გადაწყვეტილება №23758/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23758/2/2024
31 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23758/2/2024).
დავის საგანი:
შპს ------- ცრუმაგიერ პირზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება - ქონებაზე ყადაღის დადება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №011-4539 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 16.08.2024 წლის №18943 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურმა 28.12.2020 წელს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს -------, -------, -------, -------, -------, ------- და ------- შპს „-------“-ს (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.2023 წლის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შპს „-------“-ს, შპს -------, -------, -------, -------, -------, ------- და ------- საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.01.2023 წლის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს -------, -------, -------, -------, -------, ------- და ------- აღიარებულ იქნენ შპს „-------“-ის ცრუმაგიერ პირებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.2023 წლის №------- (-------) ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №011- 4539 ბრძანებით, შპს „-------“-ის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, შპს „-------“ საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
აღნიშნული ბრძანება 23.07.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.08.2024 წლის №18943 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 246-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-5 ნაწილებზე, 238-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 241-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.2023 წლის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შპს „-------“-ის, შპს „-------“, -------, -------, -------, -------, ------- და ------- საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.01.2023 წლის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს „-------“, -------, -------, -------, -------, ------- და ------- აღიარებულ იქნენ შპს „-------“-ის ცრუმაგიერ პირებად.
ამასთან, შპს „-------“-ის 23.07.2024 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე4 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება ამ კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან და ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება, მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.2023 წლის №------- (-------) ბრძანების საფუძველზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, შპს -------, -------, -------, -------, -------, -------, ------- ცნობილ იქნა შპს ------- ცრუმაგიერ პირებად.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილზე და განმარტავს, რომ შპს „-------“-ის საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2017 წლის 30 ივნისისა და 15 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტების საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2018 წლის პირველი იანვარიდან. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ შუამდგომლობა შპს „-------“-ის ზემოაღნიშნულ პირების ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე თბილისი საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირდა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე, 28.12.2020 წელს, აღნიშნულმა არ შეაჩერა ხანდაზმულობის ვადის დინება, რამდენადაც 28.12.2020 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება:
ა) პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე;
ბ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, პირის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში;
გ) საგადასახადო დავის პერიოდში.
28.12.2020 წელს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა შეჩერებული არ იყო, ვინაიდან 15.04.2021 წლის მდგომარეობით საგადასახადო დავა შპს „-------“-სა და საგადასახადო ორგანოს შორის არ მიმდინარეობდა.
ცრუმაგიერობის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას არ დგინდება გადასახადის დარიცხვის კანონიერება, გადასახადის ოდენობა ან/და დარიცხვის შინაარსი. მოცემულ შემთხვევაში გვაქვს პროცედურული საკითხი, ადმინისტრაციული დავა, რომელიც ადგენს ჰქონდა თუ არა შპს „-------“-ს მიზანი მასზე დარიცხული გადასახადების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავი აერიდებინა ზემოთ ხსენებული პირების მეშვეობით და ეს არ იყო საგადასახადო დავა.
ვალის მართვის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №011-4539 ბრძანება გამოცემულია ამავე კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ.
კომპანიის პოზიციას ამყარებს კიდევ ორი არსებითი გარემოება, კერძოდ 28.06.2019 წლის საგადასახადო კოდექსსა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ძირითადი მიზანი იყო პირების ცრუმაგიერად ცნობა არ წარმართულიყო სასარჩელო წარმოების გზით. მისი განხილვა შესაძლებელი ყოფილიყო შუამდგომლობის საფუძველზე, მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში 14 დღეში პირველი ინსტანციის სასამართლოში, 10 დღეში მეორე და უკანასკნელი ინსტანციის სასამართლოში. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა კი დადგინდა 48 საათი.
ამასთან, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადების შეჩერება არ ხდებოდა ცრუმაგიერობის თაობაზე შუამდგომლობის წარდგენისას, 4.04.2023 წელს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება: ა) საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში; ბ) ამ კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან და ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა არა აქვს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 5.04.2023 წლის კანონში არ არის მითითებული უკუძალის თაობაზე. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე4 მუხლის მე-11 ნაწილის ახალი რედაქცია ცალსახად ადგენს და ამძიმებს პასუხისმგებლობას, რის გამოც დაუშვებელია მისთვის უკუძალის მინიჭება. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტი არ იყო უფლებამოსილი გამოეცა შპს ------- საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე მითითებით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეულია საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის მოთხოვნები და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დარღვევით, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილისათვის მინიჭებული აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო აქტების ბათილობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის მიხედვით:
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს - ქონებაზე ყადაღის დადება.
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახურის მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება ამ კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან და ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.12.2020 წელს მიმართა შუამდგომლობით ზემოთ ხსენებული პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა და ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.2023 წლის ბრძანებით, რა დროსაც საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი მოქმედებდა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 5.04.2023 წლის №2768 კანონით ჩამოყალიბებული რედაქციით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ცრუმაგიერ პირზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება - ქონებაზე ყადაღის დადება.
ფაქტობრივი გარემოებები
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებით, მომჩივანის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო ცრუმაგიერი პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
აღნიშნული ბრძანება 23.07.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.08.2024 წლის №18943 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4(9, 11); 241; 246