გადაწყვეტილება №22086/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 15.05.2024
№ დოკუმენტი 22086/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22086/2/2024

15 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------ის“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 27.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22086/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდა;

2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის ცვლილება აღმასრულებლის საინკასო დავალების საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2023 წლის №081-273 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33691 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 028 358 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 618 024

ბუნებ. რესურ. სარგ. მოსაკრებელი - 69

დღგ - 151 104

მოგების გადასახადი - 261 636

საშემოსავლო გადასახადი - 204 459

ქონების გადასახადი - 756

ჯარიმა - 318 331

საურავი - 92 003

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.11.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დაფიქსირებული სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს იმპორტირებული მზესუმზირისაგან წარმოებული ზეთების ჩამოსხმას 1 ლიტრიან და 5 ლიტრიან ბოთლებში, ეტიკეტირებას და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებას. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს აქვს ექსპორტზე გატანილი პოლიპროპილენის გრანულები, რომელიც საბაჟო საწყობში ჰქონდა შენახული. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სასამართლოს გზით, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია მიღებული იქნა ნაწილობრივ (არ არის „-----ი“ ბანკის დოკუმენტაცია მიწოდებული). გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია, საგადასახადო კოდექსის 70- ე მუხლის საფუძველზე, ინფორმაციის წარუდგენლობაზე. შედეგად, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. შემოწმებით დადგინდა, რომ საბანკო ანგარიშებიდან გაცემულია ანგარიშვალდებულ პირებზე მივლინების დანიშნულებით თანხები, ასევე, კომპანიებზე გადახდილია ავიაბილეთების საფასური, სასტუმროს მომსახურების ხარჯი. ჯამში ზემოაღნიშნულმა დაუსაბუთებულმა ხარჯმა შეადგინა 614 831 ლარი. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, აღნიშნული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის თანახმად;

2. შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციით გაირკვა, რომ კომპანია იჯარით ქირაობს გემს და ეწევა საერთაშორისო გადაზიდვას. აღნიშნული დგინდება მესამე პირისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (შპს „-----“ უწევს გადასახადის გადამხდელს გემის პორტში აგენტირების მომსახურებას). საბანკო ამონაწერებით არარეზიდენტი და რეზიდენტი კომპანიებისაგან ჩარიცხულია საერთაშორისო გადაზიდვების საფასური, ხოლო გემის იჯარის საფასური არარეზიდენტებზე გადახდილია ჯამში 804 635 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ ოპერაციებზე ახსნაგანმარტება ან შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილი არ იქნა. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;

3. განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა (შემოწმების მიერ მიღებულ ფულად ნაშთს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, სახელფასო და მივლინების დანიშნულებით გადარიცხული თანხები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ბანკის ხარჯი, ლიზინგის და კომუნალური გადასახადების და სხვა ხარჯები), დარჩენილი ფულადი ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სარგებლად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2023 წლის №26109 ბრძანება და 24.10.2023 წლის №081-273 საგადასახადო მოთხოვნა, რაც ზემოაღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის სადავო 28.12.2023 წლის №33691 ბრძანებით საჩივარი ყველა სადავო საკითხის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ:

- პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) პირველ და მეორე სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრა და შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ სარგებლად დაკვალიფიცირების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის სადავო 28.12.2023 წლის №33691 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდა

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ----ის და-----ის კალკულაცია, შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო სხვა მსგავსი საქმიანობის კომპანიის კალკულაციას, რომელიც შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ არასრული საბუღალტრო აღრიცხვის პროცესს: იმპორტირებული მზესუმზირის მარცვლები ხვდება საჩეჩში, სადაც ხდება მზესუმზირის გულის გამოცალკავება ჩენჩოსაგან, შემდეგ, მზესუმზირის გული გადადის „-----ში“, იმსხვრევა და თავსდება სახარშავ რეზერვუარში, სადაც 110 გრადუსზე ხდება მისი მოხალვა, ორთქლის ზემოქმედებით მოხალული მასა რბილდება, გადადის წნეხში, საიდანაც მიიღება არარაფინირებული ზეთი და კოპტონი. შედეგად, მზესუმზირის მარცვლებიდან არარაფინირებული ზეთის გამოსავლიანობაა 32.27%, ხოლო კოპტონის 42.92%. გამოთავისუფლებული ჩენჩოს წილია 20.51%, ნაგავის დანაკარგია 1.14%, დანაკარგი ტენიანობაზე 3.16%. მიღებული არარაფინირებული ზეთის 100%-იდან მიიღება რაფინირებული ზეთის 95%. 1 ლიტრიან და 5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმამდე, პროცესი მოითხოვს ეტიკეტის, -----ის, ----ი ---ის, ----ის და სხვა ნედლეულის დანახარჯს. გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შედგება მხოლოდ დოკუმენტით რეალიზაციისაგან. შესამოწმებელ პერიოდში სულ გაყიდულია 1 037 640 ლიტრი ზეთი, რომლის საწარმოებლად საჭირო ნედლეული გადასახადის გადამხდელს შეძენილი არ აქვს, ხოლო ----ის წარმოების შედეგად ნაშთად დარჩენილი 640 ტონა ---ი შემოწმების მიერ ასახულ იქნა მიწოდებაში. საქმიანობის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ზეთის მიწოდებისათვის ავანსები, რომელიც დაბეგრილი არ არის, შემოწმების მიერ მოხდა იმპორტირებული მაკარონის და ფქვილის ნაშთის რეალიზაცია (ჯამში 12 055 ლარია ბრუნვა აღნიშნული პროდუქციის მიწოდებაზე). საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლის თანახმად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მსჯელობა ამ საკითხზე დაფიქსირებული არ არის, რადგან მომჩივანს შემოსავლების სამსახურში 26, 27 ნოემბერს და 5 დეკემბერს წარდგენილი საჩივრებით საკითხი სადავოდ არ გაუხდია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავოდ წარმოდგენილი საკითხის ნაწილში, წარმოადგენს შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, დარიცხვის საფუძვლებს და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, მის ხელთ საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო არასწორად იქნა განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბაზა.

ამ ეტაპზე, კომპანიის უკრაინის ოფისია ჩართული საკითხის შესწავლაში. გადმოგზავნილია გარკვეული სახის დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც არ ყოფილა წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისათვის. მასალის დიდი მოცულობიდან გამომდინარე, საჩივარს ერთვის დოკუმენტაციის ნაწილი (დანართის სახით წარმოადგენს ექსელის ერთ ცხრილს საქონლის თვითღირებულების გაანგარიშების შესახებ).

მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით განხილვას კომპანიის წარმომადგენელთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები, მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. კერძოდ, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ სადავო საკითხების ნაწილში დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშებიდან გაცემული აქვს ანგარიშვალდებულ პირებზე მივლინების დანიშნულებით თანხები, ასევე, კომპანიებზე გადახდილია ავიაბილეთების საფასური, სასტუმრო მომსახურების ხარჯი, რომელმაც შეადგინა ჯამში 614 831 ლარი. აღნიშნული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით;

- კომპანია იჯარით ქირაობს გემს და ეწევა საერთაშორისო გადაზიდვას. აღნიშნული დგინდება მესამე პირისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. საბანკო ამონაწერებით არარეზიდენტი და რეზიდენტი კომპანიებისაგან ჩარიცხულია საერთაშორისო გადაზიდვების საფასური, ხოლო გემის იჯარის საფასური არარეზიდენტებზე გადახდილია ჯამში 804 635 ლარი. აღნიშნულ ოპერაციებზე გადასახადის გადამხდელს ახსნა-განმარტება ან შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შედეგად, გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში, დაერიცხა მოგების გადასახადი;

- განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა (შემოწმების მიერ მიღებულ ფულად ნაშთს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, სახელფასო და მივლინების დანიშნულებით გადარიცხული თანხები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ბანკის ხარჯი, ლიზინგის და კომუნალური გადასახადების და სხვა ხარჯები), დარჩენილი ფულადი ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სარგებლად. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

დადგენილია ასევე, რომ ხსენებული სადავო საკითხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა (2023 წლის 26, 27 ნოემბრის და 5 დეკემბრის საჩივრებით) შემოსავლების სამსახურში, რომელმაც სადავოდ წარდგენილი საკითხები 28.12.2023 წლის №33691 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხულ თანხებს ასაჩივრებს დღგ-ის ნაწილში, წარმოადგენს სადავოდ წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ დღგ-ის ნაწილში შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, მის ხელთ საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო არასწორად იქნა განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. ამ ეტაპზე, არსებობს გარკვეული სახის დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც არ ყოფილა წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისათვის. აღნიშნავს, რომ მასალის დიდი მოცულობიდან გამომდინარე, საჩივარზე დანართის სახით წარმოადგენს ნაწილს (ექსელის ერთ ცხრილს საქონლის თვითღირებულების გაანგარიშების შესახებ).

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შემოწმების შემდგომ გამოიგზავნა -----ის ოფისიდან დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურში გასაჩივრდა აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2023 წლის №081-273 საგადასახადო მოთხოვნა სრულად, ანუ სრულად ყველა საკითხი, წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ საკითხებთან დაკავშირებით რაზეც დავობდნენ და მიეცათ წინადადება წარედგინათ დოკუმენტაცია საკითხებთან მიმართებით, რომელიც გამოკვეთილია შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში. ამბობდა, რომ ყველა საკითხს ასაჩივრებდა, მაგრამ საჩივარში ცალკე პუნქტად არ გამოყო დღგ-ით დასაბეგრი ბაზის საკითხი, ჩათვალა, რომ ის დოკუმენტები, რომელიც წარადგინა გადასახადის გადამხდელმა და შეისწავლიდა აუდიტორი, იმოქმედებდა სხვა საკითხებზე, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მათ შორის დღგ-ით დასაბეგრ ბაზაზე. ამ შემთხვევაში თხოვნაა, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები შექმნის იმის საფუძველს, რომ იმოქმედებს დღგ-ით დასაბეგრ ბაზაზე, გადახედილი იქნეს აუდიტორის მიერ ეს საკითხი და შესწავლილი იქნეს გადაანგარიშების დროს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღგ-ში დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დღგ დაერიცხა მისაწოდებელი ზეთებისათვის მიღებულ ავანსებზე, წარმოებული შროტის ნაშთის, მაკარონის და ფქვილის რეალიზაციაზე, ასევე ავანსის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, მეორედ მიღებული ჩათვლის გაუქმების გამო. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სადავოდ წარდგენილი საკითხები დოკუმენტურად დაუსაბუთებელი მივლინების ხარჯების, საერთაშორისო გადაზიდვის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშებული ფულის ნაშთის ნაწილში. აღნიშნული ვერ იქონიებს გავლენას დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაზე, რადგან არ უკავშირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოპერაციებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელისგან დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებზე დოკუმენტაცია იქნა მოთხოვნილი და არა კალკულაცია, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია დღგ-ზე გავლენას არ მოახდენს, ანუ მათი გათვალისწინების შემთხვევაში შემოსავლები არ შეიცვლება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე მომჩივნის პოზიციაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ წარმოდგენილი მტკიცებულებები გავლენას მოახდენს დღგ-ის დარიცხვის ნაწილში, მზადაა მოახდინოს შესაბამისი გადაანგარიშება, აღსრულება მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ იძლევა შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და სადავო საკითხის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის ცვლილება აღმასრულებლის საინკასო დავალების საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტში სადავო საკითხის ნაწილში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს დაქირავებულ პირებზე და გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული აქვს საბანკო ანგარიშებიდან და სალაროდან, ასევე ნატურის სახით განაცემები, რომელიც სრულად დეკლარირებული არ არის. შესამოწმებელ პერიოდში, აღმასრულებლის მიერ წარდგენილია ინკასო დაქირავებული ფიზიკური პირის სასარგებლოდ. გადასახადის გადამხდელის მიერ, ინკასოს საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილია 138 190 ლარი, რომლითაც გაქვითულია მეორე დაქირავებული ფიზიკური პირის ხელფასი. შემოწმების მიერ, აღნიშნული განაცემით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენემა (---. ------) განაცხადა, რომ უარს აცხადებს სადავო საკითხის ნაწილში დავის გაგრძელებაზე.

ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი მე-2 სადავო საკითხის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდა;

2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის ცვლილება აღმასრულებლის საინკასო დავალების საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.11.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დაფიქსირებული სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს აქვს ექსპორტზე გატანილი საქონელი, რომელიც საბაჟო საწყობში ჰქონდა შენახული. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სასამართლოს გზით, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია მიღებული იქნა ნაწილობრივ . გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია, საგადასახადო კოდექსის 70- ე მუხლის საფუძველზე, ინფორმაციის წარუდგენლობაზე. შედეგად, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. შემოწმებით დადგინდა, რომ საბანკო ანგარიშებიდან გაცემულია ანგარიშვალდებულ პირებზე მივლინების დანიშნულებით თანხები, ასევე, კომპანიებზე გადახდილია ავიაბილეთების საფასური, სასტუმროს მომსახურების ხარჯი. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, აღნიშნული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის თანახმად;

2. შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციით გაირკვა, რომ კომპანია იჯარით ქირაობს გემს და ეწევა საერთაშორისო გადაზიდვას.გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ ოპერაციებზე ახსნაგანმარტება ან შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილი არ იქნა. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;

3. განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა , დარჩენილი ფულადი ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სარგებლად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №26109 ბრძანება და №081-273 საგადასახადო მოთხოვნა, რაც ზემოაღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის სადავო №33691 ბრძანებით საჩივარი ყველა სადავო საკითხის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის სადავო №33691 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდის ნაწილში, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ იძლევა შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების ან ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ხოლო,აღმასრულებლის საინკასო დავალების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის ცვლილების ნაწილში, ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, ამ ნაწლში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301-ე მუხლის „ა“