ბრძანება N 16823

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.07.2024
№ დოკუმენტი 16823
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16823

16 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 11 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისის და 4 ივლისის სხდომებზე (ოქმები №54 და №72) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მაისის №21341/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 11 აგვისტოს №137554/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №024-49 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ არასწორადაა გაანგარიშებული ფასნამატი.

2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი გამოთქვამს მზაობას აუდიტორებს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (მ.შ. შესყიდვის აქტები, ურთიერთშედარების აქტები). აცხადებს, რომ ასეთი სახით დოკუმენტაცია მიწოდებული იქნება ფიზიკური პირებისგან შესყიდვების საერთო თანხის დაახლოებით 90-95%-ზე, ხოლო დანარჩენ საქონელზე ხარჯის განსაზღვრა უნდა მოხდეს წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით, როგორც ეს არის დადგენილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანებით. განმარტავს, რომ თუ შესაბამის თვეში შესყიდვის აქტებით ანალოგიური საქონელი არ არის შეძენილი, შეძენის მინიმალური ფასი შეიძლება განისაზღვროს იმ იურიდიული პირების და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, რომლებიც ასევე აწვდიან შპს-ს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილზე და განმარტავს, რომ 2020-2021 წლებში რესტორნების ძირითად საშუალებებს ეკუთვნოდა შეღავათი ქონების გადასახადში. ასევე მიუთითებს, რომ ძირითადი საშუალებების ანგარიშზე გატარებულია არამატერიალური აქტივები, რომლებიც არ ექვემდებარება ქონების გადასახადით დაბეგვრას. კერძოდ: აღრიცხვის სისტემა ქართულენოვანი პროგრამული უზრუნველყოფით, პროგარამა „ორისის“ 10-იანი მომხმარებლიანი ვერსია, სარესტორნო პროგრამა.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სალაროს ნაშთის გაანგარიშებებისას გათვალისწინებულ იქნას შემდეგი გარემობა, კერძოდ, გადამხდელი აცხადებს, რომ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ 2019 წელს ხდებოდა სოციალურად დაუცველ პირებზე ვაუჩერების გაცემა, რომლის საფუძველზეც ეს პირები გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან იღებენ მათთვის საჭირო პროდუქციას. სავაჭრო ობიექტების სალარო აპარატებში ჩეკის ამობეჭდვა არ ხდება მხოლოდ საბანკო ტერმინალებით თანხის გადახდისას. დანარჩენ შემთხვევებში ჩეკი ამოდის პროგრამულად გაყიდვების პარალელურად. ვაუჩერებით პროდუქცია ტარდება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით შესყიდვა და ხდება ჩეკის ამობეჭდვა. ფაქტიურად დარჩენილი ვაუჩერების საფუძველზე ანგარიშსწორება ხდება ვაუჩერის გამცემი პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვით, რომელთა შესაბამისად უნდა მომხდარიყო სალაროს ნაშთის შემცირებაც, რაც გადამხდელის მიერ არ მომხდარა. ასევე აცხადებს, რომ 2019 წლის 2 აგვისტოს ფ/პ -------შეძენილია შპს „-------“-ის 25%-იანი წილი 95 750 ლარად. ნოტარიულად გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ორივე მხარე ადასტურებს ნასყიდობის ფასის გადახდას. აცხადებს, რომ თანხა არ არის გადარიცხული ბანკიდან და გამორჩენილია სალაროს გასავალში. შესაბამისად, გადამხდელი აცხადებს, რომ შესამცირებელია ზემოაღნიშნული თანხით სალაროს ნაშთი. გადამხდელი გამოთვამს მზაობას შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს აუდიტორებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ საქონელზე, რომლის შეძენაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, ხარჯის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური ფასით;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 30 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 12 ივლისის №024-49 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 11 აგვისტს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26754 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26754 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 15 მაისის №21341/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26754 ბრძანება და საჩივარი, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მაისის №21341/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს 22.03.2024 წლის სხდომაზე, მხარეთა მოსმენისა და პოზიციების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით, სადაც გაანგარიშებულია ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, თუმცა ერთ შემთხვევაში ფასნამატი გაანგარიშებულია დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით, რომელიც არაარსებითია მთლიან რეალიზაციაში, შესაბამისად ვერ მოხდა აღნიშნული ფასნამატის გათვალისწინება, ხოლო მეორე ვარიანტით გაანგარიშება