გადაწყვეტილება № 3ბ/1749-15)

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 09.06.2016
№ დოკუმენტი 3ბ/1749-15)
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე №330310015757554

(3ბ/1749-15)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

09 ივნისი, 2016 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პილატამ

 

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ----

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „----------”

წარმომადგენელი - ---------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „----------” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 17 ნოემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N9093538; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 17 ნოემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შპს „-----------” მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N9093538, რომლის თანახმად 2014 წლის 17 წოემბერს 11 საათსა და 37 წუთზე გადამოწმდა მერსედესის მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით -------, რომლითაც ---------- ახორციელებდა 570 ლარის ღირებულების საქონლის (200 მ გათბობის მილი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რისთვისაც შპს „----------” შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

2.2. 2014 წლის 21 ნოემბერს შპს „---------„ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა N093538 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და მის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 30 დეკემბრის N54518 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და დამატებით გარემოებების გამოკვლევა შპს „----------” მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე.

 

2.3. 2014 წლის 30 დეკემბრის N54518 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში 2015 წლის 3 თებერვალს N2576 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს „----------” არ გაანთავისუფლა 2014 წლის 17 ნოემბრის N093538 სამართალადარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისაგან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცხობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის მე-60 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

2.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის, თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

 

იმავე კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

 

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირები, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას, ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები. N093538 ოქმის თანახმად, მოსარჩელეს შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ მოტივით, რომ მძღოლმა განახორციელა მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება ზედნადების გარეშე.

 

2.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლი კი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

2.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს „--------” დაჯარიმების ერთადერთ მიზეზს წარმოადგენდა მანქანის მძღოლის --------- განცხადება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირებისათვის იმის თაობაზე, რომ ტვირთი, კერძოდ 570 ლარის ღირებულების 200 მეტრი გათბობის მილი ეკუთვნოდა შპს „---------". თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს „---------”-ს მიერ 2014 წლის 16 ნოემბერს გამოწერილია ჩეკი 570 ლარის ღირებულების საქონლის შეძენაზე (იხ.ს.ფ15) გარდა ამისა, როგორც შპს „---------„ დირექტორის ---------------- წერილიდან ირკვევა, წინასწარი ინვოისის საფუძველზე 2014 წლის 13 ნოემბერს შპს „----------” შპს „---------”-ს გადაურიცხა საქონლის ღირებულება 1860 ლარი. შპს „---------” საქონელი 2014 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით არ ჰქონდა მიღებული და ინახებოდა შპს „--------"- თან. მეტიც, 2015 წლის 09 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულ იქნა მანქანის მძღოლი -------, რომელმაც უარყო შპს „--------” შემხებლობა მის მიერ გადატანილ ტვირთთან, მანვე განმარტა, რომ მილები გადაჰქონდა საკუთარი საჭიროებისათვის. საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით პირის დაჯარიმება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში თუ პირი ახორციელებს საქონლის ტრანსპორტირებას სამეწარმეო მიზნებისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე, თუ მყიდველმა მოითხოვა სასაქონლო ზედნადები რომელიც არ გასცა გამყიდველმა ან მყიდველმა უარი განაცხადა სასაქონლო ზედნადების მიღებაზე. მოცემულ შემთხვევაში, არცერთ ასეთ გარემოებას არ აქვს ადგილი, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური დანაწესის მიხედვით (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი), ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, იმდენად რამდენადაც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მხოლოდ მძღოლის მიერ მიცემულ-განმარტებაზე დაყრდნობით, ისე რომ არ განხორციელებულა საქმეზე სხვა რაიმე სახის დამატებითი ინფორმაციის მოძიება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ უფლებამოსილება განახორციელოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ამდენად, კანონსაწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებას და ქმედებას არ აქვს იურიდიული ძალა და ის ბათილად უნდა გამოცხადდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

3.1. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი შეიცავს გაუქმების აბსოლიტურ საფუძვლებს. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მძღოლის --------- ჩვენების საფუძველზე, რაც ბათილდება სამართალდარღვევის დროს გაკეთებული ვიდეო ჩანაწერით, სადაც -------------- თვითონვე, განმარტავს, რომ აღნიშნული საქონელი ეკუთვნის სწორედაც შპს „--------” და შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია სსკ-ის სრული დაცვით.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, 2014 წლის 17 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმებულ იქნა მერსედესის მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით -------, რა დროსაც დადგინდა, რომ ------------ ახორციელებდა შპს “----------” (ს/ნ -----------) სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილ 570 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „----------” მიერ ჩადენილია საგადასახადო სამართალდარღვევა შემოწმებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ განმარტებულ იქნა, რომ გადასატვირთი საქონელი (200 მ. გათბობის მილი) წარმოადგენდა შპს „----------” განკუთვნილ საქონელს, ამასთან მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ურთიერთდამოკიდებულება შპს „-------” და შემოწმებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლ -------- შორის, რა დროსაც დადგინდა და საქმეზე დართულია სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც ჩანს, რომ შპს „-------” მიერ არაერთხელ იქნა გამოყენებული მოცემული სატრანსპორტო საშუალება მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ტვირთის გადასაზიდად და არამხოლოდ შპს ,,----------”-ში შეძენილი, არამედ სხვა კომპანიებში შეძენილი ტვირთის გადასაზიდად. მას შემდეგ, რაც მონიტორინგის თანამშრომლების მხრიდან განმარტებული იქნა, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა ითვალისწინებს 5 000 ლარიან ჯარიმას, რადგან შპს „--------” უკვე დაჯარიმებული იყო სსკ 286-ე მუხლის პირველი ნაწილით მძღოლის ---------- მიერ არ იქნა უარყოფილი სამართალდარღვევის და მისი ურთიერთდამოკიდებულების ფაქტი შპს „--------”, თუმცა მძღოლმა ითხოვა არ მომხდარიყო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, რაც დაფიქსირებულია გადაღების დროსაც.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზეც, რომ შემოწმებული საქონელი წარმოადგენს შპს „---------” სამეწარმეო საქმიანობის საგანს და მსგავსი საქონლის ტრანსპორტირება --------ავტოსატრანსპორტო საშუალებით (სახ. ნომრით -------) ადრეც განხორციელებულა.

 

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამრთალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

სსე-ის 286-ე მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო, ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, - იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით - იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი შესწავლის შედეგად დგინდება რა კავშირია შპს „---------” და ---------- შორის და კონკრეტულად სადავოდ გამხდარი ტრანსპორტირებული საქონლის შპს ,,----------” სამეწარმეო საქმიანობისადმი განკუთვნილობა უნდა დავასკვნათ, რომ მონიტორინგის თანამშრომლების მიერ სწორად იქნა გამოყენებული სსკ-ის 269-ე და 286-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის შედეგადაც შედგენილ იქნა 2014 წლის 17 ნოემბრის N093538 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

3.4. აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას სახელწმიფო ბაჟთან დაკავშირებით, ვინაიდან შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს „სახელმწიფო ბაჟს“ შესახებ” საქართველოს კანონით დადგეწილი წესით, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად: „საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელწიფო საფინანსო-საკრედიტო საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელზე გადახდის, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟსა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადასახადისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე.”

 

3.5. აპელანტის. განმარტებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და კანონშეუსაბამო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 17 ნოემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შპს „--------” მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N093538, რომლის თანახმად 2014 წლის I7 ნოემბერს 11 საათსა და 37 წუთზე გადამოწმდა მერსედესის მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით -------, რომლითაც ----------ახორციელებდა 570 ლარის ღირებულების საქონლის (200 მ გათბობის მილი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რისთვისაც შპს „----------” შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

4.2. 2014 წლის 21 ნოემბერს შპს „--------” საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა N093538 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და მის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 30 დეკემბრის N54518 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ადმინისტრაციული. წარმოების დაწყება და დამატებით გარემოებების გამოკვლევა შპს „---------” მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე.

 

4.3. 2014 წლის 30 დევემბრის N54518 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახხდო მონიტორინგის დეპარტამენტში 2015 წლის 3 თებერვალს N2576 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს „----------” არ გაანთავისუფლა 2014 წლის 17 ნოემბრის N093538 სამართალადარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისაგან.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით. იმავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი, ხოლო იმავე კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის, დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

4.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის. წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმიწისტრაციული წარმოების დროს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად იყო გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. იმავე კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადეზის გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი გაწმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის, ოდენობით.

 

4.9. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირები, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების დათავალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას, ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები.

 

4.10. განსახილველ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, ავტომანქანის მძღოლი შპს „----------„ საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა თუ არა სასაქონლო ზედნადების გარეშე. N093538 ოქმის თანახმად, მოსარჩელეს შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ მოტივით, რომ მძღოლმა განახორციელა მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება ზედნადების გარეშე. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ავტომანქანის მძღოლი შპს ,,--------” საქონლის ტრანსპორტირებას ახდენდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2014 წლის 17 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმებულ იქნა მერსედესის მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით -------, რა დროსაც დადგინდა, რომ ------------ ახორციელებდა შპს „------------” (ს/ნ -----------) სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილ 570 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. თავდაპირველად, შემოწმებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ განმარტებულ იქნა, რომ გადასატვირთი საქონელი (200 მ. გათბობის მილი) წარმოადგენდა შპს „-----” განკუთვნილ საქონელს, თუმცა როდესაც მას განემარტა, რომ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის შპს „----------” უნდა დაჯარიმებულიყო 5000 ლარის ოდენობით, ვინაიდან ადგილი ჰქონდა მის მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენას, მძღოლმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ გადასატვირთი საქონელი (200 მ. გათბობის მილი) წარმოადგენდა არა შპს „---------”, არამედ მის პირად საკუთრებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ურთიერთდამოკიდებულება შპს „----------” და შემოწმებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლ ---------- შორის, რა დროსაც დადგინდა და საქმეზე დართულია სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც ჩანს, რომ შპს „-------” მიერ არაერთხელ იქნა გამოყენებული მოცემული სატრანსპორტო საშუალება მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის, განკუთვნილი ტვირთის გადასაზიდად და არამხოლოდ შპს „--------”-ში შეძენილი, არამედ სხვა კომპანიებში შეძენილი ტვირთის გადასაზიდად. ის ფაქტი, რომ --------- არაერთხელ მოუხდენია შპს „----------„ საქონლის ტრანსპორტირება თავისი სატრანსპორტო საშუალებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა შპს „--------” წარმომადგენელმაც. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ მძღოლი ------------- ახდენდა არა მისი პირადი, არამედ შპს ,,---------” საქონლის ტრანსპორტირებას, დასტურდება იმითაც, რომ ტრანსპორტირების დროისათვის 2014 წლის 17 ნოემბრისათვის შპს „--------” თანხა უკვე გადარიცხული ჰქონდა შპს „-------”-ში, საიდანაც შეიძინა გადასატვირთი საქონელი (200 მ გათბობის მილი). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ შპს „-----------”-ში შპს „----------" მიერ შეძენილი საქონლის ტრანსპორტირებას ახდენდა მძღოლი ------------- 2014 წლის 17 ნოემბერს საკუთარი ავტომანქანით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „----------” სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო სააპელაციო საჩივარზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამდენად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, როგორც წესი, მოსარჩელე ვალდებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში 250 ლარის ოდენობით, თუ გადაწყვეტილება (განჩინება) მის საწინააღმდებოდ არის გამოტანილი. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „--------” პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი აქვს 150 ლარი, ნაცვლად 100 ლარისა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექს, 53-ე და 55-ე მუხლების თანახმად, შპს ,,------” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „--------” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს ,,--------” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახის 100 (ასი) ლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა N32 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერახ-ლომიშე

 

მოსამსრთლეები თეა მიმისტარაშვილი

 

გიორგი ტყავაძე