ბრძანება N 25647
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25647
16 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: ---------)
2023 წლის 10, 25 და 29 აგვისტოს, 12 და 27 სექტემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის და 28 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №95 და №101) განიხილა შპს „----------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 10 აგვისტოს №82979/1/2023, 25 აგვისტოს №83278/1/2023, 29 აგვისტოს №83312/1/2023, 12 სექტემბრის №83561/1/2023 და 27 სექტემბრის №83803/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №006-355 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მივლინების ხარჯების გათვალისწინებას (სასტუმროს და ყოველდღიური ხარჯები). ასევე მიუთითებს, რომ ფულის მოძრაობაში არ არის გათვალისწინებული დირექტორის მიერ შემოტანილი თანხები, რაც მოხმარდა კომპანიის ხარჯების დაფარვას. აღსანიშნავია, რომ ყველა შესრულებაზე არსებობს ფორმა N2-ები და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები და დასტურდება, მეტი ხარჯის გაწევა ვიდრე ელექტრონული დოკუმენტებით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას სიტუაციური სახელმძღვანელო 0256 და ხარჯები განისაზღვროს აღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 74 037 ლარის ოდენობით დაბეგვრას, მიუთითებს რომ დასტურდება აღნიშნული შეძენების შესრულებულ სამუშაოში გამოყენების ფაქტი.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2021 წლის ნოემბრიდან შპს ,,------სა" და ფ/პ -----ს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვას. გადამხდელის განმარტებით ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ ყოფილა მესაკუთრის ფ/პ ------ს მიერ გამოსყიდული არ შეიძლება გახდეს მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების სესხად დაკვალიფიცირების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველეს ყოვლისა გადამხდელი მიუთითებს, რომ არსებობს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშკრულება, ასევე კომპანიას გააჩნდა მოცემული მიწის ნაკვეთის შეძენის ეკონომიკური ინტერესი, რადგან მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ფასი ბევრად ნაკლები იყო საბაზრო ფასთან მიმართებით. ამასთან, არსებობს აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამყიდველის ფ/პ -----ს სამართლებრივი უფლება მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაზე და ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ 2021 წლის 10 იანვრამდე ფ/პ -----ს გადასცემს მიწის ნაკვეთს საკუთრების უფლებით 220 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში. ასევე, აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ არსებობს კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის №24310 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი მარტიდან 2022 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ივლისის №16915 ბრძანება და ამავე თარიღის №006-355 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 472 495 ლარი, მათ შორის, გადასახადი 268 913 ლარი, ჯარიმა 134 117 ლარი, საურავი 69 465 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა. კომპანია მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამართულ ტენდერებში და ასევე მომსახურებას უწევს კერძო დამკვეთებსაც. გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმების პროცესში, მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოადგინა არასრულყოფილად, დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. გადამხდელს არ წარმოუდგენია მოთხოვნილი საბუღალტრო პროგრამის ასლი, წარმოდგენილია ბრუნვითი უწყისი, რომლითაც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოწმების შედეგად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად, განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი. განსაზღვრული შემოსავალი 1 473 916 ლარი (1 249 081 დღგს გარეშე) ჩაითვალა სალაროში შემოსულად. რაც შეეხება ხარჯებს, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტისას საბაჟოზე გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, საბანკო საკომისიო ხარჯები, დაზღვევის, სესხის, სატენდერო ხარჯები ასევე სხვა ხარჯები. გათვალისწინებულია ბანკში არსებული ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზისას გათვალისწინებულია სალაროს გონივრული ნაშთი, რის შედეგადაც 2020 წლის მარტის თვეში გაცემულად ჩაითვალა 3 618 ლარი (გროს თანხა), ხოლო 2022 წლის აგვიტოში 137 541 ლარი (გროს თანხა). ფორმა შინაარსის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ საბანკო ამონაწერების მიხედვით თანხები გადარიცხულია სხვადასხვა პროდუქციისთვის, რომლებზეც არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით.
3. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს 2019 წლის 16 იანვარს გაფორმებული აქვს მიწის ნასყიდობის ხელშკრულება. ხელშკრულების თანხმად, კომპანიას შესყიდული აქვს ფიზიკური პირისგან ------გან მიწის ნაკვეთი 392 000 აშშ დოლარად. წინა პერიოდში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული და თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად. კერძოდ, 2019 წლის 16 იანვარს გადახდილია 158 200 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში, 2020 წლის 16 იანვარს 165 800 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში, 2021 წლის 16 იანვარს 68 000 შშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, მიწის ნაკვეთი უნდა გადასულიყო კომპანიის საკუთრებაში. ამჟამინდელი შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ნასყიდობის ხელშკრულების დადების დროს აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო ფიზიკური პირის -----ს საკუთრებაში და ასევე დღემდე არ გადასულა კომპანიის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთი გადაყიდულია რამდენჯერმე სხვადასხვა პირებზე. შემოწმების პროცესში გამოიკვეთა, რომ ფ/პ ------ს გამოსყიდვის უფლებით გაყიდული აქვს მიწის ნაკვეთი ფ/პ ------ზე, რის შემდეგაც 2021 წლის 15 ნოემბერს უკან გამოსყიდვაზე უარი განაცხადა ფ/პ ------მა. ასევე, ხელშკრულების გაფორმებიდან დღემდე პერიოდში არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა კომპანიის მიერ აღნიშნული თანხის დასაბრუნებლად. აქედან გამომდინარე, 2021 წლის ნოემბრიდან (გამოსყიდვაზე უარის თქმის დრო) კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რომელიც უკან არ დაბრუნებულა, ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან წლიური საბაზრო პროცენტის (17.99%) მიხედვით დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების შედეგად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად, განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი. განსაზღვრული შემოსავალი 1 473 916 ლარი (1 249 081 დღგ-ს გარეშე) ჩაითვალა სალაროში შემოსულად. ამასთან, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტისას საბაჟოზე გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, საბანკო საკომისიო ხარჯები, დაზღვევის, სესხის, სატენდერო ხარჯები ასევე სხვა ხარჯები. გათვალისწინებულია ბანკში არსებული ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზისას გათვალისწინებულია სალაროს გონივრული ნაშთი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით გადამხდელის პოზიცია ხარჯებთან დაკავშირებით არ არის მართებული. კერძოდ, მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით, ვინაიდან შემოწმების პროცესში გამოვლენილი გადამხდელის მიერ შესრულებული ტენდერების სამუშაოების ადგილმდებარეობას ძირითადად წარმოადგენს ქ. ------ და არა რეგიონები. მხოლოდ ორი ტენდერი წარმოადგენს ისეთ ადგილმდებარეობას რომელიც არ არის ------ში, თუმცა არის ქალაქის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ ქ. ------, რომლის ფარგლებშიც შესასრულებელი იყო სარეკრეაციო ზონების მოწყობა, კერძოდ, საბავშო სასრიალოების, საქანელების და სპორტული ტრენაჟორების მოწყობა. აღნიშნული ტენდერები შესასრულებელი სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე და ქალაქ -----თან ახლო მდებარეობის გათვალისწინებით არ საჭიროებდა სამივლინებო თუ სასტუმროს ხარჯებს. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელს არანაირი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია არ მოუწოდებია აღნიშნულთან დაკავშირებით და ზეპირსიტყვიერადაც არ განუმარტავს ასეთი ხარჯების არსებობის შესახებ. შემოწმების პროცესშიც არ გამოვლენილა არანაირი დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რომელითაც დადასტურდებოდა სამივლინებო ხარჯების არსებობა.
რაც შეეხება დირექტორის მიერ შემოტანილ თანხებს, რომელიც გადამხდელის განმარტებით მოხმარდა კომპანიის ხარჯების დაფარვას და არ არის გათვალისწინებული, აღნიშნული პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული, რადგანაც ელ. დოკუმენტების, საბანკო ამონაწერების მიხედვით გათვალისწინებულია როგორც შემოსავლები ასევე ხარჯები. ასევე გათვალისწინებულია ბანკში არსებული ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები. მათ შორის გათვალისწინებულია ის ხარჯებიც, რომელიც შემოტანილი იყო კომპანიის ხარჯების დაფარვისთვის. ბანკში არსებული ყველა ხარჯი გათვალისწიენბულია შემოწმების პროცესში. გადამხდელი ასევე მიუთითებს ფორმა N2 და ექსპერტიზის დაკვნებზე, რომლითაც განმარტავს, რომ უფრო მეტი ხარჯი აქვს გაწეული ვიდრე ელ.დოკუმენტებით დასტურდება. შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია, როგორც დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ასევე, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები კერძოდ 74 037 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხაც გათვალისწინებულია ფულის მოძრაობაში, ხარჯებში.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ამ ნაწილში ეთანხმება დარიცხვას და აღარ ასაჩივრებს აღნიშნულს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ ინფორმაციის დამუშავებით ირკვევა, რომ საბანკო ამონაწერებით თანხები გადარიცხულია სხვადასხვა პროდუქციისთვის, რომელზეც არ არის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად აღნიშნული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ამ ნაწილში ეთანხმება დარიცხვას და აღარ ასაჩივრებს აღნიშნულს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია რომლითაც დადგინდებოდა ხარჯის გაწევა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, აღნიშნულის არაეკონომიკურ ხარჯად, კერძოდ, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს 2019 წლის 16 იანვარს გაფორმებული აქვს მიწის ნასყიდობის ხელშკრულება. ხელშკრულების თანხმად, კომპანიას შესყიდული აქვს ფიზიკური პირისგან -------გან მიწის ნაკვეთი 392 000 აშშ დოლარად. წინა პერიოდში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული და თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, მიწის ნაკვეთი უნდა გადასულიყო კომპანიის საკუთრებაში. ამჟამინდელი შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ნასყიდობის ხელშკრულების დადების დროს აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო ფიზიკური პირის ------ს საკუთრებაში და ასევე დღემდე არ გადასულა კომპანიის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთი გადაყიდულია რამდენჯერმე სხვადასხვა პირებზე გამოსყიდვის უფლებით, 2021 წლის 15 ნოემბერს უკან გამოსყიდვაზე უარი განაცხადა ფ/პ ------მა. ასევე, ხელშკრულების გაფორმებიდან დღემდე პერიოდში არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა კომპანიის მიერ აღნიშნული თანხის დასაბრუნებლად. შედეგად, 2021 წლის ნოემბრიდან (გამოსყიდვაზე უარის თქმის დრო) კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რომელიც უკან არ დაბრუნებულა, ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან წლიური საბაზრო პროცენტის მიხედვით დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადამხდელის მიერ თავად არის წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც საჩივარს ერთვის, კერძოდ, -----ის ხელწერილი, რომელიც ადასტურებს რომ მართლაც გააჩნია შპს „------ს“ ვალი 1 124 447 ლარის ოდენობით. თავად გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ აღნიშნული თანხის სესხად ჩათვლა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მივლინების ხარჯების გათვალისწინებას (სასტუმროს და ყოველდღიური ხარჯები). ასევე მიუთითებს, რომ ფულის მოძრაობაში არ არის გათვალისწინებული დირექტორის მიერ შემოტანილი თანხები, რაც მოხმარდა კომპანიის ხარჯების დაფარვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 74 037 ლარის ოდენობით დაბეგვრას, მიუთითებს რომ დასტურდება აღნიშნული შეძენების შესრულებულ სამუშაოში გამოყენების ფაქტი.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2021 წლის ნოემბრიდან მომჩივანსა და ფ/პ -ს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა. შემოწმების შედეგად განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი. განსაზღვრული შემოსავალი 1 473 916 ლარი (1 249 081 დღგს გარეშე) ჩაითვალა სალაროში შემოსულად. ხარჯების გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ საბანკო ამონაწერების მიხედვით თანხები გადარიცხულია სხვადასხვა პროდუქციისთვის, რომლებზეც არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით.
3. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს 2019 წლის 16 იანვარს გაფორმებული აქვს მიწის ნასყიდობის ხელშკრულება. კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რომელიც უკან არ დაბრუნებულა, ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან წლიური საბაზრო პროცენტის (17.99%) მიხედვით დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 105(2), 72(1), 97(1"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა")(3"ა"), 12(1"გ"), 43(4), 97(1"ბ""გ"), 982(1"ა")(3"ზ")(8).