გადაწყვეტილება №25173/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25173/2/2025
02 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 8.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25173/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 7.03.2025 წლის ID:------- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 11.04.2025 წლის №6946 ბრძანება. ფაქტების აღწერა 2021 წლის პირველ იანვრამდე რიცხული საგადასახადო დავალიანების, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამოწერის მოთხოვნით, მომჩივანმა, 24.02.2025 წლის ID:------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს.
მომსახურების დეპარტამენტის 7.03.2025 წლის ID:------- გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2025 წლის №6946 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 309-ე მუხლებზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მომჩივნის მოთხოვნაზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წლის 24 ივნისს ქონების გასხვისების შედეგად წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება, რომელიც მომჩივანმა აღიარა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილში ცვლილების შეტანამდე - 2024 წლის 29 მაისამდე. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დავალიანება წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავალიანების ჩამოწერას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №-----21- 11 წერილი, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება. გპაბ-ზე არსებული დავალიანება წარმოშობილია 2021 წლის პირველი იანვრის შემდგომი პერიოდიდან (25.05.2021 წლის №999-9 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხით). შესაბამისად, ვინაიდან, თანხის ჩამოწერის მოთხოვნით მომართვის მომენტისთვის, მომჩივანს გპაბ-ზე 01.01.2021 წლამდე დავალიანება არ ერიცხებოდა, გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა 7.03.2025 წლის ID:---- გადაწყვეტილებით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, ხოლო თანხის ჩამოწერის მოთხოვნით მიმართვის მომენტისთვის, მომჩივანს გპაბ-ზე 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი დავალიანება არ ერიცხება, მომჩივნის მოთხოვნა, საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავალიანების ჩამოწერის თაობაზე მოკლებულია კანონიერ საფუძველს. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის მდგომარეობით გადამხდელს დავალიანება არ ერიცხება. გპაბ-ზე არსებული დავალიანება წარმოშობილია 2021 წლის პირველი იანვრის შემდგომი პერიოდიდან (25.05.2021 წლის №999-9 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხით). შესაბამისად, ვინაიდან, თანხის ჩამოწერის მოთხოვნით მომართვის მომენტისთვის, მომჩივანს გპაბ-ზე 01.01.2021 წლამდე დავალიანება არ ერიცხებოდა, გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა 7.03.2025 წლის გადაწყვეტილებით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, ხოლო თანხის ჩამოწერის მოთხოვნით მიმართვის მომენტისთვის, მომჩივანს გპაბ-ზე 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი დავალიანება არ ერიცხება, მომჩივნის მოთხოვნა, საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავალიანების ჩამოწერის თაობაზე მოკლებულია კანონიერ საფუძველს. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309 (37).