გადაწყვეტილება №23538/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23538/2/2024
25 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 22.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23538/2/2024).
დავის საგანი:
იმპორტირებულ საქონელზე სასაქონლო-ნომენკლატურული კოდის განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 20 მაისის №33098512 საბაჟო შეტყობინება;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16826 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივნის მიერ №------- (17.05.2024) განცხადებით ელექტრონულად წარდგენილი №2024 0091 (30.04.2024) ინვოისისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, 2024 წლის 20 მაისს დარეგისტრირდა №------- საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ცხვირის ღრუს გასაწმენდად – 4 400 ერთეული („-------“ – 2 200 ერთეული; „-------“ – 2 200 ერთეული) და პლასტმასის პალეტი ტრანსპორტირებისთვის – 3 ერთეული.
მითითებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქონელს – „-------“ და „-------“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად განესაზღვრა ------- სასაქონლო კოდი.
დეკლარირებისას წარმოდგენილ №2024 0091 (30.04.2024) შესყიდვის დოკუმენტში მითითებული საქონლის დასახელება („-------“; „-------“) და არტიკულის ნომერი (№430516; №430520) იდენტურია 2022 წლის 24 აპრილს №C53613/A52786 საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის, რაზეც სეს ესნ კოდის განსაზღვრის მიზნით, 2022 წლის 18 აპრილს შპს „-------“ მიმართა საბაჟო დეპარტამენტს, წარადგინა შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი) №2022 0069 (13.04.2022) და მოითხოვა ინვოისში მითითებული არტიკულის (№430516, №430515; №430520) შესაბამისი, სამი დასახელების საქონლის („-------“; „-------“; „-------“) სეს ესნ კოდის განსაზღვრა. შპს „-------“ (ს/ნ -------) მოთხოვნის საფუძველზე გამოიცა საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №------- (19.04.2022) დასკვნა, რომლის მიხედვით საქონელს („-------“; „-------“; „-------“) განესაზღვრა ------- სასაქონლო კოდი.
შესაბამისად, 2024 წლის 20 მაისის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის დეკლარირება განხორციელდა სეს ესნ-ის ------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და ვინაიდან „-------“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და №------- საბაჟო დეკლარაციით შპს „-------“ (ს/ნ -------) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 5065.08 ლარის ოდენობით.
მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტის 20.05.2024 წლის №33098512 შეტყობინების გაუქმების და №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16826 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ №1------- 20.05.2024 საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ კოდი) და №33098512 20.05.2024 შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2013 წელს მომჩივნის მიერ შემოტანილი იქნა საქონელი -------, -------, ------- სასაქონლო კოდით -------, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არის გათავისუფლებული დაბეგვრისაგან, მაგრამ საბაჟო დეპარტამენტმა ყოველი ეს არ გაითვალისწინა და მიუთითა, რომ საქონლის კოდი არის -------.
12.12.2013 წელს მომჩივანმა საჩივრით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 18 ნოემბრის №58356 ბრძანების და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2013 წლის 23 სექტემბრის №21-10-17/72136 წერილის გაუქმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საჩივარზე №7132/2/13) შპს ,,-------’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2015 წლის 19 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით (მოსამართლე ნათია ჯორბენაძე) სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 10 ივნისის №21-11/44808 წერილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2013 წლის 23 სექტემბრის №21-10-17/72136 წერილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 18 ნოემბრის №58356 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 21 ნოემბრის (საჩივარი №7132/2/13) გადაწყვეტილება; ზ/აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით.
შესაბამისად გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პრიმა მუხლის მე-12 ნაწილით განმარტებულია სამედიცინო დანიშნულების საქონლის ცნება, კერძოდ, სამედიცინო დანიშნულების საქონელია – სამედიცინო პრაქტიკაში დაავადების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ავადმყოფის მოვლის მიზნით გამოყენებული სამედიცინო საქონელი: ინსტრუმენტები, მოწყობილობები, დანადგარები, სამედიცინო ტექნიკა, შესახვევი მასალა, საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სხვა. ამავე მუხლის მე-13 ნაწილი - ფარმაცევტული პროდუქტია (სამკურნალო საშუალება) – წამალი ან ფიზიოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ნივთიერება ან მათი კომბინაცია, რომლებიც ნებადართულია სამედიცინო გამოყენებისათვის, მათ შორის, ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით რეგისტრირებული კომპლემენტარული სამკურნალო საშუალება, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და პარასამკურნალო საშუალება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით დამტკიცებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ), რომლის შესაბამისად 30-ე ჯგუფში ერთიანდება ფარმაცევტული პროდუქცია. მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასაქონლო პოზიციის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იღებდეს არამარტო საქონლის სახეობას, არამედ ვალდებულია განსაზღვროს ასევე მისი რეალური, ფუნქციური დანიშნულება. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ რა ფუნქციის და დანიშნულებისაა სადავო პროდუქცია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ'' საქართველოს კანონის 11 მუხლის მე-12 ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სამედიცინო დანიშნულების საქონელი შეიძლება იყოს ინსტრუმენტები, მოწყობილობები, დანადგარები, სამედიცინო ტექნიკა, შესახვევი მასალა, საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სხვა. მოცემულ შემთხვევაში -------, -------, ------- - წარმოადგენს ნაზალურ ხსნარს, შესაბამისად ისინი არ წარმოადგენენ ინსტრუმენტს, მოწყობილობას, დანადგარს, სამედიცინო ტექნიკას, შესახვევ მასალას და საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება სადავო პროდუქციის სამედიცინო დანიშნულების საქონლად მიჩნევის შესახებ. საქართველოს საგადასახადო კოდექსი ცალსახად მიუთითებს, რომ ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქცია (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი; ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა სადავო პროდუქცია მიეკუთვნებოდა თუ არა ფარმაცევტულ პროდუქციას და ამ გარემოების დადგენის მიზნით, უნდა შეეგროვებინა მტკიცებულებები, მათ შორის დაენიშნა ექსპერტიზა, თუ ის არ იზიარებდა მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას). საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 27 ივნისის №------- დასკვნით დასტურდება (იხ.ს.ფ.22-25), რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნაზალური ხსნარის -------, ------- - სეს ესნ კოდია -------. მითითებული ექსპერტიზის დასკვნის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. მეტიც, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა არგუმენტი იმის შესახებ, რომ სადავო პროდუქციის ფარმაცევტულ პროდუქტად განხილვა არ შეიძლება იმის გამო, რომ ის არ ექვემდებარება სამედიცინო რეგულირების სააგენტოში რეგისტრაციას. აღნიშნულთან დაკავშირებთ, სასამართლო განმარტავს, რომ ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-12 11 მუხლის მე-13 ნაწილით ცალსახად არის განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის დეფინიცია და ნორმა არ შეიცავს დათქმას იმის შესახებ, რომ პროდუქტი ფარმაცევტულად შეიძლება მიჩნეული იყოს მხოლოდ მისი სამედიცინო რეგულირების სააგენტოში რეგისტრაციის შემთხვევაში. ასეთ დათქმას არ შეიცავს არც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ'' პუნქტი. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შპს ,,-------”-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სადავო სამართალ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების უგულვებელყოფით სრულიად უსაფუძვლოდ.“ ანუ სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პრეპარატები გათავისუფლებულია იმპორტისა და დღგ-ს გადასახადებიდან.
ეს დასაბუთება ასევე გამყარებულია სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების შესაბამისი განჩინებებით.
შესაბამისად ერთხელ უკვე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ ზ/აღნიშნული საქონლის კოდი არის ------- და არა -------. თუმცა საბაჟო დეპარტამენტმა ალბათ ჩათვლა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვადა გაუვიდა და ისევ არასწორი სასაქონლო კოდი განუსაზღვრა საქონელს.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მაისის შეტყობინება N33098512, მოხდეს საბაჟო დეკლარაციაში (რეგისტრაციის №C47584 (თარიღი 20.05.2024)) ცვლილების შეტანა და საქონლის კოდად განისაზღვროს -------.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია სეს ესნის 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.
საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 31.07.2024 წლის №73938-21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ №------- (17.05.2024) განცხადებით ელექტრონულად წარდგენილი №2024 0091 (30.04.2024) ინვოისისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, 2024 წლის 20 მაისს დარეგისტრირდა №------- საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ცხვირის ღრუს გასაწმენდად – 4 400 ერთეული („-------“ – 2 200 ერთეული; „-------“ – 2 200 ერთეული) და პლასტმასის პალეტი ტრანსპორტირებისთვის – 3 ერთეული. მითითებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქონელს – „-------“ და „-------“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად განესაზღვრა ------- სასაქონლო კოდი. დეკლარირებისას წარმოდგენილ №2024 0091 (30.04.2024) შესყიდვის დოკუმენტში მითითებული საქონლის დასახელება („-------“; „-------“) და არტიკულის ნომერი (№430516; №430520) იდენტურია 2022 წლის 24 აპრილს ------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის, რაზეც სეს ესნ კოდის განსაზღვრის მიზნით, 2022 წლის 18 აპრილს შპს „-------“ მიმართა საბაჟო დეპარტამენტს, წარადგინა შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი) №2022 0069 (13.04.2022) და მოითხოვა ინვოისში მითითებული არტიკულის (№-------, №-------; №-------) შესაბამისი, სამი დასახელების საქონლის („-------“; „-------“; „-------“) სეს ესნ კოდის განსაზღვრა. შპს „-------“ (ს/ნ -------) მოთხოვნის საფუძველზე გამოიცა საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №------- (19.04.2022) დასკვნა, რომლის მიხედვით საქონელს („-------“; „-------“; „-------“) განესაზღვრა ------- სასაქონლო კოდი. შესაბამისად, 2024 წლის 20 მაისის №------- საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის დეკლარირება განხორციელდა სეს ესნ-ის ------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და ვინაიდან „-------“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და №------- საბაჟო დეკლარაციით შპს „-------“ (ს/ნ -------) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 5065.08 ლარის ოდენობით.
საბჭო განმარტავს, რომ სასამართლოში წარმოებული დავა ეხებოდა ზღვის წყალს -------, -------, -------. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 27 ივნისის №------- დასკვნის შინაარსით კი, ექსპერტიზაზე წარდგენილია ნაზალური ხსნარი: -------, -------, ხოლო განსახილველ შემთხვევაში სადავოა ჰიპერტონიული ზღვის წყლის ხსნარი (------- და -------), განკუთვნილი ცხვირის ღრუს ჰიგიენისათვის, რომლებსაც საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2022 წლის 19 აპრილის №------- დასკვნით, განესაზღვრა – ------- სეს ესნ კოდი, ვინაიდან საქმე გვაქვს სასამართლო და მიმდინარე დავაში არსებულ სხვადასხვა საქონელთან, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია საბაჟო დეპარტამენტისა და დავის განმხილველი ორგანოს (შემოსავლების სამსახური) გადაწყვეტილება.
საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ამისა, დავების განხილვის საბჭოში მომჩივნის შესახებ ზემოთ დასახელებულ და წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით, არსებობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.11.2014 წლის №------- წერილი, რომლის მიხედვით, ------- „-------“-ს მიერ წარმოებულ პროდუქტებზე: 27.05.2013 წლის №------- ექსპერტიზის დასკვნით, -------, -------, ------- განისაზღვრა სეს ესნ-ის კოდი – -------. ვინაიდან ბოლო პერიოდის მსო-ს წევრი ქვეყნების წევრი წინასწარი გადაწყვეტილებებით ანალოგიურ საქონელზე (მათში არსებული ზღვის წყალის ოდენობის და შეფუთვის სახეობის მიუხედავად) ძირითადად მინიჭებულია ნომენკლატურის ------- სასაქონლო პოზიციის კოდი.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
იმპორტირებულ საქონელზე სასაქონლო-ნომენკლატურული კოდის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ განცხადებით ელექტრონულად წარდგენილი ინვოისისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია. საბაჟო დეკლარაციის შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქონელს შესაბამისად განესაზღვრა სასაქონლო კოდი.
ვინაიდან სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და საბაჟო დეკლარაციით მომივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი.
გადაწყვეტილება
გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 35