გადაწყვეტილება №22708/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22708/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 28.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22708/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მომსახურების ფიქტიურ ოპერაციად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №001-323 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №4613 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 156 337 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - (-32 907)
დღგ - (-94 621)
საშემოსავლო გადასახადი - 61 714
ჯარიმა - 189 244
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №5254 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილების მიხედვით, წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე შპს „----------“ და შპს „----------“ ხელმძღვანელ პირთა მიერ, წინასწარი შეთახმებით, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებაგამოყენების, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე. როგორც საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, ---------- წარმოადგენს შპს „----------“ ფიქტიურ დირექტორს და რეალურად გადაწყვეტილებების მიმღებია ---------- (55%-იანი წილის მფლობელი), რომლის მიერ 2022 წლის სექტემბერში (აგვისტოს საანგარიშო პერიოდზე) შპს „----------“ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა---------- (საბურღი სამუშაოები სულ 260 300 ლარი) და ეა---------- (რეზერვუარების მოწყობის სამუშაოები სულ 325 800 ლარი). საქმის მასალების თანახმად, აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მომსახურების გასაწევად მუშახელის დაქირავება ხდებოდა დოკუმენტის გამოწერის გარეშე, ხოლო ანაზღაურება - ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო ანგარიშსწორებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში თანხა გადაიხდებოდა შპს „----------“ სახელით. შპს „----------“ ოფიციალურად დასაქმებული პირები არ ჰყავდა. საწარმოს სახელზე აღნიშნულ პერიოდში არ ფიქსირდება დოკუმენტურად გაწეული ხარჯი, იქნებოდა ეს საწვავის შეძენა თუ სხვა. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ---------- შვილი, ---------- უწევდა ზედამხედველობას შპს „----------“ განსახორციელებელ პროექტებს და აღნიშნულის დროს შპს „----------“ შპს „----------“ რაიმე სახის სამუშაოები არ შეუსრულებია. ასევე, ზემოხსენებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით არ არის განხორციელებული ანგარიშსწორება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახულ ბრუნვაზე გადასახდელი დღგ-ის თანხა 89 405 ლარი. შედეგად, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №32937 ბრძანება და №001-323 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 156 337 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 20 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 1 მარტის №4613 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 159-ე, 1601, 180-ე, 43-ე, 269-ე, 282-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ ფიქტიური ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მუშახელის დაქირავება ხდებოდა დოკუმენტის გამოწერის გარეშე და ანაზღაურება ხდებოდა შპს „----------“ სახელზე რეგისტრირებული ანგარიშებიდან (საინტერესო და გაუგებარი პოზიციაა). საჭირო მასალის შეძენა ხდებოდა შპს „----------“ სახელით. შპს „----------“ არ დაუქირავებია პირები. არ ხდებოდა საწვავის შეძენა და სხვა.
იმ პერიოდში, როდესაც შპს „----------“ დაიწყო ტენდერებში მონაწილეობა და მუშაობა, ანუ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში, მსოფლიოში მძვინვარებდა კოვიდ-19 ის პანდემია. გართულებული იყო მუშახელის მოძიება. კოვიდის გამო ადგილი ჰქონდა მომსახურების გამწევი პირების ხშირ ავადობას. შეუძლებელი იყო ფეკალიებით დაბინძურებულ თხრილებში მუშაობის დროს დისტანციის დაცვა. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების მოწვევას. ამდენად, გაურკვეველია რაში ხედავენ მუშახელის დაქირავების აუცილებლობას. ეს უფრო არის აუდიტის დეპარტამენტის მოსაზრება, რომელიც არ არის არგუმენტირებული თუ რომელი კანონის, რომელი მუხლი ავალდებულებს იურიდიულ პირს აუცილებლად ჰყავდეს დაქირავებული თანამშრომლები სამუშაოების შესასრულებლად და კრძალავს მომსახურების გამწევი პირების დაქირავებას, თუმცა დისტანციურად მუშაობდა და ხელფასიც აქვს 3 თანამშრომელს. სწორედ იმ პერიოდში, როცა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის თემა ითვალისწინებდა რიგ შეღავათებს პანდემიის გამო.
ის, რომ დამკვეთის მასალით სამუშაოები შეასრულოს დაქირავებულმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, აპრობირებული თემაა განსაკუთრებით სამშენებლო სფეროში. მისი შვილი - ---------- არ ხელმძღვანელობდა შპს „----------“ ყველა პროექტს, რაზეც ამახვილებენ ყურადღებას აუდიტის დეპარტამენტი და რასაც იზიარებს შემოსავლების სამსახური. ---------- შპს „----------“ ხელმძღვანელობდა ---------- წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოებს და შპს „----------“, როგორს კოორდინატორი, ხელმძღვანელობდა კონკრეტულ სამუშაოებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით).
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შპს „----------“ (შემდგომში - „გადამხდელი“) მისი ქვეკონტრაქტორის - შპს „----------“ მიერ გამოწერილი ორი ანგარიშ-ფაქტურა (№ეა---------- და №ეა----------) არის ყალბი.
აუდიტის დეპარტამენტი ანგარიშ-ფაქტურების სიყალბეს აფუძნებს შემდეგ გარემოებებზე:
1) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემებისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების შესრულებაში შპს „----------“ მონაწილეობა არ მიუღია;
2) რეალურად მითითებული სამუშაოების შესასრულებლად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილია გადამხდელის შპს „----------“ მიერ;
3) შპს „----------“ არ გადაუხდია შპს „----------“ მომსახურების ანაზღაურება და ბუღალტრულად მის მიმართ ფიქსირდება კრედიტორული დავალიანება.
აუდიტის დეპარტამენტის აღნიშნული მოსაზრება არ შეესაბამება სინამდვილეს და დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა იქნას გაზიარებული შემოსავლების სამსახურის მიერ შემდეგი გარემოებების გამო:
1. ფაქტობრივი გარემოება - მიიღო თუ არა მონაწილეობა სამუშაოების შესრულებაში შპს „----------“
1.1. გადამხდელმა 2022 წლის მარტის თვეში გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემებისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით.
სამუშაოების შესასრულებლად გადამხდელმა (ტენდერში გამარჯვებულმა) ქვეკონტრაქტები გააფორმა 3 კომპანიასთან, მათ შორის, შპს „----------“. მასთან შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 586 100 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
1.2 შპს „----------“, როგორც ქვეკონტრაქტორთან, გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულება:
ა) 10.05.2022 წლის №---------- ხელშეკრულება (საგანი: ---------- ძრავების ჩაშვება და მათი თანმხლები სამუშაოები, მათი ამორეცხვა კომპრესორის გამოყენებით. ---------- მრიცხველების მონტაჟი და ბალასტის გაშლა), თანხაზე 260 300 ლარი.
ბ) 10.05.2022 წლის №---------- ხელშეკრულება (საგანი:---------- რკინა-ბეტონის რეზერვუარის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები; ---------- საქლორატოროს შენობების გალესვა-გადახურვის სამუშაოები; საქლორატორო შენობების შემოღობვა; ---------- სადაწნეო კოშკისა და V-50 მ.3. რეზერვუარის მოწყობა და სხვა დამხმარე სამუშაოები) თანხაზე 325 800 ლარი.
1.3. შპს „----------“ მიერ ქვეკონტრაქტებით შესასრულებელი სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 586 100 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
1.4. შპს „----------“ მიერ სამუშაოების შესრულება დასტურდება შემდეგი დოკუმენტებით:
- 12.05.2022 წლის №---------- ხელშეკრულება (საგანი: ---------- w300 ტონიანი წყლის რეზერვუარის მოწყობის (მშენებლობის) სამუშაოები) ----------, თანხაზე 85 000 ლარი.
- 20.05.2022 წლის №---------- ხელშეკრულება (საგანი: ---------- მილების გადაბმის და ბალასტის გაშლის სამუშაოები) ----------, თანხაზე 5 000 ლარი.
- 25.07.2022 წლის №---------- მიღება-ჩაბარების აქტით ----------.
- 20.05.2022 წლის მომსახურების ხელშეკრულება ი.მ ---------- №----------(საგანი: ჭაბურღილების სამუშაოები).
- მიღება-ჩაბარების აქტი ---------- თანხაზე 338 694 ლარი 30.08.2022 წელი.
- ---------- ხელწერილები.
- 22.05.2022 წლის №---------- მომსახურების ხელშეკრულება ---------- (საგანი: ---------- მრიცხველებისა და ვანტუზების მონტაჟი) თანხაზე 5 500 ლარი.
- მიღება-ჩაბარების აქტი ----------.
- 15.08.2022 წლის №---------- ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ---------- (საგანი: რეზერვუარის გადახურვის ფილის მოჭიმვა და მრიცხველების მონტაჟი) თანხაზე 11 200 ლარი.
- ხელწერილი ---------- 25.07.2022 წელი.
- 6.01.2023 წლის შეთანხმება №---------- შპს „----------“ და შპს „----------“ შორის (საგანი: სესხების ნაწილი ჩამოწერის შესახებ).
- 17.01.2023 წლის შეთანხმება №---------- (საგანი: სესხების დარჩენილი ნაწილის ჩამოწერის შესახებ).
- 5.01.2023 წლის საზოგადოების დამფუძნებელთა რიგგარეშე კრების ოქმი №16.
- 15.01.2023 წლის საზოგადოების დამფუძნებელთა რიგგარეშე კრების ოქმი №17.
2. ფაქტობრივი გარემოება - შეიძინა თუ არა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შპს „----------“
2.1. შპს „----------“ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელ სუბიექტს. შესაბამისად, ნებისმიერი საქონლისა თუ მომსახურების შეძენა მან უნდა განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე.
2.2. საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას (მუხლი 180.1), რომელიც გამოიწერება როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით (მუხლი 180.2). საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმებს, რეკვიზიტებს, მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (მუხლი 180.5).
2.3. ამდენად, შპს „----------“, სამეურნეო ბრუნვიდან გამომდინარე, საგადასახადო კანონმდებლობის გვერდის ავლით ვერ განახორციელებდა საქონლისა თუ მომსახურების შეძენას ისე, რომ მისი ეს საგადასახადო ოპერაციები არ მოხვედრილიყო საგადასახადო ადმინისტრაციის თვალთახედვის არეში. ამასთან, გასათვალისწინებელია შპს „----------“ ურთიერთობაში ბრუნვის მოცულობა, რომელიც დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.
გარდა ამისა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოუწერლობა და მისი წარდგენის წესის დარღვევა წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას, რაზეც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (მუხლი 721 ).
2.4. საგადასახადო უწყებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ შპს „----------“ დაფუძნებულია 2017 წელს და მისი ძირითადი საქმიანობა შემოფარგლულია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობით. აღნიშნული ბრუნვა 2020-2023 წლებში აღემატებოდა 10 მლნ. ლარს. შესაბამისად, ასეთი ისტორიის მქონე საგადასახადო სუბიექტი არ დაიწყებდა მთელი საქართველოს მასშტაბით ისეთი მომწოდებლებისა თუ შემსრულებლების მოძიებას, რომლებსაც შეუთანხმებდა საქონლისა თუ მომსახურების შეძენას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის გარეშე.
3. ფაქტობრივი გარემოება - კრედიტორული დავალიანების შესახებ
3.1. საგადასახადო ორგანოს მიაჩნია, რომ შპს „----------“ არ გადაუხდია შპს „----------“ მომსახურების ანაზღაურება და ბუღალტრულად მის მიმართ ფიქსირდება კრედიტორული დავალიანება.
3.2. სამოქალაქო ურთიერთობებში დაშვებულია დავალიანების თანხის გადაუხდელობა, თანხის გადავადება, თანხის განწილვადება, თანხის გადახდის ჯეროვნად შესრულება და ა.შ. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წარმოადგენს მოვალე-კრედიტორის ურთიერთობას და მას ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართალი (მუხლები 316-476), ანუ მთლიანობაში 160 მუხლი.
კრედიტორის წინაშე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, მოვალე ან ეთანხმება დავალიანებას (მთლიანად) ან სადავოდ ხდის მას (მთლიანად ან ნაწილობრივ). დავალიანების აღიარება მოვალის მიერ ხდება სხვადასხვა აქტებით: ვალის აღიარების დოკუმენტით, ხელშეკრულებით, შესრულებით, მიღებაჩაბარების აქტებით და ა.შ.
3.3. საგადასახადო სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებული ვალი აღირიცხება მოვალის ბუღალტერიაში და იგი განისაზღვრება როგორც კრედიტორული დავალიანება.
3.4. ამდენად, თუკი შპს „----------“ არ გადაუხდია შპს „----------“ მომსახურების ღირებულება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შპს „----------“ არ გადაუხდის მას (კრედიტორს) საერთოდ ამ დავალიანებას. მის მიერ აღნიშნული დავალიანება აღიარებულია არა მხოლოდ ბუღალტრულად, არამედ შემდეგი დოკუმენტებითაც:
- მიღება-ჩაბარების აქტით №----------
- მიღება-ჩაბარების აქტით №----------
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №ეა----------, 15/09/2022
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №ეა----------, 15/09/2022
1. აუდიტის დეპარტამენტი თვლის, რომ შპს „----------“ მისი ქვეკონტრაქტორის - შპს „----------“ მიერ გამოწერილი, ზემოთ მითითებული ორი ანგარიშფაქტურა (№ეა---------- და №ეა----------) არის ყალბი.
2. საგადასახადო კოდექსის არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს საგადასახადო ანგარიშფაქტურების სიყალბეს. საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლი, რომელიც გამორიცხავს დღგ-ის ჩათვლას, მიუთითებს მხოლოდ ისეთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე, რომელიც ან ფიქტიურ გარიგებას ასახავს, ან - უსაქონლო ოპერაციას (პუნქტი „ე“). შესაბამისად, აღნიშნული ნორმა არ საუბრობს ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე.
რაც შეეხება სიყალბეს, აღნიშნული ნორმა უთითებს მხოლოდ „ყალბ დოკუმენტზე“, მაგრამ არ განმარტავს, რაში გამოიხატება დოკუმენტის „სიყალბე“. ტერმინ „სიყალბის“ განმარტება არ გვხვდება არც ერთ სამართლებრივ აქტში. სამაგიეროდ, მისი განმარტება უხვადაა ქართული სიტყვის ლექსიკონებში (მაგ. „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი“, 1990, ავტორთა კოლექტივი) და ძირთადად ნიშნავს „არანამდვილს“ ან „ნამდვილს მიმსგავსებულს“.
ორივე სადავო ელექტრონული ფორმით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის რეკვიზიტები შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ რეკვიზიტებს და მასში მითითებული მონაცემები შეესაბამება სინამდვილეს.
3. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ორგანო ვერ ადასტურებს იმ გარემოებებს, რომ სადავო ანგარიშფაქტურები ასახავენ ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას. ყველა საგადასახადო ტრანზაქცია განხორციელებულია არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით, არამედ აგრეთვე საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი და საბუღალტრო დოკუმენტები, რაც განაპირობებს ანგარიშ-ფაქტურების ნამდვილობას.
4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული (სზაკის მუხლი 53). დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე.
სზაკ-ის 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლები ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელზეც ზევით უკვე აღინიშნა, არ მომხდარა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, იყო თუ არა სადავო ანგარიშ-ფაქტურები ყალბი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შპს „----------“ და შპს „----------“ ხელმძღვანელ პირთა მიერ, წინასწარი შეთახმებით, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ ---------- წარმოადგენს შპს „----------“ ფიქტიურ დირექტორს და რეალურად გადაწყვეტილებების მიმღებია ---------- (55%-იანი წილის მფლობელი), რომლის მიერ 2022 წლის სექტემბერში (აგვისტოს საანგარიშო პერიოდზე) შპს „----------“ გამოწერილია ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ანგარიშ-ფაქტურები (ეა---------- და ეა----------). საქმის მასალების თანახმად, აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მომსახურების გასაწევად მუშახელის დაქირავება ხდებოდა დოკუმენტის გამოწერის გარეშე, ხოლო ანაზღაურება ნაღდი ან საბანკო ანგარიშსწორებით. ამასთან, ---------- შვილი, ---------- უწევდა ზედამხედველობას შპს „----------“ განსახორციელებელ პროექტებს, რომლის დროს შპს „----------“ შპს „----------“ რაიმე სახის სამუშაოები არ შეუსრულებია. ასევე, ზემოხსენებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით არ არის განხორციელებული ანგარიშსწორება. შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახულ ბრუნვაზე გადასახდელი დღგ-ის თანხა და მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მომსახურების ფიქტიურ ოპერაციად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კომპანიასა და მომჩივანის ხელმძღვანელ პირთა მიერ, წინასწარი შეთახმებით, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფიზიკური პირი წარმოადგენს მომჩივანის ფიქტიურ დირექტორს და რეალურად გადაწყვეტილებების მიმღებია სხვა პირი (55%-იანი წილის მფლობელი), რომლის მიერ 2022 წლის სექტემბერში (აგვისტოს საანგარიშო პერიოდზე) კომპანიაზე გამოწერილია ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ანგარიშ-ფაქტურები. საქმის მასალების თანახმად, აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მომსახურების გასაწევად მუშახელის დაქირავება ხდებოდა დოკუმენტის გამოწერის გარეშე, ხოლო ანაზღაურება ნაღდი ან საბანკო ანგარიშსწორებით. ამასთან, ფიზიკური პირი უწევდა ზედამხედველობას კომპანიის განსახორციელებელ პროექტებს, რომლის დროს მომჩივანს კომპანიისთვის რაიმე სახის სამუშაოები არ შეუსრულებია. ასევე, ზემოხსენებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით არ არის განხორციელებული ანგარიშსწორება. შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახულ ბრუნვაზე გადასახდელი დღგ-ის თანხა და მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1); 1601; 178; 282.