გადაწყვეტილება №27401/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27401/2/2026
02 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "------"(ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------"-ის 22.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27401/2/2026).
დავის საგანი:
დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 აპრილის №136-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 მაისის №10270 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 44 877.74 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 29 807
ჯარიმა - 8 526
საურავი - 6 544.74
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალით მომსახურება. საქმიანობის კოდი - 66190 საფინანსო მომსახურება და სხვა დამხმარე საქმიანობები, სადაზღვეო და საპენსიო ფონდების გარდა. ამასთან, ახორციელებს ჩასარიცხი აპარატების მეორადი ნაწილების ყიდვა-გაყიდვას. გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №3607 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 6 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ვინაიდან დღგ-ისგან განთავისუფლებული ფინანსური ოპერაციები გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა, მიღებული შემოსავლის გათვალისწინება მოხდა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების 100 000 ლარიან ზღვარში, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის 18 აგვისტოს განხორციელებული ოპერაციით მომჩივანი უნდა დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად და დაებეგრა ამ პერიოდის შემდეგ ჩასარიცხი აპარატების მეორადი ნაწილების გაყიდვით მიღებული შემოსავალი. ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 160-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 165-ე და 166-ე მუხლების გათვალისწინებით, მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 18 აგვისტო. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 25 ნოემბერს საბაჟოს მეშვეობით შემოიტანა 23 ერთეული ჩასარიცხი აპარატის კარკასი, საიდანაც 13 ერთეულს იყენებს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ფინანსურ ოპერაციებში, ხოლო 10 ერთეული აქვს ზედნადებით რეალიზებული, რაზეც შემოწმების შედეგად მიიღო ჩათვლა (887 ლარი). ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი ჩასათვლელი თანხის კორექტირება.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 აპრილის №8488 ბრძანება და №136-5 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 44 877.74 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 22 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 8 მაისის №10270 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2019 წლიდან აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და ამ დროის განმავლობაში სრულყოფილად და სწორად იხდიდა კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს. დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირებისას ხელმძღვანელობდა კალენდარული წლით (1 იანვარი - 31 დეკემბერი), რის გამოც ამ პერიოდში არ წარმოეშვებოდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამ გარემოებამ შეიყვანა შეცდომაში. მომჩივნის საქმიანობა - საფინანსო მომსახურების სხვა დამხმარე საქმიანობები, სადაზღვევო და საპენსიო ფონდების გარდა - არ ექვემდებარება დღგ-ის დაბეგვრას, რაც დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს და ეს შემოწმების შედეგადაც დადასტურდა. საგულისხმოა, რომ მეწარმის საქმიანობა (ფეიბოქსით მომსახურება) დღგ-ით დაბეგვრას არ ექვემდებარება, მაგრამ დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრაში მიიღო მონაწილეობა. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში სრულყოფილად ითანამშრომლა აუდიტორებთან და ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია დროულად და სრულად იქნა მიწოდებული.
დარღვევა გამოწვეულია კანონმდებლობის სრულად არ ცოდნით და შეცდომით. შესაბამისად, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მეწარმე საქმიანობდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.
ამასთან, დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის მეწარმეს დაეკისრა სანქცია საურავის სახით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2019 წლიდან აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და ამ დროის განმავლობაში სრულყოფილად და სწორად იხდიდა კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს. დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირებისას ხელმძღვანელობდა კალენდარული წლით (1 იანვარი - 31 დეკემბერი), რის გამოც ამ პერიოდში არ წარმოეშვებოდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამ გარემოებამ შეიყვანა შეცდომაში. მომჩივნის საქმიანობა - საფინანსო მომსახურების სხვა დამხმარე საქმიანობები, სადაზღვევო და საპენსიო ფონდების გარდა - არ ექვემდებარება დღგ-ის დაბეგვრას, რაც დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს და ეს შემოწმების შედეგადაც დადასტურდა. საგულისხმოა, რომ მეწარმის საქმიანობა (ფეიბოქსით მომსახურება) დღგ-ით დაბეგვრას არ ექვემდებარება, მაგრამ დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრაში მიიღო მონაწილეობა. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში სრულყოფილად ითანამშრომლა აუდიტორებთან და ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია დროულად და სრულად იქნა მიწოდებული. გამოვლენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია კანონმდებლობის არ ცოდნით/შეცდომით. შესაბამისად, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან. ამასთან, აუდიტორის მოსაზრებით, შესაძლებელია მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეული იყოს მომჩივნის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან.
რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალით მომსახურება. საფინანსო მომსახურება და სხვა დამხმარე საქმიანობები, სადაზღვეო და საპენსიო ფონდების გარდა. ამასთან, ახორციელებს ჩასარიცხი აპარატების მეორადი ნაწილების ყიდვა-გაყიდვას. გადამხდელს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.ვინაიდან დღგ-ისგან განთავისუფლებული ფინანსური ოპერაციები გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა, მიღებული შემოსავლის გათვალისწინება მოხდა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების 100 000 ლარიან ზღვარში,სსკ-ის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ განხორციელებული ოპერაციით მომჩივანი უნდა დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად და დაებეგრა ამ პერიოდის შემდეგ ჩასარიცხი აპარატების მეორადი ნაწილების გაყიდვით მიღებული შემოსავალი.მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 18 აგვისტო. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. გადამხდელმა საბაჟოს მეშვეობით შემოიტანა 23 ერთეული ჩასარიცხი აპარატის კარკასი, საიდანაც 13 ერთეულს იყენებს სსკ-ის 171-ე მუხლის მიხედვით დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ფინანსურ ოპერაციებში, ხოლო 10 ერთეული აქვს ზედნადებით რეალიზებული, რაზეც შემოწმების შედეგად მიიღო ჩათვლა.სსკ-ის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი ჩასათვლელი თანხის კორექტირება.
გადაწყვეტილება
საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
282.