ბრძანება N 12446

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.06.2026
№ დოკუმენტი 12446
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12446

05 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

11 თებერვლის, 31 მარტისა და 7 მაისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 იანვარს, 12 თებერვალს, 30 აპრილს, 7 და 28 მაისს გამართულ სხდომებზე (ოქმები №4; №13; №34; №37 და №44) განიხილა შპს „----“ (ს/ნ ----) №99725/1/2025, №100500/1/2026, №100712/1/2026, №101558/1/2026 და №102254/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 დეკემბრის №001-264 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა სხვა და სხვა დროს გადახდილ იქნა ფიზიკური პირებისთვის სამაცივრე დანადგარების, დამატენიანებლების, სილიკონის საიზოლაციო ფარდების, ციფრული მართვის პულტების, ელექტრო დამტვირთველებისა და მიწის ნაკვეთების შესაძენად. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ----- გეგმავს 3 მიწის ნაკვეთის შეძენას, რომელშიც ავანსად 2024 წლის 23 აპრილს გადახდილი აქვს ჯამში 60 500 ლარი. ამასთან, მიუთითებს რომ გადასახადის გადამხდელმა ავანსად გადაიხადა თანხა სამი მიწის ნაკვეთის შესაძენად.

გარდა აღნიშნულისა მომჩივანი მიუთითებს, რომ საწარმოს დამფუძნებელმა კაპიტალში შეიტანა თანხა, რომლიც ამჟამად კომპანიის ანაბარზეა განთავსებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13147 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“

(ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 26 ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 2 დეკემბრის №26480 ბრძანება და ამავე თარიღის № ----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 473 575 ლარი, მათ შორის გადასახადი 257 688 ლარი, ჯარიმა 138 905 ლარი და საურავი 76 982 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა შემდეგი:

შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, გადამხდელისგადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სამეურნეო ოპერაციების ამსახველ საბუღალტრო პროგრამა „-----“, სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაციიდან დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ფულადი სახსრების ნაშთი. შემოწმებამ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული, სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითებით და საკასო ხარჯის და შემოსავლის გათვალისწინებით განისაზღვრა სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნისნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით აღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის 20%- იანი განაკვეთით. ასევე, პირს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შპს „------“-გან (ს/ნ -----) შეძენილი აქვს სამი მიწის ნაკვეთი -----. (ს/კ-------, ს/კ ------, ს/კ.------). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბაზის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთებში გადახდილი თანხა შეადგენს 24 000 ლარს. ხოლო, კომპანიის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით გადახდილი თანხა (ნაღდი ანგარიშსწორებით) შედაგენს 587 368 ლარს. შპს „------“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ მიწის ნაკვეთების სახელშეკრულებო ღირებულება შედაგენდა 24 000 ლარს, რაც დღეს მდგომარეობით, შპს „-------“ (ს/ნ ------) გადახდილი არ აქვს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის მასალებში დაფიქსირებული განაცემი - 587 368 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით, გადასახადის გადამხდელს ფ/პ ----- (პ/ნ ------) უფიქსირდება ნაღდი ფულის - 180 000 ლარის გადახდა. დანიშნულებით - მიწის ნაკვეთების საფასური. თუმცა, აღნიშნული მიწის ნაკვეთები შპს „----“ (ს/ნ -----) საკუთრებაში არ გადმოსულა და არც მეორე მხარე ადასტურებს თანხის მიღებას. შესაბამისად, კომპანიის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის მასალებში დაფიქსირებული განაცემი - 180 000 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საზღვარი, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შპს „------ გან (ს/ნ -----) შეძენილი აქვს სამი მიწის ნაკვეთი ------. (ს/კ ------, ს/კ -----, ს/კ.-----). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბაზის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთებში გადახდილი თანხა შეადგენს 24 000 ლარს. ხოლო, კომპანიის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით გადახდილი თანხა (ნაღდი ანგარიშსწორებით) 2023 წლის დეკემბერში შედაგენს 587 368 ლარს. შპს „------“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ მიწის ნაკვეთების სახელშეკრულებო ღირებულება შედაგენდა 24 000 ლარს, რაც დღეს მდგომარეობით, შპს „----“ (ს/ნ -----) გადახდილი არ აქვს. შესაბამისად, საზოგადოების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის მასალებში დაფიქსირებული განაცემი - 587 368 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ფ/პ ------ უფიქსირდება ნაღდი ფულის - 180 000 ლარის გადახდა 2023 წლის 15 დეკემბერს დანიშნულებით - მიწის ნაკვეთების საფასური. თუმცა, აღნიშნული მიწის ნაკვეთები შპს „-----“ (ს/ნ ------) საკუთრებაში არ გადმოსულა და არც მეორე მხარე ადასტურებს თანხის მიღებას. შესაბამისად, კომპანიის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის მასალებში დაფიქსირებული განაცემი - 180 000 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სამეურნეო ოპერაციების ამსახველ საბუღალტრო პროგრამა „-----", სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაციიდან დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ფულადი სახსრების ნაშთი. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის N----- ბრძანებით დამტკიცებული, სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითებით და საკასო ხარჯის და შემოსავლის გათვალისწინებით განისაზღვრა სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი. სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი 243 234 ლარი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2025 წლის მაისი) განხილულ იქნა დირექტორზე (-----, პ/ნ -----) გაცემულ ხელფასად.

2025 წლის 01 მაისს საზოგადოების დირექტორსა და დამფუძნებელს, -------- კომპანიის ანგარიშზე შემოტანილი აქვს 900 000 ლარი დანიშნულებით - დამფუძნებლის შენატანი. ხოლო 08 მაისს გატანილი აქვს 897 000 ლარი, დანიშნულებით - საწესდებო კაპიტალის შემცირება/დაბრუნება.

საგულისხმოა, რომ საჩივრებში წარმოდგენილი პოზიციისა და მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მან კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწია ხარჯი, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა გატანიდან რამოდენიმე დღეში შემოიტანა საწარმოში და განათავსა საწარმოს საანაბრე ანგარიშზე, რაც დასტურდება საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:

მომჩივანს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებულ თანხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, სადაც აღნიშნავს, რომ სხვა და სხვა დროს შეძენილ იქნა ფიზიკური პირებისაგან სამაცივრე დანადგარები, დამატენიანებლები, სილიკონის საიზოლაციო ფარდები, ციფრული მართვის პულტები, ელექტრო დამტვირთველები.

2023 წელის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად მიწის ნაკვეთების საფასურის ასანაზაღაურებლად ფ/პ რობინზონ ბერიკაშვილს გადაუხადა - 180 000 ლარი, ხოლო შპს „-----“-ს 587 368 ლარი, რომლებიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

2025 წლის 01 მაისს საზოგადოების დირექტორსა და დამფუძნებელს, ------ კომპანიის ანგარიშზე შემოტანილი აქვს 900 000 ლარი დანიშნულებით - დამფუძნებლის შენატანი. ხოლო 08 მაისს გატანილი აქვს 897 000 ლარი, დანიშნულებით - საწესდებო კაპიტალის შემცირება/დაბრუნება.

გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ 2025 წლის მაისის თვეში საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხა გონივრულ ვადაში შემოიტანა საწარმოში და განათავსა საწარმოს საანაბრე ანგარიშზე, რაც დასტურდება საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გატანილი და შემოწმების შედეგად ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხები დააკორექტიროს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დოკუმენტების შესწავლის შედეგად (ნამდვილობისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების გათვალისწინებით). დარჩენილ თანხას შეუცვალოს შემოწმებით დადგენილი კვალიფიკაცია და განიხილოს ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად საბანკო ანგარიშზე თანხის დაბრუნების მომენტამდე (2025 წლის პირველ მაისამდე).ამასთან, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღის ჩათვლით საწარმოს/დირექტორის საბანკო (ანაბრის) ანგარიშების დეტალური ამონაწერი. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და 2025 წლის მაისში საწარმოს დირექტორის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული თანხა თუ დაბრუნებულია გონივრულ ვადაში კომპანიის საბანკო ანგარიშზე/ანაბარზე და ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღამდე უძრავად (შეუმცირებლად) განთავსებულია კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე ან/და გამოყენებულია საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში, აღნიშნული თანხები არ დაკვალიფიციროს სარგებლად და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით:

ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გატანილი და შემოწმების შედეგად ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხები დააკორექტიროს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დოკუმენტების შესწავლის შედეგად (ნამდვილობისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების გათვალისწინებით). დარჩენილ თანხას შეუცვალოს შემოწმებით დადგენილი კვალიფიკაცია და განიხილოს ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად საბანკო ანგარიშზე თანხის დაბრუნების მომენტამდე (2025 წლის პირველ მაისამდე).

ბ) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღის ჩათვლით საწარმოს/დირექტორის საბანკო (ანაბრის) ანგარიშების დეტალური ამონაწერი;

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და 2025 წლის მაისში საწარმოს დირექტორის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული თანხა თუ დაბრუნებულია გონივრულ ვადაში კომპანიის საბანკო ანგარიშზე/ანაბარზე და ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღამდე უძრავად (შეუმცირებლად) განთავსებულია კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე ან/და გამოყენებულია საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში, აღნიშნული თანხები არ დაკვალიფიციროს სარგებლად და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ფულადი სახსრების ნაშთი. შემოწმების მიერ სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის 20%- იანი განაკვეთით. ასევე, პირს განესაზღვრა ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შპს-სგან შეძენილი აქვს სამი მიწის ნაკვეთი. დადგინდა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთებში გადახდილი თანხა შეადგენს 24 000 ლარს. ხოლო, კომპანიის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით გადახდილი თანხა (ნაღდი ანგარიშსწორებით) შეადგენს 587 368 ლარს. მასალებში დაფიქსირებული განაცემი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1);97(1);982(3);