N 2-146 - 27/04/2026 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 27.04.2026
№ დოკუმენტი 2-146
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-146

2026 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1

1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

ა) პირველი მუხლის „ჰ87“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან ისრაელში ზოოპარკის დათვის ექსპორტისთვის (დანართი №120)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ94“ ქვეპუნქტი:

„ჰ94) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის(2) განკუთვნილი იმ გადამდნარი ცხიმის, რომელიც გამოიყენება ცხოველის საკვები ჯაჭვის გარეთ განსაზღვრული მიზნებისათვის და არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისათვის (დანართი №127).“.

2. ბრძანებას დაემატოს თანდართული შინაარსის №127 დანართი.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკნონმდებლო მაცნე