გადაწყვეტილება №27002/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27002/2/2026
19 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --------ი (პ/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ის 26.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27002/2/2026).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ხარჯების ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №031-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.02.2026 წლის №4161 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 32 415,06 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 17 606,92
ჯარიმა - 7 938,7
საურავი - 6 869,44
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე სანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანს 2020 წლის 5 ნოემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ტრანსპორტით მომსახურებაზე (გადაზიდვის მომსახურება, საქართველოს ტერიტორიაზე). 2022 წლის კალენდარული წლის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად მითითებული აქვს 30 000 ლარი, 2023 წელს 35 000 ლარი, ხოლო 2024 წელს 20 000 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების, ---- სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე ირკვევა, რომ მომჩივანი იღებს ორმხრივ ნებართვას (დგინდება --- სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით) და საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას.
2022 წლის განმავლობაში საერთაშორისო გადაზიდვიდან მის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს 56 066 ლარს, 2023 წელს 56 641 ლარს, ხოლო 2024 წელს 20 000 ლარს. საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლისა და „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 29.12.2010 წლის №415 დადგენილების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მცირე ბიზნესის 1%- იანი განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა. იმის გათვალისწინებით, რომ მან სრულყოფილად ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯითა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ხარჯებით. კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშებულ იქნა აუდირებული, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით. შესაბამისად, 2022 წლის ხარჯი შეადგენს 26 562 ლარს, მათ შორის საწვავის ხარჯი 19 062 ლარი, სხვა ხარჯი 7 500 ლარი (შეძენილია მისაბმელი); 2023 წლის ხარჯი შეადგენს 19 658 ლარს, მათ შორის საწვავის ხარჯი 19 258 ლარი, სხვა ხარჯი 400 ლარი; 2024 წლის ხარჯი შეადგენს 7 100 ლარს, მათ შორის საწვავის ხარჯი 6 800 ლარი, სხვა ხარჯი 300 ლარი.
შედეგად, 2022, 2023 და 2024 წლებში საანგარიშო პერიოდებში პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, შესაბამისად, 5 901, 7 397 და 2 580 ლარის ოდენობით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მომჩივანს შეუმცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული გადასახადი. კერძოდ, 2022, 2023 და 2024 წლების მდგომარეობით შეუმცირდა დარიცხული გადასახადი 850 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №031-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.02.2026 წლის №4161 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 88-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 89-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლზე, 105-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 29.12.2010 წლის №415 დადგენილების პირველ მუხლზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნებართვის სახეებია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა. ასევე, საქართველოს მთავრობის 3.01.2014 წლის №32 დადგენილებით დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“. საქართველოს მთავრობის 3.01.2014 წლის 3 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 5.04.2005 წლის №220 ბრძანებაზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მივლინებასთან დაკავშირებით, გაწეული ხარჯების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად. რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022, 2023, 2024 წლები რა დროსაც მომჩივანი სარგებლობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. გადასახადის გადამხდელი ეწეოდა ტვირთების გადაზიდვას სხვადასხვა ქვეყნებში სჭირდებოდა სპეციალური ნებართვა ე.წ. „---“ და --- სააგენტოდან იღებდა „----“.
შემოწმების შედეგად კი საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდით სრულ შემოსავალს გამოაკლო მხოლოდ საწვავის და სანებართვო მოსაკრებლის მცირე ნაწილი და დანარჩენი შემოსავალი დამიბეგრა სრულად საშემოსავლო გადასახადით, რასაც მოჰყვა დეკლარაციის შემცირებისთვის კიდევ ჯარიმა და საურავი.
გარდა ამ ორი ხარჯისა არანაირი ხარჯი არ გაითვალისწინა, არადა ტრანსპორტირებას თან ახლავს საკმაოდ ბევრი აუცილებელი ხარჯი, რომლის გარეშეც შემოსავლის მიღება შეუძლებელი იქნებოდა.
საგადასახადო ორგანომ საშემოსავლო ნაწილის განსაზღვრისას იხელმძღვანელა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების შესაბამისად, ანგარიშები იყო როგორც ფიზიკური პირის ასევე ინდ მეწარმის, სამაგიეროდ ხარჯვითი ნაწილის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ბანკის ამონაწერებში არსებული ხარჯვითი ნაწილი, თანხები რომლებიც აუცილებელი ხარჯია ტრანსპორტირების პროცესის განსახორციელებლად.
კერძოდ, სახელმწიფო ნებართვების ხარჯი (გაითვალისწინა მხოლოდ 1200 ლარი განხორციელებულია 19 გასვლა-შემოსვლა) 5400 ლარი, ასევე ავტომანქანის ექსპლუატაციისთვის აუცილებელი პირობა საბურავების ხარჯი 9 600ლარი, ასევე სამუხრუჭე ხუნდების და ზეთის შეცვლის ხარჯი 7 100 ლარი, ასევე ბანკის ამონაწერში ჩანს და იდენტიფიცირებადია გადახდის ოპერაციები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ავტონაწილებით მოვაჭრე მაღაზიებში, რასაც წარმოადგენს თანდართული ექსელის ფაილით. დამატებით გამოსაქვითი ხარჯი 32 866 ლარი უნდა იქნეს გათვალისწინებული ხარჯებში დამატებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯები გამოიქვითება ეტაპობრივად, ამორტიზაციის ანარიცხების სახით, გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევისა.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ----დან ჩამოიტანა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, რაც შემოწმების დროს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს არ ჰქონდა და შესაბამისად, არ მომხდარა მისი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა. მომჩივანი ითხოვს მიეცეს საშუალება წარადგინოს აღნიშნული მტკიცებულებები.
მომჩივნის არგუმენტაციის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დოკუმენტური მტკიცებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.02.2026 წლის №4161 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები);
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ხარჯების ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე სანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ 2022 წლის კალენდარული წლის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად პირს მითითებული აქვს 30 000 ლარი, 2023 წელს 35 000 ლარი, ხოლო 2024 წელს 20 000 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების, სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და პირის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე ირკვევა, რომ მომჩივანი იღებს ორმხრივ ნებართვას და საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას. 2022 წლის განმავლობაში საერთაშორისო გადაზიდვიდან მის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს 56 066 ლარს, 2023 წელს 56 641 ლარს, ხოლო 2024 წელს 20 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლისა და „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, მომჩივანს შეუმცირდა მცირე ბიზნესის 1%-იანი განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა. იმის გათვალისწინებით, რომ პირმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯითა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ხარჯებით. კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშებულ იქნა აუდირებული, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით. შესაბამისად, 2022 წლის ხარჯი შეადგენს 26 562 ლარს, მათ შორის საწვავის ხარჯი 19 062 ლარი, სხვა ხარჯი 7500 ლარი (შეძენილია მისაბმელი); 2023 წლის ხარჯი შეადგენს 19 658 ლარს, მათ შორის საწვავის ხარჯი 19 258 ლარი, სხვა ხარჯი 400 ლარი; 2024 წლის ხარჯი შეადგენს 7 100 ლარს, მათ შორის საწვავის ხარჯი 6 800 ლარი, სხვა ხარჯი 300 ლარი. შედეგად, 2022, 2023 და 2024 წლებში საანგარიშო პერიოდებში პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, შესაბამისად, 5 901, 7 397 და 2 580 ლარის ოდენობით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით,მომჩივანს შეუმცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული გადასახადი. კერძოდ, 2022, 2023 და 2024 წლების მდგომარეობით შეუმცირდა დარიცხული გადასახადი 850 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №031-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №4161 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მომჩივნის არგუმენტაციის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დოკუმენტური მტკიცებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები), ხოლო აუდიტის დეპარტამენტ დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 79(„ა“); 80(1); 81(1); 88(1.2); 89(1.2 „გ“); 89(4); 100(1); 102; 105(1.2.3); 106(,,ა“);