N 23871 - 29/10/2025 - „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 29.10.2025
№ დოკუმენტი 23871
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №23871

2025 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის („შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობები და მოწვეული სპეციალისტები“) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა, ამ ბრძანების დანართი №2-ის პირველი მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1762174208002 {null margin: 0 auto !important; }ირაკლი ბერაია

შემოსავლებისსამსახურის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე)

 

ლევან წითელაშვილი

შემოსავლებისსამსახურის უფროსის მოადგილე (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)

 

ნინო ფოდიაშვილი

დავების დეპარტამენტის უფროსი

 

ლევან დგებუაძე

მეთოდოლოგიისდეპარტამენტის უფროსი

 

მერაბ გამყრელიძე

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

 

მერაბ წირქვაძე

დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 

ზაალ ტყეშელაშვილი

აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

 

მერაბ არახამია

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 

ზაზა თაბაგარი

ანალიტიკურიდეპარტამენტის უფროსი

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 28 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე