საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

მთავრობათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 25.04.2007
№ დოკუმენტი 4673
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 25.04.2007 N4673 დადგენილებით

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან

აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

საქართველოს მთავრობა და

საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა,სურთ რა ხელი შეუწყონ და გააძლიერონ ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და ტექნიკური ურთიერთობები შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადების გზით,შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

ეს შეთანხმება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი, ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.

მუხლი 2

გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

1.ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ–ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2.შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, მთლიანი კაპიტალი ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოების ან დამქირავებლების მიერ გადახდილი ხელფასის მთლიან თანხებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებაზე გადასახადების ჩათვლით.

3.მოცემული შეთანხმება ვრცელდება შემდეგ არსებულ გადასახადებზე, კერძოდ:

a) საფრანგეთის შემთხვევაში

(i) საშემოსავლო გადასახადი (“L`impot sur le revenue”);

(ii) საერთო სოციალური შესატანი (CSG);

(iii) სოციალური ვალის დასაფარი შესატანი (CRDS);

(iv) კორპორაციული გადასახადი (“L`impot sur les societes:);

(v) გადასახადი ხელფასზე (“ La taxe sur les salaries”);

(vi) სოლიდარობის გადასახადი ქონებაზე (“L`impot de solidarite sur la fortune”);

ნებისმიერი წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის, ზემოთ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებით წინასწარი გადახდის (precompte) ან დაქვითული ავანსირების ჩათვლით;

(შემდგომში “საფრანგეთის გადასახადი”) ;

b) საქართველოს შემთხვევაში:

(i) საშემოსავლო გადასახადი;

(ii) მოგების გადასახადი;

(iii) ქონების გადასახადი.

(შემდგომში “საქართველოს გადასახადი”).

4.შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.

მუხლი 3

ზოგადი განსაზღვრებები

1. მოცემული შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინი “საფრანგეთი” ნიშნავს საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპულ და მის ფარგლებს გარეთ მდებარე დეპარტამენტებს, ტერიტორიული ზღვისა და მის მიღმა არსებული სივრცის ჩათვლით, რომლებზეც, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საფრანგეთის რესპუბლიკას გააჩნია ზღვის ფსკერის ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის, აგრეთვე მიმდებარე წყლების კვლევისა და ექსპლუატაციის სუვერენული უფლება;

b) ტერმინი “საქართველო” ნიშნავს ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს, რომლებზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინეტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

c) ტერმინი “პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ

სხვა გაერთიანებას;

d) ტერმინი “კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც კორპორაციული წარმონაქმნი;

e) ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი

სახელმწიფოს“ ნიშნავს საფრანგეთს ან საქართველოს, კონტექსტის შესაბამისად;

f) ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებით ან საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება საწარმოს მიერ, რომლის ფაქტობრივი მართვის ადგილი მდებარეობს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

h) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:

(i) საფრანგეთის შემთხვევაში, ბიუჯეტზე პასუხისმგებელ მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

(ii) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

i) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;

(ii)ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;

2.ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონებით.

 

მუხლი 4

რეზიდენტი

 

1.ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ამ სახელმწიფოში დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ცხოვრების ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოს, მის ნებისმიერ პოლიტიკურადმინისტრაციულ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ამასთან, ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ იქ არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში ან იქ განთავსებულ კაპიტალთან დაკავშირებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც პირს აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს არც ერთ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;

c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს;

d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს მოქალაქე ან არ არის არც ერთი მათგანის მოქალაქე, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3) იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, რომელიც არ წარმოადგენს ფიზიკურ პირს, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც განთავსებულია მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი.

 

მუხლი 5

მუდმივი დაწესებულება

 

1.ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.

2. ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” მოიცავს. კერძოდ:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ფაბრიკა– ქარხანას;

e) სახელოსნოს, და

f) მაღაროს, ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. სამშენებლო ან სამონტაჟო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში;

4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი მუდმივი დაწესებულება არ მოიცავს:

a) ნაგებობების გამოყენებას მხოლოდ საწარმოს კუთვნილი მარაგის შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;

b) საქონლის იმ მარაგების შენახვას, რომლებიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;

c) საქონლის იმ მარაგების შენახვას, რომლებიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

f) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას a)-e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ფიქსირებული ადგილიდან წარმოებულ საერთო საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.

5.პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი, რომელიც არ წარმოადგენს მე-6 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტს, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე ამ სახელმწიფოში. იგივე გავრცელდება ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმ საქმიანობათა გარდა, რომელიც აღწერილია მე-4 პუნქტში. ეს უკანასკნელი, განხორციელებული თუნდაც საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის დებულებათა შესაბამისად, საქმიანობის ამგვარ ფიქსირებულ ადგილს არ გადააქცევს მუდმივ დაწესებულებად.

6.საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

7.ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.

 

მუხლი 6

შემოსავალი უძრავი ქონებიდან

 

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით) შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინს “უძრავი ქონება” აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს იმ ქონებასაც, რომელსაც უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათი აქვს, პირუტყვს, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ მოწყობილობას, უფლებებს, რომლებსაც ეხება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტს, უფლებებს ცვლად ან ფიქსირებულ ანაზღაურებებზე, რომლებიც წარმოადგენენ კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის, ან დამუშავების უფლებისათვის. საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.

3. პირველი პუნქტის დებულებები ეხება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან იჯარის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს.

4. პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ეხება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებს.

5.იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიის, ტრასტის ან სხვა მსგავსი საწარმოს აქციები, წილები ან სხვა უფლებები იძლევა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებული ამ კომპანიის, ტრასტის ან მსგავსი საწარმოს უძრავი ქონებით საგებლობის უფლებას, მაშინ ამ ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით სარგებლობის უფლების საფუძველზე მიღებული შემოსავლები შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში მე–7 და მე–14 მუხლების დებულებების მიუხდავად.

 

მუხლი 7

მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან

 

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2.მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.

3.მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.

4.მუდმივ დაწესებულებას არ შეიძლება მიეკუთვნოს მოგება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის მხოლოდ საქონლის შეძენის საფუძველზე.

5. ამ მუხლის წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იგივე მეთოდით, სანამ მის შესაცვლელად რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ წარმოიშობა.

6. როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილულია, მაშინ ამ მუხლის დებულებები მათზე გავლენას ვერ იქონიებს.

 

მუხლი 8

საერთაშორისო გადაზიდვები

 

1.საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

2.თუ სანაოსნო საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახალმწიფოში არსებულად, რომელშიც მდებარეობს ამ გემის მიწერის ნავსადგური. მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, იგი ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარედ, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს პირი, რომელიც გემის ექსპლუატაციას ახორციელებს.

3.პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე იმ მოგებების მიმართ, რომელიც მიიღება “პულში”, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო საექსპლოატაციო სააგენტოს მუშაობაში მონაწილეობიდან.

 

მუხლი 9

ურთიერთდამოკიდებული საწარმოები

 

1. იმ შემთხვევაში როდესაც:

a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან

b)ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში.

და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლება რომელიმე მათგანს დარიცხვოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნას ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს გადასახადით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, პირველი პუნქტის დებულებების თანახმად, ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავას და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა ისეთივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.

 

მუხლი 10

დივიდენდები

 

1.ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი დივიდენდები:

a) გადასახადისაგან თავისუფლდება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია. რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის არანაკლებ 50 პროცენტს და ამ კომპანიაში ინვესტირებული აქვს 3(სამ) მილიონ ევროზე ან საქართველოს ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი თანხა დივიდენდების გადახდის დღისათვის;

b) ამ პუნტქის a) ქვეპუნქტის დებულებათა მიუხედავად, შეიძლება აგრეთვვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხენლშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:

(i) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელია კომპანია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის არა ნაკლებ 10 პროცენტს და ინვესტირებული აქვს 100 000 (ასი ათას) ევროზე ან საქართველოს ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი თანხა დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში დივიდენდების გადახდის დღისთვის;

(ii) დივიდენდების საერთო თანხის 10 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში. ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.

