგალითის ნაწილში.

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N ----- საგადასახადო შემოწმების აქტი;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N 18061 ბრძანება;

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N 021-58 საგადასახადო მოთხოვნა;

6. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N 28064 ბრძანება;

7. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 აპრილის N 21482/2/2023 გადაწყვეტილება;

8. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სს „-----“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ანაზღაურება.

9. სს „-----“-ს დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 100 (ასი) ლარის ოდენობით, (სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი 29/08/2023 წელი, გადამხდელის დასახელება: შპს ----- (ს/ნ -----). გადამხდელის ბანკი: სს „----- ბანკი”, საგადახდო დავალება N -----; ანგარიში/სახაზინო კოდი -----, გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხზე). (გადახდილი ბაჟის ოდენობა 150 ლარი).

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის ქუჩა N11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე

მიხეილ ბებიაშვილი

 

სადავო საკითხი

დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობა, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მათი გამოცემა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა პოლიგრაფიული დანადგარების სახარჯი მასალებით. აღნიშნული კომპანია საქონლის შეძენას ახორციელებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ (გერმანია, ფინეთი, ესტონეთი, თურქეთი და სხვა) და შემდგომ მის რეალიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ უწევდა (რუსეთი, ლატვია, უკრაინა და ბელგია) ისე, რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროცედურაში. ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე შესაბამისად ვერ გავრცელდა მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მიღებული მოგებიდან გადახდილი დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N33543 ბრძანება ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 მაგალითის ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N985 საგადასახადო შემოწმების აქტი, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N18061 ბრძანება, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის N021-58 საგადასახადო მოთხოვნა, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N28064 ბრძანება, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 აპრილის N21482/2/2023 გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე მხარეს ეთქვას უარი.

 

დასაბუთება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით