სუბსიდიები, რომლებიც არ უკავშირდება ფასს

ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილება 29.02.1996
№ დოკუმენტი C-215/94
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო

📄 სრული ტექსტი

#assignedTableId-1674199794483 {border: none; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო:

გერმანია

საქმის ნომერი:

C-215/94

მხარეები:

JürgenMohr v. Finanzamt Bad Segeberg

თარიღი:

29/02/1996

სამართლებრივი საფუძველი:

შესაბამისი ნორმები საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან:

დღგ-ის პირველი დირექტივის მე-2 მუხლი (2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივისპირველი მუხლის მე-2 ნაწილი)

1977 წლის 17 მაისის დღგ-ისმე-6 დირექტივის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (2006 წლის28 ნოემბრის დირექტივის 25-ე მუხლის „ბ“ პუნქტი)

1977 წლის 17 მაისის დღგ-ისმე-6 დირექტივის მე-11ა მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი (2006 წლის 28 ნოემბრისდირექტივის 73-ემუხლი)

156-ე მუხლის მე-2 ნაწილი

1601 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი

164-ე მუხლის პირველი ნაწილი

სუბსიდიები, რომლებიც არ უკავშირდება ფასს

ფაქტობრივი გარემოება

აგროკულტურული მეურნეობის მფლობელ ფიზიკურ პირს (Jürgen Mohr) მოშენებული ყავდა მეწველი პირუტყვი. მან რძის წარმოების შეწყვეტისათვის გამოყოფილი გრანტის მიღების მიზნით მიმართა შესაბამის ორგანოს „რძის წარმოების შეწყვეტისთვის კომპენსაციის დაწესების თაობაზე“ საბჭოს რეგულაციის საფუძველზე. წარდგენილი განაცხადის მიხედვით იგი იღებდა ვალდებულებას, რომ საბოლოოდ შეწყვეტდა რძის წარმოებას. ფიზიკური პირის განაცხადი დაკმაყოფილდა და მასზე გაიცა შესაბამისი გრანტი. შედეგად მან იმავე წელს შეწყვიტა რძის წარმოება.

Jürgen Mohr-მა დღგ-ის დეკლარაციაში არ ასახა რძის წარმოების შეწყვეტის სანაცვლოდ მიღებული კომპენსაცია. საგადასახადო ორგანომ ეს თანხა მიიჩნია დასაბეგრი მიწოდების (რძის წარმოების საბოლოო შეწყვეტის) სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად და დაუქვემდებარა დაბეგვრას.

ფიზიკურმა პირმა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა შესაბამის ინსტანციაში, საიდანაც დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. სასამართლომ კი ევროპის სასამართლოს მიმართა კითხვებით 1977 წლის დირექტივის მუხლების ინტერპრეტაციის თაობაზე.

დასმული კითხვები

1) თუ ფერმერი დასაბეგრი პირია და საბოლოოდ წყვეტს რძის წარმოებას, ამით ახორციელებს თუ არა მომსახურების გაწევას 2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 25-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით?

2) რძის წარმოების შეწყვეტისთვის საბჭოს რეგულაციის საფუძველზე მიღებული კომპენსაცია არის თუ არა დაბეგვრას დაქვემდებარებული ანაზღაურება 2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 73-ე მუხლის შესაბამისად?

სასამართლოს გადაწყვეტილება

შეფასებას საჭიროებს, საწარმოს მიერ რძის წარმოების საბოლოო შეწყვეტა წარმოადგენს თუ არა მომსახურების გაწევას, რის სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციაც ექვემდებარება დაბეგვრას.

2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის მიხედვით, დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

ამავე დირექტივის 25-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევა გულისხმობს ნებისმიერ ოპერაციას, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება მე-5 მუხლის შესაბამისად. ასეთი ოპერაცია, მათ შორის, შეიძლება იყოს ქმედებისგან თავის შეკავების ან განსაზღვრული ქმედების/სიტუაციის დაშვების ვალდებულება.

დირექტივის 73-ე მუხლის თანახმად კი, დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ შემძენისგან, მომხმარებლისგან ან მესამე მხარისგან მიღებული ან მისაღები ანაზღაურება, მათ შორის სუბსიდია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული მიწოდების ფასთან.

საბჭოს რეგულაცია მიზნად ისახავს რძის მიწოდებისა და პირდაპირი გაყიდვების შემცირების ხელშეწყობას, რის უზრუნველსაყოფადაც ყველა სათანადო მწარმოებელს რძის წარმოების შეწყვეტისათვის ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.

2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ არის გადასახადი საქონლისა და მომსახურების მოხმარებაზე. წინამდებარე შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მოხმარების ელემენტი. იმ ფერმერების დაფინანსებით, რომლებიც კისრულობენ რძის წარმოების შეწყვეტის ვალდებულებას, არ ხდება საქონლის ან მომსახურების შეძენა პირადი სარგებლობისთვის, არამედ საერთო ინტერესიდან გამომდინარე ადგილი აქვს რძის ბაზრის სათანადო ფუნქციონირების ხელშეწყობას.

ამ ვითარებაში ვალდებულება, რომ ფერმერი შეწყვეტს რძის წარმოებას, კომპენსაციის გამცემთათვის არ წარმოშობს რაიმე სარგებელს, რაც შესაძლებელს გახდიდა მათ მიჩნევას სერვისის მომხმარებლებად. წინამდებარე ვალდებულებით არ დგინდება მომსახურების გაწევის ფაქტი დირექტივის 25-ე მუხლის „ბ“ პუნქტში მოცემული მნიშვნელობით.

შესაბამისად, რძის წარმოების საბოლოოდ შეწყვეტის ვალდებულების აღება არ მიიჩნევა მომსახურების გაწევად და სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.