3.ტერმინი “დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან “ჟუისანსის” აქციებიდან ან “ჟუისანსის” უფლებებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, სადამფუძნებლო აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, ისევე, როგორც შემოსავალს, რომლის განაწილება ხდება იმ ხელშეკრულების მხარის სანგადასახადო კანონმდებლოით, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ამ განაწილების განმახორციელებელი კომპანია. ტერმინი “დივიდენდი: არ მოიცავს მე–16 მუხლში აღნიშნულ შემოსავალს.

4.პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც აწარმოებს სამეწარმეო ან კომერციულ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით ან რომელიც ამ მეორე სახელიმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და აქციების პაკეტი, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე–14 მუხლის დებულებები.

5.როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია დაბეგროს ამ კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდები, იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ან როცა აქციების პაკეტი, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. გადასახადით არ იბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება, თუნდაც გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგებოდეს ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან

 

მუხლი 11

პროცენტი

 

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს რეზიდენტი წარმოადგენს პროცენტის ფაქტობრივ მფლობელს.

2.ტერმინი “პროცენტი” მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მევალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის ან არარსებობის მიუხედავად; კერძოდ, შემოსავლს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე არ განიხილება როგორც პროცენტი.

3.პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის სამეწარმეო ან კომერციულ საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ გათნავსებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით, და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაეწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, გარენმოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე–14 მუხლის დებულებები.

4.პროცენტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად ჩაითვლება, როცა გადამხდელს წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომლებთან დაკავშირებით წარმოშობილ დავალიანებაზე ხდება პროცენტის გადახდა, ამასთან, ამ პროცენტის გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ასეთი პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოქმნილად, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.

5.თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 12

როიალტი

 

1.ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს რეზიდენტი არის როიალტის ფაქტობრივი მფლობელი.

2. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი “როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ ფორმას, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების სფეროს ნებისმიერი ნაწარმოებით, მათ შორის, კინოფილმებით, ნებისმიერი პატენტით, სასაქონლო ან სავაჭრო ნიშნით, პროექტით ან მოდელით, გეგმით, საიდუმლო ფორმულით ან მეთოდით, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლების გადაცემისათვის.

3.პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განთავსებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით, და უფლება ან ქონება, რის საფუძველზე ხდება როიალტის გადახდა უშუალოდ არის დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, გამრემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე–14 მუხლის დებულებები.

4.როიალტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად ჩაითვლება, როცა გადამხდელს წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ასეთი როიალტის გადახდის ხარჯებს ეწევა ამგვარი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ჩაითვლება, რომ ასეთი როიალტი წარმოიქმნა იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.

5.თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 13

შემოსავლები კაპიტალის მატებიდან

 

1.a) შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მე–6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

b) შემოსავლები, რომლებიც მიიღება იმ კომპანიის, ტრასტის ან მსგავსი საწარმოს აქციების ან სხვა უფლებების გასხვისების შედეგად, რომელთა აქტივების ან ქონების ღირებულების 50 პროცენტზე მეტი შედგება, ან მათი ღირებულების 50 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიქმნა ერთი ან მეტი სხვა კომპანიის, ტრასტის ან მსგავსი საწარმოს ურთიერთმონაწილეობის გზით, ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან ან ამგვარ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლებებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში. ამ დებულების მიზნებისათვის, მხედველობაში არ მიიღება ის უძრავი ქონება, რომელიც დაკავშირებულია ასეთი კომპანიის სამრეწველო, კომერციულ თუ სასოფლო–სამეურნეო საქმიანობასთან ან დამოუკიდებელი პირადი მომსახურების განხორციელებასთან.

2.შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს ან შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკრველ სახელმწიფოში არსებული ფიქსირებული ბაზის კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) ან ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3.შემოსავლები, რომლებიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

4.შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულის გარდა, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

 

მუხლი 14

დამოუკიდებელი პირადი მომსახურება

 

1.შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელიმწიფოში, თუ რეზიდენტს მეორე ხელშემკრველ სახელმწიფოში არ გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით. თუ რეზიდენტს ამგვარი ფიქსირებული ბაზა გააჩნია, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ასეთ ფიქსირებულ ბაზას.

2.ტერმინი “პროფესიული მომსახურება” მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.

 

მუხლი 15

დაქირავებით მუშაობა

 

1.მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებითი მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2.პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:

a)ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ საგადასახადო წელს, და

b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და

c) ანაზღაურების გადახდის ხარჯებს არ ეწევა მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.

3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებული მუშაობისათვის, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

 

მუხლი 16

დირექტორთა ჰონორარები

 

დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა ან სამეთვალყურეო სავბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

 

მუხლი 17

ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები

 

1. მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2.იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ეს შემოსავალი, მე–7, მე-14 და მე–15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3.პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, მის მიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საბმიანობიდან, იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ მეორე სახელმწიფოში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის დაფინანსება ხდება ძირითადად პირველად ხსენებული სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ– ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ან საჯარო სასმართლის იურიდიული პირების სახსრებიდან.

4.მე–2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებელი პირადი საქმიანობიდან იღებს შემოსავალს და ეს შემოსავალი ერიცხება არა თავად ამ ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ეს შემოსავალი, მე–7, მე–14 და მე– 15 მუხლების დებულებების მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამ სხვა პირის დაფინანსება ხდება ძირითადად პირველად ხსენებული სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ–ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებიდან.

 

მუხლი 18

პენსიები

 

მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად, წარსულ პერიოდში განხორციელებულ დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

 

მუხლი 19

სახელმწიფო სამსახური

 

1.ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი უხდის ფიზიკურ პირს, ამ სახელმწიფოს, მისი ქვედანაყოფის, ორგანოს ან იურიდიული პირის მიმართ გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

2. ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო, და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და მოქალაქეს.

3.a) ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, ან მათი შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, ქვედანაყოფის, ორგანოს ან იურიდიული პირის მიმართ გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

b) ამასთან, ასეთი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი და მოქალაქე.

4. მე-15, მე-16 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ან მათი რომელიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ სამსახურთან დაკავშირებით.

 

მუხლი 20

სტუდენტები

 

ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, არ იბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

 

მუხლი 21

პროფესორ–მასწავლებლები და მეცნიერ–მუშაკები

 

1.მე–19 მუხლის დებულებების თანახმად და მე–15 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელსაც იღებს მასწავლებელი ან მეცნიერ–მუშაკი, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ პედაგოგიური ან სამეცნიერო მუშაობის ჩატარების მიზნით, იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება იმოქმედებს მასწავლებლის ან მეცენიერ–მუშაკის პირველად ხსენებულ სახელმწიფოში სწავლების ან სამეცნიერო მუშაობის ჩატარების მიზნით ჩასვლის დღიდან 24 თვის განმავლობაში.

2.ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება პედაგოგიური ან სამეცნიერო მუშაობის ჩატარების შედეგად მიღებულ შემოსავალზე, თუ ამგვარი პედაგოგიური ან სამეცნიერო მუშაობა არ შეადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს და ხორციელდება ძირითადად რომელიმე კონკრეტული პირის ან პირების მიერ პირადი სარგებლობის მისაღებად.

 

მუხლი 22 სხვა შემოსავლები

 

1.a) შემოსავლის სახეები, რომლის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ აღნიშნულ სახელმწიფოში ეს რეზიდენტი ექვემდებარება დაბეგვრას შემოსავლის ამ სახეებთან მიმართებაში. თუ ეს მოთხოვნა არ სრულდება, შემოსავლის ეს სახეები დაიბეგრება მეორე ხელშემკვრელ სახელიმწიფოში, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

b) a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბეგვრის პირობა არ გამოიყენება, თუ შემოსავლის აღნიშნული სახეების ფაქტობრივ მფლობელს წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკურ–ადმინისტრაციული ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო.

2. პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავდება მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლისაგან, თუ ასეთი შემოსავლების ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის სამეწარმეო ან კომერციულ საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებით ხდება შემოსავლის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე–14 მუხლის დებულებები.

 

მუხლი 23 კაპიტალი

 

1.a) კაპიტალი, წარმოდგენილი მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს ამგვარი უძრავი ქონება.

b) კაპიტალი, წარმოდგენილი იმ კომპანიის, ტრასტის ან მსგავსი საწარმოს აქციებით ან სხვა უფლებებით, რომელთა აქტივების ან ქონების ღირებულების 50 პროცენტზე მეტი შედგება, ან მათი ღირებულების 50 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიქმნა ერთი ან მეტი სხვა კომპანიის, ტრასტის, ან მსგავსი საწარმოს ურთიერთმონაწილეობის გზით, ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან, რომელიც განსაზღვრულია მე–6 მუხლით, ან ამგვარ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლებებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში. ამ დებულების მიზნებისათვის, მხედველობაში არ მიიღება ის უძრავი ქონება, რომელიც უკავშირდება ასეთი კომპანიის მიერ დამოუკიდებლად წარმართულ საქმიანობას.

2.კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3.კაპიტალი, წარმოდგენილი ქონებით, რომელიც ქმნის საწარმოს კომერციული ქონების ნაწილს და შედგება ამგვარი საწარმოების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდებისაგან და ასეთი გემებისა და ხომალდების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებისაგან, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

4.ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

 

მუხლი 24

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა

 

1. საფრანგეთის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება უნდა მოხდეს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

a) ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, შემოსავალი, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს ან იბეგრება მხოლოდ საქართველოში, გათვალისწინებული იქნება საფრანგეთის გადასახადის გაანგარიშების დროს, სადაც ასეთი შემოსავალი საფრანგეთის შიდასახელწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად არ თავისუფლდება კორპორაციული გადასახადისაგან. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს გადასახადი არ გამოიქვითება ამგვარი შემოსავლიდან, მაგრამ საფრანგეთის რეზიდენტს (i) და (ii) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად, მიეცემა საგადასახადო კრედიტით (ზედმეტობა) სარგებლობის უფლება საფრანგეთის გადასახადთან მიმართებაში. ასეთი საგადასახადო კრედიტი (ზედმეტობა) ტოლი იქნება:

(i) იმ შემოსავლის შემთხვევაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული (ii) ქვეპუნქტით, საფრანგეთის გადასახადის იმ ოდენობის, რომლითაც იბეგრება ასეთი შემოსავალი, იმ პირობით, რომ საფრანგეთის რეზიდენტი ექვემდებარება საქართველოს გადასახადით დაბეგვრას ასეთ შემოსავალთან დაკავშირებით;

(ii)იმ შემოსავლის შემთხვევაში, რომელიც ექვემდებარება მე–7 მუხლით და მე–13 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული გადასახადის გადახდას და იმ შემოსავლის შემთხვევაში, რომელიც გათვალისწინებულია მე–10 მუხლით, მე–13 მუხლის პირველი პუნქტით, მე–15 მუხლის მე–3 პუნქტით, მე–16 მუხლით და მე–17 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტებით, აღნიშნული მუხლების დებულებათა შესაბამისად საქართველოში გადახდილი გადასახადის ოდენობის; ამასთან, ასეთი საგადასახადო კრედიტი (ზედემტობა) არ უნდა აღემატებოდეს ასეთ შემოსავალზე დარიცხული საფრანგეთის გადასახადის ოდენობას.

b) საფრანგეთის რეზიდენტი, რომელიც ფლობს კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში 23–ე მუხლის პირველი, მე–2 ან მე–3 პუნქტების შესაბამისად, ასევე დაიბეგრება საფრანგეთში ამ ქონებასთან მიმართებაში. საფრანგეთის გადასახადის გაანგარიშება მოხდება საგადასახადო კრედიტის (ზედმეტობის) გათვალისწინებით, რომელიც ამგვარ ქონებაზე საქართველოში გადახდილი გადასახადის ოდენობის ტოლია. ამასთან, ასეთი საგადასახადო კრედიტი არ უნდა აღემატებოდეს ასეთ ქონებაზე დარიცხული საფრანგეთის გადასახადის ოდენობას.

c) (i) გასაგებია, რომ a) ქვეპუნქტში გამოყენებული ტერმინი “ასეთ შემოსავალზე დარიცხული საფრანგეთის გადასახადის ოდენობა” ნიშნავს:

– იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ შემოსავალზე დარიცხული გადასახადის გაანგარიშება ხდება პროპორციული ტარიფის საფუძველზე, წმინდა შემოსავლის თანხას გამრავლებულს განაკვეთზე, რომელიც ფაქტობრივად გამოიყენება ასეთ შემოსავალთან მიმართებაში;

– იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ შემოსავალზე დარიცხული გადასახადის გაანგარიშება ხდება პროგრესული შკალის საფუძველზე, წმინდა შემოსავლის თანხას გამრავლებულს განაკვეთზე, რომელიც მიიღება საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით დასაბეგრი წმინდა შემოსავლის მთლიან ოდენობაზე ფაქტობრივად დარიცხული გადასახადისა და ამ წმინდა შემოსავლის მთლიანი ოდენობის თანაფარდობით.

