გადაწყილება №27120/2/2026

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.06.2026
№ დოკუმენტი 27120/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27120/2/2026

02 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 8.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27120/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2026 წლის №001-43 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 18.03.2026 წლის №001-7904 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება;

3. შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8394 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 7 383.19 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 6 011.50

ჯარიმა - 701.20

საურავი - 670.49

 

როცედურული გარემოებები:

მომჩივნის საქმიანობაა კომპიუტერული დაპროგრამება.

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 იანვრის №1427 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის მაისისა და აგვისტოს საანგარიშო პერიოდების დღგის დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 26.02.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2026 წლის №5770 ბრძანება და №001-43 საგადასახადო მოთხოვნა. ამასთან, საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის 18.03.2026 წლის №001-7904 შეტყობინებით, მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8394 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

2025 წლის მაისსა და სექტემბერში გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ მომსახურებაზე შპს „-------“ მიმართ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები ჩაბარებულია არასწორ პერიოდში, კერძოდ მას უნდა დაედეკლარირებინა 2025 წლის მაისში 32 709 ლარი (დღგ-ის გარეშე), ხოლო 2025 წლის აგვისტოს თვეში 34 971 ლარი (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს ეს თანხები დეკლარირებული აქვს შემდეგი თანმიმდევრობით: მაისის თვე 16 026 ლარი (დღგ-ის გარეშე), ივნისი - 16 684 ლარი (დღგ-ის გარეშე), ივლისი - 16 702 ლარი (დღგ-ის გარეშე), აგვისტო - 18 265 ლარი (დღგ-ის გარეშე). მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად არსებობდა და საგადასახადო დოკუმენტებით დასტურდებოდა კონკრეტულ თვეებში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები შესაბამისი თანხებით, გადამხდელმა ვერ უზრუნველყო მათი სწორ საანგარიშო პერიოდებში დეკლარირება, რის შედეგადაც მოხდა დასაბეგრი ბრუნვის არასწორი განაწილება და დღგ-ის ვალდებულების არასწორად ასახვა. ერთ შემთხვევაში მოახდინა 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის კუთვნილი დასაბეგრი თანხის ნაწილის დაგვიანებით დეკლარირება 2025 წლის ივნისში; ხოლო მეორე შემთხვევაში განახორციელა 2025 წლის აგვისტოს პერიოდის დასაბეგრი ბრუნვის ნაწილის წინსწრებით დეკლარირება 2025 წლის ივლისში, მაშინ როდესაც ადგილი არ ქონია აღნიშნულ ოპერაციაზე ავანსის თანხის მიღების შემთხვევას. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, მომჩივანს 2025 წლის მაისსა და აგვისტოს პერიოდებზე აღენიშნება დეკლარაციებზე მიუბმელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, კერძოდ, ეა-------, ეა-------, ეა-------, ეა------- გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ აქვს მიბმული დღგ-ის დეკლარაციების დანართში, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 61-ე, 158-ე,159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე, 272-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და საურავის დარიცხვა განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის თანხები გადახდილია ყოველთვიურად, სრულად. ყოველთვიური გადახდები აღემატება დეკლარირებულ დღგ-ის თანხებს. სხვაობა წარმოადგენს მცირე ბიზნესის გადასახადს, რომელიც ასევე შედიოდა გადასახადში. განმეორებითი დარიცხვა კი წარმოადგენს ერთი და იმავე გადასახადის ორმაგ გადახდევინებას, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობას. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სანქციებისგან. იგი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2024 წლის ოქტომბერში და შეცდომის დაშვების მომენტისთვის ჰქონდა ერთ წელზე ნაკლები გამოცდილება. ამასთან, აღიარებს ტექნიკურ დარღვევას და ამბობს რომ გადაიხდის ჯარიმას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ მომსახურებაზე შპს „-------“ მიმართ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები ჩაბარებულია არასწორ პერიოდში, კერძოდ მას უნდა დაედეკლარირებინა 2025 წლის მაისში 32 709 ლარი (დღგ-ის გარეშე), ხოლო 2025 წლის აგვისტოს თვეში 34 971 ლარი (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს ეს თანხები დეკლარირებული აქვს შემდეგი თანმიმდევრობით: მაისის თვე 16 026 ლარი (დღგ-ის გარეშე), ივნისი - 16 684 ლარი (დღგ-ის გარეშე), ივლისი - 16 702 ლარი (დღგ-ის გარეშე), აგვისტო - 18 265 ლარი (დღგ-ის გარეშე). მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად არსებობდა და საგადასახადო დოკუმენტებით დასტურდებოდა კონკრეტულ თვეებში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები შესაბამისი თანხებით, გადამხდელმა ვერ უზრუნველყო მათი სწორ საანგარიშო პერიოდებში დეკლარირება, რის შედეგადაც მოხდა დასაბეგრი ბრუნვის არასწორი განაწილება და დღგ-ის ვალდებულების არასწორად ასახვა. ერთ შემთხვევაში მოახდინა 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის კუთვნილი დასაბეგრი თანხის ნაწილის დაგვიანებით დეკლარირება 2025 წლის ივნისში; ხოლო მეორე შემთხვევაში განახორციელა 2025 წლის აგვისტოს პერიოდის დასაბეგრი ბრუნვის ნაწილის წინსწრებით დეკლარირება 2025 წლის ივლისში, მაშინ როდესაც ადგილი არ ქონია აღნიშნულ ოპერაციაზე ავანსის თანხის მიღების შემთხვევას. ამასთან, მომჩივანს იმავე თვეებზე გამოწერილი საგადასახადო ფაქტურები არ აქვს მიბმული დღგ-ის დეკლარაციაზე.

მომჩივნის განმარტებით, დღგ-ის თანხები გადახდილია ყოველთვიურად, სრულად. ყოველთვიური გადახდები აღემატება დეკლარირებულ დღგ-ის თანხებს. სხვაობა წარმოადგენს მცირე ბიზნესის გადასახადს, რომელიც ასევე შედიოდა გადასახადში. განმეორებითი დარიცხვა კი წარმოადგენს ერთი და იმავე გადასახადის ორმაგ გადახდევინებას, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობას.

მომჩივნის არგუმენტიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს 2025 წლის მაისი - აგვისტოს საანგარიშო პერიოდი და თუ დადასტურდება, რომ ის თანხები, რაზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მომჩივნის მიერ სრულად არის დაბეგრილი, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმება

ფაქტების აღწერა გადასახადის გადამხდელზე 18.03.2026 წლის მდგომარეობით რიცხული საგადასახადო დავალიანების (7 386.24 ლარი) დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის მთელ ქონებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მარტის №001-7904 შეტყობინებით გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8, 238-ე, 239-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს 2026 წლის 18 მარტის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მარტის №001-7904 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ყოველთვიური გადახდები აღემატება დეკლარირებულ დღგ-ის თანხებს. ითხოვს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შეტყობინების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

დადგენილია, რომ მომჩივანს ერიცხება არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

მომჩივანს მიაჩნია, რომ საგადასახადო დავალიანება მთლიანად დაფარული აქვს და მის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელება არამართლზომიერია.

საბჭო მიიჩნევს, რომ პირველ დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, ვალის მართვის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გაავრცელოს დარჩენილი დავალიანების ფარგლებში.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8394 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს 2025 წლის მაისი - აგვისტოს საანგარიშო პერიოდი და თუ დადასტურდება, რომ ის თანხები, რაზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მომჩივნის მიერ სრულად არის დაბეგრილი, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, წინა პუნქტის აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გაავრცელოს დარჩენილი დავალიანების ფარგლებში;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები ჩაბარებულია არასწორ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად არსებობდა და საგადასახადო დოკუმენტებით დასტურდებოდა კონკრეტულ თვეებში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები შესაბამისი თანხებით, გადამხდელმა ვერ უზრუნველყო მათი სწორ საანგარიშო პერიოდებში დეკლარირება, რის შედეგადაც მოხდა დასაბეგრი ბრუნვის არასწორი განაწილება და დღგ-ის ვალდებულების არასწორად ასახვა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, მომჩივანს აღენიშნება დეკლარაციებზე მიუბმელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს 2025 წლის მაისი - აგვისტოს საანგარიშო პერიოდი და თუ დადასტურდება, რომ ის თანხები, რაზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მომჩივნის მიერ სრულად არის დაბეგრილი, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 239