საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
📄 სრული ტექსტი
ძალაშია 2005 წლის 22 ოქტომბრიდან
საქართველოს მხრიდან რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის
2005 წლის 16 ივნისის N 1653 – Iს დადგენილებით
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
საქართველოს მთავრობა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად„ წოდებულნი; ითვალისწინებენ რა, რომ საბაჟო კანონმდებლობების დარღვევები ზარალს აყენებენ მათი ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ ინტერესებს ისევე, როგორც ვაჭრობის კანონიერ ინტერესებს; ითვალისწინებენ რა ექსპორტირებული და იმპორტირებული საქონლის სწორად დაბეგვრის და საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადების ამოღების, ასევე აკრძალვის, შეზღუდვის და კონტროლის მოთხოვნების ზუსტად შესრულების მნიშვნელობას; დარწმუნებულნი არიან, რომ საბაჟო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ მიმართული დარღვევების თავიდან აცილების ცდები, ექსპორტსა და იმპორტზე გადასახადების ამოღების უზრუნველყოფის ცდები უფრო ეფექტურად განხორციელდება მათი საბაჟო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მეშვეობით; ითვალისწინებენ რა საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს 1953 წლის 5 დეკემბრის რეკომენდაციას ორმხრივი ადმინისტრაციული დახმარების შესახებ: ითვალისწინებენ რა, აგრეთვე, ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ერთიანი კონვენციის (ნიუ-იორკი, 1961 წლის 30 მარტი), გაერო-ს ეგიდით შემუშავებული ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ კონვენციის (ვენა, 1971 წლის 21 თებერვალი) ისევე, როგორც ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის შესახებ გაერო-ს კონვენციის (ქ. ვენა, 1988 წლის 19 დეკემბერი) დებულებებს;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
განმარტებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
1. „საბაჟო კანონმდებლობა“ გულისხმობს საბაჟო სფეროს საქმიანობის
მარეგულირებელი საბაჟო კოდექსს, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ეხება საქონლის იმპორტს, ექსპორტს, ტრანზიტსა და სხვა საბაჟო რეჟიმებს, საბაჟო გადასახადს, საბაჟო მოსაკრებლებს, სხვა გადასახადებს, რომლებსაც ამოიღებს საბაჟო ორგანო, აგრეთვე აკრძალვის შეზღუდვისა და კონტროლის ზომებს:
2. „დარღვევა“ გულისხმობს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის მცდელობას.
3. „საბაჟო ორგანო“ გულისხმობს: საქართველოსათვის _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს. ლატვიის რესპუბლიკაში _ სახელმწიფო საშემოსავლო სამსახურის ეროვნული საბაჟო კომიტეტი.
4. „მოთხოვნის წარმდგენი ორგანო“ გულისხმობს მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ითხოვს საბაჟო საკითხებში დახმარებას.
5. „მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო“ გულისხმობს მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც იღებს თხოვნას საბაჟო საკითხებში დახმარების თაობაზე.
6. „კონტროლირებადი მიწოდება“ გულისხმობს: ნარკოტიკების,ფსიქოტროპული ნივთიერებების, ან მათი შემცველი ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი და რადიაქტიური ნივთიერებების, მომწამვლელი გაზის უკანონო ან საეჭვო ნებართვის ტექნიკას, რომლის დროსაც გადაზიდვა ხორციელდება მათი კომპეტენტური ორგანოების ქვეშ ან მათი მიღება იმ მიზნით, რომ დადგინდეს ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვაში ჩაბმული პიროვნებები.
მუხლი 2
შეთანხმების მიზნები
მხარეები, თავიანთი საბაჟო ორგანოების მეშვეობით და შეთანხმების დებულებების თანახმად ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას:
საბაჟო კანონმდებლობის ზუსტად შესრულების უზრუნველყოფაში:
ა) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილებასა და აღკვეთაში;
ბ) საბაჟო კანონმდებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ
დოკუმენტების მიწოდებასა და შეტყობინებაში;
2. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დახმარება განხორციელდება მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და მის საბაჟო ორგანოს უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში. აუცილებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო დახმარებისათვის მიმართავს სხვა კომპეტენტურ ორგანოს, მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3
ინფორმაციის გადაცემა
1. საბაჟო ორგანოები მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება მათ უზრუნველყონ სიზუსტე:
a) საბაჟო გადასახადების, სხვა გადასახადების მოსაკრებლების და ჯარიმების შეგროვებაში, რომელთაც ამოიღებს საბაჟო ორგანო. კერძოდ, ამ ინფორმაციის, შეგროვებაში, რომელიც ხელს შეუწყობს საქონლის ღირებულების განსაზღვრასა და მათი სატარიფო კლასიფიკაციის დადგენას:
b) იმპორტსა და ექსპორტზე აკრძალვებისა და შეზღუდვების განხორციელებაში;
c) ეროვნული კანონმდებლობის შესრულებაში, რომლებსაც არ ეხება ერთი ან მეორე მხარის მიერ დადებული შეთანხმებები.
2. თუ მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო არ ფლობს მოთხოვნილ ინფორმაციას, ის მოიპოვებს ამ ინფორმაციას თავის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო ინფორმაციას შეაგროვებს ისე, როგორც ამას მოიმოქმედებდა საკუთარი მიზნებისათვის.
მუხლი 4
საბაჟო ორგანოები, მოთხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას:
a) ერთი მხარის ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი კანონის შესაბამისად არის, თუ არა ექსპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიიდან; ან,b) ერთი მხარის ტერიტორიიდან ექსპორტირებული საქონელი, კანონის შესაბამისად არის თუ არა იმპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიაზე, ან
c) ერთი მხარის ტერიტორიიდან ხელსაყრელი პირობებით ექსპორტირებული საქონელი, შესაბამისად იქნა იმპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიაზე, თუ არა, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ინფორმაცია ამ საქონლის მიმართ განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შესახებ.
მუხლი 5
ერთ-ერთი მხარის საბაჟო ორგანოები თავის ინიციატივით ან მოთხოვნის საფუძველზე მეორე მხარის საბაჟო ორგანოს მიაწვდის სრულ ინფორმაცის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით, კერძოდ,a) იმ პირთა შესახებ, რომლებიც ცნობილნი ან ეჭვმიტანილნი არიან მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევაში; ან ჩაიდინეს ასეთი დარღვევები;
b) ახალი საშუალებებისა და მეთოდების შესახებ, რომლებიც გამოიყენება საქონლის უკანონო ბრუნვაში;
c) საქონლის შესახებ რომელიც იტჩნეულია უკანონო ბრუნვის საგნად;
d) სატრანსპორტო საშუალებებისა და კონტეინერების შესახებ, თუ ცნობილია, ან, არსებობს მოსაზრება, რომ ისინი გამოიყენება მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევაში;
e) შენობები, რომლებიც გამოიყენება, ან შეიძლება გამოყენებულ იქნება საბაჟო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ მეორე მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 6
ერთი მხარის საბაჟო ორგანო თავის ინიციატივით ან მოთხოვნის საფუძველზე მიაწვდის მეორე მხარის საბაჟო ორგანოს მოხსენებებს, მტკიცებულებათა ჩანაწერებს, ან დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს, რომლებიც შეიცავენ არსებით ცნობებს გამოვლენილი, ან დაგეგმილი შეთანხმების თაობაზე, რომელიც ამხელს ან ადასტურებს იმ მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას.
ფაილებისა და დოკუმენტების დედნები გამოითხოვება იმ შემთხვევაში, როდესაც დამოწმებული ასლები შეიძლება საკმარისი იყოს, გამოთხოვილი ფაილები და დოკუმენტები უკან უნდა იქნას დაბრუნებულნი შესაძლო მოკლე ვადაში.
მუხლი 7
შეთანხმებით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი ფორმით შესრულებული კომპიუტიზირებული ინფორმაციით, რომელიც იმავე მიზნით არის შესრულებული. იმავე დროს მიწოდებული უნდა იქნას საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია მასალების განმარტებისათვის ან გამოსაყენებლად.
მუხლი 8
პიროვნებებზე, საქონლისა და სატრანსპორტო
საშუალებებზე ზედამხედველობა
ერთი მხარის საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით ან მეორე მხარის საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ანხორციელებს ზედამხედველობას:
_ იმ პიროვნებების გადაადგილებაზე, კერძოდ, თავის ტერიტორიაზე მათ შესვლასა და გასვლაზე, რომლებიც ცნობილნი, ან, ეჭვმიტანილნი არიან, ან ჩაიდენენ მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებში;
_ ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებებსა და კონტეინერებზე, რომლებიც გამოიყენება, ან, არსებობს მოსაზრება, რომ მათ იყენებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებში;
_ საქონლის გადაადგილებაზე, რომელთა შესახებ მეორე მხარეს აცნობა, რომ ისინი ზრდიან უკანონო ბრუნვას მის ტერიტორიაზე, ან, მისი ტერიტორიიდან, ან, არსებობს მოსაზრება ამის თაობაზე.
