N 470 - 28/09/2026 - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №470
2026 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2022, 010240030.10.003.023404) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა ხუციშვილი − საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) გიორგი მაისურაძე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მიხეილ ადეიშვილი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე − საბჭოს წევრი;
დ) დავით მოლოდინი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე − საბჭოს წევრი;
ე) დათო გაბლიშვილი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის საჩივრების სამმართველოს ხელმძღვანელი − საბჭოს წევრი;
ვ) დავით ლაშხია − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ხელმძღვანელი − საბჭოს წევრი;
ზ) შორენა გვენეტაძე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი − საბჭოს წევრი;
თ) შოთა კომლაძე − ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების ხელმძღვანელი − საბჭოს წევრი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე