N 40 - 11/07/2024 - „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2024 წლის 11 ივლისი
დაბა ადიგენი
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/04/2015 210200010.35.137.016170), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ადგილობრივი მოსაკრებლების ობიექტები და მოსაკრებლების განაკვეთები“;
ბ)დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;
ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;
დ) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.“
გ)დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის განაკვეთები განისაზღვროს:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) – კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ა) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
შმაგი ბიძიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე