ბრძანება N 12197

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.06.2026
№ დოკუმენტი 12197
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12197

04 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ -----------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------------)

(იურ. მის.:-----------------------------)

2026 წლის 24 აპრილისა და 7 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 და 21 მაისის სხდომებზე (ოქმი №38 და №41) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ -----------------) 2026 წლის 24 აპრილის №----/1/2026 და 7 მაისის №----/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის №041-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საწარმოს იჯარით აქვს აღებული ფართი, რომელშიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. ზემოაღნიშნული ფართი იჯარით აღებამდე წარმოადგენდა ნახევრად საცხოვრებელი ტიპის შენობას, რომლის სამრეწველო დანიშნულებით გადაკეთებისთვის საწარმომ გასწია მნიშვნელოვანი დანახარჯი. სწორედ ამას ემსახურებოდა ფ/ზ--ზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა. რეალურად ეს თანხა მიმართული იქნა ზემოაღნიშნული იჯარით აღებული ფართის სამრეწველო შენობა-ნაგებობად გადაკეთებაში მონაწილე პირებზე გასაცემი ანაზღაურების დასაფარად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს საკითხის შესწავლას მისი მონაწილეობით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უკან დაბრუნებული საქონლის მიწოდებულად მიჩნევას, ხოლო ღირებულების შესაბამისად მიღებული/მისაღები ანაზღაურების ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად განხილვას. აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობაა ყველის წარმოება. გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნება ხდება ერთადერთი მიზეზით - ვადის გასვლის გამო. აქედან გამომდინარე, მომჩივანი მიიჩნევს, რომ უკან დაბრუნებული საქონლის განხილვა რეალიზებულად და სარგებლის დირექტორის ხელფასად განხილვა დაუსაბუთებელია.

3. მომჩივანი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 მაისის №10433 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 20 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 24 მარტის №6261 ბრძანება და 25 მარტის №041–16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 171 122 ლარი, მათ შორის გადასახადი 102 456 ლარი, ჯარიმა 51 228 ლარი და საურავი 17 438 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასასწყისსა და ბოლოში უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე, -------ზე (ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნები (1451)), ნაშთი 384 267 ლარის ოდენობით. ამასთან, პერიოდის ბოლოსთვის ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით კომპანიას არ უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის ნაშთი. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით გაირკვა, რომ კომპანიის ანგარიშვალდებულ პირს (კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი) ეს თანხა წაღებული ჰქონდა 2023 წელს (აღნიშნული ფაქტი, ასევე, დასტურდებოდა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, დებიტორული დავალიანების გზით და „ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, მაგრამ აუცილებლად დააბრუნებს“). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძვანელა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებით (დანართი №9). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის დებიტორული დავალიანება (არსებული უძრავი ნაშთი), შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმების პროცესში, პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში (სასაქონლო ზედნადებების მიხედვით) უკან დაბრუნებული ჰქონდა 25 557 ლარის საქონელი, აღნიშნულით შემცირებული იყო მიღებული/მისაღები შემოსავალი, ხოლო საქონლის/მარაგების კორექტირება არ მომხდარა. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული საქონელი გადაყარა და არ განხორციელებულა საქონლის ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ზემოაღნიშნული უკან დაბრუნებული საქონელი ჩაითვალა მიწოდებულად, ხოლო ღირებულების შესაბამისად მიღებული/მისაღები ანაზღაურება ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 8 მაისს --:-- საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით, 2026 წლის 21 მაისს, --:-- საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრების მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოში უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე ნაშთი 384 267 ლარის ოდენობით. ამასთან, პერიოდის ბოლოსთვის ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ კომპანიას არ უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის ნაშთი. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით გაირკვა, რომ კომპანიის ანგარიშვალდებულ პირს ეს თანხა წაღებული ჰქონდა 2023 წელს და არ იყო დაბრუნებული. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძვანელა სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითებით (დანართი №9) და საწარმოს დებიტორული დავალიანება (არსებული უძრავი ნაშთი), შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ამასთან, მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებების მიხედვით უკან დაბრუნებული ჰქონდა 25 557 ლარის საქონელი, აღნიშნულით შემცირებული იყო მიღებული/მისაღები შემოსავალი, ხოლო საქონლის/მარაგების კორექტირება არ მომხდარა. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული საქონელი გადაყარა და არ განხორციელებულა საქონლის ჩამოწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებით, ზემოაღნიშნული უკან დაბრუნებული საქონელი ჩაითვალა მიწოდებულად, ხოლო ღირებულების შესაბამისად მიღებული/მისაღები ანაზღაურება ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ამასთან, მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება:

1.დებიტორული დავალიანების საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს საკითხის შესწავლას მისი მონაწილეობით.

2.უკან დაბრუნებული საქონლის მიწოდებულად მიჩნევას, ხოლო ღირებულების შესაბამისად მიღებული/მისაღები ანაზღაურების ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად განხილვას.მიიჩნევს, რომ უკან დაბრუნებული საქონლის განხილვა რეალიზებულად და სარგებლის დირექტორის ხელფასად განხილვა დაუსაბუთებელია.

3.ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10433 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №6261 ბრძანება და №041–16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 171 122 ლარი, მათ შორის გადასახადი 102 456 ლარი, ჯარიმა 51 228 ლარი და საურავი 17 438 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოში უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე ნაშთი 384 267 ლარის ოდენობით. ამასთან, პერიოდის ბოლოსთვის ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ კომპანიას არ უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის ნაშთი. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით გაირკვა, რომ კომპანიის ანგარიშვალდებულ პირს ეს თანხა წაღებული ჰქონდა 2023 წელს და არ იყო დაბრუნებული. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძვანელა სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითებით (დანართი №9) და საწარმოს დებიტორული დავალიანება (არსებული უძრავი ნაშთი), შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, შემოწმების პროცესში პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში (სასაქონლო ზედნადებების მიხედვით) უკან დაბრუნებული ჰქონდა 25 557 ლარის საქონელი, აღნიშნულით შემცირებული იყო მიღებული/მისაღები შემოსავალი, ხოლო საქონლის/მარაგების კორექტირება არ მომხდარა. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული საქონელი გადაყარა და არ განხორციელებულა საქონლის ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ზემოაღნიშნული უკან დაბრუნებული საქონელი ჩაითვალა მიწოდებულად, ხოლო ღირებულების შესაბამისად მიღებული/მისაღები ანაზღაურება ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(მე-5„ა“.მე-9,,ბ“); 101(1); 145(1.მე-6); 154(1,,ა“.მე-2 „ა“ და „ბ“); 269(7); 275(2);