გაკეთებულია საკონტროლო შესყიდვის ფასებთან უახლოესი შეძენის ფასის დაკავშირებით, თუმცა შემოწმების მიერ აღნიშნული ცხრილის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ცხრილში მითითებული სასაქონლო ზედნადების ნომრები, საიდანაც მოხდა შესყიდვის ფასის აღება, არ არსებობს და გადასახადის გადამხდელის შეძენების მთლიან ბაზაში არ იძებნება. შპს „-------“ მიერ სხვა სახის არგუმენტირებული და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარმოდგენა არ მომხდარა, მათ შორის არ წარმოუდგენია ბუღალტრული პროგრამა აპექსი, სადაც დეტალურად არის აღრიცხული საქონლის მოძრაობა და თითოეულ საქონელს მინიჭებული აქვს შესაბამისი შტრიხკოდი, რომლის შესაბამისად ხდება საქონლის რეალიზაცია მაღაზიებში. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნულ საკითხში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილ იქნა ფ/პ-სგან შეძენილი საქონლის რეესტრი (რეპორტი აპექსიდან), სადაც ფიქსირდება თუ ვისგანაა საქონელი შეძენილი, დასახელება, რაოდენობა და ღირებულება. თუმცა გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნულ რეესტრში დაფიქსირებული შესყიდვის პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები) სრულად. შემოწმებისათვის წარმოდგენილია მხოლოდ 2019 წლის 832 162 ლარის შესყიდვის აქტი, ხოლო რეესტრის სახით 2019 წლის შეძენა ფიზიკური პირებისგან შეადგენს 6 084 871 ლარს. შემოწმების მიერ დამუშავებული იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გაანგარიშებული იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მინიმალური ფასის გათვალისწინებით შეძენის ღირებულება, აღნიშნული გაანგარიშების მიხედვით ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს უმძიმდება საგადასახადო ვალდებულება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არ მომხდარა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ საქონლის კატეგორიაში არ მოხდა დასაბეგრი, ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის გამიჯვნა და ყველა კატეგორიის საქონელზე ხილ-ბოსტნეულის გარდა გაანგარიშდა ერთი ფასნამატი. ასევე, საკონტროლო შესყიდვამდე უახლოესი თარიღით შეძენის ფასები რიგი დასახელების საქონელზე არასწორად იქნა აღებული, რამაც ხელოვნურად გაზარდა აქტით გაანგარიშებული ფასნამატი. აგრეთვე, კატეგორიების ფასნამატის გაანგარიშებაში გამოყენებული საქონლის დასახელებების რაოდენობა არათანაბარია. თუ ალკოჰოლური სასმელების კატეგორიის ფასნამატი, გაანგარიშებულია 17 დასახელების საქონლის მიხედვით (თუმცა მათ შორის 12 შემთხვევაში შეიძენის ფასი არასწორადაა ნაჩვენები), ისეთი დიდი კატეგორიის როგორიცაა – ტკბილეული- ფასნამატი, გაანგარიშებულია ერთი მწარმოებლის თანაბარფასიანი 3 პროდუქტით (ბაუნტი, ტვიქსი, მარსი), ხოლო ფქვილის და ხილ-ბოსტნეულის – ერთი დასახელების პროდუქტით. ასეთ შემთხვევებში კატეგორიის ფასნამატი ვერ იქნება სწორად გაანგარიშებული, რაც საბოლოო ჯამში ცვლის ჯამური ფასნამატის მონაცემებს. ამასთან, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარკვეული ნაწილი (მაგალითად ყველი სრულად), რომელიც საგადასახადო კოდექსით გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით, მიკუთვნებულია დღგ-ით დასაბეგრ საქონელზე. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული, რომ „ქეშბექი“ ფაქტიურად საქონლის რეალიზაციის ნაწილია, რომელიც მკვეთრად ზრდის ფაქტიურ ფასნამატს. შემოწმებით რესტორნის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე ჩამოიწერა მხოლოდ დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული 4 პროდუქტი (ყველი, ხორცი, თევზი და ხილ-ბოსტნეული). დღგ-ით დაიბეგრა 674 187 ლარი 2019 წლის შიდა მოხმარების ხარჯი – უფასო ერთჯერადი პოლიეთილენის პარკები, საკანცელარიო საქონელი, სალარო აპარატის ლენტა, ეტიკეტები, 1 500-ზე მეტი დასაქმებულთათვის საჭირო ჰიგიენური საქონელი (საპონი, ხელსაწმენდები, ტუალეტის ქაღალდი), ერთჯერადი ხელთათმანები და წინსაფრები, თერმული ლენტები და სტიკერები, პენოპლასტის თეფშები, გრინი და ა.შ. აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს შეძენილი საქონლის თვითღირებულებაში დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ით დაუბეგრავი საქონლის ფაქტიური პროპორცია, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვების კარდინალური განსხვავება დეკლარირებული მონაცემებისგან. ყოველივე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული ჩანაწერები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, ხოლო გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ბანკის ამონაწერები და ორისის პროგრამა, სადაც ფიქსირდება მხოლოდ ჯამური თანხობრივი მონაცემები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ გამოვლინდა დამატებით რისკ ფაქტორები, რომელთა დაკავშირებით ეცნობა გადამხდელს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით გააჩნია საცალო რეალიზაციის პროგრამა აპექსი, თუმცა მის მოწოდებაზე უარი განაცხადა.

ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი გამოთქვამს მზაობას აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (მ.შ. შესყიდვის აქტები, ურთიერთშედარების აქტები) და აცხადებს, რომ ასეთი სახით დოკუმენტაცია მიწოდებული იქნება ფიზიკური პირებისგან შესყიდვების საერთო თანხის დაახლოებით 90-95%-ზე, ხოლო დანარჩენ საქონელზე ხარჯის განსაზღვრა უნდა მოხდეს წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით, როგორც ეს არის დადგენილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანებით. ასევე განმარტავს, რომ თუ შესაბამის თვეში შესყიდვის აქტებით ანალოგიური საქონელი არ არის შეძენილი, შეძენის მინიმალური ფასი შეიძლება განისაზღვროს იმ იურიდიული პირების და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, რომლებიც ასევე აწვდიან შპს-ს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ასევე დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ საქონელზე, რომლის შეძენაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, ხარჯის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასით.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ საქონელზე, რომლის შეძენაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, ხარჯის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური ფასით;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას;

2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

4. სალაროს ნაშთის გაანგარიშებებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას. კერძოდ, გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ, საქონლის კატეგორიაში არ მოხდა დასაბეგრი, ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის გამიჯვნა და ყველა კატეგორიის საქონელზე ხილ-ბოსტნეულის გარდა გაანგარიშდა ერთი ფასნამატი. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული, რომ „ქეშბექი“, რომელიც მკვეთრად ზრდის ფაქტიურ ფასნამატს. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული ჩანაწერები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ბანკის ამონაწერები და ორისის პროგრამა, სადაც ფიქსირდება მხოლოდ ჯამური თანხობრივი მონაცემები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ გამოვლინდა დამატებით რისკ ფაქტორები, რომელთა დაკავშირებით ეცნობა გადამხდელს.

შემოწმების აქტის საფუზველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ, მეორე და მეოთხე სადახო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს მესამე სადავო ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(1-ა); 101; 154; 159; 309(115); 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160; 161