ბრძანება N 10295
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10295
08 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 17 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №62492/01 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ საინკასო დავალებებს და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ ქონების გადასახადს.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სახელფასო ანგარიშზე დაედო ინკასო და სრულად ჩამოეჭრა მარტის თვის ხელფასი იმ დარიცხულ გადასახადზე, რომლის გადახდა კანონით არ ეკუთვნის. მიიჩნევს, რომ 10 წლის მიწის გადასახადი საკარმიდამო მიწაზე დაერიცხა უკანონოდ, რაც დაუშვებელია და რაზედაც 10 წლის განმავლობაში საგადასახადო მოთხოვნა არ მისვლია.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2012 წელს დედისგან მიიღო მემკვიდრეობა უძრავ/მოძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობით. დედამ მიიღო ქმრისგან, ქმარმა მამისგან. -------, ------- (-------) მდებარე ქონება, რომელიც 1956 წლიდან ტექბიუროში აღრიცხულია -------. ამ მიწაზე იდგა 10-15 შენობა-ნაგებობა, საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები, არის საკარმიდამო მიწა, რომელიც 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიამ გაანადგურა, მაგრამ ამჟამადაც არის ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, აღნიშნული ქონება 2013 წლიდან არის ყადაღის ქვეშ სხვადასხვა მოტივით, ხოლო 2016 წელს ყადაღა დაადო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით.
მიუთითებს, რომ 2026 წლის მარტის ბოლოს, 31 მარტს დაადგინა, რომ მიწის გადასახადზე უგზავნიდნენ ტელეფონში შეტყობინენებს, მაგრამ ვინაიდან ტელეფონში შეტყობინებების წაკითხვა არ იცის, აპრილის თვემდე არცერთი შეტყობინება არ ჰქონდა წაკითხული. საბოლოო ჯამში სახელფასო ანგარიშიდან შემოსავალების სამსახურმა ჩამოაჭრა 4.22 ლარი 2026 წლის 23 მარტს, ხოლო 1 052.80 ლარი 2026 წლის 31 მარტს. ამჟამად, გაურკვეველი დავალიანება ერიცხება 344.03 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული ქონების გადასახადისგან გათავისუფლებასა და საინკასო დავალებებით ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ქონების გადასახადთან დაკავშირებით მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე 2020 წლის 26 ივნისს დარიცხულია 2017-2019 წლების ქონების გადასახადი, -------, ------- მდებარე 150 კვ.მ (1257-დან 150), 300 კვ.მ (1107-დან 300) და 120 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №-------, №------- და №-------), ხოლო 2020-2025 წლების გადასახადი დარიცხულია ავტომატური რეჟიმით. თითოეულ საანგარიშო პერიოდზე გადასახადი შეადგენს 205 ლარს.
განხორციელებულ დარიცხვებზე გამოცემულია 2020 წლის 26 ივნისის N011–5277 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი), 2020 წლის 26 ივნისის N011–5279 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი), 2020 წლის 26 ივნისის N011–5281 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2019 წელი), 2020 წლის 6 ნოემბრის N059–6375 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2020 წელი), 2021 წლის 5 ნოემბრის N059–9796 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი), 2022 წლის 2 ნოემბრის N059–7021 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2022 წელი), 2023 წლის 2 ნოემბრის N059–4897 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2023 წელი), 2024 წლის 2 ნოემბრის N059–4711 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2024 წელი).
ფ/პ ------- (პ/ნ -------) გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე რეგისტრირებულია 2019 წლის 21 თებერვლიდან. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 2017-2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები მომჩივანს გაგზავნილი/წარდგენილი აქვს ელექტონულად. გადამხდელი მოთხოვნებს გაეცნო 2026 წლის 24 მარტს.
გადამხდელის მიერ 2026 წლის 26 მარტს ელექტრონულად წარმოდგენილია ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დაზუსტებული დეკლარაციები (გადასახადი შემცირებულია სრულად).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2026 წლის 22 აპრილს №80669 (შემოს. №65032/21-11) წერილით გამოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით: №------- და №------- განთავსებულია საცხოვრებელი სახლები.
მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №35330-21-11 დასკვნით განხორციელდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო მიწის გადასახადში დარიცხული 2017-2022 წლების გადასახადის შემცირება მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით: №------- და №-------.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის (NAPRWEB3.5) მონაცემებით მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №------- არ ფიქსირდება საცხოვრებელი სახლი/ავტოფარეხი. შესაბამისად, დარიცხული გადასახადი შემცირებას არ დაექვემდებარა.
საინკასო დავალებასთან დაკავშირებით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2026 წლის 23 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 1 845 ლარი, საურავი 825.13 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2026 წლის 23 მარტს გამოიცა №025-2026-047839 ბრძანება ფ/პ ------- (პ/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2026 წლის 26 მარტს.
ამასთან, 2026 წლის 23 მარტის №025-2026-047839 საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 4.22 ლარი, ხოლო 2026 წლის 27 მარტის №022-2026-050382 კორექტირებული საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 1052.80 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2026 წლის 23 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 5.36 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 24 აპრილს გამოცემულ იქნა №011-2026-068961 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 2026 წლის 1 მაისის მდგომარეობით, ფ/პ ------- (პ/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 5.36 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ხოლო ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:
ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;
ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტის თანახმად: შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში,“
------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-90 დადგენილებით ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20032 ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, „საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადი (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) ამ წესის შესაბამისად ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას) მიუხედავად იმისა, ქონების გადასახადის თანხაზე (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია/წარდგენილია თუ არა საგადასახადო მოთხოვნა და გადასახადის გადამხდელის მიერ ჩაბარებულია/გასაჩივრებულია თუ არა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა.”
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №35330-21-11 დასკვნით განხორციელდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო მიწის გადასახადში დარიცხული 2017-2022 წლების გადასახადის შემცირება მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით: №------- და №-------. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის (NAPRWEB3.5) მონაცემებით მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №------- არ ფიქსირდება საცხოვრებელი სახლი/ავტოფარეხი. შესაბამისად, დარიცხული გადასახადი ამ მიწის ნაკვეთზე შემცირებას არ დაექვემდებარა.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
ზემოაღნიშნულ ნორმაზე მითითებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ------- (პ/ნ -------) ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით აქვს უფლება, დააზუსტოს 2023- 2024 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები, რის შემდეგაც გადამხდელის ბარათზე განხორციელდება შესაბამისი კორექტირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მიწის ნაკვეთი ს/კ №-------) ქონების გადასახადი დარიცხულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ საინკასო დავალებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მომჩივნის მიერ თანხის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2026 წლის 23 და 27 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ საინკასო დავალებები და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული ქონების გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ ფ/პ პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულია 2017-2019 წლების ქონების გადასახადი, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, ხოლო 2020-2025 წლების გადასახადი დარიცხულია ავტომატური რეჟიმით. თითოეულ საანგარიშო პერიოდზე გადასახადი შეადგენს 205 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 2017-2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები მომჩივანს გაგზავნილი/წარდგენილი აქვს ელექტონულად. გადამხდელი მოთხოვნებს გაეცნო 2026 წლის 24 მარტს.
გადამხდელის მიერ 2026 წლის 26 მარტს ელექტრონულად წარმოდგენილია ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დაზუსტებული დეკლარაციები (გადასახადი შემცირებულია სრულად).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით 2 მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლები, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის დასკვნით განხორციელდა არასასოფლო მიწის გადასახადში დარიცხული 2017-2022 წლების გადასახადის შემცირება., ხოლო 1 მიწის ნაკვეთზე არ ფიქსირდება საცხოვრებელი სახლი/ავტოფარეხი. შესაბამისად, დარიცხული გადასახადი შემცირებას არ დაექვემდებარა.
2026 წლის 23 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიცა ბრძანება საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადი დარიცხულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი; ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 243