ბრძანება N 12638
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12638
09 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (პ/ნ ----- ) (ფაქტ. მის.: ----- )
2026 წლის 22 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 48) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 102543/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის N EL315454 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ----- საიტზე ერთი და იგივე გამყიდველისგან შეიძინა ორი ნივთი ცალ - ცალკე გადახდით. ორივე ნივთის ჩაბარების მისამართი იყო ერთი და იგივე და გამყიდველის მხრიდან მოხდა მათი გაერთიანება. გამოგზავნა განხორციელდა ერთად ----- კოდის ქვეშ (მაგრამ სხვადასხვა item number-ით - -----, -----), რამაც გამოიწვია არასწორი დეკლარირება - განბაჟების დროს წარდგენილი ინვოისი იყო სწორად ატვირთული, თუმცა არასრულყოფილად. მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ გამოხატავს კონტროლის გვერდის ავლას ან მალულად ნივთის შემოტანას, რადგან ნივთების გაერთიანება გამყიდველის მხრიდან მოხდა პირადი ინიციატივით.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს პატიებას და სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის შემსუბუქებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2026 წლის 14 მაისს საფოსტო გადამზიდავ შპს „----- “ (ს/ნ ----- ) მიერ წარდგენილი ინვოისების საფუძველზე N ----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით განხორციელდა ----- კუთვნილი საფოსტო გზავნილების დეკლარირება, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ს მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“. დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის (1 ცალი მობილური ტელეფონი -----“) გარდა, დამატებით აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, მობილური ტელეფონი „----“, რომლის ღირებულებამ შემდგომ წარდგენილი ინვოისის (N -----) თანახმად, შეადგინა 340 აშშ დოლარი.
----- ქმედება ჩაითვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანად და, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი იქნა 2026 წლის 22 მაისის N EL315454 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ----- შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
N ----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 1482.92 ლარი, ხოლო ----- იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ - 266.93 ლარი.
საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მულის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ N ----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დეკლარირებული იყო 1 ცალი მობილური ტელეფონი „-----“. დათვალიერების შედეგად კი დამატებით აღმოჩენილ იქნა 340 აშშ დოლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონი „----- “. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ფაქტს, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვაალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს პატიებას და სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის შემსუბუქებას
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივანის საფოსტო გზავნილის შემოწმებისას დეკლარირებულ ნივთთან ერთად აღმოჩნდა დამატებითი, არადეკლარირებული მობილური ტელეფონი. ეს შეფასდა საბაჟო წესების დარღვევად, რის გამოც პირს დაეკისრა ჯარიმა. ასევე განახლდა საქონლის ღირებულება და დაერიცხა შესაბამისი გადასახადი. საქონელი კვლავ საბაჟო კონტროლის ზონაშია.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163; 168(3);.