„ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“
📄 სრული ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება № 2-553
2023 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ოთარ შამუგია
ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესი
მუხლი 1. წესის მიზანი
ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტის და წარმოების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ტყეში მოპოვებული და ტყის აღდგენა-გაშენებისათვის გამოსაყენებელი სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების სერტიფიცირების წესს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტყის სარეპროდუქციო მასალები – ტყის მერქნიან მცენარეთა სახეობათა თესლი, თესლნერგი, ნერგი და კალამი;
ბ) თესლის დამზადება – მერქნიან მცენარეთა ნაყოფის, გირჩის, თესლის შეგროვება, პირველადი გადამუშავება და შენახვა;
გ) ტყის პლიუსური კორომი – სელექციური აღრიცხვისას გამოყოფილი სათესლე უბანი, სადაც ხორციელდება თესლის დამზადება. გამოირჩევა კარგი ზრდის, ხარისხიანი ხეებით, რომელთა უმრავლესობა სწორღეროვანია და არ აღენიშნება მავნებელ-დაავადებებით გამოწვეული დაზიანებები.
დ) ტყის მინუსური კორომი – კორომი, სადაც არ ხორციელდება თესლის დამზადება. გამოირჩევა მრუდეღეროიანი, მსხვილტოტიანი და ფართევარჯიანი ხეებით და შეინიშნება მავნებელ-დაავადებების არსებობის ნიშნები.
ე) პლიუსური ხე – ტყის პლიუსურ კორომში ან/და ტყის სხვა ტერიტორიაზე თესლის დამზადებისთვის მონიშნული, კარგი ზრდით გამორჩეული, ხარისხიანი (სწორღეროვანი, მავნებელ-დაავადებების ნიშნების გარეშე და სხვა) ხე;
ვ) მინუსური ხე – ტყის ტერიტორიაზე არსებული, ზრდაში ჩამორჩენილი, უხარისხო (მრუდეღეროიანი, ორკაპი, მავნებელ-დაავადებებით დაზიანებული და სხვ.) ხე;
ზ) კაპერის შკალა – მერქნიან მცენარეთა სახეობათა თესლმსხმოიარობის შეფასების სისტემა;
თ) თესლის პარტია – ერთი სახეობის თესლის რაოდენობა, რომელიც თანაბარ გარემო პირობებში, ზღვის დონიდან სიმაღლეზე, ექსპოზიციაზე, ერთნაირი ხნოვანების, ერთი და იგივე ტყის პლიუსურ კორომებში ან/და პლიუსურ ხეებზე, ერთსა და იმავე დროს არის შეგროვებული და ერთნაირი წესით გადამუშავებული;
ი) სათესლე ბაზა – სელექციური აღრიცხვის შედეგად მიღებულ მონაცემთა რეესტრი;
კ) პირველადი ნიმუში – თესლის პარტიის რომელიმე წერტილიდან ან ადგილიდან აღებული განსაზღვრული რაოდენობის თესლი;
ლ) საშუალო ნიმუში – სხვადასხვა ადგილიდან აღებული პირველადი ნიმუშების შეერთებისა და ერთმანეთში შერევის შედეგი.
2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება საქართველოს ტყის კოდექსითა და „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.
მუხლი 3. ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტი და ექსპორტი
1. ტყის სარეპროდუქციო მასალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული პროცესის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
2. ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს/რეექსპორტის ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელების საფუძველზე, იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. ტყის სარეპროდუქციო მასალების ექსპორტი ხორციელდება იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 4. ტყის სარეპროდუქციო მასალების წარმოება
ტყის სარეპროდუქციო მასალების წარმოება ითვალისწინებს ხარისხიანი სათესი და სარგავი მასალის მიღებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების თანმიმდევრულ განხორციელებას, მათ შორის, ტყის შემქმნელ მერქნიან მცენარეთა სახეობების დარაიონებას, ტყის სელექციურ აღრიცხვას, თესლის მოსავლიანობის აღრიცხვას, თესლის დამზადებას, თესლის დახარისხებას, თესლის პარტიების ლაბორატორიაში წარდგენას, მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლნერგების სტანდარტული პარამეტრების შემოწმებასა და სარგავი და სათესი მასალის სერტიფიცირებას.
მუხლი 5. ტყის მეთესლეობის თვალსაზრისით დარაიონება
ტყის მერქნიან მცენარეთა სახეობათა დარაიონება ხდება სახეობათა გავრცელების ბუნებრივი პირობების (სიმაღლე ზღვის დონიდან, ექსპოზიცია, ტყის ტიპი, ბონიტეტი) მიხედვით. დარაიონება ხორციელდება ამ წესის „ტყის მერქნიან მცენარეთა სახეობათა თესლის შეგროვებისა და გასაშენებლად ხელსაყრელი ზონები“ – დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 6. ტყის სელექციური აღრიცხვა და ტყის პლიუსური კორომების ან/და ხეების გამოყოფა
1. ტყის სელექციური აღრიცხვა ხორციელდება ტყეთმოწყობისას.
2. ტყის სელექციური აღრიცხვა ხორციელდება მწიფე და მომწიფარ კორომებში.
3. ტყის სელექციური აღრიცხვის საფუძველზე, ხეთა ჯგუფური და ინდივიდუალური შერჩევით გამოიყოფა ტყის პლიუსური კორომები ან/და ხეები.
4. ტყის სელექციური აღრიცხვისას:
ა) ტყის პლიუსურ კორომებში ფართობზე არსებული ხეების 50% და მეტი წარმოდგენილი უნდა იყოს სწორი ღეროთი, სახეობისთვის დამახასიათებელი კარგად განვითარებული ვარჯით, კარგად გაწმენდილი როკებისაგან (წიწვოვანები) ან/და საწყლე ყლორტებისაგან (ფოთლოვანები). კორომები უნდა იყოს ჯანსაღი, მავნებელ - დაავადებებით დაზიანების ნიშნების გარეშე. ტყის პლიუსური კორომების ან/და ხეების შერჩევისას გამოიყენება კრაფტის კლასიფიკაციის I, II და III კლასის ხეები;
ბ) ტყის მინუსურ კორომებში ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების 50% და მეტი წარმოდგენილია კრაფტის კლასიფიკაციის IV და V კლასის ხეებით, რომელიც მოიცავს მრუდე ღეროიან, მსხვილტოტიან და ფართე ვარჯიან ხეებს, აგრეთვე კორომში შეინიშნება მავნებელი დაავადებებით დაზიანებული ხეები.
5. ტყის პლიუსური და მინუსური კორომების გამოყოფისას, ამ წესის „ტყის პლიუსური კორომის პასპორტი“ – დანართი №2-ის მიხედვით, შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს მიერ დგება პასპორტი და მონაცემები აისახება სათესლე ბაზაში.
6. გავრცელების შეზღუდული არეალის მქონე სახეობებში, თესლის დამზადების მიზნით, ტყის პლიუსური ხის შერჩევა და მონიშვნა დასაშვებია ტყის პლიუსური კორომის გარეთაც, ტყის ტერიტორიაზე.
7. სელექციური აღრიცხვისას ხეები მოინიშნება ზეთის საღებავით. მინუსური ხეები მოინიშნება ერთი ხაზით, პლიუსურ ხეებს – 1,5 მ სიმაღლეზე, ხის გარშემო უკეთდება 2-3 სმ სიგანის ზოლი და სამხრეთის მხრიდან ეწერება ტყის პლიუსური ხის რიგითი ნომერი.
8. აკრძალულია თესლის შეგროვება ტყის მინუსურ კორომებში.
მუხლი 7. ფენოლოგიური დაკვირვება მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლმსხმოიარობაზე და თესლების მოსავლის აღრიცხვა
1. ფენოლოგიური დაკვირვება იწარმოება კაპერის შკალის მიხედით.
2. ფენოლოგიური დაკვირვებისას ივსება თესლების მოსავლიანობის აღრიცხვის უწყისი ამ წესის „თესლებისმოსავლის აღრიცხვის უწყისი“ – დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 8. მერქნიან მცენარეთა სახეობათა თესლის დამზადება
1. ტყის აღდგენა-გაშენებისათვის ხარისხიანი სარგავი და სათესი მასალის უზრუნველყოფის მიზნით, ტყეში თესლის დამზადება ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს ან მასთან შეთანხმებით ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ.
2. თესლის პარტია დგება გადამუშავებულ-გასუფთავებული თესლებისგან. ცალ-ცალკე პარტიები შედგება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილზე დამზადებული თესლებისაგან. დაუშვებელია სხვადასხვა ადგილზე დამზადებული, ასევე, სხვადასხვა წესით დამუშავებული თესლების ერთ პარტიაში გაერთიანება.
3. თესლის პარტიის შედგენისთანავე ივსება თესლის პარტიის პასპორტი, ამ წესის „თესლის პარტიის პასპორტი“ - დანართი N4-ის შესაბამისად.
მუხლი 9. თესლების შენახვა
1. ზოგიერთი მერქნიანი მცენარის თესლების შენახვის მეთოდები გაწერილია ტყის აღდგენა-გაშენების და დაცვის ღონისძიებების განხორციელების მეთოდურ მითითებებში;
2. ზოგიერთი მერქნიანი მცენარის სახეობის თესლის შენახვის ვადები მოცემულია ამ წესის „მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლის შენახვის ვადა“ – დანართ №5-ში.
მუხლი 10. მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლნერგებისა და ნერგების სტანდარტული პარამეტრების განსაზღვრა
1. ტყის გასაშენებლად გამოსაყენებელი სარგავი მასალა სიმაღლითა და ფესვის ყელის დიამეტრით უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტულ პარამეტრებს ამ წესის „მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლნერგების სტანდარტული პარამეტრების ცხრილი“ დანართი №6 და „თესლნერგებისადმი ტექნიკური მოთხოვნების უწყისის ცხრილი“ – დანართი №7-ის შესაბამისად, ჰქონდეს სწორი გამერქნებული ღერო, ფორმირებული კვირტებით. დაუშვებელია თესლნერგების დასარგავად გამოყენება 2 და მეტი ღეროთი, გარდა ბუჩქნარის თესლნერგებისა.
2. მავნებელი დაავადებებით დაზიანებული თესლნერგების გამოყენება დაუშვებელია.
3. სანერგიდან იმ სარგავი მასალის ამოღება, რომელმაც მიაღწია სტანდარტულ ზომებს, შესაძლებელია ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ, თუ სანერგეში არსებული თესლნერგების სრული რაოდენობის ნახევარი და მეტი შეესაბამება სარგავი მასალის დადგენილ პარამეტრებს.
4. სარგავი მასალის (თესლნერგები, ნერგები) ხარისხის განსაზღვრისათვის ხდება მათი დახარისხება. თითოეული მათგანისათვის უნდა განისაზღვროს ფესვის ყელის დიამეტრი, ღეროს სიმაღლე და ფესვთა სისტემის მდგომარეობა.
5. 10 %-იანი ცდომილება დასაშვებია პარტიაში მასალის იმ რაოდენობაში, რომელთაც აქვთ გადახრა ნორმიდან – ფესვის ყელის სიგანესა და ღეროს სიმაღლეში;
6. თესლნერგების ამოღების დროს ხდება მათი დახარისხება სტანდარტული ზომის, არასტანდარტული ზომისა და დაზიანებულ ეგზემპლარებად. ეგზემპლარები, რომელთა პარამეტრებიც არ შეესაბამება „მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლნერგების სტანდარტული პარამეტრების ცხრილი“ – დანართი №6 და „თესლნერგებისადმი ტექნიკური მოთხოვნების უწყისის ცხრილი“ – დანართ №37-ში მითითებულ პარამეტრებს, ზრდის გაგრძელების მიზნით, საჭირო პარამეტრების მიღწევამდე, რჩება სანერგეში (სანერგე სასკოლო განყოფილება), ხოლო დაზიანებული და დაავადებული თესლნერგები ჩამოიწერება.
7.ნერგის სტანდარტების „მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლნერგების სტანდარტული პარამეტრების ცხრილი“ დანართი №6 და „თესლნერგებისადმი ტექნიკური მოთხოვნების უწყისის ცხრილი“ – დანართ №7-ში მითითებულ პარამეტრებთან შესაბამისობას ადგენს ტყის მართვის ორგანო.
8. სარგავი მასალის ტრანსპორტირებისათვის თესლნერგები უნდა შეიკვრას კონებად, სადაც კონა უნდა შეიცავდეს 50–100 ცალ თესლნერგს.
9. სარგავი მასალა, შორ მანძილზე ტრანსპორტირებისათვის, ჩაწყობილი უნდა იყოს ყუთებში, ტომრებში ან სპეციალურ ტარაში და შეიფუთოს ტენიან მასალაში (ხავსი, ნაჭრის ტომრები და სხვა).
მუხლი 11. ტყის სარეპროდუქციო მასალების სერტიფიცირება
1. ტყის სარეპროდუქციო მასალების სერტიფიცირების ორგანოებია: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, აგრეთვე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.
2. ტყის სარეპროდუქციო მასალების სერტიფიცირების პროცესი მოიცავს :
ა) განაცხადის შეტანას სერტიფიცირების ორგანოში;
ბ) განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას;
გ) საველე ინსპექტირების ჩატარებას;
დ) ნიმუშის აღებას ტყის სარეპროდუქციო მასალების პარტიებიდან;
ე) აღებული ნიმუშების ლაბორატორიულ გამოცდას;
ვ) სერტიფიცირების ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას სერტიფიკატის გაცემაზე.
3. ტყის სარეპროდუქციო მასალის სერტიფიცირება ტარდება საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, ნორმებით, წესებით ან/და ტყის სარეპროდუქციო მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტებით, წესებითა და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
მუხლი 12. ტყის აღდგენა-გაშენების და დაცვის ღონისძიებების განხორციელება
ტყის აღდგენა-გაშენების და დაცვის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს შესასბამისი მეთოდური მითითებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო.
დანართი №1
ტყის მერქნიან მცენარეთა სახეობათა თესლის შეგროვებისა და გასაშენებლად ხელსაყრელი ზონები
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1689256579574 {width: 467.75pt; margin: 0 auto !important; }ზონა N1
დასავლეთ საქართველოს ტყე
1
ტენიანი სუბტროპიკების (ზ.დ. 350 მ-მდე)
2
შერეული, განიერფოთლიანი კოლხეთის ტიპის ტყეების (ზ.დ. 350-900 მ-მდე)
3
წიფლნარი ტყეების (ზ.დ.900-1500 მ-მდე)
4
სოჭნარ - ნაძვნარი ტყეების (ზ. დ. 1200-1900 მ)
5
სუბალპური ტყეების (ზ.დ.1800-2300 მ-მდე)
ზონა N2
აღმოსავლეთ საქართველოს ტენიანი ნაწილის ტყე
1
ჭალისა და დაბლობი ტყეების (მხოლოდ კახეთში)ზ.დ.200-500 მ-მდე
2
განიერ ფოთლოვანი ტყეების, წაბლის შერევით (ზ.დ.500-900 მ-მდე)
3
წიფლნარი ტყეების (ზ.დ.900-1800 მ-მდე)
4
სუბალპური ტყეების (ზ.დ.1800-2400 მ-მდე)
ზონა N3
აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი ნაწილის ტყე
1
ჭალისა და დაბლობი ტყეების (ზ.დ. 150მ-დან450-700 მ-მდე)
2
შერეული, განიერფოთლოვანი ტყეების (ზ.დ. 450-700-დან 1200 მ-მდე)
3
წიფლის ტყეების (დიდ კავკასიონზე) და წიფლნარ-მუხნარების (მცირე კავკასიონზე) ზ.დ. 1200-1800 მ
4
სუბალპური ტყეების (ზ.დ.1800-2400 მ-მდე)
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1689256587571 {width: 467.75pt; margin: 0 auto !important; }N
მერქნიანმცენარეთა სახეობების სახელწოდება
გასაშენებლად და თესლის შესაგროვებლად ხელსაყრელი ზონა
დასავლეთი საქართველო
აღმოსავლეთ საქართველოს ტენიანი ნაწილი
აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი ნაწილი
1
2
3
4
5
1
ფიჭვი სოსნოვსკის
1, 2,3, 4
1, 2,3 ,4
1, 2,3, 4
2
ფიჭვი შავი
1, 2,3, 4
1, 2,3, 4
1, 2,3, 4
3
ფიჭვი ზღვისპირა
1, 2
_
_
4
ფიჭვი ელდარის
_
_
2
5
ფიჭვი ბიჭვინთის
1
_
-
6
კრიპტომერია იაპონური
1, 2
_
_
7
სოჭი კავკასიური
3, 4
3, 4
3, 4
8
ნაძვი აღმოსავლეთის
3, 4
3, 4
3, 4
9
კვიპაროსი მარადმწვანე
1, 2
1
1
10
ღვია ხისებრი
2
2
1, 2
11
ღვია ჩვეულებრივი
2
2
1, 2
12
ღვია
2
2
1, 2
13
მუხა ქართული
1, 2
1, 2
1, 2
14
ჭალის გრძელყუნწა
_
1
1
15
მუხა აღმოსავლეთის
3, 4
3, 4
3, 4
16
მუხა წაბლფოთოლა
1
1
_
17
მუხა კორპის
1, 2
1
_
18
კაკალი (ნიგვზის ხე)
1, 2
1, 2
1, 2
19
პეკანი
1, 2
1, 2
1, 2
20
წაბლი ჩვეულებრივი
2
2
_
21
ბამბუკი
1
_
_
22
ტირიფი საკალათე
1
1
1
23
თეთრი (ცრუ) აკაცია
1,2
1,2
1
24
ჭადარი აღმოსავლეთის
1
1
1
25
ნუში ჩვეულებრივი
_
_
1, 2
26
ვერხვი კანადის
1, 2,3
1, 2,3
1, 2,3
27
ხვალო
_
1
1
28
აკაკი კავკასიური
_
_
1, 2
29
საკმელის (კევის) ხე
_
1
1, 2
30
ხურმა კავკასიური
1, 2
1
_
31
იფანი (კოპიტი) ჩვეულებრივი
1, 2
1, 2
1, 2
32
არყი ლიტვინოვის
3, 4
3, 4
3, 4
33
არყი მეჭეჭიანი
3, 4
3, 4
3, 4
34
ნეკერჩხალი მინდვრის
1, 2
1, 2
1, 2
35
ქორაფი
2
2
2
36
ლეკის ხე
2
2
2
37
ნეკერჩხალი მაღალმთის
3, 4
3, 4
3, 4
38
ნეკერჩხალი ქართული
1, 2
1, 2
1, 2
39
ბოყვი დიადი
1
1
_
40
ძელქვა კავკასიური
1
1
1
41
რცხილა კავკასიური
2
2
2
42
ცაცხვი კავკასიური
2
2
2
43
თელა მინდვრის
_
1
2
44
თელამუშა
2
2
2
45
უხრავი
1, 2
1, 2
1, 2
46
უნაბი
_
1
1, 2
47
ფშატი
_
_
1, 2
48
თუთა თეთრი
1
1
1, 2
49
ლაფანი
1
1
_
50
ჭნავი
3, 4
3, 4
3, 4
51
მაჟალო
_
1, 2
1, 2
52
პანტა
_
1, 2
1, 2
53
კოელრეუტერია (საპნის ხე)
_
_
1, 2
54
თხილი
1, 2,3, 4
1, 2,3, 4
1, 2,3, 4
55
შინდი
1, 2
1, 2
1, 2
56
ზღმარტლი
1, 2
1, 2
1, 2
57
ბროწეული
1, 2
1, 2
1, 2
58
ბერყენა
_
_
1, 2
59
თრიმლი
_
_
1, 2
60
ძეძვი
_
_
1, 2
61
ქაცვი
1
_
1, 2
62
დაფნა
1, 2
1
_
63
კუნელი
1, 2
1, 2
1, 2
64
ჯონჯოლი
2
2
_
დანართი №2
ტყის პლიუსური კორომის პასპორტი
N _________________________________________
სატყეო სამსახური __________________________
სატყეო უბანი ______________________________
სატყეო ____________________________________
კვარტალი ___________ ლიტერი ____________ ფართობი (ჰა) ___________GPS კოორდინატები
__________________________________________________________________________________
ტყის პლიუსური კორომის დახასიათება:
1. სიმაღლე ზღვის დონიდან, რელიეფი, ექსპოზიცია, დაქანება----------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. ნიადაგის ტიპი -------------------------------------------------------------------------------------------
3. კორომის წარმომავლობა - ბუნებრივი (თესლით, ამონაყრით), ხელოვნური --------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
4. ტყის ტიპი-------------------------------------------------------------------------------------------------
5. ბონიტეტი-------------------------------------------------------------------------------------------------
6. სიხშირე ---------------------------------------------------------------------------------------------------
7. ხნოვანება შერჩეული სახეობების მიხედვით --------------------------------------------------------
8. შერჩეული სახეობის/ების მთავარი ხეების საშ. სიმაღლე (მ) და საშ. დიამეტრი (სმ)---------------------------
-----------------------------
9. კორომის სანიტარიული მდგომარეობა---------------------------------------------------------------------------------------
---------------------
10. მოზარდის რაოდენობა --------------------------------------------------------------------------------
11. ქვეტყე ---------------------------------------------------------------------------------------------------
12. კორომში ხეთა რაოდენობა სელექციური კატეგორიის მიხედვით ( სულ )---------------------
ა/პლიუსური------------ ცალი
ბ/მინუსური-------------ცალი
დანართი №3
თესლების მოსავლის აღრიცხვის უწყისი
სატყეო სამსახური _____________________
სატყეო უბანი _________________________
სატყეო _______________________________
კვარტალი ____ ლიტერი _____ ფართობი (ჰა) ___ GPS კოორდინატები ___________________________________________
ტყის პლიუსური კორომის N ________________________________
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1689256735531 {width: 519.05pt; margin-left: -22.75pt; border: none; margin: 0 auto !important; }სახეობა
ნაყოფმსხმოიარობის ფაზა
ნაყოფმსხმოიარობის შეფასება (კაპერისშკალა)
საპროგნოზო მოსავალი
კგ
მოსავლიანობის შემცირების მიზეზი III ფაზისთვის
აღრიცხვის შემსრულებელი
„--------„--------- 20 წ.
დანართი №4
თესლის პარტიის პასპორტი
პასპორტი N
შედგენილია -------------- 20 წ.
სახეობის ქართული და ლათინური დასახელება ------------------------------------------------------
დამამზადებელი -------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, პოზიცია)
დამზადების თარიღი ---------------- 20 წ.
დამზადების ადგილი
სატყეო სამსახური -----------------------------------------------------------------------------------------
სატყეო უბანი -----------------------------------------------------------------------------------------------
სატყეო -------------------------------------------------------------------------------------------------------
კვარტალი --------- ლიტერი -------- ფართობი (ჰა) ----------- GPS კოორდინატები ---------------------------
-------
---------------------------------------------------------------------------------------------
ტყის პლიუსური კორომის N -----------------
დამზადების დანიშნულება ------------------------------------------------------------------------------
თესლის გამორჩევის და გასუფთავების მეთოდი ----------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
თესლის შენახვის პირობები (საწყობი, ტარა, ტემპერატურა და სხვ.) -------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პასპორტი შევსებულია -----------------------------------------
სახელი, გვარი, პოზიცია
დანართი №5
მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლის შენახვის ვადა
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1689256808326 {width: 436.5pt; border: none; margin: 0 auto !important; }
N
ქართული სახელწოდება
ლათინური სახელწოდება
თესლის შენახვის ვადა
1.
აკაცია თეთი
Robina pseudoacacia
3-4 წელი
2.
წიფელი აღმოსავლეთის
Fagus orientalis
5-6 თვე
3.
ბალამწარა
Cerasus microcarpa
1 წელი
4.
გლედიჩია
Gleditschia japonica
4-5 წელი
5.
პანტა ჩვეულებრივი
Pyrus caucasica
1-2 წელი
6.
კურდღლისცოცხა
Spartium junceum
3-4 წელი
7.
ნაძვი აღმოსავლეთის
Picea orientalis
4-5 წელი
8.
მუხა ქართული
Quercus iberica
5-6 თვე
9.
წაბლი ჩვეულებრივი
Castanea sativa
5-6 თვე
10.
კედარი
Cerdus deodara
5-6 თვე
11.
საპნის ხე
Sapindus Saponaria
1-2 წელი
12.
კვიპაროსი მარადმწვანე
Cupressus sempervirens
1-2 წელი
13.
ნეკერჩხალი, მთის ბოყვი
Acer pseudoplatanus
1 წელი
14.
ნეკერჩხალი მაღალმთის
Acer trautvetteri
1-2 წელი
15.
ნეკერჩხალი მინდვრის
Acer campestre
1-2 წელი
16.
ცხენისწაბლი
Aesculus californica
5-6 თვე
17.
კრიპტომერია
Cryptomeria japonica
5-6 თვე
18.
დაფნა კეთილშობილი
Laurus nobilis
5-6 თვე
19.
ფშატი წვრილფოთოლა
Elaeagnus angustifolia
1-2 წელი
20.
ნუში ჩვეულებრივი
Amygdalus communis
1 წელი
21.
კაკალი ბერძნული
Iglans regia
5-6 თვე
22.
სოჭი კავკასიური
Abies nordmanniana
1 წელი
23.
ჭადარი აღმოსავლეთის
Platanus orientalis
1 წელი
24.
თრიმლი
Cotinus coggygria
1 წელი
25.
ტყემალი ჩვეულებრივი
Prunus divaricata
1 წელი
26.
ფიჭვი იტალიური
Pinus pinea
2-3 წელი
27.
ფიჭვი კავკასიური (კაუჭა)
Pinus sosnowskyi
4-5 წელი
28.
ფიჭვი ჩვეულებრივი
Pinus silvestris
2-3 წელი
29.
ფიჭვი ყირიმის
Pinus pallasiana
2-3 წელი
30.
ფიჭვი ბიჭვინთის
Pinus pithyusa
1 წელი
31.
ფიჭვი ზღვისპირა
Pinus pinaster
2-3 წელი
32.
ფიჭვი შავი
Pinus nigra
4-5 წელი
33.
ფიჭვი ელდარის
Pinus eldarica
1-2 წელი
34.
სოფორა
Sophora japonica
2-3 წელი
35.
ხურმა
Diospyros lotus
5-6 თვე
36.
თუთა
Morus alba
2-3 წელი
37.
მაჟალო
Malus orientalis
1-2 წელი
38.
იფანი ჩვეულებრივი
Fraxinus excelsior
1-2 წელი
39.
პეკანი
Carya pekan
5-6 თვე
40.
ბიოტა აღმოსავლეთის
Biota orientalis
2-3 წელი
41.
ცაცხვი კავკასიური
Tilia begoniifolia
1-2 წელი
42.
ოქროწვიმა
Laburnum alpinum
5-6 წელი
43.
აკაკი კავკასიური
Celtis caucasica
1-2 წელი
44.
რცხილა
Carpinus caucasica
1 წელი
დანართი №6
მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლნერგების სტანდარტული პარამეტრების ცხრილი
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1689256824639 {width: 495pt; margin-left: -22.75pt; border: none; margin: 0 auto !important; }N
ქართული სახელწოდება
ლათინური სახელწოდება
ფესვის ყელის დიამეტრი
მმ
თესლნერგის სიმაღლე
სმ
1.
აკაცია თეთრი
Robiniapseudoacacia
5 და მეტი
30 და მეტი
2.
არყი მეჭეჭიანი
Betulaverrucosa
3 და მეტი
16 და მეტი
3.
ჭანჭყატი (ხაჭაპურა)
Evonymus
2,5 და მეტი
13 და მეტი
4.
თელა
Ulmus
3 და მეტი
16 და მეტი
5.
პანტა (ველური მსხალი)
Pyruscommunis
3,9 და მეტი
16 და მეტი
6.
ნაძვი აღმოსავლეთის
Piceaorientalis
2,5 და მეტი
16 და მეტი
7.
ნეკერჩხალი (ქორაფი)
Acerlaetum
0,3-3,9 და მეტი
16 და მეტი
8.
ნეკერჩხალი (თათრული)
Acertatarica
3,0 და მეტი
16 და მეტი
9.
ცაცხვი წვრილფოთოლა
Tiliacordata
4,0 და მეტი
21 და მეტი
10.
თხილი
Corulusavellana
3,0 და მეტი
12 და მეტი
11.
ცირცელი (ჭნავი)
Sorbuscaucasigena
3,0 და მეტი
13 და მეტი
12.
ფიჭვი კავკასიური
Pinussosnowskyi
3,0 და მეტი
12 და მეტი
13.
მაჟალო
Malusorientalis
3,0 და მეტი
21 და მეტი
14.
იფანი ჩვეულებრივი
Fraxinusexcelsior
5,0 და მეტი
20-50 და მეტი
15.
კვიდო
Ligustrumvulgari
4-10 და მეტი
16 და მეტი
16.
გლედიჩია
Geleditschiatriacanthos
5,0 და მეტი
30 და მეტი
17.
ფშატი წვრილფოთოლა
Elaeagnusarborescens
5,0 და მეტი
30 და მეტი
18.
თრიმლი
Cotinuscoggigria
4,0 და მეტი
20 და მეტი
19.
ფიჭვი ელდარის
Pinuseldarica
4,0 და მეტი
20 და მეტი
20.
ხურმა კავკასიური
Diospuruslotus
4,0 და მეტი
20-50 და მეტი
21.
თუთა
Morusalba
6,0 და მეტი
30 და მეტი
22.
მუხა
Quercus
4,0 და მეტი
16 და მეტი
დანართი №7
თესლნერგებისადმი ტექნიკური მოთხოვნების უწყისის ცხრილი
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1689256837314 {width: 495pt; margin-left: -22.75pt; border: none; margin: 0 auto !important; }N
ქართული სახელწოდება
ლათინური სახელწოდება
ხნოვანება
წელი
ფესვის ყელის დიამეტრი არანაკლებ
მმ
ღეროს სიმაღლე არანაკლებ
მმ
1.
ღვია
Juniperuscommunis
2
2,0
10
2.
უთხოვარი
Taxusbaccata
2-3
2,0
10
3.
არყი ტოტებდაშვებული
Betulapendula
1-2
2,0
20
4.
არყი ბუსუსიანი
Betulapubescens
2
2,0
20
5.
თელა გრძელყუნწა
Ulmuslaevis
1-2
3,0
15
6.
პანტა
Pyruscommunis
1-2
3,0
12
7.
ქორაფი, ლეკის ხე
Acerplatanoides
1
3,0
12
8.
ცაცხვი წვრილფოთოლა
Tiliacordata
2
3,0
12
9.
მურყანი შავი
Alnusglutinosa
1-2
3,0
15
10.
ჭნავი, ცირცელი
Sorbusaucuparia
1-2
3,0
12
11.
ვერხვი შავი
Populusnigra
1-2
2,0
15
12.
მაჟალო
Malussilvestris
1
2,0
12
13.
იფანი ჩვეულებრივი
Fraxinusexcelsior
1-2
3,0
15
14.
კოწახური ჩვეულებრივი
Berberisvulgaris
2
3,0
30
15.
თამელი წითელი
Euonymusverrucosa
1-2
2,0
15
16.
თამელი შავი
Sambucusnigra
1
2,5
10
17.
შინდანწლა
Cornussanguinea
1
3,0
15
18.
ძახველი
Viburnumopulus
1
2,0
12
19.
ჩიტაკომშა
Cotoneasterlucidus
1
3,0
15
20.
ქაცვი
Hippophaerhamnoides
1-2
2,0
12
21.
გრაკლა
Spiraeajaponica
1-2
2,0
15
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე