ბრძანება N 17030-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.05.2019
№ დოკუმენტი 17030-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17030

28/05/2019

სს -------

(მის: ქ. ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა 2019 წლის 24 აპრილს (ოქმი N27) გამართულ დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განიხილა სს ------- საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 დეკემბრის N007-471 „საგადასახადო მოთხოვნის“ თაობაზე.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

აცხადებს, რომ 2015 წელს მომსახურებას უწევდა არარეზიდენტი იურიდიული პირი ------ არარეზიდენტისგან შესყიდული მომსახურება კომპანიამ დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დაბეგრა ამავე წლის აგვისტოს თვეში, კერძოდ მაშინ, როდესაც მოხდა მომსახურების გაწევა, თუმცა საგადასახადო შემოწმებისას, ოპერაციის დაბეგვრის პერიოდად განისაზღვრა 2015 წლის მაისის თვე. მიუხედავად დაბეგვრის პერიოდის ცვლილებისა, ჯარიმა განესაზღვრა 50%-ის ოდენობით, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს ჯარიმის კორექტირებას.

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოზე განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 17 სექტემბრის №25796 ბრძანების საფუძველზე სს ------- ს ჩაუტარდა გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 19 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 21 დეკემბრის N37347 ბრძანება და ამავე თარიღის N007-471 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 220969 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 146273 ლარი, ჯარიმა 74696 ლარი, საურავი 0 ლარი.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ:

სს ------- ს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს არარეზიდენტი კომპანია (-------), რომელსაც შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები და ასევე საკომპენსაციო თანხის გადახდის ინვოისები. 2015 წლის მაისის თვეში ბუღალტრული მონაცემებით ფიქსირდება საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რომლის ღირებულებაც (109559 ლარი) საწარმოს მიერ არ არის დაბეგრილი დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით მომსახურების გაწევის პერიოდში. აღნიშნულ ოპერაციაზე წარმოდგენილია მხოლოდ გადახდის ინვოისი, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის აგვისტოს თვით.

შემოწმების შედეგად, აღნიშნული მომსახურების ღიღებულება დაიბეგრა დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით სსკ-ის 176-ე მუხლის შესაბამისად მომსახურების გაწევის პერიოდში მაისის თვეში. გარდა ამისა, დაკორექტირდა ამავე თვეში გაწეული სხვა მომსახურების ღირებულება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.”

სსკ-ის 176-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება: ა) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო აგენტად ითვლება: ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის − ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი) და არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულება.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, დარიცხული უკუდაბეგვრის დღგის თანხა ექვემდებარება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით“.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად: „საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.“

სსკ-ის 272 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის“.

სსკ-ის 275-ე მუხლით (მოქმედი 2019 წლის 01 იანვრამდე) საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება პირველი და მეორე ნაწილების თანახმად იწვევს ჯარიმის დაკისრებას კერძოდ:

„1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.“

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად: ,,საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით’’.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს (საქმე Nბს-222-219 (კ-14)) განჩინებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვით იმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, საქმეზე არსებული მასალებისა და დავების განხილვის საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული სამართალდარღვევა, კერძოდ, არარეზიდენტი იურიდიული პირი „-----.“-სგან მიღებული მომსახურების უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრა 2015 წლის მაისის თვის (მომსახურების გაწევის პერიოდი) ნაცვლად ამავე წლის აგვისტოს თვეში გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით, რის გამოცსს ------- სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სსკ-ის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს ------- ს 2019 წლის 21 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, სს ------- სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს არარეზიდენტი იურიდიული პირი „-------.“-სგან მიღებული მომსახურების უკუდაბეგვრის დღგ-ით 2015 წლის მაისის თვის ნაცვლად ამავე წლის აგვისტოს თვეში დაბეგვრის საფუძველზე სსკ-ის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან;

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი აცხადებს, რომ 2015 წელს არარეზიდენტისგან შესყიდული მომსახურება კომპანიამ დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დაბეგრა ამავე წლის აგვისტოს თვეში, კერძოდ მაშინ, როდესაც მოხდა მომსახურების გაწევა, თუმცა ოპერაციის დაბეგვრის პერიოდად განისაზღვრა 2015 წლის მაისის თვე. მიუხედავად დაბეგვრის პერიოდის ცვლილებისა, ჯარიმა განესაზღვრა 50%-ის ოდენობით, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს ჯარიმის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადამხდელს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს არარეზიდენტი კომპანია. 2015 წლის მაისის თვეში ბუღალტრული მონაცემებით ფიქსირდება საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რომლის ღირებულებაც საწარმოს მიერ არ არის დაბეგრილი დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით მომსახურების გაწევის პერიოდში. აღნიშნულ ოპერაციაზე წარმოდგენილია მხოლოდ გადახდის ინვოისი, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის აგვისტოს თვით.

შემოწმების შედეგად, აღნიშნული მომსახურების ღიღებულება დაიბეგრა დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით სსკ-ის 176-ე მუხლის შესაბამისად მომსახურების გაწევის პერიოდში მაისის თვეში.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არარეზიდენტის მომსახურების უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრა 2015 წლის მაისის თვის ნაცვლად ამავე წლის აგვისტოს თვეში გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით, გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სსკ-ის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 275(1); 275(2)

01.01.2021 წლამე მოქმედი: 176