ამგვარი ინტერპრეტაცია ანალოგიურად ვრცელდება b) ქვეპუნქტში გამოყენებულ ტერმინზე: “ასეთ ქონებაზე დარიცხული საფრანგეთის გადასახადის ოდენობა.”

(ii) გასაგებია, რომ a) და b) ქვეპუნქტებში გამოყენებული ტერმინი “საქართველოში გადახდილი გადასახადის ოდენობა” ნიშნავს საქართველოს გადასახადის ოდენობას, რომელიც შეთანხმების დებულებების შესაბამისად რეალურად და საბოლოოდ გადახდილია შემოსავლის მოცემულ სახეებთან დაკავშირებით საფრანგეთის იმ რეზიდენტის მიერ, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას შემოსავლისა და ქონების ამ სახეობებზე საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს შემთხვევაში ორმაგი დვაბეგვრის თავიდან აცილება მოხდება შემდეგნაირად:

a) იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს ქონებას, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საფრანგეთში, საქართველო დაუშვებს:

(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან გამოქვითვას, რომელიც შემოსავალზე საფრანგეთში გადახდილი გადასახადის ტოლია;

(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან გამოქვითვას, რომელიც ქონებაზე საფრანგეთში გადახდილი გადასახადის ტოლია;

ამასთან, ასეთი გამოქვითვა, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე და კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო გაანგარიშებული და რომელიც მიეკუთვნება შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საფრანგეთში.

b) ამასთან, თუ საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი, ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების თანახმად, გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქართველოში, საქართველოს, მიუხედავად ამისა, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.

 

მუხლი 25

დისკრიმინაციის თავიდან აცილება

 

1.ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეებს, არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ ამ მეორე სახელმწიფოს მოქალაქეებს იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება აგრეთვე იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები, ან წარმოადგენენ მოქალაქეობის არმქონე პირებს.

2.ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების ან ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შექმნილი ფიქსირებული ბაზის დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში ამ მეორე სახელმწიფოში, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს იგივე საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების ან რეზიდენტების დაბეგვრა. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების პიროვნულ ნიადაგზე რომელიმე გადასახადისაგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

3. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტების შემთხვევაში. ანალოგიურად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი ქონების განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება გამოქვითვას იმავე პირობების საფუძველზე, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში.

4.ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან პირდაპირი ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოთხოვნას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

5.ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადისაგან გათავისუფლება და სხვა შეღავათები ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ–ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ან მათი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სასარგებლოდ, რომლებიც არ ეწევიან სამეწარმეო ან კომერციულ საქმიანობას, იმავე პირობების დაცვით გავრცელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოზე, მის პოლიტიკურ–ადმინისტრაციულ ქვედანაყოფებზე ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებზე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებზე, რომლებიც ეწევიან იგივე ან ანალოგიურ საქმიანობას. მე–7 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ამ პუნქტის დებულებები არ გამოიყენება იმ გადასახდელებთან ან მოსაკრებლებთან დაკავშირებით, რომელთა გადახდა ხდება გაწეული მომსახურეობის საფასურის ასანაზღაურებლად.

6.მე–2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ყველა სახის და დასახელების გადასახადებზე.

7.თუ, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის გაფორმებული ნებისმიერი ორმხრივი შეთანხმება ან ხელშეკრულება, ამ შეთანხმების გარდა, შეიცავს დებულებას დისკრიმინაციის თავიდან აცილების შესახებ, ან უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შესახებ, მაშინ გასაგებია, რომ ასეთი დებულებები ვერ გავრცელდება საგადასახადო საკითხებზე.

 

მუხლი 26

ურთიერთშეთანხმების პროცედურა

 

1.თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, მას შეუძლია მისი უფლებების დაცვის ამ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისაგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარუდგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.

2.თუ კომპეტენტურიორგანო განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და თუ მას დამოუკიდებლად საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია, ის უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის

თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროითი შეზღუდვების მიუხედავად.

3.ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან დაძლიონ ნებისმიერი სირთულე ან ეჭვი, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. კერძოდ, მათ შეუძლიათ კონსულტაციები გამართონ მე–9 მუხლში აღნიშნულ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოთა შორის შემოსავლის განაწილების შესახებ. მათ შეუძლიათ, აგრეთვე, ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოონ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელი ორმაგი დაბეგვრის სხვა შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.

4.ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ შეთანხმების მიღწევის მიზნით, როგორც ეს მითითებულია წინა პუნქტებში. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მიღწევისთვის მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსაზრებების ზეპირი გაცვლა, ეს შეიძლება განხორციელდეს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისიის საშუალებით.

 

მუხლი 27

ინფორმაციის გაცვლა

 

1.ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ამ შეთანხმების დებულებების ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობის შესასრულებლად, იმ გადასახადებთან მიმართებაში, რომლებსაც მოიცავს ეს შეთანხმება და რომლებით დაბეგვრაც არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული პირველი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის, მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოიყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების დროს.

2.პირველი პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:

a)გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას:

b)მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით;

c)გასცეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს კომერციული, სამეწარმეო, პროფესიული საიდუმლოება ან კომერციული პროცესი, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას).

 

მუხლი 28

დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები

 

ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივი წარმომადგენლობების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.

 

მუხლი 29

გამოყენების ფორმა

 

ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ განსაზღვრონ შეთანხმების გამოყენების პირობები, კერძოდ, შეთანხმების დებულებებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობასთან დაკავშირებული ფორმალობები.

 

მუხლი 30

ძალაში შესვლა

 

თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო ატყობინებს მეორეს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო პროცედურების დასრულების შესახებ. შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან მეორე თვის პირველ დღეს.

2. ამ შეთანხმების დებულებები გამოიყენება:

a) წყაროსთან დასაბეგრ შემოსავლებზე გადასახადების მიმართ, თანხებზე,რომელთა დაბეგვრა ხდება შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომი კალენდარული წლიდან;

b) იმ შემოსავალებზე გადასახადების მიმართ, რომლებიც არ იბეგრება წყაროსთან, შესაბამის შემოსავლებზე, გარემოებების შესაბამისად, შეთანხმების ძალაში შესვლის კალენდარული წლის ნებისმიერი შემდგომი კალენდარული წლიდან ან საანგარიშო პერიოდიდან;

c) სხვა გადასახადების მიმართ, გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობის წარმოშობის შემთხვევაში, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომი კალენდარული წლიდან.

3. ყველა საგადასახადო დებულება, რომლებიც შედის საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ძალაში მყოფ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში, საქართველოსა და საფრანგეთისთვის წყვეტს მოქმედებას იმ დღიდან, როდესაც ძალაში შევა ამ შეთანხმების დებულებები.

 

მუხლი 31

მოქმედების შეწყვეტა

 

1. ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 5 კალენდარული წლის გასვლის შემდეგ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმება, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე დიპლომატიური არხებით შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების საშუალებით.

2. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

a) წყაროსთან დასაბეგრ შემოსავლებზე გადასახადების მიმართ, თანხებზე, რომელთა დაბეგვრა ხდება შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გადაცემის შემდგომი კალენდარული წლიდან;

b) იმ შემოსავალებზე გადასახადების მიმართ, რომლებიც არ იბეგრება წყაროსთან, შესაბამის შემოსავლებზე, გარემოებების შესაბამისად, შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გადაცემის კალენდარული წლის ნებისმიერი შემდგომი კალენდარული წლიდან ან საანგარიშო პერიოდიდან;

c) სხვა გადასახადების მიმართ, გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობის წარმოშობის შემთხვევაში, შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების შემდგომი კალენდარული წლიდან.

 

რის დასტურადაც, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

 

შედგენილია 2007 წლის 7 მარტს ქ. პარიზში 2 ეგზემპლარად, ქართულ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

საფრანგეთის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით