ბრძანება N 5050

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.03.2023
№ დოკუმენტი 5050
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5050

15.03.2023

ი/მ ----------- (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 8 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის №17755/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ---------- (ს/ნ ---------- ) №142893/01 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №21-11/71614 გადაწყვეტილების შესახებ.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია: გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, ვინაიდან მის მიერ 2020 წლის 6 იანვარს გადახდილი 200000 (ორასი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტს უსაფუძვლოდ აქვს მიღებული და ითხოვდა აღნიშნული თანხის დაბრუნებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის წერილით გადამხდელს ეცნობა, რომ თანხის დაბრუნებისათვის აუცილებელია შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასტური, რათა განხორციელდეს ზედმეტად (უსაფუძვლოდ) გადახდილი თანხის დაბრუნების ოპერაცია.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 აგვისტოს №21-11/71614 გადაწყვეტილებით გადამხდელს ეცნობა, რომ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა აღნიშნულ შემთხვევაში თანხის დაბრუნების შესახებ. გადამხდელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თვლის რომ იგი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, უნდა გაუქმდეს და გადამხდელს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი მოსაკრებელი.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ ახორციელებდა ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობას, რისთვისაც 2020 წლის 6 იანვარს მის მიერ გადახდილი იქნა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებელი 200000 (ორასი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიწოდება, რამაც ტოტალიზატორის საქმიანობის შეჩერება გამოიწვია. 2020 წლის 18 მარტიდან, მოცემული პერიოდისათვის გადამხდელის მიერ 2020 წლის 6 იანვარს უკვე გადახდილი იყო „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსაკრებელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტიდან სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკულად შეჩერებული იქნა ტოტალიზატორის მოწყობის №19-05/314 ნებართვით დაშვებული საქმიანობა, ობიექტი დაკეტილი იყო 2021 წლის 1 მარტამდე. 2021 წლის აპრილიდან ტოტალიზატორის მოწყობის №19-05/314 ნებართვით დაშვებული საქმიანობის განახლების შემდგომ, გადამხდელმა მიმართა შემოსავლების სამსახურს, მის მიერ გადახდილი მოსაკრებლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელში ჩაათვლის მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა და ამასთან, გადამხდელი დაჯარიმდა სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო 10000 ლარით.

ვინაიდან საჯარო კანონმდებლობა არ მოიცავს პირდაპირ დანაწესს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გადახდილი მოსაკრებლის გადახდის საფუძვლის გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნების წესს, სახელმწიფო ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს უპირველეს ყოვლისა, საჯარო სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპით, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია სახელმწიფომ დაუშვას პირის ქონების ხარჯზე სახელმწიფო ქონების გაზრდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მის მიერ გადახდილი 200000 ლარი, რომელიც არ იქნა მიქცეული კანონის შესაბამისად სანებართვო მოსაკრებელში, წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის უსაფუძვლოდ გამდიდრების შემთხვევას. მის მიერ ბიუჯეტში მოსაკრებლის თანხის გადახდის საფუძველი მოგვიანებით გაუქმდა. შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ მისი კუთვნილი ქონებრივი სიკეთე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა მოქცეული სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც ეწინააღმდეგება საჯარო სამართალში მოქმედ კანონიერების პრინციპს.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი 2022 წლის 3 აგვისტოს №21-11/71614 გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ი/მ ---------- (ს/ნ ---------- ) მოთხოვნა და მოხდეს გადახდილი სანებართვო მოსაკრებლების უკან დაბრუნება.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №21-11/71614 გადაწყვეტილება 2022 წლის 8 აგვისტოს გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22977 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის №17755/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიუთითა, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილების გათვალისწინებით. შესაბამისად, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22977 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი (გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით, სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის.

აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104 , 105 , 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით, შესაბამისი ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა.

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების, სამორინის, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენისას. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის მოწყობის უფლებას.

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.

ტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით. შემოსავლების სამსახური იზიარებს მომსახურების დეპარტამენტის პოზიციას, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დაკმაყოფილდეს ი/მ ---------- (ს/ნ ----------) მოთხოვნა და მოხდეს გადახდილი სანებართვო მოსაკრებლის უკან დაბრუნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ ---------- (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, ზედმეტად (უსაფუძვლოდ) გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის №17755/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიუთითა, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილების გათვალისწინებით. შესაბამისად, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22977 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 ,7,9(2),10,;მუხლი;

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2,6(8) მუხლი;