ბრძანება N 11484
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11484
23.05.2023
ფ/პ -----------ის (პ/ნ ------------)
(მის.: -----------------------)
2023 წლის 26 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა ფ/პ -------------ის (პ/ნ ------------) №19520/2/2023 და №19521/2/2023 საჩივრები, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მარტის №049-2424 და №049-2425 საგადასახადო მოთხოვნებს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი ასაჩივრებს 0.2497 ჰა (ს.კ. --------------) და 0.1872 ჰა (ს.კ. ------------) სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დარიცხულ ქონების გადასახადს. სადავო საგადასახადო მოთხოვნებს მიიჩნევს უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთები მის საკუთრებაში იყო 2004 წლამდე და უძრავი ქონებების საერთო ფართობი არ აღემატება 5 ჰექტარს. შესაბამისად, ითხოვს უკანონო და დაუსაბუთებელი საგადასახადო მოთხოვნების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადში 2023 წლის 17 მარტის თარიღით ------------მუნიციპალიტეტის ----------- მდებარე 0.2497 ჰა (ს.კ. -----------) და 0,1872ჰა (ს.კ. ------------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე ქონების გადასახადი დარიცხულია საგადასახადო ორგანოს მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, წლიურად 37 ((0,2497+0,1872)ჰა*86) ლარის ოდენობით.
2023 წლის 17 მარტის №049-2425 და №049-2424 საგადასახადო მოთხოვნები გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ. გვერდის (rs.ge.) მეშვეობით 2023 წლის 20 მარტს, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 18 აპრილს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში (----------) განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ----------- მუნიციპალიტეტის ------------ მდებარე 0.2497 ჰა (ს.კ. -----------) და 0,1872 ჰა (ს.კ. -------------)
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ფ/პ ------------ის (პ/ნ ------------) საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია ----------- მუნიციპალიტეტის მერიის „მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მასაწყობად გაცემის ფაქტის დადასტურების შესახებ“ №-------- და №--------ცნობების (დამოწმების თარიღი - 17.03.2021 წ.) და საქართველოს ეროვნული არქივის ------------ არქივის №36/1532 საარქივო ცნობის (დამოწმების თარიღი - 09.01.2021 წ.) საფუძველზე. საქართველოს ეროვნული არქივის-------------არქივის 2021 წლის 9 იანვრის №36/1532 საარქივო ცნობის თანახმად, „---------- არქივში დაცული -------------- 1986-1997, 1998-2007 წლების საკომლო წიგნებში -----------ის ძე ----------ის კომლისა და ქონების შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება“.
---------- მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 მარტის „მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მასაწყობად გაცემის ფაქტის დადასტურების შესახებ“ №------ და №0-------- ცნობების თანახმად, -------- მუნიციპალიტეტის ------------ მდებარე 0.2497 ჰა (ს.კ. -----------8) და 0,1872 ჰა (ს.კ. ----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გაცემულია ფ/პ ----------ის (პ/ნ ----------) ოჯახის საკუთრებაში 2007 წლის 20 სექტემბრამდე საოჯახო მეურნეობის მოწყობის მიზნით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 10 მაისის მდგომარეობით ფ/პ ----------ს (პ/ნ ---------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 74 ლარი, საურავი 1.96 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე
რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა
ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში (-----------) განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ----------მუნიციპალიტეტის ---------------მდებარე 0.2497 ჰა (ს.კ. ------------) და 0,1872 ჰა (ს.კ. ------------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ფ/პ -------------ის (პ/ნ -------------) საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია ----------- მუნიციპალიტეტის მერიის „მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მასაწყობად გაცემის ფაქტის დადასტურების შესახებ“ №------- და №-------- ცნობების (დამოწმების თარიღი - 17.03.2021 წ.) და საქართველოს ეროვნული არქივის --------- რეგიონული არქივის №36/1532 საარქივო ცნობის (დამოწმების თარიღი - 09.01.2021 წ.) საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია და სადავო საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ----------ის (პ/ნ -----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ასაჩივრებს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დარიცხულ ქონების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე,მომჩივანის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე დაერიცდა ქონების გადასახადი. მომჩივანი აღნიშნავს,რომ მიწის ნაკვეთები მის საკუთრებაში იყო 2004 წლამდე და უძრავი ქონებების საერთო ფართობი არ აღემატება 5 ჰექტარს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში განთავსებული ინფორმაციის თანახმად,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მომჩივანის საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია „მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მასაწყობად გაცემის ფაქტის დადასტურების შესახებ“ (დამოწმების თარიღი - 17.03.2021 წ.) და საქართველოს ეროვნული არქივის, რეგიონული არქივის, საარქივო ცნობის (დამოწმების თარიღი - 09.01.2021 წ.) საფუძველზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია და სადავო საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302(6);203;205(1,131);61(2ე);206(1ტ);69(1);