ბრძანება N 21709
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21709
05.09.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
--------------------ის (პასპ/ნ ---------------------)
(მის.:------------------------------------------------)
2023 წლის 16 აგვისტოს საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა --------------------ის (პასპ/ნ -----------------) №140346/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 14 აგვისტოს №EL220002 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და არადეკლარირებული საქონლის (ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები 104 ცალი) დაბრუნების მოთხოვნას.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ელექტრო სიგარეტები და მისი სითხეები საქართველოში შემოჰქონდა პირადი მოხმარების მიზნით და გასაჩუქებლად.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და ჩამორთმეული საქონლის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 14 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „------ი“ (------) ჩამოფრინდა --------------ის მოქალაქე --------------------ი (პასპ/ნ -----------------). საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება მებაჟე-ოფიცრის მიერ.
საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მოფრენის დარბაზში განთავსებულია წითელი და მწვანე დერეფნები, რომელსაც შესაბამისი ფერის მანიშნებელთან ერთად, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) აქვს შემდეგი მითითება: წითელი დერეფნის შემთხვევაში – „ექვემდებარება დეკლარირებას“ და მწვანე დერეფნის შემთხვევაში – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. გამომდინარე აქედან, ----- --------მა „მწვანე დერეფნის“ არჩევით განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ------------ის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც მითითებულ პირს ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები 104 ცალი. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 14 აგვისტოს №-----/2023 დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 545.80 აშშ დოლარი (1430.60 ლარი).
ვინაიდან, ---------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 14 აგვისტოს შედგენილ იქნა №EL220002 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც --------------------ს (პასპ/ნ -----------------) სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარი.
ამასთან, --------------------ის მიერ საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული ელექტრო სიგარეტები არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის 150-ე დადგენილების დანართი №1-ის მე-4 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების კატრიჯების/კაფსულების მოცულობა აღემატებოდა 2 მლ-ს და სიგარეტების შეფუთვებში განთავსებული არ იყო საინფორმაციო ფურცელი ქართულ ენაზე. გამომდინარე აქედან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1559 მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა №AL046495 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მასალები განსახილველად გაეგზავნა (№21-04/66119 16.08.2023) თბილისის საქალაქო სასამართლოს. ვინაიდან აღნიშნული მუხლი ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმასთან ერთად ასევე ითვალისწინებს შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციას, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით შემოტანილი თამბაქოს ნაწარმი განთავსდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ საბაჟო კონტროლის ზონაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არადეკლარირებული საქონლის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1559 მუხლით დადგენილია, რომ მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ გატანა/იმპორტიორის მიერ მისი იმპორტი ისეთი შეფუთვით ან/და ეტიკეტით, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1557−156-ე მუხლებით.
დადგენილია, რომ იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1559 მუხლი ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმასთან ერთად ასევე ითვალისწინებს შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციას, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით შემოტანილი თამბაქოს ნაწარმი განთავსდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ საბაჟო კონტროლის ზონაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ასევე ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ --------------------ი (პასპ/ნ -----------------) 2023 წლის 29 აგვისტოს დაედო ადმინისტრაციული სახდელი და იგი დაჯარიმდა 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი არადეკლარირებული საქონლის (ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები 104 ცალი) დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით განსაზღვრულ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხებს და სცილდება შემოსავლების სამსახურის დავის განმხილველი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა 2023 წლის 14 აგვისტოს №EL220002 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას,ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. --------------------ის (პასპ/ნ -----------------) საჩივარი არადეკლარირებული საქონლის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ელექტრო სიგარეტები და მისი სითხეები საქართველოში შემოჰქონდა პირადი მოხმარების მიზნით და გასაჩუქებლად.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და ჩამორთმეული საქონლის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომობილი.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შედეგადაც ავტომობილის სალონში არსებულ ზურგჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული/დამალული საქონელი.გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
ამასთან, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ჩამორთმეულ იქნა სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა სგპ-ის კონტროლის ზონაში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი არადეკლარირებული საქონლის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით განსაზღვრულ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხებს და სცილდება შემოსავლების სამსახურის დავის განმხილველი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველი.
ხოლო,სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199( „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“); 301( „ბ“); 302(6);
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6; 27(1); 73(1 „ა“); 163(1,); 168(3);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის 150-ე დადგენილების დანართი №1-ის მე-4 და მე-7 მუხლები;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 156 -1559 მუხლი;208-ე მუხლი;