ბრძანება N 17280
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 17280
17 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ -------- (პ/ნ -------)
(მის: -----------)
2023 წლის 27 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 ივლისის (ოქმი №72) სხდომაზე განიხილა ფ/პ -------- (პ/ნ -------) №81931/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 ივლისის №049-886 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადავო გირავნობა/იპოთეკის შეტყობინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა 2020 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა შპს „------“ -ის (ს/ნ ------) ცრუმაგიერ პირებად შპს „--------“-ს (ს/ნ -------), ------ შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორობა ------ის, ი/მ ------- (ს/ნ -------), ფ/პ -------- (პ/ნ -------), ფ/პ -------- (პ/ნ -------), ფ/პ -------- (პ/ნ ------) და ფ/პ -------- (პ/ნ -------) მიჩნევის თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 239-ე მუხლის საფუძველზე 2021 წლის 30 ივლისს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №049-886 შეტყობინება ფ/პ ------- (პ/ნ -------) ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რომელსაც გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 27 ივნისს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.
დადგენილია, რომ შპს „-------“ -ის (ს/ნ --------) ცრუმაგიერ პირად ფ/პ -------- (პ/ნ -------) მიჩნევის თაობაზე ბრძანების გამოცემის მოთხოვნით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა. დადგენილია ასევე, რომ „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სადავო შეტყობინების გამოცემის თარიღისათვის შპს „--------“ -ის (ს/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ -------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადავო გირავნობა/იპოთეკის შეტყობინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა 2020 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა შპს -ის ცრუმაგიერ პირად მომჩივნის მიჩნევის თაობაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 239-ე მუხლის საფუძველზე 2021 წლის 30 ივლისს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №049-886 შეტყობინება მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რომელსაც გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 27 ივნისს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1"ა"), 239(1)(2), 246(4).