ბრძანება N 12196

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.06.2026
№ დოკუმენტი 12196
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12196

04 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2026 წლის 22 აპრილის და 5 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 და 21 მაისის სხდომებზე (ოქმები №37; №41) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2026 წლის 22 აპრილის №101906/1/2026 და 5 მაისის №102183/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 თებერვლის №005-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადამხდელი აცხადებს, რომ მტკიცებულებების წარდგენიდან დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია მათი განხილვა და შეფასება, რაც ეწინააღმდეგება გონივრულ ვადაში გადაწყვეტილების მიღების პრინციპს და მიუთითებს საქმის არასათანადო ადმინისტრირებაზე. შემოსავლების სამსახური დაეყრდნო ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მიღებულია იმ გარემოებებში, რაც მათ სანდოობასა და ნებაყოფლობითობას ხდის საეჭვოს. განმარტავს, რომ შპს „----------“ საქმიანობის სფეროა საბითუმო ვაჭრობა ხორცით. საგადასახადო შემოწმების მიდგომით, შესყიდვების სრული მოცულობიდან, ხარჯში გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ 75% (თანახმად მანუალისა), შესაბამისად გადასახადების დარიცხვა განხორციელებულია იმ დაშვებით, რომ კომპანია მუშაობდა საშუალოდ 25%-იანი ფასნამატით, რაც ხორცით საბითუმოდ ვაჭრობის ბიზნესში საბაზრო ფასნამატსაც კი ვერ ედრება. აღსანიშნავია, რომ ხორცით საბითუმო ვაჭრობის სექტორი ხასიათდება დაბალი მარჟით, რაც განპირობებულია პროდუქტის მალფუჭებადობით, ლოგისტიკური ხარჯებით და ბაზარზე მაღალი კონკურენციით. აღნიშნულ პირობებში 25%-იანი ფასნამატი ეკონომიკურად არარელევანტურია და არ შეესაბამება ბაზრის რეალურ პრაქტიკას. ამასთან, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საშუალო ფასნამატი არ აღემატება 8-9%-ს. შედეგად, გადამხდელი ითხოვს გამოყენებულ იქნას შემოწმების მიერ ხელთარსებული საბუღალტრო პროგრამა „ORIS“ და ხორცით საბითუმო ვაჭრობის სფეროში არსებული რეალური საბაზრო მაჩვენებლები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8042 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დავის ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8042 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 2 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხების არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 4 თებერვლის №005-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა შპს „----------“ მიერ დავების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინა, რომ ერთის მხრივ აღნიშნული დოკუმენტაცია და ასევე შპს „----------“ მიერ შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი შესყიდული საქონლის რაოდენობა და ღირებულება არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა შპს „----------“ მიერ დავების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინა, რომ ერთის მხრივ აღნიშნული დოკუმენტაცია და ასევე შპს „----------“ მიერ შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი შესყიდული საქონლის რაოდენობა და ღირებულება არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო აღრიცხვა და შესყიდვის აქტების ნაწილი (დასკანერებული). შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებული იქნა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან, რის საფუძველზეც ვერ დადასტურდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. კერძოდ, ფიზიკური პირების მიერ წარდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტებები, სადაც მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა არ ედრება საწარმოს მიერ წარმოდგენილ მონაცემებს. გასაჩივრების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ოთხ ფიზიკურ პირთან ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები, რაც ზუსტად ემთხვევა შემოწმების ეტაპზე მოწოდებულ საბუღალტრო მონაცემებს, თუმცა ეწინააღმდეგება ამავე ფიზიკური პირების მიერ შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილ განცხადებებს. შემოწმების მიერ ჩატარდა ფიზიკური პირების მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული რეალიზებული საქონლის ოდენობის (50 690 კგ) ანალიზი და შედარდა პროგრამაში ასახული შესყიდული საქონლის ოდენობასთან (156 443 კგ). ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ ფიზიკურის პირების განცხადებაში მითითებული რეალიზებული საქონლის ოდენობა პროგრამაში ასახული მონაცემების მხოლოდ 32% შეადგენს. ანალიზისთვის არ იქნა გათვალისწინებული სხვადასხვა მონაცემები, კერძოდ, ვინაიდან ფიზიკურ პირებს განცხადებაში მითითებული აქვთ 2023 წელს რეალიზებული საქონლის ოდენობა და არაა დაკონკრეტებული შემოწმებით განსაზღვრული პერიოდი (2023 წლის იანვარი), მხოლოდ იმ ფიზიკური პირის მიერ დაფიქსირებული რაოდენობა იქნა გათვალისწინებული, ვისგან შესყიდვასაც კომპანია 2023 წლის პერიოდში აფიქსირებს. ასევე, ანალიზში არ იქნა გათვალისწინებული იმ პირების პროგრამული მონაცემები, ვინც განცხადებაში დააფიქსირა, რომ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა/ღირებულება არ ახსოვდათ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია და მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადაანგარიშების ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა მომჩივანის მიერ დავების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინა, რომ ერთის მხრივ აღნიშნული დოკუმენტაცია და ასევე მომჩივანის მიერ შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი შესყიდული საქონლის რაოდენობა და ღირებულება არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო აღრიცხვა და შესყიდვის აქტების ნაწილი (დასკანერებული). შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებული იქნა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან, რის საფუძველზეც ვერ დადასტურდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. კერძოდ, ფიზიკური პირების მიერ წარდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტებები, სადაც მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა არ ედრება საწარმოს მიერ წარმოდგენილ მონაცემებს. გასაჩივრების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ოთხ ფიზიკურ პირთან ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები, რაც ზუსტად ემთხვევა შემოწმების ეტაპზე მოწოდებულ საბუღალტრო მონაცემებს, თუმცა ეწინააღმდეგება ამავე ფიზიკური პირების მიერ შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილ განცხადებებს. შემოწმების მიერ ჩატარდა ფიზიკური პირების მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული რეალიზებული საქონლის ოდენობის (50 690 კგ) ანალიზი და შედარდა პროგრამაში ასახული შესყიდული საქონლის ოდენობასთან (156 443 კგ). ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ ფიზიკურის პირების განცხადებაში მითითებული რეალიზებული საქონლის ოდენობა პროგრამაში ასახული მონაცემების მხოლოდ 32% შეადგენს. ანალიზისთვის არ იქნა გათვალისწინებული სხვადასხვა მონაცემები, კერძოდ, ვინაიდან ფიზიკურ პირებს განცხადებაში მითითებული აქვთ 2023 წელს რეალიზებული საქონლის ოდენობა და არაა დაკონკრეტებული შემოწმებით განსაზღვრული პერიოდი (2023 წლის იანვარი), მხოლოდ იმ ფიზიკური პირის მიერ დაფიქსირებული რაოდენობა იქნა გათვალისწინებული, ვისგან შესყიდვასაც კომპანია 2023 წლის პერიოდში აფიქსირებს. ასევე, ანალიზში არ იქნა გათვალისწინებული იმ პირების პროგრამული მონაცემები, ვინც განცხადებაში დააფიქსირა, რომ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა/ღირებულება არ ახსოვდათ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)