დანართი №3 - ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია იმპორტის დროს
📄 სრული ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 426
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
დანართი №3
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის დადგენილება №117 – ვებგვერდი, 21.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 ივლისის დადგენილება №439 – ვებგვერდი, 09.07.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №704 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მარტის დადგენილება №92 - ვებგვერდი, 21.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 11 მარტის დადგენილება №68 - ვებგვერდი, 12.03.2025წ.
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია იმპორტის დროს
#assignedTableId-1744629787045 {width:482.25pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }სეს ესნ კოდი
დასახელება
1
2
ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები და მცენარეების სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი
0601
ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციის ან ყვავილობის მდგომარეობაში; ვარდკაჭაჭას მცენარეები და ფესვები, 1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა
0602
დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები, გარდა სოკოს მიცელიუმისა
ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი საკვები ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები
0701
კარტოფილი, ახალი ან გაცივებული
0702 00 000 00
პომიდორი, ახალი
0703
ხახვი, თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
0707 00
კიტრი და კორნიშონები, ახალი
0713
პარკოსანი ბოსტნეული, ხმელი, დაჩურჩული, სათესლე, ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი
0714
მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი, ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გარდა გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული
ჯგუფი 08. საკვებად ვარგისი ხილი და კაკალი; ციტრუსების კანი ან ნესვის ქერქი
0805
ციტრუსები, ახალი
0806
ყურძენი, ახალი
0807
ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი
ჯგუფი 10. მარცვლოვნები
1001
ხორბალი და მესლინი
1002
ჭვავი
1003
ქერი
1004
შვრია
1005
სიმინდი
1007
სორგო მარცვლოვანი
ჯგუფი 11. ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო; სახამებელი; ინულინი; ხორბლის წებოვანა
1101 00 სასაქონლო სუბპოზიციიდან – ხორბლის ფქვილი:
1101 00 150 00
რბილი ხორბლისა და სპელტისაგან
1101 00 110 00
მაგარი ხორბლისაგან
1104 სასაქონლო პოზიციიდან
ქერის მარცვალი, დამუშავებული სხვა ხერხით (მაგალითად, დაჩურჩული, გაბრტყელებული, გადამუშავებული ფანტელებად, დატეხილი, დაროშილი ან დამსხვრეული), ქერის მარცვლის ჩანასახები, მთლიანი, გაბრტყელებული, ფანტელების სახით ან დაფქული:
1104 19 610 00
გაბრტყელებული
1104 19 690 00
გადამუშავებული ფანტელების სახით
1104 29 040 00
დაჩურჩული, დაწეკილი ან დაუწეკავი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი
1104 29 050 00
დატეხილი
1104 29 080 00
დანარჩენი
ჯგუფი 12. ზეთოვანი მცენარეების თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები; ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი
1204 00
თესლი სელისა, დაუმსხვრეველი
1205
თესლი რაფსისა, ანუ კოლზისა, დაუმსხვრეველი
1206 00
თესლი მზესუმზირისა, დაუმსხვრეველი, დაუჩურჩავი, მოუხალავი ან რაიმე სხვა მეთოდით მოუმზადებელი
1207
თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დაუმსხვრეველი, დაუჩურჩავი, მოუხალავი ან რაიმე სხვა მეთოდით მოუმზადებელი
1209
თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად
1211-დან
შემდეგი მცენარეების ყვავილის მტვერი: ყვავტყემალა (Amelanchier Med.), იაპონური კომში (Chaenomeles Lindl.), ვაშლანა (Cotoneaster Ehrh.), კუნელი (Crataegus L.), კომში (Cydonia Mill.), იაპონური ზღმარტლი (Eriobotrya Lindl.), ვაშლი (Malus Mill.), ზღმარტლი (Mespilus L.), ჩიტავაშლა (Pyracantha Roem.), მსხალი (Pyrus L.), თამელი (Sorbus L.) და ფოტინია დევიდსონის ( Photinia davidiana (Dcne.)
ჯგუფი 23. კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები; მზა საკვები ცხოველებისთვის
2302*
ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვნების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით გადამუშავების შედეგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული
ჯგუფი 44. მერქანი და მისი ნაწარმი; ხის ნახშირი
4401
სათბობი ხეტყე, მორების, კუნძების, როკების, ფიჩხის კონების ან ანალოგიური სახით; ნაფოტი ან ბურბუშელა; ნახერხი და ხის ნარჩენები, აგლომერირებული ან არააგლომერირებული, მორების, ბრიკეტების, გრანულების ან ანალოგიური სახით
4403
ხეტყის მასალა დაუმუშავებელი, ქერქიანი, უქერქო ან ნაქურთვნი, ან ტლანქად დაძელვილი ან დაძელვის გარეშე
4404
მერქანი საკასრე; მორები დაპობილი; ხის ხიმინჯები, სარები და ბოძები, წამახული, მაგრამ სიგრძივ დაუხერხავი; ხეტყის მასალა ტლანქად გათლილი, მაგრამ გაუჩარხავი, გაუღუნავი ან სხვა წესით დაუმუშავებელი, გამოსაყენებელი ხელჯოხების, ქოლგების, ინსტრუმენტების სახელურების ან ანალოგიური ნაწარმის დასამზადებლად; მერქანი ქერქგაცლილი და ანალოგიური
ხის შპალები რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის, გაუჟღენთავი
4406 11 000 00
– – წიწვოვანი ჯიშების
4406 12 000 00
– – არაწიწვოვანი ჯიშების
4407
ხეტყის მასალა გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან არმქონე, სისქით 6 მმ-ზე მეტი.“.
შენიშვნა:
1. სეს ესნ-ის 1101 00 110 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ხორბლის ფქვილზე, 1104 19 610 00, 1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ქერსა და 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ქატოზე ნებართვა წარედგინება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) დეკლარირებისას.
2. ნებართვა არ ესაჭიროება:
ა) არაუმეტეს 200 კილოგრამის ოდენობის სეს ესნ-ის 1101 00 110 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ხორბლის ფქვილს, 1104 19 610 00,1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ქერსა და 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ქატოს;
ბ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებულ ფქვილს, ქატოს ან/და სეს ესნ-ის 1003 სასაქონლო პოზიციაში შემავალი ქერის გადამუშავების შედეგად მიღებულ სეს ესნ-ის 1104 19 610 00,1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ საქონელს;
გ) სეს ესნ-ის 1101 00 110 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ხორბლის ფქვილს, 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ქატოს ან/და 1104 19 610 00,1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ქერს, მათზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევაში.
3. სეს ესნ-ის 1101 00 110 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ხორბლის ფქვილზე, 1003 და 1104 19 610 00,1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ქერსა და 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ქატოზე ნებართვის გამცემი ორგანოა ეროვნული სააგენტო.
4. *სეს ესნ-ის 2302 სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონლიდან ნებართვა ესაჭიროება მხოლოდ ქატოს.