სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/ბ-512-20

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 11.02.2021
№ დოკუმენტი 8-3/ბ-512
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/ბ-512-20წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 თებერვალი, 2021 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, შოთა სირაძე

სხდომის მდივანი - დავით ჭოლაძე

აპელანტები (მოპასუხეები) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენლები - -------, -------

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „------“

წარმომადგენლები - -------, -------

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აპელანტების მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

1.1.სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა

2017 წლის 20 მარტს შპს „------‘’-ს დირექტორმა -------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N47174 ბრძანების, სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N081-307 საგადასახადო მოთხოვნის, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 08 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 09 თებერვლის N4242 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების (2010 და 2011 წლებზე ძირითადი თანხის 28 444 ლარის, ჯარიმის - 14 221 ლარის და შესაბამისი საურავების) დამატებით დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელი დაფუძნებულ იქნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.1.1. გასაჩივრებული აქტების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს საწარმოში საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2015 წლის 08 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად შემოწმება განხორციელდა საზოგადოების ძირითადი საქმიანობის ნაწილში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 2010 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 01 აპრილამდე. გასაჩივრებული აქტებით საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 187 763.86 ლარი, მათ შორის გადასახადის ძირითადი თანხა 74 081 ლარი, ჯარიმა 37 043 ლარი, საურავი 76 639,86 ლარი.

1.1.2. საწარმოზე თანნების დარიცხვა განხორციელდა საშემოსავლო გადასახადში, კერძოდ, არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე და არარეზიდენტებზე გაცემული თანხების გამო, სულ განაცემი 301 345 ლარი, რომელიც საწარმოს მიერ არ იქნა დაბეგრილი თავის დროზე შესაბამისი გადასახადით. შედეგად საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა:

ა) 2010 წელში - დამატებით დასარიცნი გადასანადი 22 457 ლარი, ჯარიმა 11 228 ლარი;

ბ) 2011 წელში - დამატებით დასარიცხი გადასახადი 5987 ლარი, ჯარიმა 2993 ლარი;

გ) 2012 წელში - დამატებით გადასახადი 13 728 ლარი, ჯარიმა 6864 ლარი;

დ) 2013 წელში დამატებით დასარიცხი გადასახადი 26 261 ლარი, ჯარიმა 13 130 ლარი;

ე) 2014 წელში დამატებით დასარიცხი გადასახადი 5500 ლარი, ჯარიმა 2752 ლარი;

ვ) 2015 წელში დამატებით დასარიცნი გადასახადი 150 ლარი, ჯარიმა 75 ლარი;

ზ) შესაბამისი საურავები.

1.1.3. მოსარჩელის თვალსაზრისით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად 2010 და 2011 წლები წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და შესაბამისად ამ პერიოდზე დამატებით დარიცხვა არ უნდა განხორციელებულიყო.

1.1.4. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N47174 ბრძანების, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N81-307 საგადასახადო მოთხოვნის და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 08 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელე მხარემ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის N4242 ბრძანებით ზემოთ აღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებევრვლის გადაწყვეტილებითაც, რაც მოსარჩელე მხარის მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები კანონშეუსაბამო იყო და ისინი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის განჩინებით შპს -----“-ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

2017 წლის 12 აპრილს შპს -----“-ს მინდობილმა პირმა -------ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N 47174 ბრძანების ნაწილობრივ, სახელდობრ 2010 და 2011 წლებზე (ხანდაზმული პერიოდი) თანხების გადასახადის ძირითადი თანხის 28 444 ლარის, ჯარიმის 14 221 ლარის) დამატებით დარიცხვის ნაწილში, ბათილად ცნობა;

- სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N081-307 საგადასახადო მოთხოვნის და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 08 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილობრივ (ნანდაზმულ პერიოდზე 2010- 2011 წლები) ბათილად ცნობა;

- შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის N4242 ბრძანების ნაწილობრივ (ხანდაზმულ პერიოდზე 2010– 2011 წლები) ბათილად ცნობა;

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა შესაგებელში დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე:

1.2.1. წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებათა თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამნდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი,თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

12.2. 2013 წლის 26 დეკემბრის N1886 საქართველოს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით მე-4 მუხლის პირველი მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთსოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასანადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასასადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან".

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლში შეტანილი ცვლილების ამოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 იანვრიდან.

1.2.3. ზემოხსენებული კანონით საგადასანადო კოდექსის 309-ე მუსლს დაემატა 62-ე ნაწილი, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ:

ა)2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში-5 წელი.

ბ}2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1იანვრამდე პერიოდში-4 წელი.

1.2.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა."

1.2.5. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „--------’’-ს (ს/ნ -------) შემოწმება დაინიშნა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის N18599 ბრძანებით და შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე პერიოდი, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმება არ ჩატარებულა ხანდაზმულ პერიოდზე ვინაიდან 2015 წლისათვის 2010-2011 წლები არ წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.

2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაგებელი საქალაქო სასამართლოში არ წარუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა -------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „------“-ს (ს/კ. --------) სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოცემის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი:

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N47174 ბრძანება;

აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N081–307 საგადასახადო მოთხოვნა;

აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 08 დეკემბრის საგადასახდო შემოწმების აქტი;

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის N4242 ბრძანება შპს „------“-ს (ს/კ. --------) 2010 - 2011 წლებზე გადასახადის ძირითადი თანხის 28 444 ლარის, ჯარიმის 14 221 ლარის დამატებით დარიცხვის ნაწილში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის (საჩივარი 12212/2/16) გადაწყვეტილება.

 

2.1. სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოეზებთან დაკავშირებით

2.1.1. 2015 წლის 08 დეკემბერს შედგენილი იქნა შპს „------“-ს (ს/კ. --------) საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად შემოწმება განხორციელდა საზოგადოების ძირითადი საქმიანობის ნაწილში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 2010 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 01 აპრილამდე. გასაჩივრებული აქტებით საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 187 763.86 ლარი, მათ შორის გადასახადის ძირითადი თანხაა 74 081 ლარი, ჯარიმა 37 043 ლარი და საურავი 76 639 86 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

საგადასახადო შემოწმების აქტი (ის,ს.ფ.15-64);

საგადასახდო მოთხოვნა (იხ.ს.ფ.14);

ბრძანება (იხ. ს.ფ.12);

 

3.1.2. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის N4242 ბრძანებთ არ დაკმაყოფილდა შპს „------“-ს (ს/კ. --------) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N081-307 საგადასახდო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

შემოსავლების სამსახურის 19.02.2016წ. N4242 ბრძანება (ინ.ს.ფ.65-66);

 

3.1.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.02.2017 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „------“-ს (ს/კ. --------) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015 წლის N47174 ბრძანების ბათილად ცნობის, აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015 წლის N081-305 „საგადასახდო მოთხოვნის" და შემოსავლების სამსახურის 19.02.2016 წლის N4242 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.02.2017 წლის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.68-74);

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო იყო ხანდაზმულ პერიოდზე 2010-2011 წლებში თანხების დარიცხვის მართლზომიერების შეფასება.

სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე შემთხვევაში წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის დანაწესი, რომელიც შეეხება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების ხანდაზმულობის ვადებს. კერძოდ, გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის დროის პერიოდი, რომლის განმავლობაში, საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს აქვთ შესაძლებლობა, მოახდინონ საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების რეალიზაცია, მათ შორის, იძულების წესით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისა და გადასახადის იძულებით ამოღების შესაძლებლობა. კანონით დადგენილი სანდაზმულობის ვადა იმპერატიული ხასიათისაა. საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეები, მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეამცირონ ან გაზარდონ კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, შეცვალონ მისი გამოთვლის წესი.

სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმა განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპებს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა),რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით, ხოლო მოხმობილი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუსისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასხადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად

,1. გადასანადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევი|სა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასანადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების სანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის სანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასანადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან (28.06.2019, N4906 ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან).

9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება:

ა) პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე;

(ა) პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე: (18.09.2020. N7169 ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან)

ბ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, პირის საგადასანადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში;

გ) საგადასანადო დავის პერიოდში.

11. საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.

12. ზარალის 3 წლით ან მეტი ხნით გადატანისას ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სანდაზმულობის ვადა ამ ზარალის წარმოშობის კალენდარული წლის საგადასახადო ვალდებულებების მიმართ, რომელთა ოდენობაზედაც გავლენას ახდენს. აღნიშნული ზარალი, გრძელდება და იგი 1 წლით აღემატება ზარალის გადატანის ვადას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა აითვლება ზარალის წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. (30.06.2017. N1182)

13. გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ მიიჩნევა, თუ საგადასახადო ორგანომ შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განათავსა. (30.06.2017. N1182)

პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნულთან ერთად მიუთითა საგადასახდო კოდექსის 309-ე მუხლის 62-ე ნაწილზეც, რომლის ძალითაც ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა არის (18.12.2015, N4680 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან):

ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 5 წელი;

გ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 4 წელი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე. რომლის რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხეთა მიერ დარღვეული იყო ზემოაღნიშნული ნორმები და აღნიშნა, რომ როგორც საგადასანადო ორგანომ, ასევე დავების განმხილველმა ორგანოებმა არ გამოიყენეს კანონით მათთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინათ და შეესწავლათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რის შემდეგ საქმეზე მიღებული იქნებოდა კანონიერი გადაწყვეტილება და დაასკვნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მოხმობილი სამართლის ნორმები იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ გადასახადის ძირითადი თანხა 28 444 ლარი და ჯარიმა 14 221 ლარის დარიცხვა განხორციელებული იყო ხანდაზმულ (2010-2011 წლები) პერიოდზე და რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არსებობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N47174 ბრძანების ნაწილობრივ 2010 და 2011 წლებზე (სანდაზმული პერიოდი) თანხების (გადასახადის ძირითადი თანხა 28 444 ლარი, ჯარიმა 14 221 ლარი) დამატებით დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობის, სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 2010 წლის 10 დეკემბრის N081–307 საგადასახადო მოთხოვნის და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 08 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილობრივ (ხანდაზმულ პერიოდზე 2010-2011 წლები) ბათილად ცნობის, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის N4242 ბრძანების ნაწილობრივ (ხანდაზმულ პერიოდზე 2010- 2011 წლები) ბათილად ცნობის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიიჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურმა, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმეზა და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:

3.1 საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის N18599 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----"-ს (ს/კ ------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდია 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე 2015 წლის 10 დეკემბერს შედგენილ იქნა გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ დაერიცხა 187 763 ლარი, მათ შორის ძირითადი -74081 ლარი, საურავი -76639 ლარი და ჯარიმა -37 043 ლარი.

წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებათა თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად. ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის სანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

2013 წლის 26 დეკემბრის N1886 საქართველოს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით მე-4 მუხლის პირველი მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით;

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან,7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად. ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

2013 წლის 26 დეკემბრის N1886 საქართველოს კანონით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს დაემატა 62-ე ნაწილი, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ

ა)2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში-5 წელი.

გ)2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1იანვრამდე პერიოდში-4 წელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.“

აპელანტები იმის გათვალისწინებით, რომ შპს „------“-ს (ს/კ. --------) შემოწმება დაინიშნა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის N18599 ბრძანებით და შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე პერიოდი, მიიჩნევენ, რომ შემოწმება არ ჩატარებულა ხანდაზმულ პერიოდზე, ვინაიდან 2015 წლისათვის 2010-2011 წლები არ წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.

3.2.აპელანტთა თვალსაზრისით არარელევანტურია სასამართლოს მსჯელობა და მითითება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. მაშინ როცა სადაო შემთხვევაში გადამხდელის მიმართ განხორციელდა საგადასახადო შემოწმება და დაუშვებელია ხანდაზმულობის ვადის გაიგივება სანქციის შემსუბუქებასთან. არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ რადგან კანონში შესული ცვლილებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადა შემცირდა 3 წლამდე, იგი ამსუბუქებს პირის მდგომარეობას და სადაო შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება კანონს, რადგან საგადასახადო კოდექსი იმპერატიულად ადგენს რომელ შესამოწმებელ პერიოდში რა ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელდეს, რაც სასამართლომ სრულიად უგულებელყო და ამით საერთოდ აზრი დაუკარგა ხანდაზმულობის ვადის ცნებას.

3.3.აპელანტთა თვალსაზრისით სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძველსაა მოკლებული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, „ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის მე-5 მუხლის თანახმად საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ასალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე შპს „-----“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო – საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთნვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

4.1.1. სააპელაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს იმავე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული ამ განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას და რომელთაც არსებითად არც სააპელაციო საჩივრის ავტორები ხდიან სადავოდ. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების ფარგლებში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება – 2010-2011 წლებზე დამატებით განხორციელებული დარიცხვების მართზომიერება, კერძოდ მოცემულ საქმეში სადაოა უნდა ჩაითვალოს თუ არა ხანდაზმულ პერიოდათ 2010-2011 წლები დარიცხვის მიზნებისათვის, მაშინ როცა შემოწმება განხორციელდა 2015 წელს და შემოწმების მომენტში მოქმედებდა 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუ საგადასახადო კოდექსი შესული ცვლილებიდან გამომდინარე უნდა გავრცელდეს 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა და 2010-2011 წლები ჩაითვალოს ხანდაზმულ პერიოდად.

 

სამართლებრივი დასაბუთება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–4 მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის პერიოდი მოიცავს დროის იმ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც მხარე (საგადასახადო ორგანო, გადასახადის გადამხდელი) უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების შესრულება და რომლის გასვლის შემდგომაც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება კარგავს შესასრულებლად სავალდებულო ხასიათს, ანუ, ხანდაზმულობის პერიოდი არის პერიოდი როდესაც საგადასახადო ურთიერთობის მონაწილე მხარეები ასდენენ საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების რეალიზაციას და მისი გასვლის შემდგომ მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მოითხოვონ მათი შესრულება.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებათა თანახმად:

,,1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან“.

2013 წლის 26 დეკემბრის N1886 საქართველოს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით მე-4 მუხლის პირველი - მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასანადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასანადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8 საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის სანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

2013 წლის 26 დეკემბრის N1886 საქართველოს კანონით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს დაემატა 62-ე ნაწილი, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ:

ა)2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში–5 წელი.

ბ)2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1იანვრამდე პერიოდში-4 წელი.

ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად 309-ე მუხლის 62-ე ნაწილის მიხდევით ითვალისწინებს გამონაკლისს აღნიშნული 3 წლიანი პერიოდის მიმართ და განსაზღვრავს დროის მონაკვეთს (2015-2016 და 2016-2017 წწ). რომლის განმავლობაშიც საგადასახადო ხანდაზმულობის ვადა, ერთ შემთხვევაში, შეადგენს 5 წელს, ხოლო მეორე შემთხვევაში 4 წელს ზემოაღნიშნული ცვლილებით ერთმნიშვნელოვნად ნათელია,2015-2016 წლის პერიოდში მოქმედებდა ხანდაზმულობის არა 3 წლიანი არამედ 5 წლიანი ვადა და შესაბამისად საგადასახდო ორგანოს მიერ 2015-2016 წლებში განხორციელებულ დარიცხვაზე ან წარსადგენ საგადასახადო მოთხოვნაზე ვრცელდებოდა ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადა.

მოცემულ შეთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის N18599 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------"-ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2010 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 01 აპრილამდე პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2015 წლის 08 დეკემბერს შედგა შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015 წლის N081-307 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომელიც გაიგზავნა ელექტრონულად და გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეჯერებით სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა ხანდაზმულ პერიოდზე, ვინაიდან, 2015 წლის 08-10 დეკემბრის პერიოდში, როცა ჩატარდა საგადასახადო შემოწმება და გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა გადასახადების დარიცხვის შესახებ, საგადასახადო შემოწმებისა და გადასახადების დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა 2010-2011 წლების საანგარიშო პერიოდში წარმოშობილ ვალდებულებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2013 წლის 26 დეკემბრის N1886 კანონით შეტანილი ცვლილების შესაბამისად, სახელდობრ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 62-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად შეადგენდა არა 3 წელს, არამედ 5 წელს.

საქართველოს საგადასანადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. ამავე კოდექსის მესამე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ხოლო 3.3. მუხლის მიხედვით, კი ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში.

ამდენად, 2010-2011 წლებზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, ერთ შემთხვევაში (2010 წელი) იწყება 2010 კალენდარული წლის დასრულების შემდეგ (2011 წლის (01 იანვიდან) და გრძელდება 2015 წლის დასრულებამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში (2011წ), იწყება 2011 კალენდარული წლის დასრულებიდან (2012 წლის 01 იანვრიდან) და გრძელდება 2016 წლის დასრულებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე 2010-2011 წლების პერიოდი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.

სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა." შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად არასწორად მიიჩნია 2015 წლის 18 დეკემბრის N4680 კანონი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც აწესრიგებს სულ სხვა სამართლებრივ შემთხვევას - საგადასახადო სამართალდარღვევის კანონით გაუქმებას და პასუხისმგებლობის შემსუბუქებას, რასაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე- 4 მუხლით დადგენილ ხანდაზმულობის ვადასთან, რაც როგორც უკვე აღინიშნა, კონკრეტულ შემთხვევაში საკანონმდებლო ნორმით 5 წლით იქნა განსაზღვრული.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60' მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამსართლებრივ აქტებში ასახული სამართლებრივი შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, შპს „-----“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სასამართლო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, სოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო სარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით, რაც შეადგენს 1 706.60 (ერთი ათას შვიდასექვსი ლარი და 60 თეთრი) ლარს, ეკისრება აპელანტების მოწინააღმდეგე მხარეს - მოსარჩელე შპს „------"-ს, რომლის სარჩელიც არ დაკმაყოფილდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 377-ე, 386–ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტა:

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. მოსარჩელე შპს „------“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მოსარჩელე შპს „------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1706.60 (ერთი ათას შვიდასექვსი ლარი და 60 თეთრი) ლარის ოდენობით, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 200122900, სახაზინო კოდი 300183150

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. No6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი ნიუპორტის ქ.32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილის გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70- 78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

ნანა კალანდაძე

ხათუნა ხომერიკი

შოთა სირაძე

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურმა, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის N18599 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდია 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე 2015 წლის 10 დეკემბერს შედგენილ იქნა გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა ძირითადი თანხა, ჯარიმა დასაურავი.

 

გადაწყვეტილება

განსახილველ შემთხვევაში სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამსართლებრივ აქტებში ასახული სამართლებრივი შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 377-ე, 386–ე, 389-ე, 397-ე მუხლებით