ბრძანება N 11698

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2023
№ დოკუმენტი 11698
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11698

29.05.2023

შპს „------------ის“ (ს/ნ -----------)

(მის.: -----------------)

2022 წლის 28 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ -----------) 2022 წლის 28 დეკემბრის №77682/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №002-243 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს და განმარტავს, რომ არ ფლობდა ინფორმაციას შუამავალი კომპანიების სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის შესახებ და ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამგვარი ოპერაციებიდან შეუძლებელი იქნებოდა მოგების მიღება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10672 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ის“ (ს/ნ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32417 ბრძანება და 22 დეკემბრის №002-243 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 257 109 ლარი, მათ შორის, გადასახადი 148 061 ლარი, ჯარიმა 74 031 ლარი, საურავი 35 017 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელი შუამავალი კომპანიების მეშვეობით ახორციელებს თურქეთიდან, გერმანიიდან და სომხეთიდან გათბობის ქვაბების შემოტანას საბაჟო საწყობში და ჩინეთში რეექსპორტს. ჯამურად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება შეადგენს 14 013 718 ლარს საიდანაც სპეციალური სავაჭრო სტატუსის მქონე კომპანიებისგან (შპს „----------“ და შპს „---------“) საბაჟო საწყობში შეძენილი აქვს 5 775 458 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი, რომელშიც გადახდილი აქვს 6 614 508 ლარი. სხვაობა საბაჟო ღირებულებასა და შეძენის ღირებულებას შორის გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება პირის (გარდა სპეციალური სავაჭრო კომპანიისა) მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიისაგან უცხოური საქონლის შესაძენად ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი ოდენობით გაწეული ხარჯი, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს არ უკავშირდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმოს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ხოლო ამ მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიიდან უცხოური საქონლის შესყიდვის შემთხვევაში მყიდველის მიერ ერთობლივი წლიური შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ შეიძლება იყოს ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი. ეს შეზღუდვა არ ეხება მყიდველის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლებიც ამ კოდექსით მიეკუთვნება აქტივის ღირებულებას და არ უკავშირდება სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სპეციალური სავაჭრო სტატუსის მქონე კომპანიისგან შეძენილი აქვს 5 775 458 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი, რომელშიც გადახდილი აქვს 6 614 508 ლარი, ხოლო სხვაობა საბაჟო ღირებულებასა და შეძენის ღირებულებას შორის არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს და ითხოვს მის გაუქმებას იმ მიზეზით, რომ არ ფლობდა ინფორმაციას შუამავალი კომპანიების სტატუსის შესახებ. ხოლო კონკრეტული არგუმენტები ან/და რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შპს „---------ის“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს.ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი შუამავალი კომპანიების მეშვეობით ახორციელებს თურქეთიდან, გერმანიიდან და სომხეთიდან გათბობის ქვაბების შემოტანას საბაჟო საწყობში და ჩინეთში რეექსპორტს.საბაჟო საწყობში შეძენილი აქვს საქონელი.სხვაობა საბაჟო ღირებულებასა და შეძენის ღირებულებას შორის გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით.გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

96(ა);97(1ბ);241;