მუხლი 9
კონტროლირებადი მიწოდება
1. მხარეები, თავიანთი შიდა სამართლებრივი სისტემების ძირითადი პრინციპების შესაბამისად, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იღებენ აუცილებელ ზომებს საერთაშოისო დონეზე კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისათვის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული, ან მათთან გათანაბრებული ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, ტოქსიკური გაზის, ასაფეთქებელი და რადიაქტიური მასალების უკანონო ბრუნვაში ჩაბმულნი და მათ წინააღმდეგ პირების იდენტიფიკაციებზე მოქმედებებით საბრძოლველად.
2. გადაწყვეტილება კონტროლირებადი მიწოდების გამოყენების შესახებ მიიღება თითოეული შემთხვევისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მხედველობაში მიიღონ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი ფინანსური შეთანხმებები.
3. კომპეტენტური ორგანოების ურთიერთშეთანხმებით უკანონო გადაზიდვების კონტროლირებადი მიწოდება შეიძლება შეჩერებულ ან ნებადართულ იქნას ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული, ან მათთან გათანაბრებული ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, მომწამვლელი გაზის, ასაფეთქებელი და რადიაქტიული მასალების მიმართ, რომლებიც ამოღებულია ან შეცვლილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
მუხლი 10
მოკვლევები
1. მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო განცხადების საფუძველზე იწყებს ოფიციალურ მოკვლევას იმ ოპერაციების შესახებ, რომლებიც მიმართულია მოთხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის წინააღმდეგ. იგი აცნობებს ასეთი მოკვლევის შედეგებს მოთხოვნის წარმდგენ საბაჟო ორგანოს.
2. ასეთი მოკვლევა ტარდება მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს მხარე მოქმედებს ისე, თითქოს, მოკვლევას თავისი მიზნებისათვის ატარებდეს.
3. მოთხოვნის მიმღებ საბაჟო ორგანოს შეუძლია ნება დართოს მოთხოვნის წარმდგენი მხარის თანამდებობის პირებს, დაესწრონ ასეთ მოკვლევას.
მუხლი 11
ექსპერტები და მოწმეები
1. სასამართლოს, ან ერთერთი მხარის ორგანოთა მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც განიხილავენ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებს, მეორე მხარის საბაჟო ორგანო უფლებამოსილებას ანიჭებს თავის თანამდებობის პირებს, გამოცხადდნენ ექსპერტებად და მოწმეებად სასამართლოში, ან, ამ ორგანოებში.
ეს თანამდებობის პირები წარადგენენ მონაცემებს, რომლებიც ეხება მათ მიერ დადგენილ ფაქტებს და თუ რა კომპეტენციით გამოვა თანამდებობის პირი.
2. ექსპერტებისა და მოწმეებისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ მოთხოვნაში ნათლად უნდა იქნას მითითებული საქმის არსის შესახებ და გამოძახებული თანამდებობის პირების კომპეტენციის თაობაზე.
საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირების მიწვევა ექსპერტებად და მოწმეებად უნდა მოხდეს მხარეთა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12
ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოყენება
1. ამ შეთანხმებით მიღებული ინფორმაცია, დოკუმენტები და სხვა მონაცემები არ გამოიყენება სხვა მიზნებისათვის, ვიდრე ამ შეთანხმებაშია მოცემული, თუ ამის თაობაზე არ არის მათი მომწოდებელი საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობა. ეს დებულებები არ ვრცელდება იმ ინფორმაციის, დოკუმენტებისა და სხვა მონაცემების მიმართ, რომლებიც ეხება ნარკოტიკული საშუალებების ფსიქოტროპულ, ან მათთან გათანაბრებულ ნივთიერებებთან, იარაღთან, საბრძოლო მასალებთან, მომწამვლელ გაზთან, ასაფეთქებელ და რადიაქტიულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ დარღვევებს.
2. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიწოდებულია შეთანხმებიდან გამომდინარე ფორმით, კონფიდენციალურია. ინფორმაცია დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების ვალდებულებით და მიმღები მხარის მოქმედი კანონმდებლობით.
3. ერთ-ერთი მხარის საბაჟო ორგანოს შეუძლია სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებში, მოხსენებებსა და მონაცემებში გამოიყენოს შეთანხმების შესაბამისად მტკიცებულების სახით მიღებული ინფორმაცია, შეთანხმების მიზნებისათვის და მის ფარგლებში.
ასეთი ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოყენება სასამართლოში მტკიცებულების სახით და მათი მნიშვნელობა განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით.
მუხლი 13
მიწოდება/შეტყობინება
მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო, თავის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიაწვდის
/შეტყობინებას ფიზიკურ პირს და მის ტერიტორიაზე არსებულ და დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ამ შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს და გადაწყვეტილებას, რომლებიც მიღებულია მოთხოვნის წარმდგენი
საბაჟო ორგანოდან.
მუხლი 14
დახმარების შესახებ მოთხოვნის ფორმა და შინაარსი
1. შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნა სრულდება წერილობით. ასეთი მოთხოვნის აღსრულებისათვის აუცილებელი დოკუმენტები მოთხოვნას თან ერთვის. მოთხოვნის გადაუდებლობის გამო, მისაღებია მისი ზეპირი ფორმა, მაგრამ გადაუდებლად უნდა დადასტურდეს წერილობით.
2. ამ მუხლის პირველი პარაგრაფის გათვალისწინებით, მოთხოვნა შეიცავს ინფორმაციას:
a) მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს შესახებ:
b) მოთხოვნილი ღონისძიება:
c) მოთხოვნის ობიექტისა და მიზეზის შესახებ;
d) გამოსაყენებელი კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების შესახებ;
e) მოპოვებული და შეძლებისდაგვარად ამომწურავი ნიშნების შესახებ იმ ფიზიკური და იურიდიული პირების თაობაზე, რომლებიც მოკვლევის ობიექტები არიან:
f) შესაბამისი ფაქტების მიმოხილვის შესახებ, გარდა მე-12 მუხლში მოცემული შემთხვევებისა.
3. მოთხოვნა სრულდება მოთხოვნის მიმღები მხარის ოფიციალურ ენაზე, ინგლისურად ან ნებისმიერ ენაზე, რომელიც მისაღებია მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოსათვის.
4. თუ მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ოფიციალურ მოთხოვნებს, შეიძლება მოთხოვნილ იქნას მისი შესწორება ან დასრულება, ეს გავლენას არ იქონიებს წინასწარი ღონისძიებების განხორციელებაზე.
მუხლი 15
გამონაკლისები დახმარების გაწევის ვალდებულებიდან
1. თუ მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანო თვლის, რომ დახმარების შესახებ მოთხოვნის საფუძველზე ირღვევა მოთხოვნის მიმღები მხარის სუვერენიტეტი, საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება ან სხვა არსებითი ინტერესები, ან, თუ მოიცავს მხარის ტერიტორიაზე სამრეწველო, სავაჭრო ან პროფესიულ საიდუმლოებათა დარღვევას, ასეთი დახმარება შეიძლება იქნას უარყოფილი ან შესრულდეს გარკვეული პირობების დაცვით.
2. თუ დახმარების შესახებ მოთხოვნა არ შეიძლება იქნას შესრულებული, მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანო დაუყოვნებლივ უნდა იქნას ინფორმირებული და ეცნობოს მას დახმარების უზრუვნელყოფის უარის მიზეზების შესახებ.
მუხლი 16
ხარჯები
თითოეული საბაჟო ორგანო უარს აცხადებს ყველა იმ პრეტენზიის დაკმაყოფილების შესახებ, რომელიც შეეხება შეთანხმების შესრულებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, გარდა, ექსპერტების, მოწმეების, თარჯიმნებისა და მთარგნელებისათვის, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო მოხელეებად, გაწეული ხარჯებისა.
მუხლი 17
იმპლემენტაცია
1. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენა უზრუნველყოფილი იქნება უშუალოდ მხარეთა საბაჟო ორგანოებს შორის.
2. მხარეთა საბაჟო ორგანოები მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას შეთანხმების შესრულებისათვის აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე.
3. მხარეთა საბაჟო ორგანოები შეეცდებიან ორმხრივი თანხმობით გადაწყვიტონ ნებისმიერი უთანხმოება ან განსხვავება, რომელიც წამოიჭრება შეთანხმების განმარტების და გამოყენების დროს. უთანხმოება რომლის მიმართ ვერ იქნა ნაპოვნი გადაწყვეტილება, მოგვარდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 18
ტერიტორიის გამოყენება
შეთანხმება გამოყენებულ უნდა იქნას ორივე მხარის საბაჟო ტერიტორიაზე.
მუხლი 19
ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
1.ეს შეთანხმება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
2.თითოეული მხარე დიპლომატური არხებით შეატყობინებს მეორემხარეს მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ. შეთანხმება ძალაში შედის ბოლო შეტყობინების მიღებიდან მესამოცე (60) დღეს.
3.შეთანხმება მოქმედებას წყვეტს დიპლომატური არხებით წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ. რის დასტურადაც, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილებმა ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. შესრულებულია ქ. თბილისში 2000 წლის 5 ივლისს. ორ პირად, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად
აუთენტურია.
შეთანხმების დებულებების განმარტების დროს წამოჭრილი უთანხმოების
შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.