ბრძანება N 13031

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.06.2024
№ დოკუმენტი 13031
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13031

03 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (პ/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 18, 29 აპრილისა და 14 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -------------) 2024 წლის 18 აპრილის №---------- (რეგ. №---------), 29 აპრილის --------- (რეგ.№:---------), №--------- (რეგ.№-----------), №----------- (რეგ. №:---------), --------- (რეგ.№-----------) და 14 მაისის №-------- საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №005-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების აქტში იმის მითითება თითქოს გადამხდელს სარგებლობაში ჰქონდა 2 503 ჰა მიწის ნაკვეთი არის სიცრუე. აცხადებს, რომ არც ერთი წამით, მიწის ნაკვეთები არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის არც მფლობელობაში და არც სარგებლობაში, რასაც ადასტურებენ თავად ---------- და ---------- მერები. მაგალითად, -------- მერია იწერება, რომ მათ გააჩნიათ მხოლოდ 2006 წელს შედგენილი დოკუმენტაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1110 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 21 მარტის №6206 ბრძანება და ამავე თარიღის №005–30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 232 746 ლარი, მათ შორის გადასახადი 133 302 ლარი, ჯარიმა 66 652 ლარი და საურავი 32 792 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული მონაცემებით დადგინდა, რომ შპს „--------“ ----------, კერძოდ, -------- და --------- (სხვადასხვა სოფლებში) საკუთრებაში ჰქონდა 2 მიწის ნაკვეთი და ამასთან, სახელმწიფოსგან იჯარის წესით ჰქონდა აღებული 15 საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთები, ჯამურად 2 503 ჰა ფართობის. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწებზე, საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად იხდიდა იჯარის ღირებულებას. აღნიშნული დასტურდებოდა საბანკო ამონაწერით. შესაბამისად, საწარმოს წარმოეშვა 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (მიწის) დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება. ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა დეკლარირებული სახელმწიფოსგან იჯარით აღებული და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე დაერიცხა კუთვნილი ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი. ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული მონაცემებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს ----------, საკუთრებაში ჰქონდა 2 მიწის ნაკვეთი და ამასთან, სახელმწიფოსგან იჯარის წესით ჰქონდა აღებული 15 საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთები, ჯამურად 2 503 ჰა ფართობის, თუმცა არ ჰქონდა დეკლარირებული და წარდგენილი 2021, 2022 და 2023 წლის ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, დადგენილია, რომ გადამხდელი სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწებზე, საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად, იხდიდა იჯარის ღირებულებას, რაც დასტურდებოდა საბანკო ამონაწერით.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული მონაცემებით დადგინდა, რომ შპს-ს (სხვადასხვა სოფლებში) საკუთრებაში ჰქონდა 2 მიწის ნაკვეთი და ამასთან, სახელმწიფოსგან იჯარის წესით ჰქონდა აღებული 15 საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთები, ჯამურად 2 503 ჰა ფართობის. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწებზე, საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად იხდიდა იჯარის ღირებულებას. საწარმოს წარმოეშვა 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (მიწის) დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება. ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა დეკლარირებული სახელმწიფოსგან იჯარით აღებული და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რის შედეგადასც დაერიცხა კუთვნილი ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი. ასევე, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203;304(1);205(2);