N 2-406 - 01/10/2026 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-406
2026 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021; სარეგისტრაციო კოდი: 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
ა) პირველი პუნქტის „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ10) ცხოველის ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში შინაური ბინადარი ძაღლების, კატების ან ქრცვინების არაკომერციული მიზნით გადაადგილებისათვის“.
ბ) პირველი პუნქტის „ჰ10“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №43 „ცხოველის ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში შინაური ბინადარი ძაღლების, კატების ან ქრცვინების არაკომერციული მიზნით გადაადგილებისათვის“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
დავით სონღულაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე